ვგფ Flipbook PDF


15 downloads 106 Views 1MB Size

Recommend Stories


Porque. PDF Created with deskpdf PDF Writer - Trial ::
Porque tu hogar empieza desde adentro. www.avilainteriores.com PDF Created with deskPDF PDF Writer - Trial :: http://www.docudesk.com Avila Interi

EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF
Get Instant Access to eBook Empresas Headhunters Chile PDF at Our Huge Library EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF ==> Download: EMPRESAS HEADHUNTERS CHIL

Story Transcript

სოკოების მრავალფეროვნება სალომე გალუსტოვი ნინი პიტიურიშვილი

7 ბ კლასი მასწავლებელი:ნათია ჩხიკვაძე

მე-2 საჯარო სკოლა

სოკოები — ცოცხალ ორგანიზმთა დიდი ჯგუფია. მათ არ გააჩნიათ ფესვი, ღერო და ფოთოლი, რის გამოც უმდაბლეს ან თალუსიან მცენარეებს მიაკუთვნებენ. არსებობს მოსაზრება, რომ სოკოები მთელი რიგი თვისებების გამო ითვლებოდეს ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელ სამყაროდ, გარდამავალ საფეხურად მცენარეულიდან ცხოველურისაკენ

ობის სოკო ობის სოკო სპორებით მრავლდება. ის ღია ცის ქვეშაც იზრდება და შენობებშიც, თუმცა ყველაზე უკეთესად ნესტიან და თბილ ადგილებში გრძნობს თავს. სწრაფად მრავლდება სააბაზანოს კედლებსა და ჭერზე, ფარდებზე, ხალიჩებზე, რბილ ავეჯზე.

შენობებში უმეტესად ობის სოკოს რამდენიმე სახეობა გვხვდება: კლადოსპორიუმი, პენიცილიუმი, ალტერნარია და ასპერგილუსი. შედარებით იშვიათია შავი ობის სოკო, რომელიც ცელულოზის შემცველ ზედაპირებს (გალაქულ ავეჯს, შპალერს) ამჯობინებს.

ჩვენი ფეხები, ალბათ, ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ყოველდღიურ ცხოვრებაში, და ასევე ერთ-ერთი ყველაზე უგულებელყოფილი. ჩვენი სხეულის ეს ნაწილი, გარდა იმისა, რომ ძლიერად ინერვიულდება და დაკავშირებულია დანარჩენ სხეულთან, არის ის საფუძველი, რომელზეც ჩვენი სხეული კუნთების მოქმედების წყალობით ეყრდნობა ვერტიკალურ მდგომარეობას. მათი წყალობით ჩვენ შეგვიძლია ვიაროთ და ვიმოძრაოთ და როგორც ვაკეთებთ, ორპუტიანი გზით.

საფუარა სოკო ბუნებაში საფუარი ფართოდ არის გავრცელებული და ცხოვრობს შაქრით მდიდარ სუბსტრატებზე, იკვებება ყვავილის ნექტრით, მცენარის წვენით, მკვდარი ფიტომასით და ა.შ. საფუარის სოკოებს შეუძლიათ იცხოვრონ ნიადაგში და წყალში, ცხოველების ნაწლავებში. საფუარის ზრდა და გამრავლება ხდება უზარმაზარი სიჩქარით, გარემოში დამახასიათებელი ცვლილებების პროვოცირებაში. საფუარის ცალკეულ სახეობებს ადამიანი უძველესი დროიდან იყენებდა ღვინის, ლუდის, პურის, კვასის დასამზადებლად, ალკოჰოლის სამრეწველო წარმოებაში და ა.შ. საფუარის ზოგიერთი სახეობა გამოიყენება ბიოტექნოლოგიაში მათი მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური მახასიათებლების გამო.

წითლუა (ბღავანა) (ლათ. Russula emetica) — ქუდიანი სოკო ხრაშუნა სოკოების გვარისა. ბრტყლად ამოზნექილი ქუდი მოწითალოვარდისფერი ან წითელია. ზედაპირი ზოლიანკიდეებიანია, მშრალი და პრიალა. რბილობი თეთრია. მოყვითალო თეთრი ფირფიტები დროთა განმავლობაში ყვითლდება. ფეხი — თეთრი, ცილინდრულია. იზრდება ერთეულ ეგზემპლიარებად ტენიან ფოთლოვან და წიწვიან ტყეებში. საჭმელად მხოლოდ დამწნილებულს იყენებენ.

ნიყვი იგივე სოკოწითელა, ან კეისარის (ცეზარის) სოკო - არის ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა ოჯახიდან. საშუალო ზომის ქუდის დიამეტრით, რომელიც იშვიათად აჭარბებს 15 სანტიმეტრს. მოწითალო-ნარინჯისფერი ფერის ძალიან მცირე ადგილებში თუ შეძლებთ შეხვდეთ ნიყვს - ჩრდილოეთ აფრიკა, სამხრეთი ევროპა, ცენტრალური ამერიკა და კავკასიის რეგიონი.შეიძლება ითქვას, რომ ბინადრობს იქ, სადაც არსებობს ღვინის კულტურა. საქართველოში შეგხვდებათ წიფლნარსა და მუხნარში, ძირითადად დასავლეთ საქართველოში. იკრიბება ზაფხულის და შემოდგომის დასაწყისში.

მიქლიო , ქათამბარკალა სოკოს სახეობა მიქლიოსებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს დედამიწის ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა. კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. ახასიათებს სუსტი არომატი და გარგარის სასიამოვნო გემო. იხმარება ახალი, შემწვარი, დამარინადებული და გამხმარი სახით.

ქამასოკო, შამპინიონი (ლათ. Agaricus) — ქუდიანი სოკოების გვარი. გვარის ყველა სახეობა ქამასოკოს სახელწოდებით არის ცნობილი. 300მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. საქართველოში ქამასოკოს 12 სახეობა გვხვდება, რომელთაგან აღსანიშნავია მინდვრის ქამა, კულტურული ქამა, ტყის ქამასოკო, მინდვრის ქამა, ქალაქის ანუ ტროტუარის ქამა, მეჭეჭებიანი ქამასოკო და სხვა.

გმადლობთ ყურადღებისთვის

Get in touch

Social

© Copyright 2013 - 2024 MYDOKUMENT.COM - All rights reserved.