სწრაფი, ღამისიერი (ნაწყვეტი) Flipbook PDF

სწრაფი, ღამისიერი (ნაწყვეტი)

42 downloads 119 Views 311KB Size

Recommend Stories


Porque. PDF Created with deskpdf PDF Writer - Trial ::
Porque tu hogar empieza desde adentro. www.avilainteriores.com PDF Created with deskPDF PDF Writer - Trial :: http://www.docudesk.com Avila Interi

EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF
Get Instant Access to eBook Empresas Headhunters Chile PDF at Our Huge Library EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF ==> Download: EMPRESAS HEADHUNTERS CHIL

Story Transcript

სწრაფი, ღამისიერი

ჩემს ვარსკვლავს დღეთა სათვალავში – ანა გზირიშვილს მადლობას ვუხდი ჩემს ფსიქოთერაპევტებს, გოჩა გ.-ს და ანა ჭ.-ს, რომლებმაც ენტროპიული პროცესებიდან გამომიყვანეს, როგორც ჭეშმარიტმა გიდებმა, მცოდნეებმა სამოთხისა და ჯოჯოხეთის მიწებისა. მადლობა ჩემი მეგობრების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელიც ადიქციასთან ბრძოლისას გვერდით მედგა; თქვენი სახელები სამუდამოდ ფეთქავს ჩემს გულში, როგორც ლოცვა.

00. აპლიკაცია სინამდვილე გაცილებით შემზარავი და შთამბეჭდავია, ვიდრე რომელიმე ჩვენგანის კალამს ძალუძს, დახატოს. ოთარ ჭილაძე

სამყაროს პირდაპირ ეთერში, მწერალი დავალებებს ხან ხარვეზებიანი სიზმრებიდან, ხანაც აპლიკაციიდან იღებდა. აპლიკაცია უფრო უძველეს საიდუმლო ორდენს ჰგავდა თავისი წესდებებით, სიუჟეტური ხაზებისა და უცნაური სიტყვათშეთანხმებების სამჭედლოს, საიდანაც ყოველკვირეულად ტონობით სიტყვა იგზავნებოდა დედამიწის გარშემო. მწერალს კონტენტის კრეატორსაც ეძახდნენ, კრეატივშიკსაც, მკითხველთა რეიტინგით ათიდან ცხრა, და შესაძლოა მხოლოდ ის და სულაც რამდენიმე მკითხველი გრძნობდა წმინდა წყვდიადის რა დოზა იმალებოდა სარეკლამო სლოგანებისა თუ ბულვარული სიუჟეტების მიღმა. აპლიკაციას მართავდა პროგრამა, რომელსაც მართავდა – არავინ პროგრამის გარდა. ათიათასობით იუზერის მონაცემთა გაანალიზებითა და არქეტიპული მოვლენების საფუძველზე, რთული ინტეგრალების გამოყენებით, პროგრამას გამოჰყავდა ადამიანების ბედისწერისა და მოთხოვნილებების საბაზისო საზრისი, შეიძლება უფრო ზუსტად, ვიდრე ამას ადამიანები ხვდებოდნენ. სწორედ ეს პროგრამა აგენერირებდა დავალების თემებს იმ ცხელ-ცხელი ამბების კვალზე, რომლებიც პროგრამის არეალში მოხვდებოდნენ: 5

მაგალითად მორიგი სასტიკი ომი და ჰუმანიტარული კრიზისი, ცასავით ცისფერი მკვდრების ან მარტოსული ადამიანების მზარდი სტატისტიკა, მოდის ცვალებადობა ან სიახლეები ცხოვრების ფსკერიდან, საბჭოთა კორპუსების ხანგრძლივობის ახალი ვადა. დავალებებს კოდივით აგენერირებდა პროგრამა, აგზავნიდა ოფისებში და მას ადამიანურ ენაზე თარგმნიდნენ ე. წ. დეველოპერები, ხოლო შემდეგ უკვე გზავნიდნენ აპლიკაციაში დარეგისტრირებულ მწერლებთან. მთელი ეს პროგრამულად გაწერილი ცივი პროცესი რაღაცით მაინც ჰგავდა მაგიას, მკითხაობას გადამფრენი თვითმფრინავების კვალზე და მოგონებებს ქალაქებზე, სადაც არასოდეს ყოფილხარ. დეველოპერები, რომლებიც პროგრამულ დავალებას ადამიანურ ენაზე თარგმნიდნენ, შემდეგ უგზავნიდნენ ამას აპლიკაციის მწერლებს და მწერლები იწყებდნენ წერას. მკითხველები იყოფოდნენ რაგინდარა კატეგორიებად, მაგალითად, ოფისის მუშაკები ოცნებებით პიტერპენულ სილაღეზე, პოტენციური თვითმკვლელები უშედეგოდ რომ ეძებენ ხელჩასაჭიდ ხავსს, მაგრამ ვერ იპოვიან, ან ხანში შესული გოგოები ფიქრებით ცხოვრების რადიკალიზაციაზე, მელანქოლიური ნარკომანები ან ველური თინეიჯერები სადღაც ზღვის პირას, თაკარა მზეს მიფიცხებულები, მთლიანად მართულები ჰორმონებით თავში რომ ურტყამს და საკუთარი ნება ჰგონიათ ის სალტო თუ სირბილი დაცემამდე და ა. შ. მომხმარებლები/მკითხველები დღითიდღე იზრდებოდნენ, ვინაიდან მწერლებმა უკვე იცოდნენ: ყველას სჭირდება თავისი დოზა ნარატივი, თავისი წილი ზღაპარი თუ სინამდვილე. ყველაფერი რაღაცით ჰოროსკოპის შედგენას ჰგავდა, ოღონდ ზოგისთვის ეს იყო ჰაიკუ, ზოგისთვის – ერთი წინადადება,

6

სხვათათვის – რომანი ან კონკრეტული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ემოქმედათ იმ დღეს. მწერალი უკვე დიდი გოგო იყო, შეიძლება ითქვას, ბებერიც, როგორც ორიათასწლოვანი ქალაქის გახუნებული, სისხლნარევი ყვითელი გარეგანათება დაფიონზე. ასეთ ასაკში უკვე ნათლად ხედავ, რომ ღრმა, თბილი ადამიანური კავშირები და რეალობა მხოლოდ კოლექტიური ჰალუცინაციაა, ხოლო ახლობელთა და უცნობთა სიცოცხლეები, ერთნაირად, ბავშვობაში შეძენილი სცენარებით მიმდინარეობს. მან იცოდა, რომ სიტყვების რაოდენობა, ისევე როგორც სიცოცხლე, სასრულია, რომ სიტყვათა განლაგებაც სასრულია, სასრულია ანბანის ასოებიც და ხანდახან ფიქრობდა: როდის მოვა დღე, როცა სიტყვის ყველა კომბინაცია იქნება გამოყენებული? ვინ დაწერს უკანასკნელ ნიუსს? უკანასკნელ რომანს? რომანს, რომლის შემდეგ უკვე აზრი აღარ ექნება წერას, ვინაიდან ყველაფერი დაწერილი იქნება. და რა მოხდება, როცა დამთავრდება სიტყვები? როცა დამთავრდება emoji-ების, Gif-ების, იეროგლიფების, შეგრძნებებისა და დაწერილი თუ დაუწერელი ასოების კომბინაციათა რაოდენობა? ის ფიქრობდა: რომელ კომპიუტერს ვკითხოთ, როდის დამთავრდება სიტყვათა კომბინაცია? ვინ იქნება ბოლო ავტორი? ხოტბა-დიდებას შევასხამთ მას თუ მიწაზე ვათრევთ, იქნებ ლინჩის წესით გავასამართლებთ, რადგან წაგვართვა, დაამთავრა სიტყვათა მარაგი? დავალებები - როგორც აპლიკაციიდან, ისე სიზმრებიდან, ორშაბათობით მოდიოდა და შემდეგ ორშაბათამდე ჰქონდა აღსრულების ვადა: ტკივილის გეომეტრია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა უკვალობა, მრუდე ცხოვრებისეული სცენარების კორექტირება, მოწოდებები წინასწარ განწირული რევო-

7

ლუციისკენ, სიახლეები ტექნოლოგიებისა და ადამიანების შავი ბაზრებიდან, უღმერთობა და მისგან გამომდინარე ყველა პრობლემა – ეს და სხვა ბევრი რამ, პროგრამული თემის შესაბამისად იწერებოდა აპლიკაციაში და დაშიფრულ სიგნალად იგზავნებოდა მკითხველებთან. არავინ აკეთებდა ცენზურასა და შემოწმებას, არავინ უგზავნიდა ტექსტს ვინმეს კონკრეტულად – ყველაფერი ნაწილდებოდა რენდომ პრინციპით და მწერალმა ისიც არ იცოდა – ვინ წაიკითხა თუ არ წაიკითხა მისი ტექსტი. ამიტომ მწერალი უფრო გუმანის კარნახით წერდა, ვიდრე წინასწარ განსაზღვრული სცენარით. იწყებდა სიტყვების გამოყვანას და სიტყვებს თავად მიჰყავდათ იგი სიუჟეტამდე, როგორიც უნდა ყოფილიყო ის. მას, ვისაც აპლიკაცია აქვს, არ სჭირდება მუზების ლოდინი – აღჭურვილები საკუთარი მანქანური არაცნობიერით – ისინი ქმნიან ახალ სიუჟეტებს სინათლის სისწრაფით ცვალებადი მსოფლიოს განრიგში. მწერალმა ხომ უკვე ისიც იცოდა, რომ მწერალი – მანქანაა, აზრების გენერატორი, კიბერნეტიკული აჩრდილი, ბიოლოგიური დანადგარი მეტაფორების წარმოებისთვის. ნოტიფიკაცია საღამოჟამს აირეკლა მის თვალებში. ტექსტი პროგრამის გენერირებულს უფრო ჰგავდა, ვიდრე დეველოპერის მიერ გაადამიანურებულს. „საჭიროა შელოცვებივით მუშა და ზუსტი მითორიტუალური ტერმინო-სისტემის ხელახლა შექმნა  ცდისპირების ინდოქტრინაციისა და ახალი არქეტიპული სიუჟეტების გენერატორი და რეკომბინატორი software-ისთვის, რომელიც ვარსკვლავთმისნობისა და სანსარს კარმა-კაზინოს მუშაობის პრინციპზე უნდა იყოს დაფუძნებული. ასევე, საჭიროა ცდისპირი, თუნდაც დისფუნქციური

8

ფიქრებით სავსე – რომელიც მზად იქნება, დათმოს „მე-ს“ ყველა შრე, რათა გადაიქცეს კრისტალურად სუფთა პორტალად, რომლის გავლითაც შესაძლებელი გახდება პრეონტოლოგიურ ფონში პარტიზანულად შეღწევა და კოსმოსთწარმოების განსხვავებული ნაღმების დადება ამ ფონში ათქვეფის რისკად. თუ მზად ხარ, დააჭირე ღილაკს „არა“, ესეც სტრატეგიის ნაწილია. დამწყები დეველოპერები დამწყები მწერლებივით ეპიკურობას უფრო ეტრფიან, ვიდრე ფუნქციონალურობას – გაიფიქრა მწერალმა და ლეპტოპის კლავიატურის თავზე ერთხანს თითები გაუშეშდა, შემდეგ იმათზე დაფიქრდა, ვინც ალგორითმულ დავალებებს ადამიანისთვის გასაგებ ფორმას აძლევდა – სადღაც შორს, ჯაკარტაში თუ სილიკონის ველზე. მას უყვარდა ამ დავალებების შესრულება, მისი თითები ნოტიფიკაციის მიღებიდან უკვე ხუთ წუთში კრეფდნენ კლავიატურაზე ყველა მწერლისთვის კაკუნის ასერიგად ნაცნობ მელოდიას, უცნაურ რიტმს, რომელიც შობს ახალ სიუჟეტურ ხაზებს, კლავს და აცოცხლებს პერსონაჟებს. – ოღონდ წერე ის, რაც იცი, რაც შენ გადაგხდა, გაიხსენე, რატომ გახდი მწერალი, – ამბობდა ის. იისფერ ღამეში იძირებოდა თბილისი, მოსალოდნელი ომის მუდმივ მზადყოფნაში.

9

Get in touch

Social

© Copyright 2013 - 2024 MYDOKUMENT.COM - All rights reserved.