ასურელი მამები Flipbook PDF


105 downloads 108 Views 2MB Size

Recommend Stories


Porque. PDF Created with deskpdf PDF Writer - Trial ::
Porque tu hogar empieza desde adentro. www.avilainteriores.com PDF Created with deskPDF PDF Writer - Trial :: http://www.docudesk.com Avila Interi

EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF
Get Instant Access to eBook Empresas Headhunters Chile PDF at Our Huge Library EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF ==> Download: EMPRESAS HEADHUNTERS CHIL

Story Transcript

ასურელი მამები

1 • ასურელი მამები იყვნენ საეკლესისო მოღვაწეთა ჯგუფი,რომლებიც IV საუკუნეში მოვიდნენ საქართველოში სირიიდან, ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცება იყო.,

2 • ასურელმა მამებმა უდიდესი ღვაწლი გასწიეს საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემლობისა და მონოფიზიტობის საწინააღმდეგოდ და სწორედ ასურელი მამებისაგან დაიწყო საქართველოში მონასტრული ცხოვრება.

აღმოსავლეთ საქართველოში ასურელმა მამებმა მრავალი მონასტერი ააშენეს, ქართველ წარმართულ მოსახლეობასა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ქრისტიანობა გაავრცელეს და ჩრდილოეთი მხარეები ეკლესიურად საქართველოს დაუქვემდებარეს. მათი საქმიანობა ხელს უწყობდა ქართული ფეოდალურ-ქრისტიანული კულტურის გავრცელება-განმტკიცებას,

3

შიო მღვიმელი • შიო მღვიმელი — საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასურელი მამა. შიომღვიმის მონასტრის დამაარსებელი. • VI საუკუნის შუა წლებში იოანე თავის მოწაფეებთან ერთად საქართველოში მოვიდა. ცხოვრობდნენ მცხეთაში, შემდეგ ზედაზნის მთაზე. 4 წლის შემდებ შიო მღვიმელი გამოეყო ძმობას და სარკინეს მთაზე დააარსა შიომღვიმის მონასტერი. თავდაპირველად შიო მღვიმელი ცხოვრობდა მცირე გამოქვაბულში, რომელიც დაახლოებით IX საუკუნეში ეკლესიად უქცევიათ, მონასტერი შიო მღვიმელის დროსვე იქცა მსხვილ ორგანიზაციად.

4

იოსებ ალავერდი საქართველოში მოღვაწე ერთერთი ასურელი მამა. მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირას დააარსა ალავერდის მონასტერი (აუგია წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, დასაფლავებულია იქვე). მისმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთის ამ მხარეში ქრისტიანობის განმტკიცებას.

5

ანტონ მარტყოფელი • საქართველოში მოვიდა ქალაქ ედესიდან VI საუკუნის შუა წლებში. განმარტოებით ცხოვრების გამო უწოდეს „მარტოდმყოფელი“. ფიქრობდნენ, რომ მისი სახელისაგან წარმოდგა სოფელ მარტყოფის სახელწოდება. ანტონ მარტყოფელმა საქართველოში სამისიონერო მოგზაურობის დროს მრავალი წარმართი გააქრისტიანა. მას ძველთაგანვე მიაწერდნენ ქალაქ ედესიდან ხელთუქმნელი საუფლო ხატის ჩამოტანას და ამას განსაკუთრებულ ეროვნულ დამსახურებად უთვლიდნენ.

6

თადეოზ სტეპანწმინდელი • ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. იქვე, ზედაზნის მთის ძირში, ააშენა მონასტერი. შემდეგ წლევის მთაში, ახლანდელი კასპის მახლობლად, დაუარსებია სტეფანწმინდის მონასტერი[1], სადაც დასაფლავებულია. მას მიეწერება აგრეთვე ურბნისში წმ. სტეფანეს ეკლესიის აშენება.

7

ისე წილკნელი • იყო დიაკონი, იოანე ზედაზნელის მოწაფე. მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. ევლავიოს კათოლიკოსისა და იოანე ზედაზნელის კურთხევით, ის წილკანში მოღვაწეობდა. გააქრისტიანა საქართველოს ჩრდილოეთი მთიანეთის მოსახლეობა, სადაც დაანგრია წარმართულ კერპთა ტაძრები და ააშენა ეკლესიები. დასაფლავებულია წილკნის ეკლესიაში.

8

სტეფანე ხირსელი • სტეფანე ხირსელის ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. გადმოცემით ცნობილია რომ ის იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო და სამოღვაწეოდ მან შეარჩია ცივგომბორის ქედზე მცირე ფერდი, რომელიც იმ დროს უსიერი ტყით იყო დაფარული. • წმინდა სტეფანემ „აღაშენა სამყოფელი თასი ხირსის სოფლის მოახლო, სახელსა ზედა წმ. სტეფანესა“.

9

ისიდორე სამთავნელი • სიდორე სამთავნელი, ეზდერიოს სამთავნელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი . თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ ქართლში მდინარე ლეხურის აღმოსავლეთით, სამთავისის სანახებში, დააარსა მონასტერი. დასაფლავებულია სამთავისის ტაძრის ტერიტორიაზე.

10

მიქააელ ულუმბოელი • ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. ზედაზნიდან საქადაგებლად წმინდა მიქაელ ულუმბოელი დაემკვიდრა სოფელ ულუმბოს ახლოს, სადაც მდინარე ალისწყალთან ააშენა მონასტერი. მონასტერი არაერთხელ გამხდარა შემოსევის საგანი, რის გამოც მიქაელ ულუმბოელის ცხოვრების ამსახველი წერილობითი წყაროები დაკარგულია.

• აღსრულების შემდეგ ღირსი მამა მის მიერვე აშენებულ მონასტერში დაკრძალეს.

11

ზენონ იყალთოელი • ზენონ იყალთოელის ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. გადმოცემით ცნობილია რომ ის იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო და მოღვაწეობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში. დასაფლავებულია იქვე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში. • ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთში ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებას. მისი ცხოვრების აღმწერელი თხზულება შემონახული არ არის. ზენონ იყალთოელი იხსენიება ზედაზნელის ცხოვრებაში.

12

მოზიძიებული ინფორმაცია https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%8 3%9D%E1%83%96_%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%90%E1%83% 9C%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A% E1%83%98

• https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3% E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%90 %E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

• ავტორი: მზია გვიმრაძე

13

Get in touch

Social

© Copyright 2013 - 2024 MYDOKUMENT.COM - All rights reserved.