მონღოლები Flipbook PDF

მონღოლები

12 downloads 105 Views

Recommend Stories


Porque. PDF Created with deskpdf PDF Writer - Trial ::
Porque tu hogar empieza desde adentro. www.avilainteriores.com PDF Created with deskPDF PDF Writer - Trial :: http://www.docudesk.com Avila Interi

EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF
Get Instant Access to eBook Empresas Headhunters Chile PDF at Our Huge Library EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF ==> Download: EMPRESAS HEADHUNTERS CHIL

Story Transcript

მონღოლები გიგა ბერიძე

XIII საუკუნის დასაწყისში აზიის აღმოსავლეთ ნაწილიდან ახალი დამპყრობლები — მონღოლები დაიძრნენ დასავლეთის მიმართულებით. მათ უმოკლეს დროში მოახერხეს ისლამური სამყაროს დიდი ნაწილის, კავკასიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაპყრობა, ამ დაპყრობების შედეგად კი წარმოიქმნა მსოფლიო ისტორიაში უდიდესი იმპერია.მონღოლები ისტორიაში ცნობილი არიან ასევე თათრების სახელით.

– მონღოლმა ბელადმა ჩინგიზ ყაენმა ხანგძლივი ბრძოლის შემდეგ მოახერხა ერთმანეთთან მოქიშპე მომთაბარე მონღოლური ტომების გაერთიანება და სათავეში ჩაუდგა მათ ჩინგიზ ყაენის სახელით. 1206 წელს, მდინარე ონონის სათავესთან გამართულ თავყრილობაზე მონღოლურმა ტომებმა მას ერთგულების ფიცი დაუდეს. დაიწყო მონღოლების დაპყრობების ეპოქა.შემდეგ წლებში ჩინგიზ ყაენმა დაიმორჩილა დარჩენილი მონღოლური ტომები, წარმართი თურქების ტომები და სამხრეთ ციმბირის ტყეებში მცხოვრები ხალხებიც. 1218 წლისათვის ჩრდილო– აღმოსავლეთი აზიის უმეტესი ნაწილი მის გამგებლობაში იყო და ის დასავლეთისაკენ შემოტრიალდა

– 1220 წელს მთელი ცენტრალური აზია უმნიშვნელოვანესი ქალაქების, ბუხარას და სამარყანდის ჩათვლით. მის ხელთ იყო. მალე მონღოლებმა მდინარე ამუდარიაც გადალახეს და შეიჭრნენ აღმოსავლეთ ირანში.1227 წელს ჩინგიზ ყაენი გარდაიცვალა და მონღოლთა წინსვლა დროებით შეჩერდა.1240 წლისათვის მონღოლთა ხელში უკვე დასავლეთ ირანიც იყო. 1243 წელს მათ დაამარცხეს ანატოლიის სელჩუკი სულთნის ჯარი.

– 1258 წელს მონღლთა ჯარები ბაღდადში შეიჭრნენ. მათ უკანასკნელი აბასიანი ხალიფა ალ–მუსთასიმი, საგვარეულოს ყველა წარმომადგენელთან ერთად, სიცოცხლეს გამოასალმეს. აბასიანთა დინასტია, რომელიც 5 საუკუნის მანძლზე სუნიტური ისლამის საყრდენად ითვლებოდა, ისტორიას ჩაბარდა.მონღოლთა ძლევამოსილი წინსვლა ეგვიპტის მამლუქთა არმიამ შეაჩერა, რომელიც 1260 წელს აიუნ ჯალუთის ბრძოლაში გაანადგურა მონღოლთა არმია.

– 1277 წელს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მონღოლები და ეგვიპტელები. მონღოლები ამჯერადაც დამარცხდნენ. მონღოლთა არმიაში იბრძოდა სამი ათასი ქართველი, რომლებმაც მარცხის მიუხედევად, სიმამაცით გამოიჩინეს თავი.ჩინგის ყაენის შთამომავლებს შორის მონღოლთა იმპერია შემდეგ ნაწილებად დაიყო: დიდი ყაენის იმპერია – აღმოსავლეთ აზიის დიდი ნაწილი ჩინეთის ჩათვლით. მონღოლეთი – დღევანდელი მონღოლეთის ტერიტორია ყარაყორუმის ჩათვლით.

Get in touch

Social

© Copyright 2013 - 2024 MYDOKUMENT.COM - All rights reserved.