Story Transcript
ები
ნი
ჯეი
მისი ცხო ვ
ელ
და
შველი, სახელად კოპლი
ელენ პიტერსი inglisuridan Targmna naTia jinjolavam ilustratori eli snoudoni
ეძღვნება მარი ჰ.პ-ს
სიანი ე.ს-ს
უბედური შემთხვევა – კარგი ბიჭი ხარ, ბურძგლა, – შეაქო ჯეინმა სპანიელი1, რომელიც ბაღიდან მოძუნძულებდა და ჩოგბურთის ბურთი პირით ეჭირა, – ოქრო ხარ! გახარებულმა ბურძგლამ დადორბლილი ბურთი პატრონს ფეხებთან დაუგდო. ჯეინი მოეფერა, მერე დაიხარა, ბურთი აიღო და ისევ მაღალ ბალახებში მოისროლა. სპანიელი – მონადირე ძაღლის ჯიში
1
5
– მოიტანე! – დაიძახა და სპანიელი კუდის ქიცინით კვლავ ბურთისკენ გაქანდა. დაბერებულიყო, მაგრამ თამაში კვლავაც ძალიან უყვარდა. ბურძგლა ჯეინის მოშინაურებულ ღორთან, ბატიბუტთან ერთად „მუხის კორომის“ უზარმაზარ ხეხილის ბაღში ცხოვრობდა. მათი უჩვეულო მეგობრობა იმ დროიდან დაიწყო, როცა ჯეინმა ცეროდენა გოჭუნა ფერმაში მოიყვანა. პატარა რომ იყო, ბატიბუტი ბურთს თვითონაც ხალისით დასდევდა, მაგრამ ახლა ვაშლის ხის ძირში კოტრიალი და მიწის ჩიჩქნა სულ ყველა ფერს ერჩივნა. მეცხვარე ძაღლმა, რომელსაც კექსი ერქვა, ჯეინთან მიირბინა და ცხვირი მის მუხლებში ჩარგო. – შენც კარგი ბიჭი ხარ, – შავ-თეთრ კოლის2 დახედა გოგონამ, – დაიღალე, არა? მანამდე ტყეში კარგა ხანს ისეირნეს და ახლახან დაბრუნებულიყვნენ. საერთოდ, გარეთ გვიანობამდე არ რჩებოდნენ, მაგრამ პარასკევი კოლი – მეცხვარე ძაღლის ჯიში
2
6
იყო, მაისის არდადეგებიც იწყებოდა და ჯეინს დროულად დაძინებას არავინ მოსთხოვდა. კექსმა პატრონს ხელი აულოკა და სიყვარულით სავსე თვალები შეანათა. გოგონამ კი თავზე ბეწვი აუჩეჩა. მიტოვებული, მშიერი და სასიკვდილოდ განწირული ლეკვი კარგა ხნის წინ შეიფარა, სიკვდილს ხელიდან გამოსტაცა და უმკურნალა. ერთმანეთი დანახვისთანავე შეუყვარდათ, მაგრამ დიდი დრო გავიდა, სანამ კექსი ადამიანების მიმართ ნდობას დაიბრუნებდა. შეშინებულმა ერთხელ ჯეინსაც უკბინა. უცნობებთან შეხვედრა, ან უჩვეულო გარემო დროდადრო ახლაც აფრთხობდა. თუმცა, იმ დაზაფრულ და ცოცხალ-მკვდარ ლეკვს სულ აღარ ჰგავდა. მოულოდნელად ფერმისკენ მიმავალი გზა ავტომობილის ფარებმა გაანათა და ჯეინმა თავი ასწია. – მოდი აქ, – მოიხმო ბურძგლა, – მამა დაბრუნ და და შენი ვახშამი მალე მზად იქნება. ფერმა, სახელად „მუხის კორომი“, ჯეინის მამას ეკუთვნოდა. მაიკლი ჩვეულებრივ სატვირთო მან-
7
ქანით დადიოდა, მაგრამ ამ საღამოს მეუღლის ავტომობილით მანქანის ტარების გაკვეთილიდან ელა, ჯეინის უფროსი და მოჰყავდა. უკვე ერთი თვე გასულიყო, რაც ელა მანქანის მართვას სწავ ლობდა, მაგრამ კარგად მაინც ვერ დაჰყავდა. – ჩაუჯექი ხოლმე და ბევრად თავდაჯერებული გახდება, – ურჩია დედამ მამას, – ისეთი ფიცხი მძღოლია... ღმერთო, დაიფარე! საღამოსაც თუ გაიყვან სავარჯიშოდ, გადასარევი იქნება, თორემ საჭესთან მხოლოდ დღის სინათლეზე ჯდება. ჯეინს გაუკვირდა, რომ დედამ ელას თვითონ არ შესთავაზა შინ წაყვანა. ელა საოცრად ჭკვიანი და შრომისმოყვარე გოგო იყო, მაგრამ მანქანის მართვის ნიჭი, როგორც ჩანს, არ დაჰყვა. – ყველაფრის სწავლა რომ წიგნიდან შეიძლებოდეს, ცუდი არ იქნებოდა, – ამბობდა დედა, – მაგრამ... – ერთი სული მაქვს, როდის ვისწავლი, – ინატრა ჯეინის უმცროსმა ძმამ, მანუმ, – სუპერმძღოლი ვიქნები.
8