ომარ-ხაშაგულგოვი-ჯანსაღი-ცხოვრების-წესი Flipbook PDF

ომარ-ხაშაგულგოვი-ჯანსაღი-ცხოვრების-წესი

93 downloads 118 Views 4MB Size

Recommend Stories


Porque. PDF Created with deskpdf PDF Writer - Trial ::
Porque tu hogar empieza desde adentro. www.avilainteriores.com PDF Created with deskPDF PDF Writer - Trial :: http://www.docudesk.com Avila Interi

EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF
Get Instant Access to eBook Empresas Headhunters Chile PDF at Our Huge Library EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF ==> Download: EMPRESAS HEADHUNTERS CHIL

Story Transcript

ჯანსაღი ცხოვრების წესი


ჯანსაღი ცხოვრების წესი მოიცავს ფიზიკურ კეთილდღეობას: ემოციური კეთილდღეობა: ასევე გჭირდებათ, მიიღოთ და გასცეთ: •სწორი კვება •ფიზიკური დატვირთვა, სასარგებლო ვარჯიშები, •ადეკვატური განტვირთვა •სტრესის სწორი მართვა •თვითდახმარების უნარის გაძლიერება •პოზიტიური აზრები და დამოკიდებულებები •სულიერი კეთილდღეობა •შინაგანი სიმშვიდე •შინაგანი ცოდნისადმი ნდობა •შემოქმედებითი უნარების განვითარება •სიყვარული და თანაგრძნობა •პატიება •სიცილი •მხიარული ურთიერთობები საკუთარ თავთან და სხვებთან


მავნე ჩვევები წყლის არასაკმარისად დალევა ღამით კვება არასაკმარისი ვარჯიში არასაკმარისი ძილი დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება მოწევა


ნარკოტიკების ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია ის რომ მათ შეუძლიათ ადამიანის შეჩვევა. უხშირეს შემთხვევაში ადამიანი იძულებით აგრძელებს მათ მიღებას. სხვადასხვა ტიპის ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად მათი მომხმარებელი ადამიანი განიცდის სიამოვნებას და მისი გუნება-განწყობა უმჯობესდება. ამ ზემოქმედებას ფსიქიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკი ახლავს თან. ასეთი დამოკიდებულების მქონე ადამიანს უკვე რეგულარულად უჩნდება სურვილი რომ სხვადასხვა სიტუაციებში ისევ განიცადოს ნარკოტიკული თრობა.


თამბაქოს მოხმარება უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ტვინზე და თრომბის განვითარების ალბათობას 2-4-ჯერ ზრდის. თამბაქოს კვამლში არსებული ქიმიური ნივთიერებები უარყოფითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე. მოწევა ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას , აზიანებს სისხლძარღვებს და ზრდის არტერიულ წნევას. შესაბამისად, ზრდის გულის კორონალური დაავადებებისა და ინფარქტის განვითარების რისკებს. 2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, თამბაქოს მოხმარება ასუსტებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ავტოიმუნური დაავადებების განვითარებას. მოწევა იწვევს ფილტვების დაავადებას. თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი აზიანებს სასუნთქ არხებსა და ფილტვის ალვეოლებს. მოწევის შედეგად ვითარდება თამბაქოს მოხმარება - რა ზიანს აყენებს ორგანიზმს თამბაქოს კვამლი და მასში შემავალი ქიმიური ნივთიერებები?


მრავალი მოზარდი ნარკოტიკს ინტერესის გამო სინჯავს – ჰყავს ახლობელი, რომელიც “კაიფობს” და მასაც უჩნდება სურვილი, გემო გაუგოს “კაიფს”. დიახ, სწორედ მოზარდ ასაკშია ყველაზე იოლი ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. არც ის არის იშვიათი, როდესაც ადამიანი მოწიფულ ასაკში უსინჯავს გემოს “წამალს” და მასზე დამოკიდებულებაც უყალიბდება, მაგრამ საერთო სტატისტიკა მართლაც გაახალგაზრდავდა: წინათ თუ ნარკოტიკების მომხმარებლები უმთავრესად 25 წელს გადაცილებულები იყვნენ, ამჟამად ნარკოტიკებს უფრო მეტად 18-25 წლის ახალგაზრდები ეტანებიან. რატომღაც ყველა ახალბედას ჰგონია, რომ ნარკოტიკს არ მიეჩვევა, უბრალოდ, გასინჯავს, გაერთობა და როცა კი მოისურვებს, მიატოვებს. სამწუხაროდ, პირველ გართობას მეორე მოჰყვება, მეორეს – მესამე… ნარკომანიის გავრცელების მიზეზები


21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოში ნარკომანია ყვაოდა. ქუჩები და შესახვევები გამოყენებული შპრიცებით იყო სავსე, „პლანი“ (გამხმარი მარიხუანა) ნებისმიერ რაიონში იყიდებოდა. ახლა სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა, ნარკომანები ან მკურნალობენ ან იმალებიან. ნარკოტიკების საყოველთაო გამოყენების აღმოფხვრისკენ ხელუსუფლება თითქმის 15 წელი მიდიოდა. როგორც მომხმარებლების, ასევე ნარკომოვაჭრეების მიმართ პოლიტიკა 2003 წლიდან განსაკუთრებლად გამკაცრდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველა სასჯელი გაამკაცრა და მათ შესრულებას თვალს ადევნებდა. საქართველოში ყოველ 10 ათას ადამიანზე 29 ნარკომანია, ოფიციალური მონაცემების თანახმად მკურნალობას მათგან ძალიან მცირე ნაწილი გადის. საქართველოში ნარკოდამოკიდებული ადამიანების მკურნალობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა არსებობს, მათ შორის „მეტადონით“ ნარკოტიკების შეცვლის მეთოდი. ამ პროგრამაში ნარკომანთა 11,5% ირიცხება. ამ პროგრამით შეიძლება ისარგებლონ ნარკომანებმა, რომლებიც დამოკიდებულების მოცილებას პირველად ცდილობენ, აივინფიცირებულებმა, 18-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანებმა და სოციალუირად დაუცველებმა. ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სულ საქართველოში ნარკოდამოკიდებულებისგან 2,2 ათასი ადამიანი მკურნალობს, მათგან 95 პატიმარია. ნარკომანია საქართველოში


საქართველოში, განსაკუთრებით, თბილისში ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა სამორინეების, სლოტ-კლუბებისა და ტოტალიზატორების რიცხვი, რასაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. თუმცა, ასეთი დაწესებულებები მომხმარებელთა სიმცირეს არ განიცდის, პირიქით, ხშირად ვიხილავთ ახალგაზრდებით გადავსებულ კაზინოებს, სადაც სხვადასხვა სახის სათამაშო მაგიდებთან ქალებსაც შევნიშნავთ. საინტერესოა, რომ კვლევების თანახმად, მოთამაშეს ხშირად ახასიათებს ე.წ. კონტროლის ილუზია, ანუ რწმენა, რომ მას აქვს გავლენა თამაშის შედეგებზე (რაც თეორიულად შეუძლებელია), და წაგების, როგორც მოახლოებული მოგების ნიშნის, აღქმა.,.


და რა არის გამოსავალი ? რა თქმა უნდა ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც როგორც ავღნიშნეთ დიდი დოზით დამოკიდებულია სწორ კვებასა და სპორტზე 8 რჩევა სწორი კვების შესახებ ჯანსაღი კვება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად 1. ადამიანის რაციონის ძირითად საფუძველს უნდა შეადგენდეს სახამებლიანი საკვები - კარტოფილი, პური, ბრინჯი, მაკარონი და ბურღულეული. 2. ხილი და ბოსტნეული მიიღეთ დიდირაოდენობით 3. მიიღეთ მეტი თევზი 4. შეამცირეთ ნაჯერი ცხიმის და შაქრის მიღება ნაჯერი ცხიმების მოჭარბებულად მიღება იწვევს სისხლში ქოლესტერინის შემცველობის ზრდას, რას საბოლოოდ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. ნაჯერი ცხიმები გვხვდება ყველში, ძეხვეულში, არაჟანში, კარაქში, ცხოველურ ქონებში და ა.შ. 5. მიიღეთ მცირე რაოდენობის სუფრის მარილი 6. იყავით აქტიური და შეინარჩუნეთ ჯანმრთელი წონა ჭარბწონიანობა და სიმსუქნე არის ისეთი დაავადებების მიზეზი, როგორებიცაა მეორე ტიპის დიაბეტი, გარკვეული ტიპის სიმსივნეები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ასევე გაჟონვა. თუმცა მეტისმეტი სიგამხდრეც არ არის კარგი და შესაძლოა ცუდად იმოქმედოს ჯანმრთელობაზე. 7. ნუ მოიწყურებთ თავს - მიიღეთ საჭირო რაოდენობის სითხე სასმელებში ითვლება ყველა სახის არა-ალკოჰოლური სასმელი. ყველაზე სასარგებლო სასმელები მაინც წყალი, რძე და ხილის წვენებია. შეამცირეთ შაქრის შემცველი და გაზირებული სასმელების მიღება, რომლებიც გამოირცევა დამატებული შაქრის მაღალი შემცველობით და არიან მაღალკალორიულები და ასევე მავნებელია თქვენი კბილებისთვისაც. გაითვალისწინეთ, რომ თბილ ამინდში, ან მაღალი ფიზიკური აქიურობის დროს მისაღები წყლის რაოდენობაც უნდა გაიზარდოს.


8. არ გამოტოვოთ საუზმე საუზმის მიღება ხალხს ეხმარება წონის გაკონტროლებაში. ჯანსაღი საუზმე რაციონალური და ჯანსაღი კვების აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაწილია და ასევე ეხმარება ორგანიზმს მიიღოს დამატებითი ვიტამინები და მინერალები.


არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა, თუმცა, იმავე წყაროს მიხედვით, მსოფლიო ახალგაზრდობის 80% ფიზიკურად არასაკმარისად არის დატვირთული. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის მეორე მნიშვნელოვან შემადგენელს, სწორ კვებასთან ერთად, ზომიერი ფიზიკური დატვირთვაც შეადგენს. აღნიშნულში არა მხოლოდ სპორტის რომელიმე სახეობით დაკავება, არამედ ნებისმიერი ფიზიკური ძალისხმევა იგულისხმება


გმადლობთ ყურადღებისთვის წყაროები: ნარკომანია საქართველოშიhttps://forbes.ge/blogs/e1-83-90 თამბაქო - https://sputnikgeorgia.com/20160422/231286756.html მავნე ჩვევები - https://www.marketer.ge/ra-arisjansagi-cxovrebis-cesi/ სწორი კვება - http://higia.ge/ka/liveWellDetailed/5/ პრეზენტატორი : ომარ ხაშაგულგოვი


Get in touch

Social

© Copyright 2013 - 2024 MYDOKUMENT.COM - All rights reserved.