როსი (ნაწყვეტი) Flipbook PDF

როსი (ნაწყვეტი)

47 downloads 99 Views 976KB Size

Recommend Stories


Porque. PDF Created with deskpdf PDF Writer - Trial ::
Porque tu hogar empieza desde adentro. www.avilainteriores.com PDF Created with deskPDF PDF Writer - Trial :: http://www.docudesk.com Avila Interi

EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF
Get Instant Access to eBook Empresas Headhunters Chile PDF at Our Huge Library EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF ==> Download: EMPRESAS HEADHUNTERS CHIL

Story Transcript

რობ ჰარელი

(

).indd 1

24-Nov-22 11:57:41

ამბერს

(

).indd 3

24-Nov-22 11:57:41

(

).indd 4

24-Nov-22 11:57:41

თავი პირველი დროა, წავურადიოაქტიუროთ!



ოლადის მაგიდაზე ვწევარ და მთელი სხეულით ვგრძნობ ჩემკენ მომართულ გიგანტურ სხივურ იარაღს. იმას ჰგავს, ფილმებში

რომ აქვთ ხოლმე სუპერბოროტმოქმედებს ოთახისხელა ხუთტონიანი ლაზერები. აი, პლანეტის განადგურებით რომ იმუქრებიან, ეგეთს. – რა მუსიკას უსმენ, როს? თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რენტგენოლოგი უბრალოდ ცდილობს, ყურადღება რაიმეზე გადამატანინოს, სანამ მაგიდაზე მა­­ მაგ­რებს.­ჩ ­ ემს კისერსა და თავზე ჩამოცმული მყარი პლასტმასისბა­ დიანი ნიღაბი მოძრაობის საშუალებას არ მაძლევს – გუშინ მოარგეს ჩემს სახეს – რენტგენოლოგი კი დიდი მონდომებით ცდილობს, ის მაგიდაზე ჩააწკაპუნოს. ცხვირს იჭმუხნის და აწვება.

5

(

).indd 5

24-Nov-22 11:57:41

– რავი... ყველაფერს. სულერთია, – ძლივს ვლუღლუღებ. დამაგრე­ ბული ნიღბის გადამკიდე ყბის გამოძრავებას ვერ ვახერხებ. თავსაბურავი ჩამაგრდა და რენტგენოლოგმა – ფრენკმა – მხარზე მუშტი მომკრა. – მიდი რა. ნახევარი საათი თუ აქ აპირებ წოლას, მუსიკა გა­­გის­წორ­­ დება. ყველაფერი მაქვს. მითხარი, რაც მოგწონს. არასწორი პასუხები არ არსებობს. ტვინში ვიჩხრიკები. – ალბათ... KZAQ? ფრენკი ჩერდება და უცებ წელში ისე იხრება, გეგონება, მუცელ­­ში მუშტი უთავაზესო. ცოტა ხანს ასეა გაშეშებული და იატაკს ელაპარა­ კება. – კაი... არასწორი პასუხები არ არსებობს, ოღონდ მაგის გარდა, – წელში იმართება და სახედამანჭული მიყურებს, – სერიოზულად? „ტოპ 40 სიმღერა“ და ეგეთი ბანძობები მოგწონს? – მაგას... უსმენენ ჩემი მშობლები სულ... რა სულელი ვარ. ვცდილობ, გვერდზე გავიხედო, ვითომც არაფერი, მაგრამ თავი არ მემორჩილება. ფრენკი მიყურებს, მიყურებს და დრამატულად ოხრავს. – კააარგი. მაგრამ ხვალ მეტყვი, შენ თვითონ რა მოგწონს, შენს დედ-მამას კი არა, – კედლის მაღალ თაროზე, CD-დისკებისა და კასე­ ტების მობარბაცე გროვის გვერდით შემოდებულ ძველებურ მუსიკა­ ლურ ცენტრთან მიდის და ჩხირკედელაობას იწყებს. სერიოზულად? უთვალავი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა იქნება აქ და ერთი MP3-პლეიერი ვერ იშოვეს? ფრენკის თეთრი ხალათის სახელოდან ტატუს პატარა ნაწილს ვხედავ. ხვლიკის კუდია ვითომ? თუ საცეცი?

6

(

).indd 6

24-Nov-22 11:57:41

ოთახს ბიონსეს ხმა ავსებს და ფრენკი უეცრად ძალიან საქმიანი ხდე­­­ბა. – ეს ყველაფერი გუშინ უკვე გავიარეთ, ვიცი, მაგრამ, მოდი, ერთხე­ ლაც გავიხსენოთ. ხელები ბლოკნოტს შემოხვია და დაიწყო, თითქოს უკვე ათასჯერ მაინც ექნას ეს. – მაგიდა, რომელზეც წევხარ, ზემოთ აგწევს და დანადგარში შეგიყ­ ვანს. პროცედურა, დაახლოებით, ოცდახუთ წუთს გაგრძელდება. მთე­­ლი ამ დროის განმავლობაში ხელ-ფეხი და სხეულის სხვა ურჩი ნაწილები გარეთ არ გამოყო. რენტგენოლოგებს ნივთები არ ესროლო. რენტგენოლოგებს არაფერი აჭამო. სინქრონული მოცურავესავით ფეხები აქეთ-იქით არ იქნიო. Go-ს უჯრაზე არ გაიარო. Goo Goo Dollsის ღიღინი არ დაიწყო, იმიტო რო მეზიზღება Goo Goo Dolls. ფრენკი ოდნავ გვერდით გაიწია, რომ მეორე რენტგენოლოგს – თუ არ ვცდები, კელის – ჩემთვის ცხვირზე რაღაც ცისფერი თიხა წაესვა. გამიღიმა და, ეს შენი „ჯანმრთელი“ თვალის გამოსხივებისგან დასა­ ცავადაა საჭიროო, ასე მითხრა, შემდეგ კი გულმკერდზე მომითათუნა ხელი. იმედია, ისეთივე აღელვებული არ ვჩანვარ, როგორიც ვარ, იმი­­ტო რო მახეში გაბმული კურდღელი მგონია თავი. სახე მიხურს. – კარგი, ახლა რაც შეეხება მთავარ ნაწილს, – ფრენკი დაბრუნ­და, – როცა გეტყვი, შენ ზემოთ წითელ X-ს შეხედავ. აი, იმას, გუშინ რომ მივამაგრეთ დიდ ზაპუნასთან. დაინახავ, როცა დანადგარი შიგნით შეგიყვანს. ნიღაბი არ მაძლევს თავის დაქნევის საშუალებას, მაგრამ, მგონი, მიმიხვდა. – ამ X-ს თვალი არ მოაშორო, თორემ შენი თვალი სიკვდილის ვარ­ სკვლავივით1 აფეთქდება და მილიონობით პატარა ნაწილად დაიშ­ ლება, გესმის? გამოგონილი მობილური კოსმოსური სადგური და გალაქტიკური სუპერ­

1

იარაღი „ვარსკვლავური ომების“ სერიის პირველ ფილმში

7

(

).indd 7

24-Nov-22 11:57:41

ჩუმად ამოვიღრუტუნე. ფრენკმა მხარზე ხელი დამადო. – კაი, მართლა კი არა, როს. ვხუმრობ... თითქმის. X-ს თვალი არ მოაშორო. თვალი არ აგიფეთქდება, მაგრამ საქმე მხედველობას ეხება. მნიშვნელოვანი რამეა. ჰოდა, X-ს უყურე, თორემ შეიძლება... ერთი სიტყვით, X-ს უყურე და ყველაფერი კარგად იქნება. კელი ისევ დაბრუნდა რაღაც U-ს ფორმის მოწყობილობასთან ერთად, რომელიც მანქანის საბავშვო სავარძლის ნაწილს წააგავდა. სახეზე მომარგო და წინასწარ გამოყვანილი პირსამაგრის პირში ჩასმა­ ში მომეხმარა. ჩაკბეჩა რომ ვცადე, ჩემი კბილები პირსამაგრს გამოე­ დო და ერთ ადგილას დაფიქსირდა, კელიმ კი U-ს ბოლოები მაგიდაზე ჩაატკაცუნა. ტკაც. მაგიდა უზარმაზარ მექანიკურ ხელზე იყო მიმაგრებული – ვარ­ სკვლავურ გზაში რომ ნახავთ, რაღაც ეგეთზე. ცხვირი მეფხანება. ძალიანაც რომ მინდოდეს, თავის გამოძრავების შანსი არ მაქვს და ამის გაფიქრებაზეც კი მუცლის გვრემა მეწყება. თავი გასაკვეთ მაგიდაზე მყოფი მწერი მგონია. ფრენკმა და კელიმ ჩამომხედეს. – კარგად ხარ? – კელიმ წინდაამოცმული ფეხის თითზე ნაზად მომი­ ჭირა – რამე ხომ არ დაგაფარო? – არაა, კარქა ვარ. – კარგი, – კულული ყურს უკან გადაიწია და თბილად გამიღიმა. საერთოდ, ყველა ძალიან ბევრს მიღიმის, როცა აქ ვარ. ალბათ, ხვდე­ ბიან, რომ გული გასკდომაზე მაქვს – ჩვენ აქვე ვიქნებით. აბა, შენ იცი! ფრენკმა თვალი ჩამიპაჭუნა. – სანერვიულო არაფერია. აი, ნახავ. ჩემგან მარცხნივ გავიდნენ, მაგრამ თავი ვერ მოვატრიალე, რომ დამენახა.

8

(

).indd 8

24-Nov-22 11:57:41

ოთახი ნელ-ნელა ჩაბნელდა. გვენ სტეფანიმ ბანანებზე დაიწყო სიმღერა. ვაღიარებ. ცოტა შემაშინებელია, როცა მარტო რჩები მთელ ამ და­­­ნადგარებთან. მთელ ამ... ყველაფერთან. თვალები დავხუჭე და ამოვისუნთქე. ჰაერი ნელა, ბორძიკით ამოვიდა და ამან რატომღაც ცოტა მეტად შემაშფოთა. – კარგი, – პატარა დინამიკში ფრენკის ხმა ხრიწინებს, – ახლა და­­ ვიწ­ყებთ, როს. უბრალოდ მოდუნდი და X-ს მიადევნე თვალი. სულ მალე მოგზაურობა დაიწყება.

რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ ხმამაღალი ბრახუნი და დაქოქ­ ვის ხმა გაისმა. უეცრად მძიმე მექანიზმებით სავსე ოთახი ერთიანად გაცოცხლდა ხმოვანი სიგნალებით, ზუზუნითა და, სავარაუდოდ, დიდი ვენტილა­ ტორების ხმით. ალბათ, რადიაციის გადამკიდე ყველაფერი ცოცხლდება. აზრზე არ ვარ. შემდეგ მაგიდა გამოძრავდა და ნელ-ნელა ზემოთ ავიწიე. ფრენკის ხმა ისევ გაისმა დინამიკიდან: – ჰიუსტონ, ავფრინდით.

9

(

).indd 9

24-Nov-22 11:57:41

საწყალი ღორღამურა! ჩვენი გმირი მიბმულია და მისი ღამურ-თავის ქალისკენ გიგანტური ზაპუნაა მომართული.

ერთი ზაპი და მისი უღრუტუნესი სახე აფეთქდება! სუპერსწრაფად უნდა იმოქმედოს ახლა მიგზაპავ!

ახლა კი გამწნილების დროა. უეცრად ღორღამურამ თავისი სუპერძალა გამოიყენა და ქამარი აიწყვიტა. ვაიმე, წყვეტ! ღრუტ.

ღმერთო.

ხო, ვხედავ.

ზაპუნა ლაპარაკობზ?

ჯერ ზაპუნა მისსავე თავს მიუშვირა და ძლიერად გაისროლა თვითმიზაპვა!

არ

ზერიოზულად. არ ვიცოდი, რომ ჩემზ ზაპუნას ლაპარაკი შეეძლო!

აა

მერე მან ბოროტი დოქტორი დაიჭირა და სუპერუხახუნა თავზე! ი ცუდორი! ტ ქ დო უდი! ც

უნ. ხახ

(

).indd 10

ახლა ვხედავ, რომ არაზწორ გზაზე ვიდექი!

ა!

სამართლიანობამ იზეიმა. ღორღამურა გემრიელი სენდვიჩის მისართმევად წავიდა. ახლა კი გამწნილების დროა.

როსი

24-Nov-22 11:57:41

Get in touch

Social

© Copyright 2013 - 2024 MYDOKUMENT.COM - All rights reserved.