ტოტოშა - გოგონა, რომელსაც საბავშვო ბაღში არ უვლია (ნაწყვეტი) Flipbook PDF

ტოტოშა, გოგონა, რომელსაც საბავშვო ბაღში არ უვლია (ნაწყვეტი)

105 downloads 106 Views 1MB Size

Recommend Stories


Porque. PDF Created with deskpdf PDF Writer - Trial ::
Porque tu hogar empieza desde adentro. www.avilainteriores.com PDF Created with deskPDF PDF Writer - Trial :: http://www.docudesk.com Avila Interi

EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF
Get Instant Access to eBook Empresas Headhunters Chile PDF at Our Huge Library EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF ==> Download: EMPRESAS HEADHUNTERS CHIL

Story Transcript

გია პაპუაშვილი

ტოტოშა

გოგონა, რომელსაც საბავშვო ბაღში არ უვლია

ilustratori Tea akobia



ბი

ბლ

იო თ ე



შინაარსი შესავალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 7 თავი პირველი. ახლა კი დროა, გაგეცნოთ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 9 თავი მეორე. მძიმე გვარს მსუბუქი სახელი არ უხდება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15 თავი მესამე. ხანგრძლივი გამოძიებით დადგენილი უტყუარი ამბავი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 18 თავი მეოთხე. ბაღში ყველა ბავშვმა უნდა იაროს, ანდა, იფიქროს, როგორ არ იაროს. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 22 თავი მეხუთე. ანუ რატომ არ შეიძლება, ინჩიბინჩი არ იცოდე. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 25 თავი მეექვსე. ჩემი ძიძა, ანუ ენის გატეხას თავის გატეხა მირჩევია. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 28 თავი მეშვიდე. ქვაზე რბილი რაც არის, ყველაფერი არ იჭმევა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 32 თავი მერვე. რატომ ეხვევიან უფროსები შარში საკუთარი ნებით? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 35 თავი მეცხრე. ხელოვნებას ფეხოვნება მირჩევია, თუმცა ყველა ბავშვი გედი მაინც ვერ გამოვა. . . . . . . . . . . . . . . . . 39 თავი მეათე. ჩუ და სულჩუ, კაკა და კაკადუ არა, სათამაშოებს ნამდვილად მოევლება, მაგრამ თუთიყუშებს და თევზებს რა ვუყო?. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 44

თავი მეთერთმეტე. ელენეს, გიოს და სხვათა ამბები, ანუ ადგილი, სადაც ძალიან მიყვარს ყოფნა. . . . . . . . . . . . . . . . . . . 48 თავი მეთორმეტე. ორი გედი ერთ ოჯახში ნამდვილად ბევრია. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 52 თავი მეცამეტე. რატომ არიან დედები ემოციურები და გულმავიწყები? . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 56 თავი მეთოთხმეტე. პაპას მარანი, სადაც ათასი საინტერესო ნივთია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 61 თავი მეთხუთმეტე. გაუმარჯოს პურმარილიან ხალხს!. . . . . . 67 თავი მეთექვსმეტე. ორი ქვაბი, რომლებიც პაპას განსაკუთრებულად უყვარს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 70

ნაწილი მეორე

თავი პირველი. დიდ დიღომს საცხოვრებლად არაფერი შეედრება! . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 75 თავი მეორე. მწვანე უბანი და ჩემი მეგობარი ნოდარი. . . . . . . 78 თავი მესამე. ზოგჯერ საქმეს არც ასჯერ გაზომვა შველის და არც აწონ-დაწონა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 82 თავი მეოთხე. ძნელია, ერთდროულად ენა და სული კბილით გეჭიროს, როცა მაყვალასთვის ბოდიში გაქვს მოსახდელი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 86 თავი მეხუთე. რატომ უნდა დაემალო მზეს და როგორ ვესტუმრეთ ილია ჭავჭავაძის ძეგლს. . . . . . . . . . . . 90

თავი მეექვსე. როგორ ვიპოვეთ პატარა, უსუსური ბატკანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 93 თავი მეშვიდე. როგორ დავაბინავეთ დიდი ოჯახის ყველაზე პაწია წევრი, რომელიც მოლის ძველი ნაცნობი გამოდგა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 97 თავი მერვე. ბატკნის მოვლა ადვილი არ არის და ვერც მხოლოდ კომბალი შველის საქმეს . . . . . . . . . . . . . . . . . 100 თავი მეცხრე. არა, ნამდვილად გლეხი უნდა გამოვიდე . . . . 103 თავი მეათე. გია ბაბუას მეგობარი კეთილი ექიმები და რატომ უნდა ვიარო სკოლაში. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 106 თავი მეთერთმეტე. გლეხი თენგო რომელაშვილი, რომლის ვაშლებიც წყალს სვამენ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 108 თავი მეთორმეტე. ნოდარისთვის კლინიკა ვიპოვეთ, აი, სახსრები კი მოსაძებნია. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 111 თავი მეცამეტე. როგორ გავიცანი მერიის კაცები, რომლებიც კარგი საქმეების გაკეთებას აპირებენ. . . . . . . . 114 თავი მეთოთხმეტე. ცუდია, მოსავლის დასათვლელად ელის თითები რომ არ გყოფნის. სკოლაში კი იმიტომაც უნდა ვიარო, ლექსების ჩაწერა რომ შევძლო. . . . . . . . . . . . . . . . 117 თავი მეთხუთმეტე. გვალვა რომ არა, არ მეცოდინებოდა, რომ კახეთში მამაპაპეული ვენახი გვქონია. . . . . . . . . . . . . . . . . . 120 თავი მეთექვსმეტე. მამუკა ძია, ალბერტა პაპა, ანა ბებო და სხვა ამბები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 124

თავი მეჩვიდმეტე. ცუდი ამბავი, რომელმაც ძალიან გამახარა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 127 თავი მეთვრამეტე. ყველაფერს იმიტომ აქვს დასასრული, რომ რამე ახალი დაიწყოს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 129 თავი მეცხრამეტე. ზღვა მაინც სხვაა და როგორ მივედი სკოლაში.... . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 132 თავი მეოცე. რთველი კახეთში

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

136

თავი ოცდამეერთე. ღვინო ძალიან ბევრჯერ უნდა გადაიღო, კარგი რომ გამოვიდეს. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 140 თავი ოცდამეორე. როგორ ჩაიარა ნოდარის ოპერაციამ, რომელსაც დისტანციურად დავესწარი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 143 თავი ოცდამესამე. გჯეროდეთ, რომ ახალი წლის ღამეს საოცრებები ხდება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 146

შესავალი



აპამ თავისთვის ახალი ტელეფონი რომ იყიდა, ძველი მე მაჩუქა.

მითხრა, ძალიან კარგი ტელეფონია და ისე შევეჩვიე,

არც კი მეთმობა; შენ კი ნამდვილად გამოგადგება; შეგიძ­ ლია, შენი ხმა ჩაიწერო; როცა მარტო დარჩები, აი, ასე ჩართე და, რაც გინდა, ილაპარაკეო. პაპას ჯაბახანა კი არა, მამას ახალთახალ ტელეფონში ისე ვსქროლავდი, შენი მოწონებული, მაგრამ პაპას ამას ხომ არ ვეტყოდი? ამიტომ თავი მოვიკატუნე და რაღაც­რაღაცები ვკითხე, ვითომ არ ვიცოდი. ტელეფონში თამაშები ბლომად იყო და კარგად ვერ­ თობოდი. შევძვრებოდი ხოლმე თითქმის იატაკამდე ლურჯსუფრადაშვებული, დიდი მაგიდის ქვეშ, რომელთანაც მხოლოდ მაშინ ვსადილობდით, როცა სტუმრები გვყავდა, ჩავრთავდი ტელეფონს, როგორც, თავისი ჭკუით, პაპამ მასწავლა და საკუთარ თავს ვუყვებოდი თავს გადამხდარსა თუ გამოგონილ ამბებს. მაგიდის ქვეშ არც მე მაწუხებდა ვინმე და არც მე ვაბეზ­რებდი თავს არავის. პირიქით, ოჯახი ჩემგან ისვენებდა, ლაპარაკი კი, იცოცხლეთ, კარგად მემარჯვება. საახალწლოდ მამამ დაპირებული ტელეფონი მიყიდა –

7

სულ ახალთახალი, ვარდისფერი ქეისით და პაპას თავისი ჯაბახანა დავუბრუნე. ჩემი ჩანაწერები რომ მოისმინა, პაპამ ბევრი იცინა და ადგილ-ადგილ მოიწყინა კიდეც. დედას სთხოვა, თავისი ტელეფონით გადაღებული ჩემი ვიდეოებიც მოეძებნა, ყველაფერი თანმიმდევრობით დაალაგა და, აი, ასე შექმნა ეს წიგნი. მერე დედამ წიგნად აკინძული რომ წამიკითხა, პაპასავით მეც ბევრი ვიცინე და ცოტა მოვიწყინე კიდეც. ბევრი ამბავი მეცნო, ბევრი კი ვეღარც გავიხსენე, მაგ­ რამ რა ჩემი ბრალია? მას შემდეგ, რაც ჩემი ხმის ჩაწერა დავიწყე, დიდი დრო გავიდა და ყველაფერი ზუსტად ხომ არ დამამახსოვრდებოდა?! როცა ცუდ გუნებაზე ვარ, დედას ვაკითხებ ამ წიგნს და ვხალისობ. წაკითხვა უკვე მეც შემიძლია, მაგრამ დედიკო ტკბილად მიკითხავს და ასე უფრო მომწონს. იქნებ თქვენც გამოგადგეთ ეს წიგნი. როგორც პაპა ამბობს, ყველა ბავშვი კეთილი და მხიარულია და სწორედ მათი სიხარული აბრუნებს დედამიწას. თუ ამ წიგნის ზოგიერთი ადგილი ცოტა აბდაუბდად მოგეჩვენათ, სულაც გამოტოვეთ, ის ადგილები ნამდვილად პაპას ჩამატებულები იქნება და მე არ დამაბრალოთ.

8

თავი პირველი ახლა კი დროა, გაგეცნოთ



ე ტოტოშა სკლიარენკო ვარ. ისე ათას რამეს მეძახიან: ტატაო, ნატაო, ნატალი-

აო, ტატიანაო, ტოტოო, ტოტოშაო... სიმართლე რომ გითხრათ, ზუსტად არ ვიცი ჩემი ნამდვილი სახელი და ჯერ ვერც ვერავის ვეკითხები. მაინც მომატყუებენ. ამიტომ მირჩევია, ცოტა კიდევ გავიზარდო და თავად გავიგო, რა მქვია. ტოტოშა თურმე ერთი ბეჰემოთის მსუქანი და ღორმუ-

ცელა შვილი ყოფილა. არადა, მე არც მსუქანი ვარ და არც ღორმუცელა. ამიტომაც არცა მწყინს, ტოტოშას რომ მეძახიან. იმას კი არ ფიქრობენ, რომ მე თუ ბეჰემოთი ვარ, ჩემი დედა და მამაც ხომ ბეჰემოთები გამოდიან. ჩვენს სახლში სულ ოთხნი ვცხოვრობთ: მე, ჩემი და – ანა, დედა და მამა. ანა ისეთი მშვიდია, მე რომ არ ვიყო, ქვეყნად სხვა ვერც ვერავინ გააბრაზებდა. მეც კი ძლივს ვახერხებ მის გაბრაზებას, ისიც ძალიან ცოტა ხნით. მერე კი, რომ შემირიგდეს, უფლებას ვაძლევ, თმა დამვარცხნოს, რაც ძალიან უყვარს.

9

მამიკოს სანდრო ჰქვია და მარტო ჩვენში კი არა, სადაც კი ვყოფილვართ, თითქმის ყველგან ყველაზე დიდი და ღონიერია. შორიდანაც რომ გავხედო, მაშინვე ხვდება, რომ ვუყურებ და გამიცინებს ხოლმე. მამას კი მუდამ მოცინარი სახე აქვს, მაგრამ მე სულ სხვანაირად მიღიმის. თანაც ყოველთვის ხვდება, რა მინდა. აი, მაგალითად, როცა სხვები ვერ იგებენ, რატომ ვტირი, მამიკო უცებ ისე კარგად აუხსნით ხოლმე ჩემი ტირილის მიზეზს, რომ მეც კი ვხვდები, თურმე რა მაწუხებდა. მამა დიდ, შემინულ შენობაში მუშაობს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, იქ რას აკეთებს. სამსახურიდან სადღაც შორს კი მიდის ხოლმე ორი-სამი დღით და მე და დედიკო სულმოუთქმელად ველოდებით, როდის დაბრუნდება. სულ თვითმფრინავს ავყურებ ხოლმე, ხმა თუ გავიგე, მაგრამ ანა იცინოდა, ტყუილად გარბიხარ აივანზე, მაგ თვითმფრინავში მამა არ ზისო. – მერე რა, სხვისი დედა და მამა ხომ სხედან! – ვუპასუხე ერთხელაც და ამის შემდეგ ანაც ჩემსავით ხელის ქნევით აცილებს ხოლმე თვითმფრინავებს. ჩემი დედიკო ყველაზე ლამაზია, მაგრამ სიმაღლისა რა გითხრათ – მამიკოს მხრამდე თუ სწვდება. სულაც არ იცინის მამასავით, მაგრამ დედიკოს გაბრაზებაც კი ძალიან უხდება. თუმცა საკმარისია, გაბრაზებულს ერთი შესარიგებელი სიტყვა უთხრა, მაშინვე გამოიდარებს და გაბრწყინდება ხოლმე. ჩვენი ბინის პირდაპირ გია ბაბუა და მედიკო ბებია ცხოვრობენ. ორივენი ექიმები არიან და ავადმყოფებს

10

კურნავენ. გია ბაბუას, რაც პენსიაში გავიდა, რაღაც სხვა სამსახური აქვს, მაგრამ მისი მეგობარი ექიმები ხშირად ისევ აკითხავენ და ყველას ძალიან კარგად ვიცნობ. ბაბუას მეგობრები სულ „ქალბატონ ტოტოს“ მეძახიან. იცით, ჩემი ლელა ბებოც ექიმია. ბებოს და პაპას ორი სახლი აქვთ: ერთი დიდ დიღომში, მეორე კი „თბილისი მოლთან“ რომ კერძო დასახლებაა, იქ. ბებო კვირის დღეებში დიდ დიღომში ცხოვრობს, რადგან ქუჩის გადაღმა პოლიკლინიკაში მუშაობს. დედას ძმა, პაატა ძიაც დიდ დიღომში ცხოვრობს, თუმცა ისეთი სამსახური აქვს, რომ საზღვარგარეთ ძალიან დიდხანს უწევს ყოფნა. როცა ჩამოდის, ყველასთვის იმდენი საჩუქარი ჩამოაქვს, ძლივს ვპოულობთ ხოლმე ჩვენთვის განკუთვნილ ნივთებს. ჩემი გია პაპა ძირითადად ეზოიან სახლშია ხოლმე. აქ იმდენი საქმე მაქვს, თავის მოსაფხანად ვერ ვიცლიო, ამბობს ხოლმე. ამიტომაც, როგორც კი წამოწოლილს ვნახავ, მივუცუცქდები და თავს ვფხან, ცოტა რომ მივეხმარო... პაპაჩემი „პაპას გულს“ მეძახის, ანდა მეუბნება, ჩემი მზე ხარო და ეს სახელები ყველაფერს მირჩევია, მაგრამ რად გინდა, პაპა ჩემს ბიძაშვილებთან: ელენესთან, გიოსთან და სანდროსთან ცხოვრობს და იქ კიდევ მარტო შაბათ-კვირას თუ მივყავართ მე და ანა ჩვენს დედ-მამას. ძალიან მიყვარს მათთან სტუმრობა, რადგან არც გია პაპა და ლელა ბებო იცინიან ჩემზე წარამარა და არც ბაქარი ძია და მარი ბიცოლა მიშლიან რამეს. პირიქით,

11

როგორც დიდს, ისე მელაპარაკებიან და სულ „ჩვენო ჭკვიანო გოგოო“ მეძახიან. მათ ორსართულიანი, ეზოიანი სახლი აქვთ და სწორედ აქ ცხოვრობს სახელგანთქმული მონადირე ძაღლი, შოტლანდიური სეტერი „მოლი“, რომელსაც, მგონი, არც არასოდეს უნადირია. მოლი ძალიან კეთილია და მწყერზე და კაკაბზე ნადირობას მტრედებთან, შაშვებთან, კაჭკაჭებთან და ყვავებთან თამაში ურჩევნია. ახლა სათამაშოდ აღარც სცალია, რადგან ორ შვილობილს, ულამაზეს კნუტებს ზრდის, რომლებსაც სულ ახლახან აეხილათ თვალი. როცა პაპასთან სტუმრად მივდივართ, მოლისთან ყოველთვის სასუსნავი მიგვაქვს, თუმცა, მანამ არ დააკა­ რებს პირს, სანამ თავის კნუტებს არ აჭმევს. კნუტები ღორმუცელები არიან და დედა ამბობს, შენ გგვანანო, მაგრამ მე სულაც არ ვეთანხმები. დანაყრებული კნუტები ზამთრის მზეს მიუშვერენ ხოლმე თეთრ მუცლებს და არაფერი ენაღვლებათ. მოლიმ არ იცის, რომ კნუტებს ზრდის და ისინი თავისი ლეკვები ჰგონია; ჩვენც ერთს ჯეკას ვეძახით, მეორეს კი მურიას. ჯეკა კიდევ ჰო, შეიძლება, მაგრამ ნაცრისფერ კნუტს მურია ვინ დაარქვა, ეს ვერ გამიგია. გიომ ამიხსნა, ნაცრისფერი მურიც არსებობსო, მაგრამ სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ, არ დავიჯერებ. მართალია, ჩემს ბიძაშვილებთან ერთად ჯერ კარგად ვერ ვთამაშობ, რადგან მათზე პატარა ვარ, მაგრამ ვატ­

12

ყობ, რომ სამივეს ვუყვარვარ და ცდილობენ, არაფერი მაწყენინონ. მე სულ პატარა მიზეზიც კი მყოფნის წამოსატირებლად. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ უფრო გამიფრთხილდნენ და მეტი ყურადღება მომაქციონ; მეორეც: ასეთ დროს დიდები ჩემკენ ვაი-ვიშით გამოენთებიან ხოლმე, ხელში

13

მიყვანენ, მეფერებიან და მკოცნიან. თანაც ათას გემრიელ რამეს მაჭმევენ, რაზეც, სხვა დროს ხვეწნა მიწევს, აქაოდა, ალერგიული ხარ და არ გამოგაყაროსო. აი, ასეთია ჩემი ცხოვრება და ძალიან მომწონს, რომ სწორედ ჩემი დედ-მამაა ჩემი დედ-მამა, ჩემი და არის ანა, ჩემი ბაბუკო და ბებიკო – ჩემი ბაბუკო და ბებიკო, და ჩემი პაპა და ბებო – ჩემი პაპა და ბებო. მათ ყველას სიგიჟემდე ვუყვარვარ, ამიტომ ვცდილობ, ისე მოვიქცე, რომ უფრო მეტად არ შევუყვარდე და არ გაგიჟდნენ.

14

Get in touch

Social

© Copyright 2013 - 2024 MYDOKUMENT.COM - All rights reserved.