სულიერი ძმა (ნაწყვეტი) Flipbook PDF

სულიერი ძმა (ნაწყვეტი)

56 downloads 99 Views 1MB Size

Recommend Stories


Porque. PDF Created with deskpdf PDF Writer - Trial ::
Porque tu hogar empieza desde adentro. www.avilainteriores.com PDF Created with deskPDF PDF Writer - Trial :: http://www.docudesk.com Avila Interi

EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF
Get Instant Access to eBook Empresas Headhunters Chile PDF at Our Huge Library EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF ==> Download: EMPRESAS HEADHUNTERS CHIL

Story Transcript

დავიდ დიოპი

სულიერი ძმა პაატა ჯავახიშვილის თარგმანი

ვუძღვნი ჩემს პირველ მკითხველს, ჩემს მეუღლეს, ვისაც თვალები სინათლით უბრწყინავს; სამი პატარა ზოდი გიღიმის თვალისჩინში. ჩემს შვილებს, როგორც ხელის თითებს, ჩემს მშობლებს, ცხოვრების ნაირგვარად გამტარებლებს.

ერთმანეთს ჩვენი სახელებით ვკოცნით. მონტენი, „მეგობრობისა“, ესეები, წიგნი 1

ვინც აზროვნებს, ის ღალატობს. პასკალ კინიარი, „აზროვნებისგან სიკვდილი“

ორი ერთდროული ხმა ვარ. ერთი მიმავალი და ერთი მზარდი. შეიხ ჰამიდუ კანე, „ბუნდოვანი თავგადასავალი“

I

– ...ვიცი, გავიგე, არ უნდა მექნა. მე, ალფა ნდიაიმ, ძალიან ხნიერი კაცის შვილმა, გავიგე, ეს არ უნდა მექნა. ღმერთია მოწამე, ახლა ვიცი. ჩემი ფიქრები მხოლოდ მე მეკუთვნის, შემიძლია, ის ვიფიქრო, რაც მომესურვება. მაგრამ არ ვიტყვი. ყველას, ვისთვისაც შემეძლო, ჩემი საიდუმლო აზრები მეთქვა, ყველა ჩემს თანამებრძოლ ძმას, ვინც აქედან დამახინჯებული, დასახიჩრებული და გამოშიგნული წავა, ისეთი, როგორის დანახვაც სამოთხეში ღმერთს შერცხვება და ჯოჯოხეთში ეშმაკს გაუხარდება, არ ეცოდინებათ, სინამდვილეში ვინ ვარ. ცოცხლად გადარჩენილები ამაზე ვერაფერს შეიტყობენ, მოხუც მამაჩემს არაფერი ეცოდინება, დედაჩემი კი, თუ ჯერ კიდევ არის ამ ქვეყანას, ვერაფერს გამოიცნობს. სირცხვილის წონა არ დაემატება ჩემი სიკვდილისას. ვერ მიხვდებიან, რა ვიფიქრე, რა ვაკეთე, სადამდე მიმიყვანა ომმა. ღმერთია მოწამე, ოჯახის ღირსება გადარჩება, მოჩვენებითი ღირსება. ვიცი, გავიგე, არ უნდა მექნა. წინა სამყაროში ვერც გავბედავდი, მაგრამ დღევანდელში, ღმერთია მოწამე, წარმოუდგენელი რამის ნება მივეცი თავს. არანაირი ხმა არ ჩამსმია, ეს რომ აეკრძალა ჩემთვის: წინაპრების, მშობლების ხმები დუმდნენ, როცა იმის გაკეთება გადავწყვიტე, რაც ბოლოს გავაკეთე

7

კიდეც. ახლა უკვე ვიცი, გეფიცები, რომ ყველაფერს მივხვდი, როდესაც ვიფიქრე, ყველაფერზე ფიქრი შემიძლია-მეთქი. ეს ისე მოხდა, ანაზდად, ფოლადისფერი ციდან მთელი ძალით დამეცა თავში მსხვილი საბრძოლო ნამსხვრევივით იმ დღეს, როდესაც მადემბა დიოპი მოკვდა. ეჰ, მადემბა დიოპი, ჩემი ძმაზე უფრო ძმა, დიდხანს კვდებოდა. ძალიან, ძალიან ძნელი იყო, გარიჟრაჟიდან საღამომდე, ნაწლავებგადმოყრილს მთელი შიგნეულობა გარეთ ჰქონდა, როგორც მსხვერპლშეწირვის შემდეგ რიტუალური ყასბისგან გამოფატრულ ცხვარს აქვს ხოლმე. მადემბა ჯერ კიდევ არ იყო მკვდარი, როცა მთელი შიგნეულობა სხეულის გარეთ ჰქონდა. მაშინ, როცა სხვებმა თავი დედამიწის პირდაღებულ ჭრილობებს შეაფარეს, როგორც ამას სანგრებს ეძახიან ხოლმე, მე მადემბას გვერდით დავრჩი, ჩემი მარჯვენა ხელი მარცხენაში ეჭირა და მეტალით დასერილ ლურჯ და ცივ ცას აჰყურებდა. სამჯერ მთხოვა, გამათავეო და სამჯერვე უარი ვუთხარი. ეს ადრე ხდებოდა, იქამდე, ვიდრე თავს ყველაფერზე ფიქრის ნებას მივცემდი. მაშინ რომ ვყოფილიყავი ის, რადაც დღეც ვიქეცი, პირველივე თხოვნაზე მოვკლავდი, როცა გამომხედავდა და ჩემს მარცხენა ხელს თავის მარჯვენაში მოიქცევდა. ღმერთია მოწამე, უკვე მაშინ რომ ვყოფილიყავი ის, ვინც ახლა ვარ, დასაკლავი ცხვარივით გამოვჭრიდი ყელს, მეგობრობის ხათრით. მაგრამ მოხუცი მამაჩემი გამახსენდა, დედაჩემი და შინაგანი ხმა, რომელიც სულ რაღაც ბრძანებებს იძლევა, და მისი ტანჯვის ეკლიანი მავთულხლართი ვერ გადავჭერი. ვერ გამოვიჩინე კაცთმოყვარეობა მადემბას, ძმაზე უფრო ძმის, ჩემი ბავშვობის მეგობრის მიმართ. მოვალეობას ნება მივეცი, ჩემთვის არჩევანი ეკარნახა. მხოლოდ ცუდი აზრები შევთავაზე, მოვალეობით ნაკარნახევი აზრები, კაცთმოყვარე კანონების

8

დაცვით შერჩეული აზრები... თავად კაცთმოყვარეობა კი ვერ გამოვიჩინე. ღმერთია მოწამე, მესამედ რომ შემევედრა, ბავშვივით ტიროდა მადემბა, მომკალი და გამათავეო, და თან ტანქვეშ, მიწაზე, ხელის ცეცებით ეძებდა მოსაგროვებლად თავის ამოყრილ, ძლოკვებივით წებოვან შიგნეულობას. ასე მითხრა, ღვთისა და ჩვენი დიადი მარაბუტის გულისათვის, ჩემი ძმა თუ ხარ, ალფა, თუ მართლა ის ხარ, ვინც მგონიხარ, გამომჭერი ყელი შესაწირი ცხვარივით, სიკვდილის ხახას ნუ შეაჭმევინებ ჩემს სხეულს, ნუ მიმატოვებ ამ სიბინძურეში. ალფა ნდიაი... ალფა... გევედრები... გამომჭერი ყელიო! მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი დიადი მარაბუტი ახსენა, სწორედ იმიტომ, რომ ლმობიერების, ჩვენი წინაპრების კანონების წინააღმდეგ არ წავსულიყავი, არ გამოვიჩინე ლმობიერება, ავდექი და მადემბა, ჩემი ძმაზე უფრო ძმა, ჩემი ბავშვობის მეგობარი მივატოვე... თვალცრემლიანი აკანკალებული ხელით ეძებდა თავის შიგნეულობას, უკან, გაფატრულ მუცელში რომ ჩაებრუნებინა. ეჰ, მადემბა დიოპ! როცა ჩაქრი, მხოლოდ მაშინ დავიწყე მართლა ფიქრი. მხოლოდ შენი სიკვდილისას, მწუხრის ჟამს გავიგე, მივხვდი, რომ ვეღარასდროს გავიგონებდი მოვალეობის ხმას, ხმას, რომელიც ბრძანებებს იძლევა და რომელიც გზაზე გაყენებს. მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო. როცა მოკვდი, როცა ხელები ბოლოს და ბოლოს უძრავად, მშვიდად გეწყო, როცა უკანასკნელი ამოსუნთქვის საშინელი ტანჯვისგან, როგორც იქნა, გათავისუფლდი, მხოლოდ მაშინ გავიფიქრე, არ უნდა დამეცადა-მეთქი. ძალიან გვიან, ერთი ამოსუნთქვით მივხვდი, რომ მაშინ უნდა გამომეჭრა შენთვის ყელი, როცა მთხოვე, მაშინ, როცა თვალები ჯერ კიდევ მშრალი გქონდა და შენი მარცხენა ხელი ჩემს ხელში მეჭირა. არ უნდა

9

მეცლია შენთვის ეული ბებერი ლომივით დატანჯვა, რომელსაც შიგნავენ და ცოცხლად ჭამენ აფთრები. ბევრი გახვეწნინე, ისეთ არასწორ მიზეზებს, წინასწარ მოფიქრებულ, ლამაზ სიტყვებს გეუბნებოდი, რომ ისინი ნამდვილად ვერ იქნებოდა წრფელი. ეჰ, მადემბა! როგორ ვნანობ, ბრძოლის დილასვე რომ არ მოგკალი, როცა ამას ჯერ კიდევ თავაზიანად, მეგობრულად და ხმაში ღიმილით მთხოვდი! იმ დროს შენთვის ყელის გამოჭრა უკანასკნელი კეთილი ხუმრობა იქნებოდა, რის გაკეთებაც შემეძლო შენთვის ცხოვრებაში, ერთგვარი ხერხი იმისათვის, რომ მეგობრად დავრჩენილიყავი სამუდამოდ. მაგრამ მოქმედების ნაცვლად ისეთი სიკვდილი გაცალე, როცა შეურაცხმყოფდი, ტიროდი, პირიდან დუჟი გდიოდა და ქვეშ იჯვამდი გიჟი ბავშვივით. არც კი ვიცი, რომელი ჰუმანური კანონების სახელით შეგატოვე ხელში შენივე საცოდავ ბედისწერას. შეიძლება ჩემივე სულის სახსნელად, შეიძლება იმისათვის, რომ დავრჩენილიყავი იმად, როგორიც უნდოდათ ჩემს აღმზრდელებს, ვყოფილიყავი ღმერთისა და ადამიანების წინაშე. მაგრამ შენ წინაშე კაცობა ვერ გამოვიჩინე. ისე მოვიქეცი, რომ მკრულავდი, ჩემო მეგობარო, ჩემო ძმაზე უფრო ძმაო, გაყვირე, გაყმუვლე, თავ-ბედი გაწყევლინე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვერ ვაზროვნებდი ჩემი გონებით. მაგრამ, როგორც კი ნაწლავებამოყრილი, ხროტინით მოკვდი, ჩემო მეგობარო, ძმაზე უფრო ძმაო, როგორც კი მოკვდი, მაშინვე მივხვდი, რომ არ უნდა მიმეტოვებინე. ცოტა ხანს მოვიცადე, შენი ცხედრის გვერდზე გაწოლილი მაღლა ცაში, საღამოს მუქლურჯ ცაში, უკანასკნელი მანათობელი ტყვიების ნაპერწკლებიან კუდებს ავყურებდი. როგორც კი სისხლით მორწყულ ბრძოლის ველზე სიჩუმე ჩამოწვა, შენზე ფიქრი დავიწყე. შენ უკვე მკვდარი ხორცის გროვა იყავი და მეტი აღარაფერი.

10

იმის გაკეთება დავაპირე, რაც შენ მთელი დღის განმავლობაში ვერ შეძელი, იმიტომ რომ ხელი გიკანკალებდა. პირნათლად მოვაგროვე შენი ჯერ კიდევ თბილი შიგნეულობა და ისე ჩაგიბრუნე მუცელში, თითქოს რამე წმინდა ლარნაკში ვდებდი. ბინდბუნდში მომეჩვენა, თითქოს გამიღიმე და გადავწყვიტე, სანგარში წამომეყვანე. ღამის სიცივეში ჩემი უნიფორმის ზედა და პერანგი გავიხადე. პერანგი ტანზე შემოგახვიე და სახელოები მუცელზე შემოგიჭირე ძალიან, ძალიან მჭიდროდ შეკრული ნასკვით, რომელიც მაშინვე შენი გაშავებული სისხლით დალაქავდა. მთელი ძალით მოგხვიე ხელები და სანგრამდე მიგიტანე. ხელით გატარე ბავშვივით, ჩემო ძმაზე უფრო ძმაო, ჩემო მეგობარო, და ასე ვიარე და ვიარე ტალახში, ჭურვებისაგან გათხრილ, გასისხლიანებული და ჭუჭყიანი წყლით გავსებულ ნაპრალებში. თან ადამიანის ხორცის საჭმელად მიწისქვეშეთიდან გამომძვრალ ვირთაგვებს ვიგერიებდი. ხელით რომ მიმქონდი, თანდათანობით დავიწყე ჩემი გონებით ფიქრი და ამიტომაც ბოდიშებს გიხდიდი. ძალიან გვიან გავიგე, მივხვდი, რომ მაშინ უნდა მემოქმედა, როცა ჯერ კიდევ მშრალი თვალებით მეხვეწებოდი, როგორც რაღაცას სთხოვენ ხოლმე ბავშვობის მეგობარს, რაღაცას, რაც ვალდებული ხარ, გააკეთო, სადად და მარტივად, დაუყვედრებლად. მაპატიე.

11

Get in touch

Social

© Copyright 2013 - 2024 MYDOKUMENT.COM - All rights reserved.