ფილოსოფიის მოკლე ისტორია (ნაწყვეტი) Flipbook PDF

ფილოსოფიის მოკლე ისტორია (ნაწყვეტი)

60 downloads 109 Views 284KB Size

Recommend Stories


Porque. PDF Created with deskpdf PDF Writer - Trial ::
Porque tu hogar empieza desde adentro. www.avilainteriores.com PDF Created with deskPDF PDF Writer - Trial :: http://www.docudesk.com Avila Interi

EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF
Get Instant Access to eBook Empresas Headhunters Chile PDF at Our Huge Library EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF ==> Download: EMPRESAS HEADHUNTERS CHIL

Story Transcript

ნაიჯელ უორბერტონი

ფილოსოფია მოკლე ისტორია

სარჩევი

თავი 1. კაცი, რომელიც კითხვებს სვამდა. სოკრატე და პლატონი

7

თავი 2. ჭეშმარიტი ბედნიერება. არისტოტელე

17

თავი 3. არაფერიც არ ვიცით. პირონი

25

თავი 4. ბილიკი ბაღში. ეპიკურე

33

თავი 5. ვისწავლოთ უდრტვინველობა. ეპიქტეტუსი, ციცერონი, სენეკა

40

თავი 6. ვინ გვმართავს?. ნეტარი ავგუსტინე

47

თავი 7. ფილოსოფიის ნუგეში. ბოეთიუსი

54

თავი 8. სრულქმნილი კუნძული. ანსელმი და აკვინელი

61

თავი 9. მელა და ლომი. ნიკოლო მაკიაველი

68

თავი 10. აუტანელი, სასტიკი და ხანმოკლე. თომას ჰობსი

76

თავი 11. იქნებ მესიზმრება?. რენე დეკარტი

82

თავი 12. ფსონს ჩამოდი. ბლეზ პასკალი

91

თავი 13. ლინზების ოსტატი. ბარუხ სპინოზა

98

თავი 14. უფლისწული და ხარაზი. ჯონ ლოკი და თომას რიდი

105

თავი 15. სპილო ოთახში. ჯორჯ ბერკლი (და ჯონ ლოკი)

112

თავი 16. მჯობთა მჯობი სამყარო? ვოლტერი და გოტფრიდ ლაიბნიცი

119

თავი 17. წარმოსახვითი მესაათე. დევიდ იუმი

126

თავი 18. თავისუფლებისთვის დაბადებული. ჟან-ჟაკ რუსო

133

თავი 19. რეალობა ვარდისფერი ელფერით. იმანუელ კანტი (1)

139

თავი 20. რა მოხდება, ყველა ასე რომ იქცეოდეს? იმანუელ კანტი (2)

145

თავი 21. სრული ნეტარება. ჯერემი ბენტამი

152

თავი 22. მინერვას ბუ. გეორგ ვ. ფ. ჰეგელი

158

თავი 23. რეალობის გაელვებანი. არტურ შოპენჰაუერი

166

თავი 24. გარემო, სადაც იზრდები. ჯონ სტიუარტ მილი

173

თავი 25. უგუნური ჩანაფიქრი. ჩარლზ დარვინი

181

თავი 26. მსხვერპლად შეწირვა. სიორენ კირკეგორი

190

თავი 27. პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით! კარლ მარქსი თავი 28. მერე რა? ჩ. ს. პერსი და უილიამ ჯეიმზი

196 203

თავი 29. ღმერთის სიკვდილი. ფრიდრიხ ნიცშე

211

თავი 30. შეფარული ფიქრები. ზიგმუნდ ფროიდი

217

თავი 31. საფრანგეთის ამჟამინდელი მეფე მელოტია? ბერტრან რასელი თავი 32. ძირს! ვაშაა! ალფრედ ჯულზ აიერი

225 233

თავი 33. თავისუფლების სატანჯველი ჟან-პოლ სარტრი, სიმონ დე ბოვუარი და ალბერ კამიუ

240

თავი 34. ენით მონუსხული. ლუდვიგ ვიტგენშტაინი

247

თავი 35. კაცი, რომელიც კითხვებს არ სვამდა. ჰანა არენდტი

254

თავი 36. ვსწავლობთ შეცდომებზე. კარლ პოპერი და თომას კუნი

262

თავი 37. უმართავი მატარებელი და არასასურველი მევიოლინე ფილიპა ფუტი და ჯუდიტ ჯარვის ტომსონი

4

272

თავი 38. სამართლიანობა უმეცრების მიღმა. ჯონ როულზი

279

თავი 39. შეუძლიათ თუ არა კომპიუტერებს ფიქრი? ალან ტიურინგი და ჯონ სერლი

286

თავი 40. დღევანდელი მაწუხელა. პიტერ სინგერი

292

5

თავი 1

კაცი, რომელიც კითხვებს სვამდა სოკრატე და პლატონი აახლოებით 2400 წლის წინ, ერთი კაცი, რომელიც



მეტისმეტად ბევრ კითხვას სვამდა, ათენში სიკვდილით დასაჯეს. ამ ქალაქში ფილოსოფოსები მანამდეც

ენახათ, მაგრამ სასიკვდილო განაჩენი მხოლოდ სოკრატესთვის გამოეტანათ. არადა, თუკი ფილოსოფიას მფარველი წმინდანი ჰყავს, ეს სწორედ რომ სოკრატეა. ცხვირპაჭუა, ტანმორჩილი, ჭარბწონიანი, შეუხედავი და, ცოტა არ იყოს, ხუშტურიანი სოკრატეს ჩარჩოებში მოქცევა შეუძლებელი იყო. უსახური და არცთუ იშვიათად დაუბანელი, ღვთაებრივი ნიჭითა და ბრწყინვალე გონებით გამოირჩეოდა. ათენში ყველა დაგიდასტურებდათ, რომ მისი ბადალი ამქვეყნად არვინ ეგულებოდათ და, ალბათ, ვერც ვერასდროს დაიგულებდნენ. ის ერთადერთი იყო და განუმეორებელი, თუმცა, იმავდროულად, უკიდურესად თავშემაწყენელიც გახლდათ. საკუთარ თავს თვითონაც იმ მაწუხელა ბუზად აღიქვამდა, მწარედ რომ იკბინება და თავს გაბეზრებს, მაგრამ 7

დიდს ვერაფერს გაკლებს. თუმცა ათენში ყველა ასე როდი ფიქრობდა. ზოგს ის უყვარდა, ზოგს კი მიაჩნდა, რომ მისი მავნე ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანი თავს საფრთხეში იგდებდა. ყმაწვილკაცობაში მამაცი ჯარისკაცი ბრძანდებოდა და პელოპონესის ომში1 სპარტელებსა და მათ მოკავშირეებს ებრძოდა. მერე კი, დაკაცებული, ბაზრის მოედანზე დაფრატუნობდა, დროდადრო ხალხს აჩერებდა და უხერხულ კითხვებს უსვამდა. სულ ეს იყო. მის მიერ დასმული კითხვები სამართებელივით ბასრი გახლდათ და სიმწვავით გამოირჩეოდა. ეს კითხვები თავიდან მარტივი ჩანდა, მაგრამ მთლად ასეც არ იყო. ამის მაგალითად შეგვიძლია ევთიდემუსთან2 მისი საუბარიც დავასახელოთ. სოკრატე ეკითხება, სიცრუე უზნეობად უნდა შევრაცხოთ თუ არაო. რასაკვირველიაო, მიუგებს ევთიდემუსი. მისი აზრით, ეს ცხად-ნათელი იყო. მაგრამ, შენმა სასოწარკვეთილმა მეგობარმა თავის მოკვლა რომ დააპიროს, შენ კი დანა გამოსტყუო, ამაზე რას იტყვიო, ჩაეკითხება სოკრატე. ესეც ხომ სიცრუეა, მაგრამ ზნეობრიობის თვალსაზრისით, ამგვარი საქციელი განა უფრო გამართლებული არ არის, ვიდრე გაუმართლებელიო? ეს ცუდი კი არა, კარგია, თუმცა სიცრუეაო. დიახო, კვერი დაუკრა შეცბუნებულმა ევთიდემუსმა. სოკრატემ, რომელმაც საპირისპირო თვალსაზრისის დასამტკიცებლად გონივრული მაგალითი მოიყვანა, თვალსაჩინო გახადა, რომ ევთიდემუსის ზოგადი განაცხადი, სიცრუე უზნეობად უნდა შეირაცხოსო, ყოველთვის როდი გამოხატავდა ჭეშმარიტებას. ევთიდემუსი აქამდე ამაზე არ დაფიქრებულა. პელოპონესის ომი (ძვ.წ. 431-404) – ძველი საბერძნეთის ისტორიაში უდიდესი ომი ბერძნულ პოლისთა კავშირებს შორის. ერთმანეთს ებრძოდნენ დელოსის კავშირი (სათავეში ედგა ათენი) და პელოპონესის კავშირი (სათავეში ედგა სპარტა).

1

სოკრატეს პლატონისეული დიალოგების პერსონაჟი

2

8

სოკრატე კვლავაც ამხელდა ბაზრის მოედანზე მოყიალე ადამიანების უმეცრებას. სინამდვილეში, მათ არ იცოდნენ ისეთი რაღაცები, რაც ეგონათ, რომ იცოდნენ. მაგალითად, არმიის სარდალი ერთობ თავდაჯერებით იწყებდა ლაპარაკს, რაკიღა სწამდა, რომ იცოდა, თუ რას ნიშნავდა „სიმამაცე“, მაგრამ როგორც კი სოკრატეს გვერდით ოციოდე წუთს დაყოფდა, გვარიანად შეცბუნებული გაერიდებოდა იქაურობას. მსგავსი რამ, როგორც ჩანს, შფოთიან განცდებს ბადებდა. სოკრატეს უყვარდა იმ სამიჯნო ნიშნის გამომზეურება, რომელსაც ხალხი ჭეშმარიტად გაისიგრძეგანებდა, უყვარდა იმ ამოსავალი დებულებების ეჭვქვეშ დაყენება, რომლებზეც მათ თავიანთი ცხოვრება დაეშენებინათ. საუბარი, რომლის დასასრულსაც ყველა გაიაზრებდა საკუთარი ცოდნის სიმწირეს, მისთვის წარმატების საწინდარი იყო. აბა ის სჯობდა, დაუეჭვებლად გეწამა, რომ რაღაცაში გაცნობიერებული იყავი მაშინ, როდესაც არაფერიც არ გაგეგებოდა?! იმხანად ათენელი მდიდრები შვილებს სოფისტებთან აგზავნიდნენ სასწავლებლად. სოფისტები კეთილგონიერი მასწავლებლები იყვნენ და სტუდენტებს მჭევრმეტყველების ხელოვნებას აზიარებდნენ. ამისთვის ძალზე დიდ გასამრჯელოს ითხოვდნენ. სოკრატე კი არაფერს ითხოვდა თავისი შრომის საფასურად. აეჩემებინა, თავად არაფერი ვიცი და სხვას რა ვასწავლოო. თუმცა ეს სულაც ვერ აკავებდა იმ მოსწავლეთა ნაკადს, რომელთაც მისი მოსმენა ეწადათ. სოფისტებს კი მისი საუბრები გულზე დიდად არ ეხატებოდათ. ერთხელაც, მისი მეგობარი ქეროფონი, დელფოს სამისნოს აპოლონის ტაძრის მისანს1 ეწვია. მისანი ბრძენი ხანდაზმული ქალი გახლდათ – სიბილა, რომელიც სტუმრების მიერ დასმულ ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი რელიგიური ცენტრი ანტიკურ ქალაქ დელფოში – ორაკული, სადაც ორაკულები, მისნები, პითიები, ექსტაზის მდგომარეობაში ყოფნისას, გასცემდნენ სინათლისა და ხელოვნების ღმერთ აპოლონისგან მიღებულ წინასწარმეტყველურ ინფორმაციას.

1

9

კითხვებს გამოცანის ფორმით უპასუხებდა. როდესაც ქეროფონმა ჰკითხა, სოკრატეზე ბრძენი ამქვეყნად თუ გეგულებაო, არა, სოკრატეზე ბრძენი არსად მეგულებაო, მიუგო მან. ქეროფონმა სოკრატეს ეს ამბავი რომ უამბო, მან თავიდან არ დაიჯერა. ამ სიახლემ, ცოტა არ იყოს, ააფორიაქა კიდეც. როგორ შეიძლება, ესოდენ მწირი ცოდნით, ათენის ბრძენთა ბრძენად ვირაცხებოდეო, უკვირდა. მერე კი წლები შესწირა ხალხის გამოკითხვას იმის დასადგენად, ეგულებოდათ თუ არა სადმე მასზე ბრძენი ადამიანი. ბოლოს კი გააცნობიერა, რას გულისხმობდა მისანი და ისიც გაიაზრა, რომ სიმართლეს ღაღადებდა. ბევრს ეხერხებოდა რაღაცის კეთება: დურგალს – დურგლობა, ჯარისკაცს – ბრძოლა, მაგრამ მათში წამლადაც არ ერია თუნდაც ერთი ჭეშმარიტი ბრძენკაცი. მათ მართლაც არაფერი გაეგებოდათ იმისა, რის შესახებაც ლაპარაკობდნენ. სიტყვა „ფილოსოფოსი“ ბერძნულიდან იღებს სათავეს და „სიბრძნის სიყვარულს“ ნიშნავს. დასავლური ტრადიცია ფილოსოფიაში, რომელიც ამ წიგნშიცაა გაზიარებული და რომელიც, ალაგ-ალაგ, აღმოსავლეთიდან წამოსული იდეებითაა ნაკვები, ძველი საბერძნეთიდან გავრცელდა და მსოფლიოს უმეტეს ნაწილშიც მოიკიდა ფეხი. სიბრძნე, რომელიც მართლაც ფასეულია, დაფუძნებულია პაექრობაზე, მსჯელობასა და კითხვების დასმაზე და არა იმის სარწმუნოდ აღიარებაზე, რასაც ვიღაც მნიშვნელოვანი ვაჟბატონი ჭეშმარიტებად მიიჩნევს. სოკრატესთვის სიბრძნე ბევრი ფაქტის ცოდნა და ხელმარჯვეობა კი არა, ჩვენი არსებობის ჭეშმარიტი ბუნების გააზრებაა იმ ზღვარდებული ცოდნის ჩათვლით, რომელზეც ხელი მიგვიწვდება. დღეს ფილოსოფოსები, მეტ-ნაკლებად იმასვე აკეთებენ, რასაც სოკრატე აკეთებდა: სვამენ მწვავე კითხვებს, ჩხრეკენ მიზეზებსა თუ მტკიცებულებებს და ილტვიან, პასუხი მოუძებნონ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებსაც ვუსვამთ საკუთარ თავს რეალობის რაობისა და იმის შესახებ, თუ როგორ ვიცხოვროთ. თუმცა, სოკრატესგან განსხვავებით, თანამედროვე ფილო10

სოფოსები სარგებლობენ თითქმის ორიათასხუთასწლოვანი ფილოსოფიური აზროვნების გამოცდილებით, რომელსაც ისინი ეფუძნებიან. ეს წიგნი იმ მნიშვნელოვან მოაზროვნეთა იდეებს გვაცნობს, რომელთა კვლევებიც სწორედ რომ დიდი დასავლელი მოაზროვნეების გამოცდილებითაა ნასაზრდოები – გამოცდილებით, სოკრატემ რომ დაუდო დასაბამი. სოკრატეს ესოდენი სიბრძნე იმით აიხსნება, რომ იგი დღენიადაგ კითხვებს სვამდა და მუდამ მზად იყო, სადავო გაეხადა თავისივე ნააზრევი. ცხოვრება მარტო მაშინ ღირს, თუ შეიცნობ, რას აკეთებო, აცხადებდა იგი. გაუაზრებელი ყოფა ნახირისთვისაა და არა ადამიანისთვისო. სხვა ფილოსოფოსთაგან განსხვავებით, სოკრატე ა ­ რაფერს იწერდა. წერას ზეპირმეტყველებას ამჯობინებდა. დაბეჯითებით იმეორებდა, დაწერილი სიტყვა პასუხს ვერ გაგცემს და ვერც ვერაფერს აგიხსნის, თუ რამეს ვერ გაიგებო. საუბრისას კი, შეგვიძლია, ანგარიში გავუწიოთ ნებისმიერი ყაიდის ადამიანს და ჩვენს გზავნილს ჩვენივე ნათქვამი მივუსადაგოთო. რაკი წერაზე უარი ეთქვა, ამ დიდებული კაცის მრწამსსა და აზრებს, უმთავრესად, მისი საუკეთესო მოწაფის – პლატონის მეოხებით გავეცანით. სწორედ პლატონმა ჩაიწერა მთელი ციკლი დიალოგებისა მათთან, ვისაც კითხვას კითხვაზე აყრიდა. ეს ჩანაწერები „პლატონის დიალოგების“ სახელითაა ცნობილი და დიდებულ თხზულებად მიიჩნევა როგორც ლიტერატურის, ისე ფილოსოფიის დარგში. გარკვეული თვალსაზრისით, პლატონი თავისი დროის შექსპირი გახლდათ. „დიალოგების“ კითხვისას ვაცნობიერებთ, რა ზნის კაცი იყო სოკრატე, როგორი ბრძენი და, იმავდროულად, გამაღიზიანებელი. სინამდვილეში, არც ასე მარტივადაა საქმე, რადგან დანამდვილებით ვერ ვიტყვით, პლატონი მართლაც სოკრატეს სიტყვებს იწერდა თუ მხოლოდ სოკრატეს სახელით ცნობილ პერსონაჟს ამეტყველებდა საკუთარი ნააზრევის გადმოსაცემად. 11

ერთ-ერთი თვალსაზრისი, რომელსაც, მეტწილად, სოკრატეს კი არა, პლატონს მიაწერენ, ის გახლავთ, რომ სამყარო სულაც არ არის ისეთი, როგორიც ჩანს. მნიშვნელოვანი განსხვავება გარეგნულ მხარესა და რეალობას შორისაა. უმეტესობა ჩვენგანი ხილულსა და ნამდვილს ერთმანეთში ურევს. გვგონია, რაღაც გაგვეგება, მაგრამ ასე არ არის. პლატონს სწამდა, რომ მარტო ფილოსოფოსებს ესმოდათ, როგორი იყო სამყარო სინამდვილეში. ისინი რეალობის ბუნებას, უფრო მეტად, აზროვნებაზე და არა შეგრძნებებზე დაყრდნობით სწვდებოდნენ. ამ თვალსაზრისზე ყურადღების გასამახვილებლად, პლატონმა გამოქვაბული აღწერა: წარმოსახვით გამოქვაბულში, ბორკილდადებული ადამიანები, სახით კედლისკენ დგანან. ისინი თვალწინ მოცეკვავე ჩრდილებს ხედავენ, რომლებიც ნამდვილი ჰგონიათ, მაგრამ ასე არ არის. რასაც ისინი ხედავენ, მხოლოდ მათ უკან მოგიზგიზე ცეცხლის მიერ წარმოქმნილი სხვადასხვა საგნის ჩრდილებია. თუმცაღა, ეს ადამიანები მთელ ცხოვრებას ატარებენ იმ რწმენით, რომ კედელზე გამოსახული ჩრდილები რეალობაა. მერე ერთ-ერთი მათგანი ბორკილებს დაამსხვრევს, თავს გაითავისუფლებს და ცეცხლისკენ შეტრიალდება. თავიდან ბუნდოვნად ხედავს, მაგრამ მერე და მერე მზერა დაეწმინდება და გარემოს გარჩევას იწყებს. ბარბაცით გადის გამოქვაბულიდან და მზესაც უსწორებს თვალებს. გამოქვაბულში ბრუნდება, მაგრამ არავინ იჯერებს გარე სამყაროზე მის ნაამბობს. კაცი, რომელმაც ბორკილები დაამსხვრია, ფილოსოფოსს ჰგავს. ის ხილულის მიღმა ხედავს მოვლენებს. უბრალო ხალხს ცოტა რამ თუ გაეგება რეალობისა, რადგან სავსებით აკმაყოფილებს იმის დანახვა, რასაც თვალწინ ხედავს და სულაც არ აპირებს არსში ჩაღრმავებას. მაგრამ გარეგნობა მატყუარაა. ისინი ჩრდილებს ხედავენ და არა – რეალობას. ეს ამბავი პლატონის ცნობილ „ფორმათა თეორიას“ ეხმიანება. მის გასაგებად ყველაზე იოლი მეთოდი მაგალითის მოხმობაა. გაიხსენეთ ყველა წრეხაზი, რომელიც კი ოდესმე გინახავთ. 12

Get in touch

Social

© Copyright 2013 - 2024 MYDOKUMENT.COM - All rights reserved.