ისტორია Flipbook PDF


53 downloads 115 Views 5MB Size

Recommend Stories


Porque. PDF Created with deskpdf PDF Writer - Trial ::
Porque tu hogar empieza desde adentro. www.avilainteriores.com PDF Created with deskPDF PDF Writer - Trial :: http://www.docudesk.com Avila Interi

EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF
Get Instant Access to eBook Empresas Headhunters Chile PDF at Our Huge Library EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF ==> Download: EMPRESAS HEADHUNTERS CHIL

Story Transcript

წიგნის ავტორი:გიორგი ბერუაშვილი

2023 04.01

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

თავისუფლება ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა, განათებული მთა-ბარი, წილნაყარია ღმერთთანა. თავისუფლება დღეს ჩვენი მომავალს უმღერს დიდებას, ცისკრის ვარსკვლავი ამოდის ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება, დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება! ტექსტის ავტორი: დავით მაღრაძე მუსიკის ავტორი: ზაქარია ფალიაშვილი

ამ წიგნში მოთხრობილი იქნება: 1.ფარნავაზი 2.ქრისტიანობა საქართვრლოში 3.ვახტანგ გორგასალი 4.ვახტანგის შვილი-დაჩი 5.მურვან ყრუ 6.დავით კურაპალატი 7. ბაგრატ მესამე 8. გიორგი პირველი 9.ბაგრატ მეოთხე 10. გიორგი მეორე 11. დავით აღმაშენებელი 12. დემეტრე პირველი 13. გიორგი მესამე 14. თამარ მეფე 15. ლაშა-გიორგი 16. რუსუდანი 17. დემეტრე მეორე თავდადებული 18.გიროგი ბრწყინავალე 19.თემურ ლენგი.

ფარნავაზი

პირველიქართველი მეფე; საქართველოს პირველი გამაერთიანებელი; ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. ფარნავაზიიყო ქართლის მეფე, რომელმაც შექმნა ერთიანი სამეფო, დაამკვიდრა ქართული ანბანი, დააარსა ქალაქი მცხეთა, საფუძველი ჩაუყარა ფარნავაზიანთა დინასტიას და სხვ. იგი იყო ქართლის მამასახლისის, სამარას ძმისწული, მამით ქართლოსიანი, დედით – სპარსელი. ფარნავაზის მეფობის თარიღის ზუსტი განსაზღვრა ძნელია. სამეფო ტახტი მას ძველი წელთაღრიცხვის III საუკნის 90-80დიან წლებში უნდა დაეკავებინა. ძვ. წ. 334 წელს მცირე აზიაში ალექსანდრე მაკედონელის კარგად ორგანიზებული არმია გამოჩნდა. „მოქცევაი ქართლისაი“-ის მიხედვით, ალექსანდრე მაკედონელმა ქართლში ციხედქალაქები დაიკავა და თავად ნასტაკისში გამაგრდა. „მოქცევაი ქართლისაი“ კი აღნიშნავს, რომ ალექსანდრეს თან ახლდა აზო, არიან ქართლის მეფის ძე. ალექსანდრემ მას უბოძა სატახტო ქალაქი მცხეთა და სამეფოს საზღვრად ჰერეთი და ეგრისის წყალნი დაადგინა. ბერძენთა ლაშქრით გულმოცემულმა აზომ მოკლა ქართლის მამასახლისი სამარა, ხოლო მისი ძმისწული ფარნავაზი დედამ კავკასიის მთებში გადამალა. ცნობილია, რომ ალექსანდრე მაკედონელს სინამდვილეში ქართლი არ დაულაშქრავს, მაგრამ მისი მხარდაჭერით კავკასია ერთდერთი ქართველური გაერთიანების, არიან-ქართლის ხელმძღვანელმა, აზონმა მართლაც დალაშქრა და მას შემდეგ, რაც ციხედქალაქი სარკინე აიღო, ქართველური მოდგმის გაერთიანებებს შორის ქიშპობა დასრულდა. ქართლში მაკედონელთა მიერ აღზევებულმა აზონმა ხელთ იგდო ძალაუფლება, ცალკეულ წარჩინებულთა მიმართ უმკაცრესი ღონისძიებები გაატარა და მმართველობის ახალი ფორმები შემოიღო. აზონის ხელისუფლებას ასი ათასი კაცი იცავდა.აზონსდაუპირისპირდამცხეთელი წარჩინებული ფარნავაზი თავისი მომხრეებით. ამ დაპირისპირებას აზონის ხელისუფლების დამხობა მოჰყვა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ფარნავაზმა დიღმის ტყეში ნადირობისას განძი იპოვა. ამ განძს დებთან ერთად ხუთი ღამე ფარულად ეზიდებოდა და საიმედო ადგილზე შეინახა.

ნაპოვნი განძით იგი აზონთან ბრძოლისათვის მოემზადა: აღჭურვა ლაშქარი და დაიქირავა ჩრდილოკავკასიელი მთიელები, თუმცა ძალები მაინც არათანაბარი იყო, ამიტომ ფარნავაზი დაუკავშირდა დასავლეთ საქართველოს მმართველს ქუჯის და მათ ერთობლივად შეუტიეს აზონს. ბრძოლა რამდენიმე ეტაპად წარიმართა. ბოლოს, დამარცხებულმა აზონმა კლარჯეთში, მდ. ჭოროხისა და მტკვრის სათავეებისკენ დაიხია და იქ თავის სამემკვიდრეო მამულში გამაგრდა. „ქართლის ცხოვრებაში“ აღნიშნულია, რომ გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ქალაქ არტაანთან. ფარნავაზმა სძლია აზოს, რომელიც ბრძოლის დროს დაიღუპა. გამარჯვებულმაფარნავაზმადაიწყო სახელმწიფო რეფორმების გატარება. ქართლი დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად დ საერისთავოებად. ერისთავებს ევალებოდათ საერისთავოში ჯარის შეკრება და მისი სარდლობა, ხარკის აკრეფა, სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხის გადაწყვეტა. სულ შეიქმნა რვა საერისთავო. მათ რიცხვში შედიოდა ეგრისიც, რომელსაც ქუჯი განაგებდა. სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინცია – შიდა ქართლი, დაექვემდებარა სპასპეტს. სპასპეტი მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სამეფოში და ერისთავებიც პირადად მას ემორჩილებოდნენ.

ქუჯის, ნიშნად იმ დიდი დამსახურებისა, რომელიც მას მიუძღოდა ფარნავაზის წინაშე და ალბათ, ეგრისის მტკიცედ შემოერთების მიზნითაც, ქართლის მეფე ფარნავაზმა ცოლად მიათხოვა თავისი და. მეორე და ოვსთა ხელმწიფემ ითხოვა, თავად კი ცოლად ჩრდილოკავკასიელი (დურძუკი) ქალი მოიყვანა. ფარნავაზმა შემოიღო ახალი კერპი: „ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელისა ზედა თვისისა. ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა“. არმაზი საერთო ქართული უზენაესი ღვთაება გახდა, ამასთანავე ფარნავაზმა შეინარჩუნა აზოს მიერ მოტანილი კერპები – გაც და გაიმ. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი ფარნავაზს მიაწერს ქართული ანბანის შექმნასა და ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას: „ამან განავრცო ენა ქართული და არღა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“. მანამდე ქართლში ექვს ენაზე საუბრობდა ხალხი: ქართულ, სომხურ, ებრაულ, ბერძნულ, ხაზარულ და ასურულ ენებზე. ფარნავაზმა ააგო არმაზის ციხე და მცხეთას გალავანი შემოარტყა. გამეფდა 27 წლის ასაკში და მეფობდა 65 წლის მანძილზე. მემატიანე შემდეგი სიტყვებით აღწერს მის მოღვაწეობას: „მეფობდა ნებიერ, და ყოველნი დღენი მისნი რაი დაჯდა, მშვიდობით დაყვნა და აღაშენა და განავსო ქართლი… იყო განსვენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა…მოკვდა ფარნავაზ და დაფლეს წინაშე არმაზის კერპისა.“ ფარნავაზის სიკვდილის შემდეგ ქართლში სამეფო დინასტია მისმა შვილმა საურმაგმა გააგრძელა.

ქართლის გაქრისტიანება

სულიწმიდის მოფენის შემდეგ მოციქულებმა და ღვთისმშობელმა მარიამმა წილი ყარეს, ვინ რომელ ქვეყანაში უნდა წასულიყო სახარების საქადაგებლად. საქართველო წილად ხვდა თვითონ ღმრთისმშობელს. იგი მოემზადა ჩვენს ქვეყანაში წამოსასვლელად, მაგრამ ღამით მაცხოვარი გამოეცხადა და ურჩია: „შენ თვითონ იერუსალიმში დარჩი, რადგან მოხუცი ხარ, და შენს მაგივრად საქართველოში საქადაგებლად გაგზავნე ანდრია მოციქული, პირველწოდებულიო“. ასეც მოიქცა ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი. მოციქული ანდრია პირველწოდებული მოვიდა შავი ზღვის პირად, უქადაგა სახარება გურულებს, იმერლებს, მეგრელებსა და აფხაზებს და მოაქცია ისინი ქრისტეს სჯულზედ. მაგრამ იმდენი აღარ დასცალდა, რომ ქართლ-კახეთშიაც გადმოსულიყო და იქაც გაევრცელებინა ქრისტიანობა. ქართლ-კახეთის მოქცევა ქრისტიანობაზე შემდეგში მოხდა წმინდა ნინოს მიერ, რომელსაც ამის გამო დაერქვა ქართველთა განმანათლებელი. ვინ იყო ნინო და როგორ მოაქცია ქრისტეს სჯულზე ქართველები? წმინდა ნინო იყო კაბადოკიელი ქალი. კაბადოკია ჩვენი ქვეყნიდან სამხრეთით მდებარეობდა, სადაც ქართველთა მონათესავე ხალხიც ცხოვრობდა. ნინოს დედ-მამას მის მეტი შვილი არა ჰყავდა, ძლიერ უყვარდათ იგი და ცდილობდნენ კარგად გაეზარდათ, რადგანაც თვითონ დედა და მამა ნინოსი იყვნენ ღვთისმოყვარე ადამიანები, ამიტომ შვილიც საღმრთო წერილის კითხვასა და ლოცვაში აღზარდეს ხელსაქმის კეთებასა და გლახაკთა შეწყნარებაში. ჯერ თორმეტი წლისა არ იქნებოდა ნინო, რომ დედ-მამა დაეხოცა და დაობლდა. მაშინ იგი თავისას წაიყვანა იერუსალიმის პატრიარქმა, ნინოს ბიძამ. ბიძამ სწავლს დასასრულებლად დისწული ერთ განათლებულსა და ფრიად ღვთისმოყვარე ქალს მიაბარა. ამ ახალი ოსტატისაგან ნინომ ყველაფერი მშვენივრად ისწავლა, რაც კი განათლებულმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს. ამასთან, იმდენად შეიყვარა ქრისტე ღმერთი, რომ გადაწყვიტა არ გათხოვილიყო და მთელი თავისი სიცოცხლე მისთვის შეეწირა. როდესაც გაიგო, საქართველო, წილხვდომილი ღვთისმშობლისა, ჯერ კერპებს ემსახურება და ქრისტესი სრულიად არაფერი იცისო, მაშინვე გადაწყვიტა, წამოსულიყო ჩვენს ქვეყანაში და მოექცია იგი ქრისტიანობაზე. ბიძამ ძლიერ მოუწონა ამისთანა წმინდა წადილი, დალოცა, აკურთხა და გამოისტუმრა ჩვენსკენ.

გზაზე ბევრი დაბრკოლება ნახა მან, ბევრი ტანჯვა და წვალება გამოიარა, მაგრამ ყველას ადვილად იტანდა, რადგანაც ღმერთის იმედი ჰქონდა. ერთხელ, როდესაც ძლიერ შეწუხდა ნინო, სიზმარში გამოეცხადა ღვთისმშობელი ანგელოზებით, აღუთქვა თავისი შემწეობა, გაამხნევა და მისცა ხელში ჯვარი ვაზისა. ნინომ რომ გამოიღვიძა და ნახა, ხელში ჯვარი ეჭირა, სიხარულით აივსო და ღმერთს მხურვალე მადლობა შესწირა. ამისთანა მოწყალებით გამხნევებული ნინო ხელახლა გაბედულად დაადგა გზას და მცხეთას ჩამოვიდა. მცხეთა მაშინ იყო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი და იქ იჯდა მეფე საქართველოსი. იმჟამად მირიანი მეფობდა. ნინო დაბინავდა აქ და იწყო ქადაგება სახარებისა ჯერ ქალთა შორის. მან ორმოცამდე მოაქცია ქრისტეს სჯულზედ. ამ დროს დედოფალი ნანა მძიმედ დაავადდა და სიკვდილის პირზე იყო, ბევრი ექიმი მოღალეს, მაგრამ ვერა უშველეს რა. მაშინ ერთმა გაქრისტიანებულმა ქალმა ურჩია დედოფალს, მოეწვია ნინო და მორჩენა ეთხოვა მისთვის. დედოფალმა შეიწყნარა რჩევა, ნინო მოვიდა, ილოცა დედოფლისათვის და მაშინვე განკურნა, დედოფალმა უარყო კერპები და ირწმუნა ქრისტე. გაიარა ცოტა ხანმა. ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა. ერთ მთაზე რომ იყო მზე სრულიად დაუბნელდა და იღუპებოდა მეფე. მაშინ მან შემწეობა სთხოვა თავის კერპებს, მაგრამ ვერაფერი უშველეს. შემდეგ შეევედრა ქრისტეს და გამობრწყინდა მზე. მაშინ მეფე დარწმუნდა, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია. ფიცხლად დაბრუნდა ნადირობიდან, თაყვანი სცა ნინოს და ყველას უამბო თავისი საოცარი თავგადასავალი. მერე დაიბარა დიდებულები და უაზნონი და აცნობა განკურნება დედოფლისა, თავის გადარჩენა ქრისტეს შემწეობით და ურჩია, მათაც მიეღო ქრისტიანობა. ყველამ თანხმობა გამოაცხადა.

ვახტანგ გორგასალი

ქართლის მეფე (დაახლოებით 449–502) ოცდამეცამეტე მეფე ფარნავაზიდან. ტახტზე ავიდა როგორც ირანის ვასალი. იბრძოდა სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის; ქვეყნიდან გააძევა მისი პოლიტიკის მოწინააღმდეგე არქიეპისკოპოსი და ქართლის ეკლესიას სათავეში კათალიკოსი ჩაუყენა. მის დროს განაშენიანდა თბილისი და შემზადდა ნიადაგი მცხეთიდან დედაქალაქის გადმოსატანად. შვიდი წლის იყო ვახტანგ მეფე, როდესაც გარდაეცვალა მამა. ოსებმა მოიტაცეს ვახტანგის და – მირანდუხტი, რომელიც კასპის მთავართან იზრდებოდა. სპარსელები და ბერძნები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საქართველოს ტერიტორიის დატაცებაში. ვახტანგი როდესაც 15 წლისა შეიქმნა, შეკრიბა დარბაზის ერი და გამოიჩინა უდიდესი პოლიტიკოსობა: მაშინ როცა ყველა ფეხზე იდგა, მეფემ გვერდზე მოისვა ერთ მხარეს ქართლის მთავარეპისკოპოსი მიქაელი, მეორე მხარეს ცეცხლთაყვანისმცემელთა ქურუმი ბინქარი. ამით მან ხაზი გაუსვა, რომ ერთნაირად სცემდა პატივს ბიზანტიასაც და სპარსეთსაც. 458 წელს ილაშქრა ჩრდილოეთ კავკასიაში; ოსებზე გამარჯვების შემდეგ ვახტანგმა ცოლად მოიყვანა სპარსეთის მეფის ასული – ბალენდუხტი. ამით დაუმოყვრდა სპარსეთს და მასთან ერთად V საუკუნის 50–60-იან წლებში ეომებოდა ბიზანტიელებს. ვახტანგ I მძიმე ბრძოლას აწარმოებდა ქართლის გასათავისუფლებლად სპარსელთა ბატონობისაგან. მისი პირველი აჯანყება ირანის წინააღმდეგ მოხდა 482-84 წლებში, როდესაც ქართლელები იბრძოდნენ სომხების მხარდამხარ ბრძოლებში ჭარმანაინის ველზე (483) და მცხეთასთან (484); მეორე აჯანყება – 502 წლის ახლოს (ბრძოლა უჯარმასთან). დაიღუპა ირანელებთან ომში.მას ომის დროს ჯაჭვის პერანგი რომელიც იღლიაში გარღვეული იყო, როდესაც ვახტანგი ხმალს მაღლს სწევდა რათა მოწინააღმდეგე მოიგერიებინა ჯაჭვის პერაგის გარღვეული ნაწილი შეამჩნია ერთმა ირანელმა მშვილდოსანმა რომელმაც მოწამლული ისარი იღლიაში ესროლა და მეფე ვახტანგი სასიკვდილოდ დაიჭრა.ვახტანგ I დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.

დაჩი ვახტანგის ძე

იბერიის სახელმწიფოს VI საუკუნის დასაწყისში განაგებდა მეფე, რომლის შესახებაც წყაროებში ძუნწი ინფორმაცია მოიპოვება და რომელმაც, მიუხედავად ხანმოკლე ზეობისა, ძალზე საინტერესო კვალი დატოვა. ეს გახლავთ დაჩი უჯარმელი — უფროსი ძე ვახტანგ გორგასლისა, რომელიც, სამწუხაროდ, გმირი მამის ჩრდილქვეშ დარჩა, მიუხედავად არცთუ მცირე ღვაწლისა.

დაჩი ვახტანგ გორგასლის სიკვდილის შემდეგ ავიდა ტახტზე დაახლოებით 502-520 წლებში. ამ დროს ის 40 წელს უნდა ყოფილიყო მიტანებული. დედამისი, ირანის შაჰ ჰორმიზდ მეორის ასული ბალენდუხტი, დაჩისა და მისი ტყუპი დის მშობიარობას გადაჰყვა. უფლისწული უჯარმაში იზრდებოდა საურმაგ სპასპეტის მეთვალყურეობით, როგორც მომავალი ხელმწიფე. დაჩის მეფობის დროს ახალი ძალით გაჩაღდა მეტოქეობა პირველობისათვის ორ უძლიერეს სახელმწიფოს — სასანიანთა ირანსა და ბიზანტიას შორის. მომძლავრებული ირანი და მისი გაუმაძღარი შაჰი კავადი საქართველოსგან ჩვეულებრივ მორჩილებას აღარ სჯერდებოდა, ეწადა, მეფობა საერთოდ გაეუქმებინათ ქართლში. მაგრამ ვახტანგ გორგასლისა და შემდეგ უკვე დაჩი უჯარმელის მცდელობით, ეს სურვილი განუხორციელებელი დაურჩა კავადს. დაჩიმ დაასრულა გორგასლის მიერ დაარსებული ქალაქის, ჭერემისა და ასევე ხორნაბუჯის ციხესიმაგრის მშენებლობაც. მართალია, ამ უკანასკნელის აღორძინება ვახტანგ გორგასალს მიეწერება, მაგრამ რეალურად იქ სამშენებლო სამუშაოები დაჩი უჯარმელის მეფობისასაც მიმდინარეობდა. არცაა გასაკვირი — ვახტანგმა ხორნაბუჯი, ნეკრესი და ჭერემი მემკვიდრეს საუფლისწულო მამულად დაუდგინა. კიდევ ერთი ქალქი, რომელიც ვახტანგ მეფემ დააარსა, მაგრამ დაჩი უჯარმელმა განასრულა, არტანუჯი იყო — სამხრეთ საქართველოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ცენტრი. გორგასალმა მხოლოდ ციხე-გალავნის მშენებლობის დასრულება მოასწრო, დანარჩენი მისმა ძემ მიიყვანა ბოლომდე. ამას მოჰყვა გორგასლის მიერ ბიზანტიელთაგან მიტაცებული კლარჯეთისა და თუხარისის ციხე-ქალაქის გაფაროება-გაძლიერება. მამა-შვილის წყალობით, თუხარისი სამეფოს მთავარ ბურჯს წარმოადგენდა მთელ სამხრეთ საქართველოში. ასევე დიდია დაჩის წვლილი ქრისტიანობის გავრცელების საქმეში. მეფემ გადაწყვიტა, ერთსარწმუნეობრივი პოლიტიკით კიდევ უფრო განემტკიცებინა ქართველთა ერთიანობა. ამ მიზნით აგებდა კლარჯეთსა და კახეთ-ჰერეთში ეკლესიამონასტრებს. სწორედ იმ ეპოქის დროინდელია ჯავახეთის წყაროსთავის ეკლესია. როგორც მემატიანე წერს, მეფე დაჩი უჯარმელი და კათალიკოსი ერთობლივად მოქმედებდნენ. საუბარია VI საუკუნის დასაწყისში აგებულ მარიამწმინდის, ანუ თბილისი ანჩისხატის ეკლესიაზე, რომელმაც დღემდე მოაღწია. მართალია, მრავალჯერ აღდგენილმა და სახეცვლილმა, მაგრამ მოაღწია. დიდი იყო დაჩის ღვაწლი წარმართ მთიელთა გაქრისტიანების საქმეშიც, თუმცა მან ბოლომდე ვერ შეძლო მთიელთა მოქცევა. მცხეთასა და თბილისში არაერთხელ მოიწვიეს „მოუნათლავები“, მაგრამ ვერც მეფისა და ვერც სამოელ კათალიკოსის მოწადინებამ შედეგი ვერ გამოიღო. მთიელები ყურადღებით კი უსმენდნენ მეფისა და კათალიკოსის შეგონებებს, თავსაც უქნევდნენ, მაგრამ მათი დიდი ნაწილი მაინც წინაპართა კერპ-სალოცავების ერთგული რჩებოდა. დაჩი უჯარმელი აპირებდა, მათ გასაქრისტიანებლად უფრო ხისტი პოლიტიკა გაეტარებინა, მაგრამ არ დასცალდა: მეფობის მეთვრამეტე წელს, გმირი მამის მსგავსად, 60 წლისა

მურვან-ყრუ

მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში 735-737 წლებში, არაბების ლაშქრობა სარდალ მარვან II იბნ მუჰამადის (ქართული წყაროებით მურვან ყრუ) მეთაურობით საქართველოს საბოლოო დამორჩილების მიზნით. ქართველი ხალხის გმირული წინააღმდეგობის გამო არაბების მიერ საქართველოს დაპყრობა-დამორჩილების პროცესი თითქმის მთელი საუკუნე გაგრძელდა. ამ პროცესის დასასრულად და ქართლში არაბთა ბატონობის დამკვიდრების თარიღად მიიჩნევენ მურვან ყრუს შემოსევას. მურვანს დიდძალი ლაშქარი ჰყავდა. მან მთელი კავკასიის დაპყრობა შეძლო. მურვანმა ჯერ ქართლი ააოხრა, დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ არაბთა ჯარი ანაკოფიის ციხეს მიადგა, სადაც ერისმთავარი არჩილი და მირი იყვნენ გამაგრებულნი. ქართველებს ეხმარებოდა აფხაზეთის ერისთავი ლეონი. არაბებმა ციხე ვერ აიღეს და უკან დაბრუნდნენ. შეშინებული მოსახლეობა კი მთებში გაიხიზნა. ქართლიდან მურვანი სამცხეში გადავიდა, ოძრხეს დაიბანაკა და შემდეგ ზეკარის გზით დასავლეთ საქართველოში შეიჭრა. არგვეთში მწვავე ბრძოლის შემდეგ მან ტყვედ იგდო არგვეთის მთავრები დავითი და კონსტანტინე, რომლებმაც არ მიიღეს მაჰმადიანობა. ამის გამო მურვანმა ისინი წამებით დახოცა. შემდეგ მურვანის ლაშქარმა ეგრისის ქალაქები (განსაკუთრებით ციხეგოჯი) და სიმაგრეები დაანგრია, გადალახა „ზღუდე კლისურისა“ (მაშინდელი საზღვარი ბიზანტიის სამფლობელოებსა და საქართველოს შორის), დაიპყრო ცხუმი (ახლანდელი სოხუმი) და მიადგა ანაკოფიას. აქ მას ქართველებმა და აფხაზებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. აფხაზეთის მთავარი ლეონი გამაგრებული იყო სობღის ციხესიმაგრეში (ოსეთში გადასასვლელ გზაზე) და მურვანმა მისი დამორჩილება ვერ შეძლო. ამას დაერთო სტიქიური მოვლენები (წყალდიდობა და სხვა), რომელთაც დიდად დააზარალეს არაბთა ლაშქარი. მტერმა უკან დაიხია. მურვანის სისასტიკისა და დაუნდობლობის გამო ქართველმა ხალხმა მას „ყრუ“ შეარქვა. მურვანის შემოსევას მძიმე შედეგი მოჰყვა. „იქმნა მას ჟამსა გარყუნილ ქუეყანა ქართლისა, სომხითისა და რანისა და არღარა იპოვებოდა ნაშენები, არცა საჭამადი კაცთა და პირუტყუთა ყოვლადვე“ (ჯუანშერი). ლაშქრობის შემდეგ არაბებმა ქართლში თავისი მოხელე — ამირა დანიშნეს. ამის შემდეგ არაბებს აღარ ჰქონდათ შესაძლებლობა კიდევ მოეწყოთ ლაშქრობები და მთელი ნახევარი საუკუნის მანძილზე კმაყოფილდებოდნენ იმ ხარკით, რომელსაც მათ ქართლის ერისთავი უგზავნიდა.

დავით კურაპალატი

ადარნესე III-ის ძე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, ტაოს მეფე; დავით III ფლობდა სამხრეთ ანუ იმიერ-ტაოს, ბასიანს და მომიჯნავე სომხურ თემებს; X საუკუნის შუა წლებში ტაოს სამეფოს საზღვარი მდინარე არაქსზე გადიოდა; დავით III-ის მეთაურობით განხორციელდა მისი შვილობილისა და გაზრდილის ბაგრატ IIIის გამეფებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმა; როდესაც ბაგრატის გამეფებით უკმაყოფილო ქართლის აზნაურებმა კახელთა დახმარებით შეიპყრეს ბაგრატი, მისი მამა — გურგენი და დედოფალი გურანდუხტი, დავით III-მ ისინი გაათავისუფლა და უფლებები აღუდგინა. დავით III-ის დროს ტაოს სამეფომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია; გაიბა ფართო ეკონომიური კავშირი აღმოსავლეთ და დასავლეთ ქვეყნებთან; აღდგა საქართველოში არაბთა მფლობელობის დროს შეწყვეტილი ქართული მონეტის გამოშვება; აიგო ოშკის, ხახულის, პარხალის ტაძრები, საფუძვლიანად გადაკეთდა ოთხთა ეკლესია; ამ მონასტრებში ფართო კულტურული საქმიანობა გაჩაღდა; ტაოს კულტურულ ცენტრებში მწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა; გარდა ამისა, დავით III ათონზე მოღვაწე ქართველ მამებს საგანგებოდ უკვეთავდა ქართულ წიგნებს.დავით III მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში. ის აწესრიგებდა საქმეებს მეზობელ სამეფო-სამთავროებში(მისი აქტიური ჩარევით დამყარდა მშვიდობა სომეხთა სამეფოში ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლ სმბატ ბაგრატუნსა და კარის მფლობელ მუშეღს შორის); ქართლის ერისთავის - იოანე მარუშისძის რჩევით იშვილა ბაგრატ III, რადგან აფხაზეთის მეფეს თეოდოსს შვილი არ ჰყავდა და წესით აფხაზეთი გადადიოდა მისი დის შვილის(ბაგრატის) ხელში; ასევე ბაგრატს ეკუთვნოდა მისი მამის გურგენის მიწები, და დავითის გარდაცვალების შემდეგ ტაო-კლარჯეთი ბაგრატს დარჩებოდა და საქართველო გაერთიანდებოდა; დავით III-ის სამხედრო ნაწილები ხშირად მონაწილეობდნენ ბიზანტიის იმპერიის შინა თუ გარე ბრძოლებში; 979 წელს დავით III დაეხმარა იმპერატორ ბასილ II-ს ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში; ამისათვის იმპერიის ხელისუფლებამ მას გადასცა "ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი" სამმართველოდ მისი სიცოცხლის მანძილზე; ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი დავით III-ს თვითონ უნდა გაეთავისუფლებინა მაჰმადიანთაგან; ჩანს, დავით III-ს იმედი ჰქონდა, რომ შემოერთებულ ქვეყნებს ერთიან საქართველოს სამეფოს უანდერძებდა; ძირითადად ამ სურვილით უნდა იყოს გაპირობებული 988 წელს დავით III-ის ლაშქრის ბრძოლა ბასილ II-ის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას მხარეზე; აჯანყების დამარცხების გამო დავით III იძულებული გახდა პატიება ეთხოვა იმპერატორისათვის და აღუთქვა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სამფლობელო იმპერიას გადაეცემოდა; მიუხედავად ამ მარცხისა, დავით III განაგრძობდა ბრძოლას ქართული და სომხური მიწების გასათავისუფლებლად მაჰმადიან მფლობელთაგან;

დავით III-თან ერთად იბრძოდნენ მისი მოკავშირეები - ქართველთა მეფე ბაგრატ II, სომეხთა მეფეები - ანისის მეფე გაგიკ I, ვანანდის მეფე აბასი; 990 წელს დავით III-მ მაზანკერტი აიღო, 997 წელს ალყა შემოარტყა ხლათს; 998 წელს დავით III-ის წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრობა მოეწყო, მაგრამ დავით III-მ დაამარცხა მომხდურნი; მტრისგან გათავისუფლებულ მიწა-წყალზე დავით III თავის ქვეშევრდომ ქართველებსა და სომხებს ასახლებდა; დავით III-ის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრეობის გამო ხანგრძლივი ომი ატყდა საქართველოსა და ბიზანტიის იმპერიას შორის.

ბაგრატ მესამე

ბაგრატ III ბაგრატიონი იყო გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975–1014 წლებში. მისი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფოსამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს. საქართველოს გაერთიანებით დაინტერესებულ სახელმწიფო მოღვაწეთა ყურადღებას იქცევდა მცირეწლოვანი ბაგრატ III -ის პიროვნება, რადგან იგი სამი სამეფოს მემკვიდრედ ითვლებოდა. ბაგრატი იყო ქართველთა მეფის ტიტულის მქონე ბაგრატ ბაგრატიონის შვილიშვილი და მეფეთ-მეფის გურგენის შვილი, ეგრის-აფხაზეთის უშვილო მეფის თეოდოსის დისწული და ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი. როგორც მემატიანე წერს, იოანე მარუშისძემ "წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა: აწვია, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი; ანუ დაიმჭიროს თვით ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი". დავითმა მხარი დაუჭირა თავისი შვილობილის, ბაგრატის გამეფებას და 975 წელს ჯარით ქართლისაკენ გაემართა. ბაგრატ III -სათვი უპირველესი მიზანს ქვეყნის გაერთიანება წარმოადგენდა. ამ მიზნის განხორციელებისათვის ბრძოლაში ის ეყრდნობოდა გაერთიანებით დაინტერესებულ ძირითად მწარმოებელ ძალას, წვრილ და საშუალო აზნაურებს, ვაჭართა ფენასა და დიდაზნაურთა მოწინავე ნაწილს. ბაგრატს ჰყავდა ძლიერი მოწინააღმდეგეები რეაქციონერი ფეოდალების სახით. მათ ხელს არ აძლევდათ სამეფო ხელისუფლების გაძლიერება, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ფეოდალთა მამულების შეუვალობის დარღვევა და მიტაცებული სახელმწიფო მიწების სამეფო განკარგულებაში დაბრუნება. 1008 წელს, გურგენ მეფეთ-მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III–მ, როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრილოეთი ნაწილი(ამიერტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე და ჯავახეთი. ბაგრატ III–მ პირველმა მიიღო "აფხაზთა და ქართველთა მეფის" ტიტული. ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონმა მისია, რომელიც დაეკისრა პირნათლად შეასრულა. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიასა და სახელმწიფო "საქართველოს". ბაგრატ III-ის სრული ტიტულატურა იყო "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, კურაპალატი".

ერთიანი საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იყო. ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდში დაწინაურდა ქართული კულტურა. აიგო მრავალი არქიტექტურული შედევრი, მათგან აღსანიშნავია ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, რომლის მშენებლობაც 1003 წელს დასრულდა. მისი კურთხევა იმ ეპოქის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. მეფემ წარჩინებული სტუმრები საზღვარგარეთიდანაც მოიწვია. ბაგრატის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ასევე ამ დროს აიგო ნიკორწმინდის ტაძარი და ბედიის მონასტერი სადაც დაკრძალულია კიდეც მეფე. ის აქ 1014 წელს ფანასკერტის ციხეში გარდაცვალების შემდეგ გადმოასვენეს. 2012 წელს ბედიის მონასტერში ბაგრატ მესამის ფრესკა, ქართული ორნამენტები და წარწერები წაშალეს.

გიორგი პირვრლი

სამხრეთი ტაოს დაბრუნებისათვის ბრძოლის გზაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ბულგარეთის ომი (1014 - 1018 წწ.) ბიზანტიელთა აგრესიის წინააღმდეგ. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბულგარეთის ურთიერთობა ბიზანტიასთან საქართველოს მსგავსად დაძაბული იყო. ბიზანტიას თავისი გარკვეული ინტერესები ჰქონდა ბულგარეთთან. აღსანიშნავია, რომ სწორედ 1001 წელს დაიწყეს ბიზანტიელებმა ბულგარეთის გეგმაზომიერი დაპყრობა. ბულგარელი ხალხი თავგანწირვით იბრძოდა დამპყრობლის წინააღმდეგ. ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო 1014 წლიდან. საერთოდ, ბულგარელი ხალხის ხანგრძლივმა და ძლიერმა წინააღმდეგობამ წაახალისა სხვა ქვეყნები. საქართველოს სამეფო კარმა ისარგებლა იმით, რომ ბიზანტია ბულგარეთის პრობლემით იყო დაკავებული, განსაკუთრებით 1014 წლიდან, და ბრძოლა დაიწყო სამხრეთი ტაოს მიწაწყლის გასათავისუფლებლად და შემოსაერთებლად. ამ ბრძოლას სათავეში საქართველოს მეფე გიორგი I (1014 - 1027 წწ.) ედგა. ქართველებს მხარში ამოუდგნენ სომხებიც. გიორგი Iმა ენერგიულად შეუტია და დაიკავა ყველა ის ციხე, რომელიც დავით კურაპალატმა კეისარს გადასცა. ბულგარეთის მარცხმა (1018 წელს ბულგარეთი საბოლოოდ დაიმორჩილა ბიზანტიამ) შეცვალა საქართველოს მდგომარეობაც. ბასილმა ტაოს მიწაწყალი მოიკითხა და სასწრაფოდ მოსთხოვა გიორგი I-ს დაკავებული ციხესიმაგრეების დაცლა. გიორგი I-ს არ შეუსრულებია იმპერატორის მოთხოვნა, რასაც ეს უკანასკნელი განურისხებია და ლაშქარი გაუგზავნია ქართველთა წინააღმდეგ, თანაც დაუვალებია, რომ ძალით დაეპყროთ სადავო ქვეყანა. ქართველებმა ბიზანტიელებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და ოლთისის ახლოს მომხდურნი გააქციეს. საქართველოს ლაშქრის სარდლობას, ბიზანტიის ჯარის რაოდენობის შემოწმების შემდეგ, შებმა მიზანშეუწონლად ჩაუთვლია და უკან დახევა გადაუწყვეტია. უკან მიმავალ ქართულ ლაშქარს ბიზანტიელები დაედევნენ. გიორგი I-მა მტრის მოძრაობის ხელის შეშლის მიზნით გადაწვა ქ. ოლთისი. ლაშქრის სარდლობა არ ჩქარობდა ბრძოლის დაწყებას, მაგრამ ბიზანტიელებმა იაქტიურეს, თვითონ შეებნენ საქართველოს ლაშქრის არიერგარდს შირიმნთან 1021 წელს. ბრძოლა პალაკაციოს (ჩილდირის) ტბის მახლობლად მომხდარა.

ქართველებმა მედგარი ბრძოლით უკუაქციეს ბიზანტიელთა ჯარები, მაგრამ ბრძოლაში მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და უკან დაიხიეს. ამან კიდევ უფრო გაააქტიურა მტერი. ბიზანტიის ლაშქარმა შეტევა კოლაარტაანჯავახეთზე გამოვლით განავითარა და გაანადგურა ეს მხარე. შემდეგ თრიალეთში შემოიჭრა. გიორგი I-მა მოიშველია კახეთისა და ჰერეთის ძალები და ბრძოლის განახლება გადაწყვიტა. ზამთრის მოახლოებისა და, როგორც ჩანს, ქართველების მომაგრების ანგარიშის გაწევით, ბიზანტიის მბრძანებელმა ბრძოლის გაგრძელება მიზანშეუწონლად ჩათვალა და უკან გაბრუნდა, ტრაპიზონში მივიდა და იქ დაიზამთრა. ნიშანდობლივია, რომ ბიზანტიასთან ბრძოლისას საქართველოს სხვადასხვა პროვინცია ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული გამოვიდა, ამასთან ქართველმა ფეოდალებმა დაივიწყეს შუღლი, თავიანთი სეპარატისტული განწყობილებები, მტრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან და გიორგი I-ს ამოუდგნენ მხარში. კახეთჰერეთიც კი, რომელთაც ისარგებლეს გიორგი I-ის მიერ ბიზანტიის წინააღმდეგ გამოსვლით და აღიდგინეს დამოუკიდებლობა, შემდეგ, როგორც მოკავშირენი, ჩაებნენ ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ბრძოლაში დაიღუპნენ მსხვილი ფეოდალები – კლდეკარის ერისთავი რატი ლიპარიტის ძე და ხურსი. მთელი XI საუკუნის მანძილზე საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობა გარკვეული სიმწვავით ხასიათდებოდა, მათი დამოკიდებულებაც მეტნაკლებად დაძაბული იყო.

ბაგრატ მეოთხე

გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ, 1027 წელს გამეფდა მისი მცირეწლოვანი შვილი ბაგრატი (ბაგრატ IV – მეფობდა 1072 წლამდე). 1022 - 1025 წწ -ში მძევლად იყო კონსტანტინოპოლში. “მატიანე ქართლისაჲს” ავტორი აღნიშნავს, რომ “მასვე ჟამსა (ე.ი. ბაგრატის გამეფებისთანავე – რ.მ.) წარვიდეს აზნაურნი ტაოელნი საბერძნეთს: ვაჩე კარიჭისძე და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანა სიმრავლე აზნაურთა ტაოელთა”. ბიზანტიის კეისრის – კონსტანტინესათვის ეს, რა თქმა უნდა, გასახარელი იყო და მანაც “მოქცევასა ოდენ წელიწადისასა გამოგზავნა ურიცხვი ლაშქარი და მოაოხრნა იგივე ქუეყანანი, რომელნი ბასილი მეფესა მოეოხრნეს”. 1029 - 1030 წწ. ბიზანტიასთან ზავი დაიდო. ბაგრატის დედის, მარიამ დედოფლის თაოსნობით, ბიზანტიის იმპერატორმა ნიკოლოზ III-მ საქართველოს ახალგაზრდა მეფეს ცოლად მიათხოვა თავისი ძმის ბასილის ასული ელენე და მიანიჭა კურაპალატის პატივი. დედოფალი ელენე მალე გარდაიცვალა და ბაგრატ IV-მ ცოლად შეირთო ოსთა მეფის ასული შორენა. მალე ახალი შინა ომი დაიწყო. ბიზანტია ყოველგვარ ხერხს მიმართავდა, რომ საქართველოს ციხე შიგნიდან გაეტეხა.

მან ნაწილობრივ შეძლო კიდეც მოსახლეობის დაბალი ფენების თვალში თავისი მძარცველური პოლიტიკა გაემართლებინა. კერძოდ, ბიზანტიის მთავრობამ თავის ჯარს გამოაყოლა ტახტის მაძიებელი დემეტრე (ამგვარ ხერხს ბიზანტიელები ადრეც მიმართავდნენ). ეს უკანასკნელი საქართველოდან გაქცეულიყო და ბერძნებს შეჰკედლებოდა. სამხრეთი საქართველოს ბევრი დიდი ფეოდალი მიემხრო დემეტრეს. საქართველოს მეფის წინააღმდეგ ბრძოლა კლდეკარის ერისთავის, ლიპარიტის მეთაურობით წარმოებდა. ბაგრატ IV მტერთან მორიგდა: ლიპარიტს ქართლის ერისთავობა უწყალობა, ბიზანტიელთა ჯარი და დემეტრე გიორგის ძე კი იძულებულნი გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ. ბაგრატ IV-სა და ლიპარიტს შორის ურთიერთობის ნათელი მაჩვენებელია “მატიანე ქართლისაჲში” დაცული 1047 წელს სასირეთის ჭალასთან ბრძოლის ეპიზოდი. იგი საინტერესოა იმითაც, რომ ბრძოლაში ვარიაგთა (“ვარანგთა”) რაზმიც იღებდა მონაწილეობას. თხზულებაში აღნიშნულია: “... და მოვიდეს ვარანგნი სამი ათასი კაცი, და დააყენა ბაშს; გარდმოიტანა თანა შვიდასი კაცი, და მოვიდა ბაგრატ შიდათ ლაშქრითა; და ამათ ვარანგთა, მესხნი ვერღარა მოილოდინეს, მოვიდეს და შეიბნეს თავსა სასირეთსა ჭალისასა; გაიქცა შიდა ლაშქარი, და ომსა ამასვე შეიპყრეს აბუსერი და სხუანიცა დიდებულნი მისთანა, ვერღარა უძლეს ბრძოლად ვარანგთა”. ვარანგები შავი ზღვითა და შემდეგ მდინარე რიონით გამოვიდნენ ბაშამდე (როგორც ჩანს, ბაში მნიშვნელოვანი პუნქტი იყო მდ. რიონის სანაოსნო მაგისტრალზე), რომელიც მეფესა და მის ადმინისტრაციას ემორჩილებოდა (ბაგრატ IVის სატახტო რეზიდენციაც ხომ დასავლეთ საქართველოში – ქუთაისში იყო). საქართველოს ურთიერთობა ბიზანტიასთან ისე გართულდა და გამწვავდა, რომ ბაგრატ IV არათუ ემორჩილებოდა კეისარს, არამედ სერიოზულ მეტოქეობასაც უწევდა მას. ბაგრატმა ლიპარიტის დამორჩილებაც მოახერხა. მისი გამთავრებით უკმაყოფილო მესხმა აზნაურებმა 1058 წელს შეიპყრეს ეს ურჩი ფეოდალი და მეფეს მიჰგვარეს. ეს ფაქტი ბიზანტიის პოლიტიკის მარცხი იყო, საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საქმეში კი წინ გადადგმული ნაბიჯი. XI საუკუნის 60-70იან წლებში საგარეო პოლიტიკური ვითარება ერთგვარად გართულდა, რისი უშუალო მიზეზი თურქული მოდგმის ტომების სელჩუკების გამოჩენა იყო. “დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს” დამაარსებლის – თოღრულბეგის (1038 - 1063 წწ.) მემკვიდრემ და საქმის გამგრძელებელმა სულთანმა ალფარსლანმა (1063 - 1072 წწ.) არაერთგზის დალაშქრა საქართველო (1065 წ., 1068 წ.). ქართველები ბაგრატ IV-ის წინამძღოლობით მხნედ ებრძოდნენ მომხდურ მტერს და ცდილობდნენ, რომ თურქსელჩუკებს ქართულ მიწაზე ფეხი არ მოეკიდებინათ. ალფარსლანი შეცვალა მალიქშაჰმა (1072 - 1092 წწ.), რომელმაც კიდევ უფრო გააფართოვა “დიდ სელჩუკთა სახელმწიფო”. თურქსელჩუკების შემოსევები უდიდეს ზიანს აყენებდა დაპყრობილ ქვეყნებს.

გიორგი მეორე

ბაგრატ IV 1072 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა, ტახტი დაიკავა გიორგი II-მ. აღსანიშნავია, რომ გამეფებისას გიორგი II უკვე ატარებდა კურაპალატის ტიტულს (ბაგრატ IV ჯერ კურაპალატის, შემდეგ ნოველისიმოსის, ხოლო ბოლოს სევასტოსის ტიტულს ატარებდა). “მატიანე ქართლისაში” საგანგებოდაა ხაზგასმული ის მძიმე და რთული მდგომარეობა, რომელშიაც ერთიანი საქართველო XI საუკუნის შუა წლებში იმყოფებოდა: “ხოლო ჟამთა მისთა (ბაგრატ IV-ის მეფობის ხანაში – რ.მ.) ქვეყანასა დაწყნარება არა ჰქონდა: “ეკლესიანი და გლეხნი, აზნაურნი და გლახაკნი ვერ იკითხვებოდეს”. ქვეყნის ასეთი მძიმე და დაძაბული მდგომარეობა გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, მწვავე პოლიტიკური და შინაპოლიტიკური ბრძოლით, რომელიც მთელი სიმძაფრით მიმდინარეობდა, ხოლო, მეორე მხრივ, გართულებული საგარეო ვითარებით (ბიზანტიასთან და თურქსელჩუკებთან ურთიერთობა). ასე რომ, გიორგი IIმ მოღვაწეობა მეტად რთულ პირობებში დაიწყო. იმ მძიმე მემკვიდრეობას, რომელიც მან მიიღო, ძალზე სერიოზული და ქმედითი ზომების გატარება თუ გამოასწორებდა. გიორგი II-ს გამეფების (1072 წ.) შემდგომ ძალზე ცოტა ხნით მოუხდა მშვიდობიანად ყოფნა. მას განუდგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები – ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი. “მატიანე ქართლისაჲ” გარკვევით აღნიშნავს, რომ ამ თავადებმა ისარგებლეს გიორგი II-ის სიახალგაზრდავით (“სიყრმით”) და “აუშალეს ქვეყანა”.

დიდგვაროვან ფეოდალთა ეს გამოსვლა 1073 წლის ზაფხულში უნდა მომხდარიყო (გიორგი 1072 წლის ნოემბერდეკემბერში უნდა გამეფებულიყო. ამ დროიდან დიდგვაროვანთა გამოსვლამდე კი ერთი ზამთარი და ზაფხულის ნახევარი იყო გასული). ნიანია ქვაბულის ძემ ქუთაისი დაიკავა და “წარუღო ქუთათისისა საჭურჭლე”. ივანე ლიპარიტის ძემ კახელები მოიშველია (“მოირთნა კახნი”) და ქსნისპირი დაიპყრო, ხოლო ვარდანმა სვანები ააჯანყა და საეგრო დაარბია. 1073 წლის ფეოდალთა განდგომის სირთულე საქართველოს სამეფოსათვის მისი გეოგრაფიული მასშტაბების სიფართოვეშიც იყო. ბუნებრივია, კახელების მოშველიება და მეფის საწინააღმდეგო ბრძოლაში ჩაბმა, სვანთა აჯანყება თუ სხვა (ქუთაისის საჭურჭლის მიტაცება, ქსნისპირის დაპყრობა) გამდგარ ფეოდალთა მიერ საკმაოდ დიდი ხნის ჩატარებული მუშაობის შედეგი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე სწრაფად ეს გამოსვლა დიდი მასშტაბისა ვერ გახდებოდა. არ უნდა იყოს გამორიცხული, რომ დიდგვაროვან ფეოდალთა 1073 წლის ზაფხულის გამოსვლა წლების მანძილზე მზადდებოდა. ამასთანავე გამოჩნდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი (კახელები, სვანები) სამეფო ხელისუფლების პოლიტიკის უკმაყოფილოა და, როგორც ვნახეთ, მის წინააღმდეგაც გამოდის. აქ მარტო ვარდან სვანთა ერისთავის ან ივანე ლიპარიტის ძის ავტორიტეტი ვერ შეასრულებდა გადამწყვეტ როლს მეფის წინააღმდეგ მათი გამოსვლისათვის. როგორც ჩანს, უკვე იყო გარკვეული წინაპირობები იმისა, რომ მოსახლეობის ერთი ნაწილი დაპირისპირებოდა სამეფო ხელისუფლებას (მაგალითად, სვანები ეგრისისაგან შევიწროებულნი ჩანან). საქართველოს სამეფო კარმა, გიორგი II-მ, როგორც ირკვევა, კარგად აწონდაწონეს შექმნილი

ვითარება და დაიწყეს ღონისძიებების გატარება განდგომილთა დასამორჩილებლად. გიორგი IIმ გამდგარი დიდგვაროვნები დაიმორჩილა. “მატიანე ქართლისაჲ” აცხადებს: “... გიორგი მეფემან

სძლია სიკეთითა, სიბრძნითა და ძჳრუხსენებელ იქნა”. ურჩი ყმების “წყალობით დაფარვა”, რა თქმა უნდა, გარკვეული უკანდახევა იყო სამეფო კარისა, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში (როგორც საშინაო, ასევე საგარეო თვალსაზრისით) ჩავარდნილი ქვეყნისათვის იქნებ საჭიროც იყო. გიორგი II-ს, როგორც ჩანს, გარდა ძალისა, დიპლომატიაც ფართოდ გამოუყენებია. ალბათ, საქართველოს მეფემ მიზანშეწონილად არ ჩათვალა დიდ ფეოდალებთან მტრულ ურთიერთობაში ყოფნა (აქ იგი, ალბათ, რთულ საგარეო მდგომარეობასაც გარკვეულ ანგარიშს უწევდა) და მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე დამორჩილებული ჰყავდა, გადაწყვიტა გარკვეულ დათმობებზე წასვლა. ეს დათმობა კი იმაში გამოიხატა, რომ ივანე ლიპარიტის ძეს სამშვილდე უბოძა, ხოლო მის ვაჟს ლიპარიტს მისცა ლოწობანი რუსთავის ნაცვლად (ეს უკანასკნელი კახელებს გადაეცა). ნიანია ქვაბულის ძემ საჩუქრად მიიღო თმოგვი “და სხუანი საქონელნი რჩეულნი”. ვარდან სვანთა ერისთავმა “ასკალანა და უთაღებო ჯაყელთა” მიიღო. ამგვარად, გიორგი II-მ “ყოველივე ერთგული და ორგული დაფარა წყალობითა, და დაიწყნარა მეფობა თჳსი”.

საქართველოს მეფის მიერ გაცემული წყალობის საფასურად ქვეყნის შიგნით გარკვეული დროის მანძილზე მშვიდობიანობა იქნა მოპოვებული. ეს მშვიდობიანობა არ აღმოჩნდა ხანგრძლივი. ივანე ლიპარიტის ძე კვლავ განუდგა მეფეს. გიორგი II ქუთაისიდან სასწრაფოდ გადავიდა სამცხეში, საიდანაც მესხთა ლაშქრით სამშვილდეს მიადგა. აქ მას მაშველად კახთა მეფე აღსართანი მიუვიდა. ბუნებრივია, გამდგარი ფეოდალი ასეთ ძალებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა: “ვერ დადგა ივანე ციხეშიგან, მირიდა მთათა სამხრისათა”. ამის შემდეგ აღსართანის შემწეობით ლიპარიტს ლოწობანი წაართვეს და სამეფოს შემოუერთეს. გიორგი II აქედან ჯავახეთში გადავიდა, სადაც მეფესა და ივანე ლიპარიტის ძეს შორის შეთანხმება მოხდა, ფეოდალმა ერთგულება შეჰფიცა მეფეს, თვითონ კი კლდეკარისა და სამშვილდის ერისთავად იქნა დამტკიცებული. გაორგულებული ივანე, როგორც ჩანს, საქართველოს მეფეს მხოლოდ სიტყვით უცხადებდა თავის მორჩილებას, სინამდვილეში კი არცერთ ხელსაყრელ მომენტს არ უშვებდა ხელიდან, რომ მეფისათვის ემტრო. თანაც ივანე ლიპარიტის ძის მოქმედება სცილდებოდა საკუთარი თავისა და საგვარეულოს განდიდებისათვის ლტოლვას; ეს დიდგვაროვანი ფეოდალი ყოველგვარ ხერხს ხმარობს იმისათვის, რომ მეფესთან ბრძოლაში გამოიყენოს უცხო ძალებიც. აქ აშკარაა შინაპოლიტიკური ბრძოლის მწვავე საკითხების საგარეო ურთიერთობის პრობლემებში გადახლართვა. საქართველოს მეფესა და დიდგვაროვან ფეოდალებს შორის არსებულმა შინაპოლიტიკურმა ბრძოლამ თავისი გამოვლინება საგარეო პოლიტიკაშიც ჰპოვა. ივანე ლიპარიტის ძის შემდგომი განდგომაც 1074 წელსვე უნდა მომხდარიყო (“კუალადცა გადგა ივანე”). ამჯერად მან გიორგი მეორის მეციხოვნეებს გამოსტყუა ქალაქი გაგი და განძის პატრონს ფადლონს გადასცა გარკვეულ საფასურად. ივანე ლიპარიტის ძე ცდილობს გარეშე მტერთან კავშირურთიერთობის დამყარებით გაიმაგროს თავისი პოზიციები ქვეყანაში. თუ არა ამას, სხვა რას უნდა მიეწეროს ის ფაქტი, რომ “დიდ სელჩუკთა” სახელმწიფოს სულთანი მალიქშაჰი (10721092 წწ.), მთელი საქრისტიანოს მტრად მონათლული, გამოემართა თუ არა საქართველოსკენ დიდძალი ლაშქრით, ივანემ თავისი შვილი ლიპარიტი მიაგება წინ და “შეაწყნარა სულტანსა”, ამით ივანე გარკვეული ნდობის მოპოვებას ცდილობს სულთანის წინაშე. ამავე მიზნით იგი მცირე ხანს სულთანთან დარჩენილა კიდეც. საფიქრებელია, რომ სულთანმა მალიქშაჰმა ივანე ლიპარიტის ძეს რაღაც დიდი სამსახური მოსთხოვა, რომლის შესრულება ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო და იძულებულიც კი გახდა სულთნის კარიდან გამოპარულიყო. ამ გარემოებას ძალზე განურისხებია მალიქშაჰი და ივანეს მკაცრად დასჯა განუზრახავს. ეს რომ სწორედ ასეა, ისიც მიგვანიშნებს, რომ მალიქშაჰმა თავისი დაპყრობითი საქმიანობა საქართველოში სწორედ ივანეს მამულით დაიწყო: “და მოვიდა სულტანი, და მოადგა სამშვილდესა და წარუღო სამშვილდე, და ტყუე იქნა ივანე თავითა, ცოლითა და შვილისშვილითა, და ყოველთა აზნაურთა დედაწულითა, და დაიჭირა სამშვილდე სულტანმან” (მატიანე ქართლისა). მალიქშაჰი რისხვად მოევლინა საქართველოს. სამშვილდის აღების შემდეგ მოარბია ქართლი, დიდი ნადავლი შეკრიბა და უკან გაბრუნდა. შემდგომ განძას დაესხა, ფადლონი ციხეში გამაგრდა, მაგრამ ვერ გაუძლო მტრის ესოდენ ძლიერ დაწოლას და იგი შეპყრობილ იქნა. განძის მმართველად მალიქშაჰმა სარანგი დასვა, თან ორმოცდარვაათასიანი ლაშქარი დაუტოვა. ამ უკანასკნელს ბევრი არ დაუყოვნებია და “ყოვლითა ლაშქრითა მისითა”, აგრეთვე განძის, დვინისა და დმანისის ამირების თანადგომით წელგამართული მოადგა საქართველოს. საქართველოს მეფე გიორგი II სარანგის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს არ დაუბნევია (შეიძლება იგი ელოდა კიდეც ამას). მან შეკრიბა მთელი თავისი ლაშქარი, მოიშველია აღსართან კახთა მეფე და ამგვარად მომძლავრებული მტერს ფარცხისთან დახვდა. დიდი ბრძოლა საქართველოს ლაშქრის გამარჯვებით დამთავრდა. გიორგი II-ის ამ ძლევამოსილი გამარჯვების შესახებ საგანგებოდ მიუთითებს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსიც (“რამეთუ დიდი ძლევა მოსცა ღმერთმან გიორგის”). მეტად რთული საშინაო და საგარეო მდგომარეობის დროს გიორგი II-ის მიერ ფარცხისთან ძლევამოსილი გამარჯვება მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ გამარჯვებამ საშუალება მისცა საქართველოს მეფეს, სხვა ღონისძიებებიც განეხორციელებინა. გიორგი II-მ აიღო ანაკოფია და “მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტაანისა”. “მატიანე ქართლისაჲს” მიხედვით გიორგი II-ს აუღია კარის ციხექალაქი (“ციხექუეყანა”) და “სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი”, ხოლო თურქები გაუქცევია.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი კარის შემოერთებას საქართველოს სამეფოსთან გრიგოლ ბაკურიანის ძის სახელთან აკავშირებს. “ხოლო მუნ მოვიდა წინაშე მათსა (გიორგი მეფის წინაშე – რ.მ.) ზორვარი აღმოსავლისა გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელსა ჰქონდეს ოლთისნი, და კარნუქალაქი და კარი... და მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხექალაქი და მისნი მიმდგომი ქვეყანა”. საერთაშორისო მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებამ (ბიზანტიელებმა საქართველოს სამხრეთდასავლეთით მდებარე პროვინციებზე თავიანთი გავლენა თურქსელჩუკების სასარგებლოდ დათმეს) ახალი საფრთხე შეუქმნა საქართველოს: ახლა მტერი ორი მხრიდან (დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან) ერტყა მას. თურქსელჩუკები აღვირახსნილ მოქმედებას ეწეოდნენ საქართველოს მოსახლეობის მიმართ: არბევდნენ, წვავდნენ, აოხრებდნენ, აჩანაგებდნენ მეურნეობას, ხოლო ქრისტიანი მოსახლეობა ტყვედ მიჰყავდათ. საქართველოს მოსახლეობას არანაკლებ ზიანს აყენებდა მოღალატური გამოსვლები ‒ “შინათგამცემლობა”. სწორედ “შინაგამცემითა ქრისტიანეთათა” ყველის ციხის გარემდგომს გიორგი II-ს თავს დაესხნენ დიდძალი თურქსელჩუკები ამირა აჰმადის მეთაურობით. გიორგი II იძულებული გახდა, თავის ლაშქართან ერთად გაქცევით არიდებოდა დიდძალ მტერს. თურქსელჩუკებმა იავარჰყვეს საქართველოს დიდი ნაწილი, აურაცხელი ალაფი აიღეს და წავიდნენ. XI საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისი თურქსელჩუკთა ურიცხვი ბრბოების ახალი შემოსევებით აღინიშნა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი “დიდი თურქობის” სახელით მოიხსენიებს ამ შემოსევებს და თარიღად 1080 წელსა სდებს (“რამეთუ ქრონიკონი იყო სამასი”). კალიასავით შეესიენ თურქები საქართველოს: “და დღესა ივანობისასა ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა”. ერთ დღეს დაუწვიათ თურქსელჩუკებს ქუთაისი, არტანუჯის და კლარჯეთის უდაბნონი. თოვლის მოსვლამდე დარჩნენ თურქსელჩუკები, მოჭამეს მთელი ქვეყანა და წავიდნენ. ასე გრძელდებოდა: გაზაფხულობით მოდიოდნენ თურქსელჩუკები, აოხრებდნენ ქვეყანას, ზამთრის მოახლოებისას კი უკან ბრუნდებოდნენ. ქართველი ხალხი ძალზე მძიმე საფრთხის წინაშე დადგა – თურქსელჩუკების შემოსევა არსებითად განსხვავდებოდა ბიზანტიელთა და არაბთა ბატონობისაგან. თურქული მომთაბარული მეურნეობა საფუძველს აცლიდა ქართულ ფეოდალურ მეურნეობას, რაც ქვეყანას ერთიანად გადაშენებას უქადდა. “არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა: მოოხრდა ქუეყანა და ტყედ გარდაიქცა, ნაცვლად კაცთა მხეცნი და ნადირნი ველისანი დაემკჳდრნეს მას შინა... მოხუცებულნი არა შეწყალებულ იქმნეს, ხოლო ქალწულნი გინებულ, ჭაბუკნი დაკუეთებულ, ხოლო ჩჩვილნი მიმოდატაცებულ... მდინარენი სისხლთანი, ნაცვლად წყლის ნაკადულთა, მრწყველნი ქვეყნისანი”. გიორგი II ხედავდა ამ მძიმე მდგომარეობას (როგორც საქართველოში, ასევე მეზობელ ქვეყნებში) და ცდილობდა გამოსავალი მოენახა, რათა ქვეყანა საბოლოოდ განადგურებაგაჩანაგებას გადაერჩინა. მეფემ მოიწვია დიდებულები და მათთან მოთათბირების შემდეგ გადაწყვიტა ხლებოდა სულთან მალიქშაჰს. ეს გაბედული გადაწყვეტილება იყო და, ალბათ, ერთადერთი სწორი გზაც შექმნილ ვითარებაში. ერისა და ქვეყნის გადარჩენის მიზნით საქართველოს სულთნის ყველა მოთხოვნა უნდა შეესრულებინა. საქართველო და მისი მეფე გიორგი II გამონაკლისი როდი იყო სულთანთან ხლებისა და თურქსელჩუკების სასარგებლოდ ხარკის მიცემის საქმეში. თურქსელჩუკების შემოსევებმა უაღრესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა სომეხი ხალხი. სომეხი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე ფილარეტ ვარაჟნუნი, რომელიც მანაზკერტის ბრძოლის (1071 წ.) შემდეგ კილიკიის მმართველი გახდა, ქვეყნის გადარჩენის მიზნით 1086 წელს დიდი ძღვენით ეახლა სულთან მალიქშაჰს და მორჩილება გამოუცხადა. ფილარეტ ვარაჟნუნის ასეთმა ცდამ ვერ გაჭრა – მის მიერ შექმნილი სომეხთა სამთავრო თურქსელჩუკების ხელთ გადავიდა. ამდენად, ფილარეტ ვარაჟნუნის მისია მარცხით დამთავრდა.

რაც შეეხება მეზობელ აზერბაიჯანს, ჩვენ უკვე ვიცით, რომ მალიქშაჰმა განძა აიღო და მისი მმართველი ფადლონი (ფაზლუნი) ტყვედ ჩაიგდო. ისტორიული წყაროები გადმოგვცემენ, რომ ფარიბურზ შირვანშაჰი ეახლა მალიქშაჰს (მაშინ როცა ამ უკანასკნელმა არანზე გაიარა) და ერთდროულად სამოცდაათი ათასი დინარი ხარკის სახით გადაიხადა, ყოველწლიურად კი ორმოცი ათასი დინარის გადახდა იკისრა. მოღწეულია ფარიბურზ შირვანშაჰის რამდენიმე მონეტა, რომლებზედაც აღნიშნულია სულთან მალიქშაჰისა და ხალიფა ელმუსთაზჰირბილლაჰას სახელები, რაც ხაზს უსვამს შირვანის დაქვემდებარებულ მდგომარეობას თურქსელჩუკებისადმი. არსებობს ცნობა, რომლის შემწეობითაც მტკიცდება, რომ ფარიბურზ შირვანშაჰი ისპაჰანში ჩასულა მალიქშაჰთან თავისი მორჩილების დასადასტურებლად. ამდენად, როგორც ვნახეთ, XI საუკუნის 70-80იან წლებში შირვანი, სომხეთი და საქართველო ერთნაირად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან თურქსელჩუკებისაგან. ამიტომ იძულებული ხდებიან, დათანხმდნენ ხარკის გადახდასა და სულთნის მორჩილებაზე, რისი საბოლოო მიზანი ერის არსებობის გადარჩენა იყო. სწორედ ამიტომ, გიორგი II დიდებულთა თანხმობის შემდეგ ეახლა ისპაჰანში სულთან მალიქშაჰს. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ გიორგი II

“შეწყნარებულ იქნა მისგან (სულთნისაგან, ‒ რ.მ.), ვითარცა შვილი საყუარელი” (ქართლის ცხოვრება). ბუნებრივია, თვით მალიქშაჰისათვის საქართველოს მეფის ასეთი მორჩილებით ხლებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, გიორგი IIის მისიით კმაყოფილმა მალიქშაჰმა “ყოველი სათხოველი აღუსრულა მეფესა”. საქართველოს სამეფო გაათავისუფლა “ზედამარბეველთაგან” და კახეთი და ჰერეთი “მოსცა”. გიორგი მეფემ დიდი ხარკი იკისრა სულთნის სასარგებლოდ, რომელსაც გარკვეული დროის მანძილზე კრებდნენ და უგზავნიდნენ დამპყრობლებს (“რომელსა აიღებდეს ჟამთა მრავალთა”). რადგან ჰერეთკახეთზე სულთნისა და საქართველოს მეფის უფლებები არ ვრცელდებოდა, მალიქშაჰმა გიორგი IIს ჰერეთკახეთის შემოსაერთებლად ლაშქარი გამოაყოლა. აღნიშნულ ფაქტს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია იმდროინდელი ქართული მოსახლების ერთ ნაწილზე. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ საქართველოს დამპყრობელი და გამჩანაგებელი თურქსელჩუკების ბელადი მალიქშაჰი დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს ძალზე შექებული ჰყავს: “რამეთუ იყო კაცი იგი მალიქშა ვითარცა სიდიდითა კიდეთა მპყრობელობისათა შეუსწორებელ, ეგრეთვე სახითა სიტკბოებისათა და სახიერებითა აღმატებულ ყოველთა კაცთასა, რომლისანი მრავალ არიან და სხუანიცა ურიცხუნი საცნაურებანი, მართლმსაჯულებანი, მოწყალებანი ქრისტიანეთა სიყუარულნი, და, რათა არა განვაგრძოთ სიტყუა, ყოვლად უბოროტო რამე გონება ყოველითკერძო აქუნდა”. ამას თან მოჰყვა ბრძოლა ვეჯინის ციხის აღებისათვის. ვეჯინის ალყა შემოდგომიდან დაზამთრებამდე გაგრძელდა. თოვლმა, ბუნებრივია, მძიმე პირობები შეუქმნა ციხეში მყოფთ. მაგრამ, ალბათ, გარკვეული მოსაზრებით, გიორგი IIმ ალყა მოხსნა, ხოლო ლაშქარს სუჯეთში, იორისპირსა და კახეთში მისცა გამოზამთრების საშუალება. რაც შეეხება ვეჯინის ალყის ასე სწრაფად მოხსნას, იგი ალბათ გამოწვეული უნდა იყოს დასავლეთ საქართველოში მდგომარეობის გამწვავებით. გიორგი II-მ შესაძლებლად ჩათვალა კახეთის საკითხის მოგვარების გადადება, რადგან ეს პრობლემა პრინციპულად უკვე გადაჭრილი იყო (სულთნის თანხმობა და მაშველი ლაშქარი ამის თქმის უფლებას იძლევა). აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კახეთის საკითხის მიმართ საქართველოს სამეფო კარის ყურადღების ერთგვარად შენელებამ კახთა მეფეს აღსართანს აქტიური მოქმედების საშუალება მისცა. ეს უკანასკნელი თვითონ ეახლა მალიქშაჰს, უარყო ქრისტიანობა, “შეეძინა სარკინოზთა სჯულსა, და ამით ღონითა აიღო სულტანისაგან კახეთი”. სულთან მალიქშაჰს, ბუნებრივია, არც გიორგი II ეხატა გულზე და არც აღსართანი. ამიტომ იყო, რომ ერთხელ უკვე მიცემული კახეთი (გიორგი II-სათვის), მან ხელახლა “გაასაჩუქრა”. ასე რომ, კახეთი კვლავ საქართველოს სამეფოს გარეთ დარჩა მალიქშაჰის შემწეობით. არ შეიძლებოდა ამ გარემოებას (კიდევ მრავალ სხვა მიზეზთან ერთად) მოსახლეობის გულისწყრომა არ გამოეწვია. “ამათ ესევითართა ჟამთა არავე დამშჳდნა ქუეყანა, არცრა იქმნა ლხინება კაცთა... დღეთა ჩუენთა მოიწია ჭირი”. ქვეყნის ისედაც გართულებულ მდგომარეობას თან დაერთო სტიქიური უბედურებანი. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მინიშნებით, ამ დროს ისეთი დიდი მიწისძვრა ყოფილა, რომ “შეძრა ქვეყანა საფუძვლითურთ, ესოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს”

. მიწისძვრები საქართველოში ერთი წლის მანძილზე გაგრძელებულა და მრავალი ადამიანი უმსხვერპლია. ყოველივე ამან კი ისეთი აზრი შექმნა საქართველოს მოსახლეობაში, რომ თითქოს სამეფო კარი და თვით საქართველოს მეფე გიორგი II ცოდვილნი იყვნენ და ღმერთმაც ეს უბედურებანი ამისათვის მოუვლინა საქართველოს (“ბუნებით მოწყალე და სახიერი ღმერთი ესოდენ განარისხეს, ვიდრემდის თჳთ მოიხადეს განჩინება რისხვისა”). XI საუკუნის 70-80იან წლები უაღრესად მძიმე პერიოდია ამიერკავკასიის ხალხების ცხოვრებაში. თურქსელჩუკების შემოსევებმა მძიმე განსაცდელში ჩააგდო სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოსახლეობა; ეს უკანასკნელნი იძულებულნი გახდნენ დიდი ხარკის გადახდის საფასურად თავიანთი ეროვნულობა შეენარჩუნებინათ. ასე რომ, საქართველო და მისი მეფე გამონაკლისი არ ყოფილან. ასევე ართულებდა საქმეს ის გარემოება, რომ სამეფო ხელისუფლებას ბრძოლა უხდებოდა თავგასული ფეოდალების ე.წ. ცენტრიდანული, ქვეყნისა და მეფის საწინააღმდეგო მოქმედების ასალაგმავად. იმდროინდელი საქართველო, ისევე როგორც კავკასიის სხვა ქვეყნები, განიცდიდნენ მწვავე კრიზისს, რომლიდან გამოსვლასაც გარკვეული პირობები და დრო სჭირდებოდა, და რაგინდ დიდი მოღვაწეც არ უნდა ყოფილიყო საქართველოს მეფე (ამ შემთხვევაში გიორგი II), იგი ამას ვერ შეძლებდა. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ გიორგი II-ის მოღვაწეობის ადრე არსებული შეფასების (სადაც აქცენტირებულია მისი სისუსტე) სერიოზული გადახედვა მოცემულია ქართველი და უცხოელი ისტორიკოსების კვლევებში. საქართველოს მეფის გიორგი IIის, როგორც პიროვნებისა და მეფის, მოღვაწეობა განხილული უნდა იქნას ეპოქის და იმ პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მას მოუხდა სახელმწიფოს მეთაურის მძიმე უღლის ტარება. XI ს-ის 70-80იანი წლების საქართველოში შეიქმნა აბსოლუტურად ობიექტური პირობები ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დაქვეითებისა, რაც განპირობებული იყო, ერთი მხრივ, მძიმე და დამანგრეველი შემოსევებით, ხოლო, მეორე მხრივ, გამწვავებული შინაპოლიტიკური ბრძოლით. როგორც ვხედავთ, XI საუკუნის მიწურულს საქართველოს საშინაო მდგომარეობა უკიდურესობამდე გაუარესდა. საერთოსახალხო და სახელმწიფოებრივმა საფრთხემ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი მოამწიფა.

დავით აღმაშენებელი

XI საუკუნის საქართველოს ძალა შესწევდა, რომ თურქსელჩუკთა ურდოებს გამკლავებოდა, მაგრამ ქართველთა მობილიზაცია არ ხერხდებოდა. ასეთი მძიმე საშინაო და საგარეო მდგომარეობისა და მწვავე სახელმწიფოებრივი კრიზისის პირობებში საქართველოს სამეფო კარზე მოხდა გადატრიალება – ჯერ კიდევ ახალგაზრდა გიორგი II გადააყენეს და მისი ადგილი დავით გიორგის ძემ, დავით IV აღმაშენებელმა დაიკავა. დავით აღმაშენებლის მემატიანე ამ მოვლენას ხატოვნად აღწერს: “... ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამმან დავით, ღმრთისა მამისამან, და თჳთ სამეოცდამეთვრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით”. მძიმე მემკვიდრეობა დახვდა თექვსმეტი წლის დავითს: თურქსელჩუკებისაგან განადგურებული ქვეყანა, მთებში გახიზნული, დამშეული მოსახლეობა, დაცარიელებული ციხექალაქები და სოფლები.

ღონისძიებები სამეფო ხელისუფლების გაძლიერებისა და ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის. თურქსელჩუკების შემოსევამ არსებითად შეცვალა პოლიტიკური ვითარება კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში. დამარცხებულმა ბიზანტიის იმპერიამ პოლიტიკური სარბიელი თურქსელჩუკებს დაუთმო და ამ უკანასკნელთა გავლენის ფრთები მრისხანედ გადაეფარა ამიერკავკასიის ქვეყნებს: სომხეთს, ალბანეთს, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს. მომთაბარე სელჩუკები სრულიად განსხვავდებოდნენ არაბებისა და ბიზანტიელებისაგან. ისინი დაპყრობილ ტერიტორიაზე სახლდებოდნენ და მეურნეობისათვის საჭირო მიწებს იკავებდნენ. სელჩუკების მეჯოგურმომთაბარული მეურნეობა შეუთავსებელი იყო ქართულ ფეოდალურ მეურნეობასთან. პრიმიტიული მეურნეობა მკვიდრდებოდა მტკვრის, ალაზნის, ივრისა და არეზის სანაპირო ჭალებზე. მაღალგანვითარებული კულტურები (ბაღვენახები, პურეული და სხვ.) ადგილს უთმობდა საძოვრებს. თურქსელჩუკთა დაპყრობები გაცილებით უფრო დამანგრეველი და დამღუპველი იყო, ვიდრე არაბთა ან ბიზანტიელთა შემოსევები და ბატონობა. “თურქობა” საქართველოს ფეოდალურ მეურნეობას საფუძველს – მიწას აცლიდა და მას გადაშენების საფრთხეს უქმნიდა. ასე შეფერხდა საქართველოს და საერთოდ კავკასიის გაერთიანებაცენტრალიზაციის პროგრესული საქმე. საქართველოს სამეფო იმდენად დაკნინებული იყო, რომ მისი მეფის უფლებები მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა, “საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა, და სადგომი სამეფო წაღულისთავი”. როცა მეფეს ქართლის ჭალაში ან ნაჭარმაგევს ნადირობა სურდა, წინასწარ აგზავნიდა კაცებს ადგილების დასათვალიერებლად და მხოლოდ შემდეგ გადმოდიოდა. დავით IV აღმაშენებელმა შემოიკრიბა თავისი ერთგულები, რათა მათი მხარდაჭერით წარმატებით წარემართა ქვეყნის საქმეები. საქართველოს სამეფო კარი თავს უყრიდა ერთგულ მხედართა რაზმებს. სწორედ ერთგული მოლაშქრეებით ესხმოდა თავს თურქსელჩუკებს, ამარცხებდა მათ, და ამით მტრის შიშით მთაში გახიზნულ ქართველ მიწის მუშას ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა. დავით აღმაშენებელმა თურქსელჩუკები ქართლიდან თანდათან აჰყარა. ეს წვრილი გამარჯვებები ქართველ ხალხში საკუთარი ძალის რწმენას აღვივებდა. ქვეყანა თანდათან დაუბრუნდა სოფლის მეურნეობის ინტენსიურ წარმოებას. ქალაქები აღორძინების გზას დაადგა. თურქსელჩუკთა ძლიერება სულ უფრო და უფრო შესუსტდა სულთან მალიქშაჰის სიკვდილის შემდეგ (1092 წლიდან). ეს, თავის მხრივ, საქართველოს პოლიტიკური ძლიერების წისქვილზე ასხამდა წყალს. გარეშე მტრის დასუსტებასთან ერთად აღარც შინაური ურჩი ფეოდალები წარმოადგენდნენ დიდ საფრთხეს.

ბრძოლა დიდგვაროვან მოწინააღმდეგეებთან და ქვეყნის შემომტკიცება. დავით აღმაშენებელმა XI საუკუნის ბოლოს მკაცრი ბრძოლა გამოუცხადა დიდგვაროვან ფეოდალებს. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მალიქშაჰის სიკვდილსა და ლიპარიტის განდგომას ერთმანეთთან აკავშირებს. მალიქშაჰი 1092 წელს გარდაიცვალა (გამეფდა 1072 წელს). ლიპარიტის ეს განდგომა 1092 წლის შემდგომ, კერძოდ 1093 წელს უნდა მომხდარიყო. ბაღვაშები მსხვილი ფეოდალები იყვნენ IX - XIII საუკუნეების საქართველოში. მათი სამფლობელო იყო არგვეთი (ზემო იმერეთში). IX საუკუნის სამოცდაათიანოთხმოციან წლებში ამ გვარის წარმომადგენელი ლიპარიტ ბაღვაში (ლიპარიტ I) ეყმო (ვასალობაში შევიდა) დავით I ქართველთა კურაპალატს (876 - 881 წწ.), მიიღო მისგან მიწაწყალი თრიალეთში და შექმნა ძლიერი კლდეკარის საერისთავო. კლდეკარის საერისთავო მოიცავდა ატენის ციხეს, თრიალეთს, მანგლისხევს და სკორეთს. კლდეკარის საერისთავოს აღმოსავლეთით (ალგეთისა და სკორეთის ხეობებში) ესაზღვრებოდა თბილისის საამირო, სამხრეთაღმოსავლეთითა და სამხრეთით – სამშვილდისა და ზორაკერტის რეგიონები, სამხრეთდასავლეთით – ჯავახეთი, დასავლეთით – სამცხე, ხოლო ჩრდილოეთით – ქართლის საერისთავო, რომელსაც კლდეკარის საერისთავოსაგან თრიალეთის ქედი ყოფდა. კლდეკარის მფლობელის ხელში იყო ჯავახეთიდან თრიალეთზე გავლით ქართლში გადასასვლელი ერთადერთი გზა. კლდეკარის საერისთავო საქართველოს ცალკეულ სამეფოსამთავროთა შორის პოლიტიკური ბრძოლის ნიადაგზე ჩამოყალიბდა და შექმნის უმალ აქტიურად ჩაება ამ ბრძოლაში [როგორც ჩანს, აფხაზთა (დასავლეთი საქართველოს) გაძლიერებული სამეფოს მესვეურებმა აიძულეს კლდეკარის ერისთავთა წინაპარი, დაეტოვებინა მამულობითი სამფლობელო – არგვეთი]. კლდეკარის საერისთავო დიდ როლს ასრულებდა საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაში. კლდეკარის ერისთავები ითვალისწინებდნენ საქართველოს სამეფოს ურთიერთობას ბიზანტიასა და თურქსელჩუკთა სახელმწიფოსთან და შესაბამისად წარმართავდნენ თავიანთ პოლიტიკას. საერისთავოს არსებობის მთელ მანძილზე ისინი ცენტრალური სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგენი ჩანან (მცირე გამონაკლისის გარდა); კლდეკარის ერისთავების ურჩობამ, როგორც ზემოთაც ითქვა, თავი იჩინა ჯერ კიდევ გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის – ბაგრატ III-ის დროს. ამ უკანასკნელის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიოდა რატი I ბაღვაში, რომელსაც ზურგს უმაგრებდნენ ქართლის დიდი აზნაურები. მეფემ ჯერ აზნაურები დაიმორჩილა, შემდეგ – რატი I ბაღვაში, აიღო თრიალეთი კლდეკარის ციხითურთ და კლდეკარის ერისთავად რატი I ბაღვაშის ძე ლიპარიტი დასვა. კლდეკარის საერისთავო განსაკუთრებით მომძლავრდა XI საუკუნის 30-იან წლებში, როცა კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ლიპარიტის ძე (ლიპარიტ IV), ბაგრატ IV-ის მცირეწლოვნების გამო, ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი გახდა. იგი ცენტრალურ ხელისუფლებას ებრძოდა და თავისი მიზნების მისაღწევად არც გარეშე ძალის დახმარებას თაკილობდა. ბაგრატ IVის წინააღმდეგ (რომელმაც ორჯერ ჩაშალა ლიპარიტ IVის მიერ ორგანიზებული ლაშქრობა თბილისის საამიროს შემოსაერთებლად) ლიპარიტმა ბიზანტიელები მოიშველია. კეისარი კი თავისი გეგმის განხორციელებას შეუდგა და კლდეკარის საერისთავო საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმად აქცია. 1058 წელს მესხმა დიდებულებმა შეიპყრეს კლდეკარის ერისთავი და მეფეს მიჰგვარეს. ბაგრატ IV-მ ლიპარიტ IV ბაღვაში იძულებით ბერად შეაყენა და ამდენად ბიზანტიასაც გამოაცალა დასაყრდენი. XI საუკუნის 80-იან წლებში კლდეკარის საერისთავო თურქსელჩუკების მხარეზე აღმოჩნდა. კლდეკარის ერისთავი ივანე ლიპარიტის ძე 1074 წელს გიორგი IIს განუდგა. მან კახელები დაიხმარა და ქსნისპირა ადგილები დაიკავა, ქ. გაგი გამოსტყუა მეფის მეციხოვნეებს და საქართველოს მტერს – განძის ამირას ფადლონს – მიჰყიდა, თვითონ კი საქართველოს ასაოხრებლად მოსულ “დიდ სელჩუკთა” სახელმწიფოს სულთანს – მალიქშაჰს ეახლა მორჩილებით (ეს ნაბიჯი შემდგომში კლდეკარის ერისთავის მარცხით დამთავრდა). სწორედ ამ ივანე ლიპარიტის ძე ბაღვაშის შვილია ლიპარიტ ივანეს ძე (ლიპარიტ V), რომელიც დავით აღმაშენებელს განუდგა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი გადმოგვცემს, რომ ლიპარიტი, რომელსაც ეპყრა თრიალეთი, კლდეკარი და “მიმდგომი მისი ქუეყანა”, ერთხანს ერთგულობდა დავითს. როგორც ჩანს, იმდენად დიდი იყო მომხდური მტრის განდევნის სურვილი, რომ დიდგვაროვანი ფეოდალები ახალგაზრდა მეფეს ამოსდგომიან მხარში. ლიპარიტ ბაღვაშთან ერთად ჩვენ ვხედავთ ნიანია კახაბერისძესა და სხვა აზნაურებს, რომლებიც თანდათან შემოიკრიბნენ საქართველოს სამეფო კარის გარშემო.

მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მშვიდობიანობა და შეთანხმებული საქმიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ლიპარიტის განდგომა მისი მამაპაპის კვალზე დადგომას ნიშნავდა (“იწყო მათვე მამულპაპურთა კუალთა სვლა”), ბაღვაშებსა და საქართველოს მეფეთა შორის საუკუნოვანი ბრძოლის გაგრძელებას მოასწავებდა. მეფემ თავგასული ქვეშევრდომის “ინება გაწურთა” და შეიპყრო იგი. ლიპარიტს მოუნანიებია ცოდვა. საქართველოს მეფემ “მითვე დიდებითა ადიდა და არა შეუცვალა”. ე.ი. ლიპარიტი გარკვეული მონანიების შემდეგ “მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ” გაათავისუფლა და ყველა მისი ძველი უფლება შეუცვლელად ცნო. ლიპარიტის გათავისუფლება 1093 წელსვე უნდა მომხდარიყო. როგორც ჩანს, ლიპარიტმა თავისი ფიცი და პირობა არ შეასრულა და საქართველოს მეფეს კვლავ გაუორგულდა ‒ “განაცხადა მტერობა და უკუთურებასა იწურთიდა”. საქართველოს მეფე დარწმუნდა, რომ ლიპარიტის მორჯულება ისევე არ შეიძლებოდა, “რამეთუ კუდი ძაღლისა არა განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს” და კვლავ შეუპყრია. ეს აქტი ლიპარიტის გათავისუფლების მეორე, ე.ი. 1094 წელს მომხდარა. ორი წლის განმავლობაში პატიმრობაში ჰყოლია, შემდეგ კი საბერძნეთში გაუძევებია, სადაც გარდაცვლილა კიდეც. ასე რომ, ლიპარიტ ბაღვაშის ორი გამოსვლა მისივე მარცხით დამთავრდა. ამასთან, 1096 წელს ლიპარიტი გაძევებულ იქნა საქართველოდან. ვერც რატი ლიპარიტის ძემ გამოიჩინა თავი სიკეთითა და საქართველოს მეფისადმი ერთგულებით. ისიც, მისი წინაპრების მსგავსად, სამეფო ხელისუფლებისა და ერთიანი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდა. “კაცი ორგული და ნანდვილვე ნაშობი იქედნესი” ‒ ასე მწარე სიტყვებით “ამკობს” ისტორიკოსი კლდეკარის უკანასკნელ ერისთავს. ბუნებრივია, როცა საქართველოს მეფემ კვლავ ორგულობა იხილა ბაღვაშთა გვარიდან მომდინარე, მას ისღა დარჩენოდა, უკიდურესი ზომისათვის მიემართა. დავით აღმაშენებელმა გააუქმა კლდეკარის საერისთავო და მისი მიწაწყალი თავის სამეფოს შეუერთა (1103 წ.). იმ ქმედითმა ღონისძიებებმა, რომლებიც დავით აღმაშენებლის მიერ XI საუკუნის მიწურულში იქნა გატარებული, ქვეყანა აღმავლობის გზით წაიყვანა. “მოეშენა ქვეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი”. საქართველოს მეფე უკვე აღარ ეპუებოდა თურქსელჩუკებს. ქვეყნის სრული დამოუკიდებლობა სწორედ მაშინ იქნა აღდგენილი, როცა ხარკის მიცემა შეუწყვიტეს თურქსელჩუკებს. ეს კი 1099 წელს მოხდა. საქართველოს სამეფო კარმა ანტიოქიისა და იერუსალიმის აღებით ლახვარჩაცემული თურქსელჩუკების მდგომარეობის აწონდაწონისა და პოლიტიკური შეფასების შემდეგ (ბუნებრივია, შესაბამისად საკუთარი ძლიერების გათვალისწინებითაც) შესაძლებლად ჩათვალა ხარკის გადახდის შეწყვეტა. ამგვარად, საქართველომ დაკარგული დამოუკიდებლობა აღიდგინა 1099 წელს. ასეთი დიდი პოლიტიკური წარმატების შემდეგ, ბუნებრივია, ჰერეთკახეთის საქართველოს ერთიან სახელმწიფო ორგანიზაციაში შემოყვანის საკითხი უაღრესად აქტუალურად დადგა. დავით აღმაშენებელი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. რა გასაკვირია, რომ უკვე ძლიერ ქვეყანას დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია კახეთის მეფე კვირიკემ (“კაცი მეფობისავე თანა მეფექმნილი ვნებათა ზედა და ჭეშმარიტი ქრისტიანე”). დავით აღმაშენებელმა საქმე ზედაზნის აღებით დაიწყო, რადგან იმდროინდელი კახეთისათვის ამ ციხეს მეტად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. “მოსცა ჟამი ღმერთმან მეფესა დავითს და წარუღო კვირიკეს ციხე ზედაზენი” (1103 წ.). შემდგომში, როგორც ირკვევა, საქართველოს მეფეს ბაღვაშთა მამულობითი სამფლობელო (“მამული ლიპარიტეთი”) – არგვეთი გელათისათვის შეუწირავს. დავით აღმაშენებელი იმთავითვე ზრუნავდა გელათის მატერიალურ კეთილდღეობაზე და სწორედ ამიტომ “მისცნა დედასა ღმრთისასა სამსახურებლად მისსა წინაშე მდგომელთა მისთათჳს” მრავალი სოფელი. ამ შეწირულებით ეკლესიის მსახურთ საქართველოს სამეფო კარმა “უზრუნველი ტრაპეზი განუჩინა”. ამგვარად, კლდეკარის ერისთავების სამფლობელო მამული საეკლესიო (გელათის) საკუთრება გახდა. დავით აღმაშენებელმა, განსხვავებით ყველა მისი წინამორბედისაგან, ‒ უკიდურესად გადამჭრელი ზომები მიიღო – დაამარცხა ბაღვაშები და გააუქმა კლდეკარის საერისთავო. დავით აღმაშენებელს ერისთავებთან ბრძოლა ბაღვაშთა დამარცხებითა და კლდეკარის საერისთავოს გაუქმებით არ დაუმთავრებია. საქართველოს მეფე ყოველმხრივ ცდილობდა საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალიერისთავები დაექვემდებარებინა ფეოდალური მონარქიის მიერ შექმნილი სამეფო კარის ცენტრალური სამოხელეო აპარატისათვის.

იგი “საქვეყნოდ გამრიგე მოხელეებს” “დარბაზით გამოსულ მოხელეებად” აქცევდა და უპირატესობასაც ამ უკანასკნელებს ანიჭებდა. დავით აღმაშენებლის დროს გაძლიერებულმა ვაზირის სამეფისკარო სამოხელეო ინსტიტუტმა გასაქრობად შეუტია ერისთავობის ძველ ინსტიტუტს. დავით აღმაშენებელი ერისთავობას ცენტრალიზებული ფეოდალური სახელმწიფოსთვის შეუფერებლად თვლიდა, ყოველმხრივ ავიწროვებდა და ცდილობდა მის გაუქმებას. *** ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენაა დიდგვაროვანი ფეოდალების ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეების ბრძოლა საქართველოს სამეფო კარის წინააღმდეგ. ნიშანდობლივია, რომ ძაგანის (აბულეთისძეთა) საგვარეულო ტრადიციულ მტრობას უწევდა საქართველოს სამეფო კარს და ისტორიის მთელ მანძილზე მეფისადმი ერთგულებით არ გამოირჩეოდა. დავით აღმაშენებელი შიომღვიმისადმი ბოძებულ “ანდერძში” ერთგვარი სინანულით აღნიშნავს, რომ მიუხედავად გარკვეული შეღავათებისა, რაც საქართველოს მეფეების მხრიდან ძაგანის წინაპართა მიმართ იყო განხორციელებული, არავის (ძაგანის გვარის წარმომადგენლებს) ერთგულებით არ დაუფასებია. ამდენად, საქმე გვაქვს მეტად სერიოზულ პრინციპულ ბრძოლასთან, რომელშიც ერთ მხარეს საქართველოს მეფე დგას, ხოლო მეორე მხარეს ‒ დიდგვაროვანი ფეოდალი ძაგანი. აბულეთისძეთა საგვარეულოს წარმომადგენელთა ერთერთ გამოსვლას – ღალატს საქართველოს სამეფო კარის წინააღმდეგ – ადგილი უნდა ჰქონოდა 10851089 წლებს შორის. როგორც ჩანს, ეს გამოსვლა მარცხით დამთავრებულა, მოღალატეები დაუსჯიათ, მაგრამ უკიდურესი ზომები არ გაუტარებიათ. რაც შეეხება დავით აღმაშენებლის მიერ შიომღვიმისადმი მიცემულ “ანდერძში” მოხსენიებულ (ძაგანისა და მოდისტოსის) მეფის საწინააღმდეგო მოქმედების ფაქტს, მას ადგილი უნდა ჰქონოდა დავით აღმაშენებლის მიერ ზედაზნის აღების (1103 წ.) შემდგომ. ამჯერად, ძაგანმა დაინახა თავისი უიმედო მდგომარეობა, საქართველოსა და მისი მეფის აღმავლობა და უკანასკნელი გაბრძოლება სცადა. ძაგანს ხელთ უგდია “მძლავრობით” მცხეთის, წილკნისა და შიომღვიმის საეკლესიო მამულები. შიომღვიმე ძაგანს სიმაგრედ გადაუქცევია და თავის შეფარებაც იქ უცდია. რაც შეეხება მოდისტოსს, იგი წილკნის ეპარქიის ეპისკოპოსის პატივში აუყვანია და მისი მეოხებითაც არაერთი მიწა მიუტაცია. დავით აღმაშენებელმა ძაგანის, ისევე როგორც ბევრი სხვა მოწინააღმდეგე ფეოდალების, აღვირახსნილი მოქმედება სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ ალაგმა. საქართველოს მეფისაგან დევნილი ძაგანი იძულებული გახდა შიომღვიმის მონასტრისათვის შეეფარებინა თავი. აქ უკვე აღარ გაუმართლა ძაგანს. საეკლესიო მსახურებმა, როგორც ჩანს, აწონდაწონეს საქართველოს სამეფოს აღმავალი ძლიერება (არ გამოვრიცხავთ მათ პატიოსნებასაც მეფის საქმისათვის სამსახურში) და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე საქართველოს მეფეს მისცეს შეპყრობილი ძაგანი. თვით დავით აღმაშენებელი ამ ფაქტს აფასებს, როგორც ერთგულების გამოხატულებას მის მიმართ. ამგვარად, ძაგანი და მისი მომხრეები შეიპყრო დავით აღმაშენებელმა. ფაქტია ის, რომ ძაგანი დავითს სიკვდილით არ დაუსჯია, მაგრამ მისთვის ყველა პატივი და ღირსება აუყრია. ნაწილი მისი მიწებისა “ნაქონები მისა – მიმართ თჳსებული და მღჳმეს ქონებანი მისნი საავაზაკონი და წარტყუენილი” მისთვის დაუტოვებია სიკვდილამდე. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ძაგანის შთამომავლობა ჰკარგავს ყოველგვარ უფლებას ზემოთ აღნიშნულ ქონებაზე. ამავე პერიოდში ჩანს დავით აღმაშენებლის ბრძანებით შიომღვიმის ე.წ. ღვთისმშობლის მონასტრის მშენებლობის დაწყება, რომელიც იმ ერთგულების ერთგვარი საზღაური იყო, რაც მემღვიმეებმა ძაგანის შეპყრობით და მისი მეფისადმი გადაცემით დაიმსახურეს. 1124 წელს მონასტრის მშენებლობა დამთავრებული ჩანს.

კახეთ-ჰერეთის შემოერთება. შუა საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კახეთჰერეთის საკითხს. ჯერ კიდევ VIII საუკუნის ოთხმოციან წლებში გამოეყო ქართლის საერისმთავროს კახეთის სამთავრო. კახეთის სამთავრო IX საუკუნისათვის მსხვილი ფეოდალური ერთეული ჩანს. მერვემეცხრე საუკუნეებში სამთავროს ცენტრი უჯარმა იყო, მეათე საუკუნეში – ბოჭორმა, შემდეგ – თიანეთი. კახეთის მთავარი ქორეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა. შინაგან მმართველობას მთავრები ერისთავების საშუალებით ახორციელებდნენ. კახეთის მთავრები აქტიურად მონაწილეობდნენ ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისათვის ბრძოლაში. 1010 წლიდან კახეთჰერეთი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაშია. ბაგრატ მესამემ ორწლიანი ბრძოლის შემდეგ მთლიანად დაიპყრო ჰერეთი და კახეთი. 1011 წელს დაატყვევა კვირიკე III (1009 - 1037 წწ.). სწორედ ამ კვირიკემ (ტყვეობიდან განთავისუფლებულმა) ისარგებლა გიორგი Iის დროს საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობის გართულებით ბიზანტიასთან, დაიპყრო ჰერეთი და კახეთი და მეფედ იწოდა. ამიერიდან მთელი მეთერთმეტე საუკუნის მანძილზე კახეთის სამეფო ერთიანი საქართველოდან ცალკე სახელმწიფოს წარმოადგენდა; მისი მეფეები “კახთა და რანთა (ჰერთა) მეფის” ტიტულს ატარებდნენ. კახეთის სამეფო მოიცავდა ტერიტორიას მდ. ქსნიდან ალჯიგანჩაიმდე და დიდოეთხუნძახიდან მტკვრამდე. მის ფარგლებში შედიოდა ჰერეთის სამეფოს აღმოსავლეთი ნაწილი – ახლანდელი აზერბაიჯანის ჩრდილოდასავლეთი ნაწილი (ბელაქნის, ზაქათლის, კახის და შაქის რაიონები). ახლად შექმნილი სამეფოს ცენტრი კვირიკე III-მ თელავში გადაიტანა. მისი მოღვაწეობის წლები აღმავლობით აღინიშნა. კვირიკე III-ის შემდეგ, 1037 წელს კახეთის სამეფო ტახტზე ადის მისი დისწული გაგიკი, რომელიც იყო დავით “სომეხთა მეფის” შვილი. გვარად ბაგრატუნი. დავითი ტაშირზორაკერტის მეფე იყო. სომხურ ისტორიოგრაფიაში იგი დავით ანჰოლინის (“უმიწაწყლო”) სახელწოდებითაა ცნობილი. დავით ანჰოლინს ცოლად ჰყავდა კვირიკე III-ის და, დავით ქორეპისკოპოსის ქალიშვილი (აფხაზთა მეფის ლეონ III-ის ასულისაგან). სწორედ ამათმა შვილმა გაგიკმა დაუდო საფუძველი კახეთის სამეფოში ტაშირზორაკერტის ბაგრატუნთა ანუ სომეხ კვირიკიანთა საგვარეულო შტოს. გაგიკის გარდაცვალების (1058 წ.) შემდეგ კახეთის სამეფო ტახტზე ადის მისი შვილი აღსართან I (1058 - 1084 წწ.), შემდეგ კვირიკე IV (1084 - 1104 წწ.) და 1104 წელს გამეფდა აღსართან II, იმავე 1104 წელსვე კახეთი საბოლოოდ მოექცა ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში. ამით სამუდამოდ მოეღო ბოლო სომეხ კვირიკიანთა დინასტიის იმ შტოს, რომელმაც 67 წელი იმეფა კახეთში. ნიშანდობლივია, რომ კახეთის მეფეებს მხარს უჭერენ ტაშირზორაკერტის მეფეები. ეს განპირობებული იყო პოლიტიკური ინტერესებით. ტაშირზორაკერტი ქართლს უშუალოდ ემიჯნებოდა, თანაც ეს ტერიტორია ქართული მიწაწყლისაგან შედგებოდა და, ბუნებრივია, ქართველი მეფეები მასზე ხელს არ აიღებდნენ. ტაშირზორაკერტისათვის მიუღებელი იყო საქართველოს სამეფოსთან კახეთის სამეფოს გაერთიანება; ეს ძლიერი პოლიტიკური ერთეული საფრთხეს შეუქმნიდა თვით ტაშირზორაკერტის დამოუკიდებლობას. მართლაც, ისტორიის მსვლელობამ აჩვენა, რომ კახეთის შემოერთებისა და კვირიკიანთა სომხური შტოს მოსპობის შემდეგ, ტაშირზორაკერტის სამეფოც შემოუერთდა საქართველოს და ბოლო მოეღო ტაშირზორაკერტელ კვირიკიანებსაც. დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის პერიოდში კახეთის მეფეები იყვნენ კვირიკე IV და აღსართან II. “ცხოვრება მეფეთმეფისა დავითისი” დიდი პატივისცემით მოიხსენიებს კვირიკე IV კახთა მეფეს: “კაცი მეფობისავე თანა მეფექმნილი ვნებათა ზედა და ჭეშმარიტი ქრისტიანე”. ცხადია, ამგვარი დამოკიდებულების საფუძველი ჰქონდა დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს. სწორედ კვირიკე IVს წაართვა დავით აღმაშენებელმა 1103 წელს უაღრესად დიდი მნიშვნელობის სტრატეგიული პუნქტი – ზედაზნის ციხესიმაგრე: “მოსცა ჟამი ღმერთმან მეფესა დავითს და წარუღო კვირიკეს ციხე ზედაზენი”. წყაროებში (“ცხოვრება მეფეთმეფისა დავითისი”, “დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი”) გადმოცემულ მოვლენათა განვითარება ადასტურებს, რომ 1103 წლისათვის, უკვე მომძლავრებულ საქართველოს სამეფოს კახეთის საკითხი გადაწყვეტილად მიაჩნდა. როგორც ჩანს, ამ ბედს შეგუებული იყო კვირიკე IVც. ამაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ ზედაზენი წინააღმდეგობის გარეშე დათმეს. ამ აქტით პრაქტიკულადაც წყდებოდა კახეთის საკითხი.

ამას ისიც დაერთო, რომ მალე გარდაიცვალა კახეთის მეფე კვირიკე “და შემდგომად წელიწადისა ერთისა (ზედაზნის აღებისა და კლდეკარის საერისთავოს საქართველოს სამეფოსათვის შემოერთების შემდგომ, ‒ რ.მ.) მიიცვალა მეფე კჳრიკე”, ე.ი. კვირიკე გარდაიცვალა 1103 წლიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, 1104 წელს. კვირიკე IVის ტახტი მისმა ძმისწულმა აღსართანმა (აღსართან II) დაიკავა. თავისი წინამორბედისაგან სრულიად განსხვავებით, მას მეფობისათვის არავითარი მონაცემი არა ჰქონია, ქარაფშუტა, ცუნდრუკი და უმეცრად უსამართლო ყოფილა. ასეთი მმართველის ხელქვეით მყოფი კახეთის შემოერთება, ცხადია, საქართველოს მეფისათვის აღარავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა, მით უმეტეს, რომ დავით აღმაშენებელს ამ მიმართულებით გატარებული ჰქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ჰერეთკახეთში საქართველოს მეფე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და ბევრი დიდებული მის პოლიტიკას მხარს უჭერდა, მით უმეტეს, როცა ეს პოლიტიკა მთელი საქართველოს გაერთიანებას ისახავდა მიზნად. 1104 წელს დიდმა აზნაურებმა არიშიანმა, ბარამმა და მათმა ბიძამ (დედის ძმა) ქავთარ ბარამისძემ შეიპყრეს და საქართველოს მეფეს გადასცეს კახთა მეფე აღსართანი. დავით აღმაშენებელმა ჰერეთი და კახეთი დაიკავა (“და აღიხუნა მეფემან ჰერეთი და კახეთი”).

ერწუხის ბრძოლა.

სეპარატიზმის მოსურვე და მეფის მოწინააღმდეგენი აშკარად თუ ფარულად იბრძოდნენ. როგორც კი ნახეს, რომ კახეთი და ჰერეთი საქართველოს მეფის ხელდებული და ერთიანი ქვეყნის შემადგენელი ნაწილი გახდა, ისინი მრავალი კახელითურთ გაეცალნენ მის საზღვრებს და დახმარება სთხოვეს განძის ათაბაგს, რომელიც თურქეთის სულთნის მოხელე იყო. სულთნისათვის, ბუნებრივია, ძნელადასატანი იქნებოდა საქართველოს ასეთი მომძლავრებაგაფართოება და ქართული ტერიტორიების ერთ მთლიან ერთეულად გამთელება. იგი, ცხდია, უკმაყოფილო იქნებოდა იმითაც, რომ დავით აღმაშენებელმა მტკიცედ ამოუკვეთა ფეხი საქართველოს ტერიტორიიდან სელჩუკებს და ხარკსაც აღარ აძლევდა. თავისი აქტიური საშინაო თუ საგარეო პოლიტიკით საქართველოს სამეფო კარი გამოიკვეთა მთელ მახლობელ აღმოსავლეთში, პრაქტიკულად იგი მზად იყო კავკასიის გაერთიანების დიდი პროგრესული საქმე მოეგვარებინა. განძის ათაბაგმა შეკრიბა დიდი ლაშქარი (“ურიცხუნი სპანი”). მასთან იყო მრავალი კახელი და “ქუეყნისა ერი” “მტერთავე განა გარემოდგომილი ჩვენდა”. ეს დიდი ძალა დაუპირისპირდა საქართველოს მეფეს. დავით აღმაშენებელმა მცირე ლაშქარი შეკრიბა და ერწუხთან გაუმართა ბრძოლა. ქართული ლაშქარი კარგად იყო გაწვრთნილი. საქართველოს მეფეს სამხედრო არსენალში ჰქონდა სტრატეგიული და ტაქტიკური სიახლენი. თავგანწირულ ქართველ მოლაშქრეებს გონიერი ხელმძღვანელი ჰყავდათ დავითის სახით, რომელიც პრაქტიკული მაგალითით აღაფრთოვანებდა და რწმენას უნერგავდა თანამებრძოლთ. “ცხოვრება მეფეთმეფისა დავითისი” თვალსაჩინოდ აღწერს დავით აღმაშენებლის უშუალო მონაწილეობას ერწუხის ბრძოლაში. იგი არ ჰგავდა სხვა მხედართუფროსებს, რომლებიც ლაშქარს უკან უდგანან და იქედან აძლევენ განკარგულებას მეომრებს. დავითი წინ მიუძღოდა მებრძოლებს, ლომივით შეუძახებდა თავისი მაღალი ხმითა და ამხნევებდა მათ. იგი გრიგალივით ატყდებოდა თავს მოწინააღმდეგეს სხვადასხვა ფრთაზე (“უპირატეს ყოველთასა თჳთ წინა უვიდოდა და ვითა ლომი, შეუზახებდა ჴმითა მაღლითა, და ვითა გრიგალი მიდამო იქცეოდა”. გოლიათივით წინ მიიმართებოდა და თავისი ძლიერი, მტკიცე მკლავით მუსრს ავლებდა მტერს. მისი ხმლის ღარებიდან უკუმომდინარე სისხლმა უბეები აუვსო ისე, რომ ომის დამთავრების შემდეგ, როცა სარტყელი შეიხსნა, ეს დაგუბებული სისხლი გადმოიღვარა, მხილველები თავიდან შეეჭვებულან, მეფე ხომ არ დაჭრილაო. იმ დღეს დავით აღმაშენებელს სამი ცხენი მოუკლეს და “მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი”. ერწუხის ბრძოლაში დავით აღმაშენებელმა ძლევამოსილად გაიმარჯვა “... ქმნა წყობანი დიდნი და ჴმაგასმენილი იგი დიდი ძლევა”. ბრძოლის შედეგი მეტად მძიმე იყო მოწინააღმდეგისათვის. მან სრული განადგურება იგემა. თურქსელჩუკები გაიქცნენ; კახელებს გასაქცევი არსად ჰქონდათ და იძულებულნი იყვნენ დანებებულიყვნენ. კახეთის დიდებულები მორჩილების გუნებაზე დადგნენ. დავით აღმაშენებელი ლმობიერების გზას დაადგა. როგორც ჩანს, მკაცრი სასჯელი არ დაუდვია კახელი ფეოდალებისათვის. პირიქით, “მზეებრ მოჰფინა წყალობა ყოველთა ზედა მკჳდართა ქუეყანისათა”. დავითმა ფეოდალებს ციხესიმაგრეები ჩამოართვა და შიგ სამეფო რაზმები ჩააყენა.

ნიშანდობლივია, რომ ციხესიმაგრეთა აღებისას დავითისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ (ეს ალბათ უაზრობაც იქნებოდა), დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “... თჳთმპყრობელობით დაიპყრა ჰერეთი და კახეთი და ნებიერად აღიხუნა ციხენი და სიმაგრენი მათნი”. 1104 წელს ერწუხის ბრძოლაში გამარჯვებით ჰერეთკახეთი საბოლოოდ იქნა შემოერთებული, რასაც უდიდესი მიშვნელობა ჰქონდა საქართველოსათვის, ამ უკანასკნელის ეკონომიკური და სამხედრო ძალების შესამჩნევად გაზრდის თვალსაზრისით. ამიერიდან უკვე აშკარად ძლიერ, ერთიან საქართველოს შეეძლო ფართო მასშტაბის – ეკონომიკური თუ პოლიტიკური – ღონისძიებების ქმედითად გატარება. მართლაც, აქედან (ჰერეთკახეთის შემოერთების შემდგომ) მოყოლებული, საქართველოს სამეფომ ბევრი ისეთი გრანდიოზული ნაბიჯი გადადგა, რომელმაც ქვეყანა იმდროინდელ წინა აზიასა და კავკასიაში ერთერთ გავლენიან და მოწინავე სახელმწიფოდ აქცია. ამ საქმეში, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლებას, დავით აღმაშენებელს. საერთოდ, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა წარმოადგენს თანმიმდევრულად აღმავალ ერთ მთლიან ხაზს. 1089 - 1104 წლები საქართველოს ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი დროა, როდესაც თურქსელჩუკებისაგან დათრგუნვილი ქვეყანა და მისი მოსახლეობა ფაქტობრივად გათავისუფლდა მომხდურ დამპყრობთა უღლისაგან და მისი განვითარება აღმავლობის გზით წავიდა.

გარდაქმნები ეკლესიაში.

შუა საუკუნეების საქართველოში ეკლესია, თავისი მრავალრიცხოვანი მონასტრებით (შესაბამისად სამონასტრო მამულებით), მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ფაქტორს წარმოადგენდა. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის საკითხი ფრიად მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეკლესია საქართველოში, ისე როგორც დასავლეთ ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებში, თავისი არსებობის გარკვეულ ეტაპზე დახმარებას საჭიროებდა. ამ დახმარებისათვის იგი იძულებული ხდებოდა სამეფო ხელისუფლებისათვის მიემართა. ასეთი ურთიერთობა თავის მხრივ განაპირობებდა ეკლესიის დამოკიდებულებას სახელმწიფოსადმი. საქართველოს სინამდვილეში ეკლესიას მისი არსებობის გარკვეულ საფეხურზე დაწინაურებული მდგომარეობა ჰქონდა. ქართლში მეფობის გაუქმებისა და ქვეყნის სამეფოსამთავროებად დაყოფის შემდგომ, როცა ერთიანი პოლიტიკური ცენტრი ქვეყნისათვის არ არსებობდა, ეკლესია (სახელდობრ მცხეთის საკათალიკოსო) თავისი მრავალრიცხოვანი და დიდი მამულებით, ასევე საეკლესიოადმინისტრაციული ქსელით ქვეყნის ფაქტობრივ გამაერთიანებელს წარმოადგენდა. შემდგომში უკვე ეკონომიკურად მომძლავრებული ეკლესიის ავტორიტეტი თანდათან მატულობს, იზრდება საეკლესიო ფეოდალური არისტოკრატია თავიანთი საყმოსამფლობელოებით, რომელთაც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული და სასამართლო უფლებები მოეპოვებოდათ. საქმე იქამდე მიდიოდა, რომ საეკლესიო მიწისმფლობელობა უპირისპირდებოდა ერისმთავრების მემამულეობას. მეათე საუკუნეში დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო იდეოლოგიურად (საეკლესიოკულტურული თვალთახედვით) ერთიანი იყო. ამ პერიოდისათვის ფეხს იდგამს აზრი საეკლესიო ხელისუფლების საეროზე უპირატესობის შესახებ (“ჭეშმარიტნი მონაზონნი ქუეყანასა ზედა არა ვისსა ჴელმწიფებასა ქუეშე არიან” ‒ გიორგი მერჩულე “ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა”). ამგვარი შეხედულება საქართველოსთვის იყო ახალი, საერთოდ კი ისტორიამ მრავლად იცის მსგავსი ფაქტები სხვადასხვა სახელმწიფოში. ავრელიუს ავგუსტინემ ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში ჩამოაყალიბა მოძღვრება სასულიერო ხელისუფლების საეროზე უპირატესობის შესახებ, რომელსაც შემდგომ პერიოდშიც მარჯვედ იყენებდნენ სასულიერო პირები, როცა ეს უკანასკნელნი საერო ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. გიორგი მერჩულეს კონცეფციით მეფის საქმიანობას ღმერთი წინამძღვრობს, მეფეები განაგებდნენ მხოლოდ “ქვეყანას”, ქრისტე კი ქვეყანასაც და ზეცასაც, ყველა დაბადებულს. ამასთან მისი მეფობა უცვლელია, საუკუნო. ნიშანდობლივია საბა იშხნელის მიმართვა ბაგრატ კურაპალატისადმი: “დიდებულო მეფეო, შენ ქუეყანისა ჴელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელთა. შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ; ხოლო ქრისტე ყოველთა დაბადებულთა, შენ წარმავალთა ამათ ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე საუკუნო მეუფე და სრული ჰგიეს უცვალებელი, უჟამო, დაუსაბამო, დაუსრულებელი მეუფე ანგელოზთა და კაცთა”.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. XII საუკუნის დასაწყისიდან დავით აღმაშენებელმა გამოკვეთა საერო ხელისუფლების უფლებები სასულიერო სფეროში. ამ პერიოდის საეკლესიო ხელისუფლების საფუძველს საქართველოში მემამულეობა შეადგენდა. დავით აღმაშენებელი სამამულო მიწათმფლობელობის გაღრმავებაში ხედავდა ცენტრალური ხელისუფლების საფრთხეს. რასაკვირველია, იგი უძლური იყო გზა გადაეღობა, დაემუხრუჭებინა ფეოდალიზაციის პროცესის შემდგომი გაღრმავება, რათა სახელმწიფო მიწისმფლობელობას გაემარჯვა სამამულოფეოდალურზე. მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე, როგორც საერთოდ, ყველა ფეოდალურ ქვეყანაში, მხოლოდ დიდგვაროვნებს ნიშნავდნენ. საეკლესიო თანამდებობებზე ხშირად არაკეთილსინდისიერი, შემთხვევითი პირები ხვდებოდნენ. უფრო მეტიც, ბევრჯერ ეკლესია ყოველგვარი უმსგავსობის წამომწყები ხდებოდა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თანამედროვეებსაც. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ “წმინდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს, და უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროს ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსონი, ვითარცა ავაზაკთა, და მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, რომელნი ნაცვლად სჯულთა საღმრთოთა უსჯულოებასა აწურთიდეს მათ ქუეშეთა ყოველთა. და თჳთ სახლით უფლისათ და მღვდელთაგან გამოვიდოდა ყოველი უსჯულოება და ცოდვა”. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, როგორც ვხედავთ, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ “მამულობით უფროს, ვიდრე ღირსებით” იყვნენ დაწინაურებულნი სასულიერო თანამდებობებზე (“რამეთუ იყვნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი, რომელთა უწესოდ დაეპყრნეს საყდრები”). იმავეს ადასტურებს დავით აღმაშენებლის თაოსნობით მოწვეული დიდი საეკლესიო კრება, რომელიც ჩვენს ისტორიოგრაფიაში რუისურბნისის კრების სახელწოდებითაა ცნობილი. ეკლესიის დამოუკიდებლობა არ შეესაბამებოდა ძლიერი სახელმწიფოს სულ უფრო და უფრო მზარდ და განვითარებად ინტერესებს. საქართველოს საბოლოო გაერთიანება ეკლესიის, ამ დიდი ფეოდალური ძალის, მონარქიასთან ურთიერთობის მოუგვარებლად წარმოუდგენელი იყო. ეკლესიის ცალკეული დაწესებულებები ზოგჯერ სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსული ერისთავების დაცვას და შეფარებას კისრულობდნენ. ამით ეკლესია ხაზს უსვამდა (ზოგჯერ ებღაუჭებოდა) თავის პრიორიტეტს სახელმწიფო ხელისუფლების წინაშე. სამღვდელოება წინააღმდეგობრივ გზაზე მხოლოდ XII საუკუნის პირველ მეოთხედში არ დამდგარა. ეს პროცესი გაერთიანებული საქართველოს არსებობის მთელ მანძილზე მიმდინარეობდა. საეკლესიო თანამდებობის ყიდვაგაყიდვა იმდენად ძლიერი იყო XI საუკუნის შუა წლების საქართველოში (განსაკუთრებით ბაგრატ IV-ის დროს – 1027 - 1072 წწ.), რომ მას პროგრესულ საეკლესიო მოღვაწეთა განსაკუთრებული ყურადღება მიუქცევია. სამღვდელოების გადაგვარებაში თვით ბაგრატ IV-საც მიუძღოდა ბრალი, რადგან, ზოგ შემთხვევაში, სასულიერო თანამდებობებზე უღირსი პირების დანიშვნას თურმე თვითონაც ხელს უწყობდა. XI საუკუნის 60-იან წლებში გიორგი მთაწმინდელმა სცადა ეკლესიის სწორ გზაზე დაყენება. იგი, ბაგრატ IV-ის მიწვევით, ათონის ივერთა მონასტრიდან 1060 წელს ჩამოვიდა საქართველოში. როგორც გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან (“ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა”) ჩანს, ბაგრატ IV-ს მიუმართავს გიორგისათვის, იმიტომ შეგაწუხეთო, “რათა ნაკლულევანება და ცთომა უწესო აღმოჰფხვრა სრულიად სულთაგან ჩვენთა, დაფარული დაფარულად გვამხილო, ხოლო ცხადი თვალუხვად განგვიმარტეო”. ამ ცნობის მიხედვით, ბაგრატ IV-ს კარგად ჰქონდა შეგნებული ეკლესიაში არსებული “ნაკლოვანება და ცთომა უწესო”. სწორედ ამიტომ, გიორგი მთაწმინდელისათვის მას ფართო უფლებები მიუცია. გიორგი მთაწმინდელს სამშობლო დიდ განსაცდელში დახვდა. ქვეყანაში შიმშილობა იყო. იგი შეაძრწუნა ქვეყნის მდგომარეობამ. გაჭირვებაში მყოფ ხალხს გიორგი მთაწმინდელმა დიდი მზრუნველობა გაუწია – ეხმარებოდა ეკონომიურად, ამხნევებდა სულიერად, შეკრიბა უმწეოდ დარჩენილი ბავშვები, კვებავდა და ასწავლიდა მათ. გიორგი მთაწმინდელმა აღმოაჩინა სათავე ქართული ეკლესიის დაცემისა და ბაგრატ IV-სათვის სრულიად მოულოდნელად, “პირველად ყოვლისა აღლესა მახვილი მხილებისა მეფეთა მიმართ”, რომლებიც ხელს კი არ უნდა უწყობდნენ უმსგავსობას ეკლესიაში, არამედ “გამოარჩევდეს კაცთა ღირსთა” და მათ ნიშნავდეს თანამდებობებზე. გიორგი მთაწმინდელის მხილება მეფეს სწორად მიუჩნევია და მისი.

წამოწყებისათვის მხარი დაუჭერია მიუხედავად ამისა, ბაგრატ IV-მ რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების გატარება საეკლესიო სფეროში მაინც ვერ მოახერხა. სამეფო ხელისუფლებას იმ დროისათვის საამისო შესაძლებლობა არ ჰქონდა საგარეო ურთიერთობათა გართულების გამო. ამგვარად, გიორგი მთაწმინდელმა ვერ შეძლო ეკლესიაში არსებული უწესობანი მოესპო. ბაგრატ IV-ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც საქართველოს ტახტს გიორგი II განაგებდა, საერო და საეკლესიო დიდგვაროვნები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და უფრო მეტად დაუპირისპირდნენ სამეფო ხელისუფლებას. გიორგი II-მ მათ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია. საქართველოს სახელმწიფოში XI საუკუნის მიწურულისათვის მეტად რთული მდგომარეობა შეიქმნა. ამ მხრივ გადამწყვეტი ღონისძიება მხოლოდ XII საუკუნის დამდეგს იქნა მიღებული. პირველი ქმედითი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გადადგა, 1104 წელს დიდი საეკლესიო კრების მოწვევა იყო, კრებისა, რომელიც რუისურბნისის კრების სახელითაა ცნობილი. კრების გადაწყვეტილებათა (“ძეგლისწერის”) შესავალში აღნიშნულია, რომ კრება მოწვეული იყო “სანახებთა ქართლისათა მახლობლად ორთა საეპისკოპოსოთა რუისისა და ურბნისისა”. აქედან გამომდინარე, კრებას უწოდეს რუისურბნისისა. ტექსტიდან კი ნათელია, რომ საეკლესიო კრება შედგა “სანახებთა ქართლისათა”. ზუსტი ადგილი კრების მოწვევისა მინიშნებული არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ არც რუისსა და არც ურბნისში იგი არ ჩატარებულა. შიდა ქართლის სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტზე (რუისის და ურბნისის საეპისკოპოსთა ახლომდებარე) შეიძლება იყოს ვარაუდი კრების ჩატარების ადგილად, გამორიცხულია მხოლოდ ორი – რუისი და ურბნისი, რადგან “ძეგლისწერაში” გარკვევითაა ნათქვამი, რომ კრება ჩატარდა რუისისა და ურბნისის საეპისკოპოსოების მახლობლად. უნდა ვიფიქროთ, რომ საეკლესიო კრება არ ჩატარებულა სასულიერო დანიშნულების შენობაში. სავარაუდოა, რომ იგი რომელიმე საერო (არ არის გამორიცხული სამეფო) რეზიდენციაში ჩატარდა. ალბათ სადავო არ არის, რომ კრების მოწვევასა და მიმდინარეობას წარმართავდა დავით აღმაშენებელი. “ძეგლისწერა” გვამცნობს, რომ კრება გაიმართა “ბრძანებითა... დავით... მეფისაჲთა”. არსენ ბერი მიმართავს დავით აღმაშენებელს “შესხმაში”: “რომელ მოსწრაფებით შემოკრება უბრძანე შენ” (საეკლესიო კრებაზეა ლაპარაკი – რ.მ.). “ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი” ხაზს უსვამს, რომ “... რამეთუ სამეფოსა თჳსისა კათალიკოსი, მღვდელთმთავარნი, მეუდაბნონენი, მოძღუარნი და მეცნიერნი შემოკრიბნა წინაშე მისსა” (დავით აღმაშენებლისა – რ.მ.). ე.ი. აშკარაა საქართველოს მეფის როლი (ეს საქმის შემდგომი მიმდინარეობითა და შედეგებითაც ჩანს) საეკლესიო კრების მოწვევამიმდინარეობაში. მეფეს დრო და ადგილი თვითონ შეურჩევია. ერთიც და მეორეც მისთვის მოსახერხებელი და სასურველი ყოფილა. შემთხვევითი არ არის დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მინიშნება, რომ კრება მეფემ დანიშნა “დროსა და ადგილსა ჯეროვანსა”. ისტორიკოსის შემეცნებაში ჯეროვანი დრო და ადგილი სწორედ ისაა, რომელიც საქართველოს მეფისთვის იყო მისაღები და მოსახერხებელი. და ეს ადგილი იყო შიდა ქართლის სანახები რუისისა და ურბნისის საეპისკოპოსოთა მახლობლად. აღნიშნული კრება საგანგებო და განსაკუთრებული ყრილობა იყო, იგი მსოფლიო კრების დონეზე ჩატარდა. ნიშანდობლივია, რომ მწიგნობართუხუცესი გიორგი მხარში ედგა დავით აღმაშენებელს მის სახელმწიფოებრივ და კულტურულ საქმიანობაში. იგი ქვეყანაში მიმდინარე ყველა დიდ გარდაქმნაში მეფის თანამზრახველი და თანამდგომი იყო. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა რუისურბნისის კრების მუშაობაში. კრებას ესწრებოდნენ გიორგი მეორე (იგი “ძეგლისწერაში” მეფეთმეფედ და ყოვლისა აღმოსავლისა და დასავლისა კესაროსად არის მოხსენიებული), ბიზანტიის დედოფალი მართა (გიორგი მეორის და) და სხვ. საეკლესიო კრებამ განიხილა იმ დროისათვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხები. პირველი რიგის ამოცანად დაისახა უღირს თანამდებობის პირთა გადაყენება (“განკუეთა”). დავით აღმაშენებელს კარგად ჰქონდა გათვალისწინებული ის სიძნელეები, რომელიც კრების მსვლელობას წინ გადაეღობებოდა. ბუნებრივია, ის პირები, ვისაც თანამდებობები ეკავათ, არც ისე ადვილად დათმობდნენ გაბატონებულ მდგომარეობას. დიდი საეკლესიო კრება “მრავალი დღე” გაგრძელებულა. დასმული საკითხების პრინციპულმა ხასიათმა და მათი გადაწყვეტის სირთულემ განაპირობა კრების სამუშაო დღეთა სიმრავლე.

ყველა პრობლემა დაწვრილებით (“გამოწულილვით”) განუხილავთ და გადაუწყვეტიათ: “დღეთა მრავალთა ფრიადითა გამოწულილვითა კეთილად გამოიძიეს და ყოველი ცთომა განმარტეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს”. კრებამ საქართველოს სახელმწიფოსა და მისი მეფის დავით აღმაშენებლის პოლიტიკა, მათი მომხრეთა ხაზი გაატარა და მიიღო სათანადო გადაწყვეტილებები, რომელსაც ეწოდება “ძეგლისწერაჲ წმიდისა და ღმრთივ შეკრებულისა კრებისაჲ”. რუისურბნისის საეკლესიო კრების წარმატებით ჩატარებისა და მისი დადგენილებების დიდი მნიშვნელობა კარგად ესმოდათ თანამედროვეებს. “ძეგლისწერა” საეკლესიო კრებაზეა მიღებული და ამდენად იგი გამოხატავს ამ კრების მონაწილეთა უმრავლესობის აზრს. ეს უმრავლესობა კი კრებას, როგორც ჩანს, ფრიად მნიშვნელოვან მოვლენად სთვლიდა, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი საქრისტიანოსთვის. “ძეგლისწერა” ჩამოთვლის მანამდე ჩატარებული ქრისტიანული ეკლესიის კრებებს (ნიკეის, კონსტანტინოპოლის, ქალდეკონისა და სხვ.), აღნიშნავს, რომ თითოეულ ამ კრებაზე მიღებულ იქნა კანონები. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მეფის მიერ საეკლესიო კრების მოწვევა, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა საერთოდ, “ძეგლისწერაში” შედარებულია ბიზანტიის იმპერატორებთან (კონსტანტინე, თეოდოსი, მარკიანე, იუსტინიანე და სხვ.), რომლებიც თვითონ იწვევდნენ საეკლესიო კრებებს და სასულიერო ცხოვრების მოწესრიგებაზე ფიქრობდნენ. საქართველოს ეკლესიაში სწორედ მსოფლიო კრებათა მიერ დადგენილი კანონების დაცვის საქმე ვერ იყო მოწესრიგებული. ამდენად საეკლესიო კრების წინაშე მეტად დიდმნიშვნელოვანი საკითხი იდგა. კრების მონაწილეებმა “... დღეთა მრავალთა ფრიადითა გამოწულილვითა კეთილად გამოიძიეს და ყოველი ცთომა განმართეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს”. ვახუშტი ბაგრატიონიც ამასვე ადასტურებს: “განამტკიცეს 12 კრებათა დამტკიცებული ჭეშმარიტი სარწმუნოება”. დიდმა საეკლესიო კრებამ “ძეგლისწერის” სახით დააკანონა შემდეგი: განკვეთა (“უცხოვყვენით მღდელობისაგან”) ის პირები, რომლებიც “ვერღირსებით” იყვნენ მოხვედრილი დიდ საეკლესიო თანამდებობებზე. მათ ნაცვლად კრებამ შეარჩია სხვა, უფრო ღირსეული პირები, რომლებიც ასაკითაც და თავიანთი საქმიანობითაც უფრო შეეფერებოდნენ ასეთ თანამდებობებს. ამ პუნქტში სამღვდელო პირთა ასაკის ხსენება შემთხვევითი არ უნდა იყოს. საფიქრებელია, რომ სხვადასხვა გზით “უასაკოებიც” ინიშნებოდნენ მაღალ თანამდებობებზე. ეს “ძეგლისწერის” შემდეგ მუხლშიაც ნათლად ჩანს. დაკანონდა სამღვდელო პირთა ხელდასხმის წესი. განისაზღვრა ასაკი, რომლის უადრეს არ ეგებოდა საეკლესიო თანამდებობებზე ხელდასხმა. მაგალითად, 35 წელი ეპისკოპოსთათვის, 30 – მღვდელთათვის, 25 – დიაკონთათვის, 8 – წიგნის მკითხველთათვის. საეკლესიო კრებამ აკრძალა ხელდასხმით ერთსა და იმავე დღეს ერთი თანამდებობიდან მეორე და მესამე ხარისხზე აყვანა. როგორც ჩანს, ეს “უწესოჲ წესი ჴელთდასხმათა” ფართოდ ყოფილა გავრცელებული. კრებამ აუცილებლად ჩათვალა, რომ საეკლესიო იერარქიულ კიბეზე აღმასვლა უნდა მომხდარიყო ყველა საფეხურის საფუძვლიანად გავლის, გარკვეული გამოცდილების შეძენის შემდეგ. სამღვდელოების მისწრაფება მექრთამეობისაკენ აშკარადაა გამოვლენილი კრების დადგენილების (“ძეგლისწერის”) სათანადო მუხლში, სადაც საგანგებო ზომებია გათვალისწინებული ამ უმსგავსობის წინააღმდეგ: “ხოლო ქრთამისათვის და საფასისა, რომელსა მიიღებდნენ ჴელთდამსხმელნი ჴელთადასხმადთაგან... განჩინებად ვიკადრებთ ჩვენცა, რათა მოისპოს ეგევითარი – იგი ეკლესიისაგან და აღიჴოცოს მღდელობისაგან” და სხვ. აიკრძალა მოხმარება, რა მიზნითაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველგვარი საეკლესიო (მათ შორის შეწირული) ნივთებისა. თუ ვინმე დაარღვევდა ამ კანონს, მას სასჯელი ელოდა. აიკრძალა ეკლესიის გარეშე ნათლისცემა და გვირგვინის კურთხევა. აიკრძალა გვირგვინის კურთხევა “ჩჩჳლთა ქალყმათა”. თუ მშობლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ დამოყვრება, ნება ეძლეოდათ პატარები დაეწინდათ, ხოლო დაქორწინება მხოლოდ განსაზღვრულ ასაკში იყო დაშვებული. ჯვარდასაწერი ქალი 12 წლისაზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. კათალიკოსს და ეპისკოპოსებს დაევალათ, ქორეპისკოპოსებად “სჯულისა და საღთოთა წიგნთა მეცნიერი” აერჩიათ, რათა უბიწოდ დაეცვათ ყველა საქრისტიანო წესი, “არარაჲ მათგანი განსცეს ქრთამისათჳს, არცარაჲ განყიდოს ვერცხლად”. კრებამ დაგმო მონასტრებში მოძღვართა სიმრავლე (ზოგჯერ თურმე მათი რიცხვი ოცდაათსაც აღწევდა. ადგილი ჰქონდა მათ შორის უთანხმოებას, რასაც ხშირად შფოთი მოჰყვებოდა) და დაადგინა, რომ, როგორც წესი, მონასტერში ერთი მოძღვარი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ დიდ მონასტრებს ჰქონდათ ორი მოძღვრის ყოლის უფლება.

აიკრძალა მონასტრებთან ვაჭრობის (ბაზრობის) გამართვა. “ძეგლისწერის” შემდეგი მუხლები (“განწესება ჟამისწირვისა”, “მწვალებელთა და წარმართთათვის” და სხვ.) შინა საეკლესიო საქმიანობის მოწესრიგებას ეხებოდა. ცალკე მუხლი აკანონებს ქორწინების წესს (“კურთხევა გჳრგჳნთა ქორწინებით”) ‒ “რამეთუ ესე ერთგან კურთხეულნი მამაკაცი და დედაკაცი ნუუკუე შეირაცხნენ ნახევარ მემრუშედ ცოლქმრად”. ქორწინების წესის დარღვევისათვის კანონი სამღვდელო პირთა დასჯასაც ითვალისწინებდა. “ძეგლისწერის” საგანგებო მუხლით (“განჩინება სოდომური ცოდვისათვის”) კრებამ აკრძალა სხვადასხვა უწესობანი, რომელიც დამკვიდრებული ყოფილა საერო და საეკლესიო პირთა შორისაც. საეკლესიო კრებამ კატეგორიულად მოითხოვა ხატისა და ღმერთის თაყვანისცემა. ღმრთის მაგინებელი და შეურაცხმყოფელი “ძეგლისწერის” მიხედვით, “თანამდებ იყოს... განკანონებისა”. როგორც ვხედავთ, სრულიად საქართველოს დიდ (რუისურბნისის) საეკლესიო კრებას ფრიად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიუღია. თვით ეს კრება დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული საეკლესიო რეფორმის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. XII საუკუნის პირველი მეოთხედისათვის პირადი ღირსებების მიხედვით საეკლესიო თანამდებობებზე სასულიერო პირთა დანიშვნა უდიდესი მნიშვნელობის გადაწყვეტილება იყო. ყველა კანონი (მუხლი), რომელიც საეკლესიო კრებამ “ძეგლისწერის” სახით მიიღო, თავისთავად ცალკეულ რეფორმას წარმოადგენდა ეკლესიაში. “ძეგლისწერის” ანალიზი ერთხელ კიდევ ხაზგასმით მიგვანიშნებს იმ დიდი, დაძაბული ბრძოლის შესახებ, რომელიც მეფესა და დიდგვაროვან ფეოდალებს, კერძოდ, ეკლესიას შორის არსებობდა. მემკვიდრეობის წესი ეკლესიის მართვაგამგებლობაში ტრადიციულად კარგა ხნის დაკანონებული იყო. ამჯერად კი ეკლესიაში არსებული დარღვევები, ამ ორგანიზმის დამორჩილებით დაინტერესებულმა საქართველოს სამეფო კარმა მარჯვედ გამოიყენა და თავის მოწინააღმდეგე (ამავე დროს გარკვეული დარღვევების ჩამდენი) საეკლესიო პირები მოაშორა ეკლესიას, ნაცვლად კი სამეფო პოლიტიკის მომხრენი დანიშნა. დავით აღმაშენებლის მიერ ასეთი ფართო მასშტაბის კრების ჩატარება და ქმედითი ჩარევა საეკლესიო საქმეებში თავისთავად მეტყველებდა მეფის გაზრდილ უფლებებზე სასულიერო საქმეებში. საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკა იმდენად აქტიური და მძლავრი იყო, რომ ეკლესია შეურიგდა (რა თქმა უნდა, იძულებით) მის მიმართ მეფის უფლებების გაზრდას. ამგვარად, XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოში სახელმწიფომ თავისი გავლენა მკვეთრად გაავრცელა ეკლესიაზე. ამიერიდან დიდი ფეოდალები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ძლიერ მოკავშირეებს კარგავენ მღვდელმთავრების სახით. დავით აღმაშენებლის საეკლესიო პოლიტიკა, რომელიც მნიშვნელოვანი ნაწილი იყო იმ დიდი სამეფისკარო პოლიტიკისა, ქვეყნის ცენტრალიზაციას და კულტურის წინსვლას რომ ემსახურებოდა, წარმატებით გადაჭრის ჩარჩოში მოექცა. საქართველოს სამეფოს მიერ გარკვეული წარმატებების მოპოვების შედეგად ჩამოყალიბდა მეფის მკვეთრად გამოსახული ძალაუფლება. ამას, თავის მხრივ, ხელი შეუწყო სამეფო ხელისუფლების მიერ გატარებულმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ, ჭყონდიდლისა და მწიგნობართუხუცესის თანამდებობების გაერთიანებამ – ჭყონდიდელმწიგნობართუხუცესობის შემოღებამ.

დიდგორის ბრძოლა ძველი ისტორიკოსების (დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, მატთეოს ურჰაეცი, ალფარიკი) მოწმობით, განდევნილმა თურქსელჩუკებმა და თბილისის, დმანისისა და განძის მმართველთა წარმომადგენლებმა მუსლიმ მფლობელებს შორის დაიწყეს დახმარების ძებნა. ისინი პირველ რიგში სპარსეთის სულთანთან მივიდნენ, ხოლო შემდეგ სხვა მუსლიმან მფლობელებსაც ეახლნენ. ალფარიკის მიხედვით, თბილისის მმართველობის წარმომადგენლებმა 1121 წელს თხოვნით მიმართეს მარდინისა და მაიაფარიკინის პატრონს ნეჯმადდინ ილღაზის, რათა მოსულიყო და ქალაქს დაპატრონებოდა. ილღაზის დიდძალი ლაშქარი შეუკრებია და თბილისისკენ წამოსულა. ამ დროისათვის თბილისში ქრისტიანული (ძირითადად ქართული, ნაწილობრივ სომხური) მოსახლეობის ძლიერი ფენა იყო. არც ის უნდა უგულვებელვყოთ, რომ თბილისში დიდი რაოდენობით უნდა ყოფილიყო ებრაული მოსახლეობაც. მუსლიმანურმოსახლეობას რომ მნიშვნელოვნად ჭარბობდა ქრისტიანული მოსახლეობა, იქიდანაც ჩანს, რომ დავით აღმაშენებელმა თბილისის შემოერთების უმალ სწორედ მოსახლეობის ამ ნაწილისაგან მოითხოვა არ შეევიწროებინათ მუსლიმანები. საერთოდ, ყველა ერის მოსახლეობას, რომელიც თბილისელად, ქალაქის მკვიდრად ითვლებოდა, ერთი ინტერესები ჰქონდა. ასე რომ, დიდგორის ბრძოლის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი იყო დავით აღმაშენებლის მიერ საქართველოდან თურქსელჩუკების განდევნა, დამოუკიდებელი ქალაქების დამორჩილებისათვის წარმატებული ბრძოლა და შექმნილი საგარეო ვითარება, რომელიც აიძულებდა მუსლიმანური სამყაროს მესვეურთ ძლიერი საქართველოს სახელმწიფოს სახით თავიანთი დიდი მტერი დაენახათ და ერთად შეკავშირებულთ სამკვდროსასიციცხლო ომი გამოეცხადებინათ მისთვის. დახმარების საძებნელად დაძრული თურქსელჩუკები და განძელთბილელდმანელნი პირველ რიგში სპარსეთის სულთანთან მივიდნენ, ხოლო შემდეგ სხვა მუსლიმან მფლობელებს მიმართეს. მუსლიმანთა გაერთიანებული ლაშქრის საქართველოზე თავდასხმის ორგანიზატორი და წამომწყები ჩანს ერაყის სელჩუკიანთა გამგებელი, სულთანი მაჰმუდ მუჰამედის ძე (11171131 წწ.). მაჰმუდ მუჰამედის ძე დაუყოვნებლივ გამოეხმაურა თბილისელთა თხოვნას. მან მიმართა მუსლიმანებს “ვინც კი სადმე იყო დამასკო და ალეპოდან მოკიდებული, ყველას, მოლაშქრეობის შემძლებელს” მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს წინააღმდეგ ომში. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის, სომეხი მატთეოს ურჰაეცის, არაბი ისტორიკოსების იბნ ალჯაუზისა და იბნ ალასირის ცნობათა შეჯერების შედეგად დგინდება კოალიციური ლაშქრის მეთაურები: ნეჯმ ადდინ ილღაზი – ბაღდადის გამგებელი, ციხესიმაგრე მარდინის, მაიაფარიკინისა და ალეპოს მფლობელი. დურბეიზ (დუბეის) სადაყას ძე – არაბეთის მეფე. თოღრულ მოჰამედის ძე – ყაზვინის, ზენჯანის, გილანის, ახანისა და განძის გამგებელი. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სულთანიც ყოფილა. თუღან არსლან კუზიანი ‒ თურქი ამირა, ბითლისისა და არზანის პატრონი. განძის ათაბაგი, რომელიც სულთნის ბრძანებით, “მისითა ძალითა” გამოსულა. როგორც მიიჩნევენ, იგი განძის იმ დროის მფლობელის თოღრულ მოჰამედის ძის ათაბაგი ქენთოღდი უნდა იყოს.

კოალოციური ლაშქრის შემადგენლობაში დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ასახელებს “ყოველთა სომხეთისა ამირათა”. ესენი არიან სომხეთის ტერიტორიის ცალკეული გამგებლები – ამირები, რომლებიც სულთნის ბრძანებით ლაშქრობენ საქართველოს წინააღმდეგ. მუსლიმანთა კოალიციური ლაშქარი მრავალრიცხოვანი იყო. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ მტრის მოლაშქრენი “შეიმტკიცნეს სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღჳსა, რომლითა აღივსო ქუეყანა”. კოალიციური ლაშქრის რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ავტორთა ციფრობრივი მონაცემები გაზვიადებული ჩანს. ივ. ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ მტრის ლაშქარი დიდგორის ბრძოლისას 300 000 მეომრისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. რამდენი მოლაშქრე გამოიყვანა დავით აღმაშენებელმა? გოტიეს ცნობით დავით აღმაშენებელი 80 000 მხედრით გავიდა საბრძოლველად. ეს მონაცემიც გაზვიადებულია. უფრო დასაჯერებელია მატთეოს ურჰაეცის ცნობა, რომლის მიხედვითაც დავით აღმაშენებელს ბრძოლის ველზე გამოუყვანია 55 600 მოლაშქრე. აქედან – 40 000 ქართველი, 15 ათასი ყივჩაყი, 500 ალანი, 100 ევროპელი მეომარი. როგორც ვხედავთ, უმრავლესობა (ორ მესამედზე მეტი) ქართველია. შემთხვევითი არ არის, რომ გადამწყვეტ მომენტში ქართული ლაშქრის ძირითად ძალას ქართველები შეადგენდნენ. 500 ალანი დაქირავებული მოლაშქრე ანუ “როქის სპაა”. ლაშქარში მყოფი “ფრანგნი” (ევროპელი რაინდები), როგორც ჩანს, ჯვაროსნული ომების დროს სხვადასხვა გზით საქართველოში მოხვედრილი ევროპელები იყვნენ. 1121 წლის 12 აგვისტო... მტერი შემოვიდა “თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელიც თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა”. თრიალეთისა და დიდგორის შერჩევა შეკრების ადგილად განპირობებული იყო იმით, რომ აქედან მტერი ადვილად წამოვიდოდა თბილისზე მცხეთის შემოვლით. საქართველოს ჯარი დავით აღმაშენებელმა დიდგორს განალაგა. დიდგორსა და მანგლისისკენ მიმავალი გზა ნიჩბისის ხევს მიჰყვება. დავით აღმაშენებლის ლაშქარმა ორ მთას შუა დაიბანაკა. დიდგორის მდებარეობის სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა დავით აღმაშენებლის მიერ მისი ბრძოლის ადგილად შერჩევა. ფრანგი გოტიე გადმოგვცემს, რომ დავით აღმაშენებელმა ბრძოლის დაწყების წინ მგზნებარე მოწოდებით მიმართა თავის ლაშქარს: “... მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთს რასმე გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ”. შეტევა ქართველ მოლაშქრეებს დაუწყიათ. არაბი ისტორიკოსი იბნალასირი მეტად საინტერესო ცნობას გვაწვდის ლაშქრობის დაწყების შესახებ: “ორივე ლაშქარი საბრძოლველად მოემზადა. წინ გამოეყო ორასი ყივჩაყი მეომარი. მუსლიმებმა იფიქრეს დასანებებლად მოდიანო და არავითარი საწინააღმდეგო ზომები არ მიიღეს. წინა მებრძოლებმა ისრები დაუშინეს მუსლიმებს. მუსლიმთა რიგები შეირყა, დაბნეულობამ იჩინა თავი. შორსმყოფებმა ეს დაბნეულობაარეულობა რომ იხილეს, იფიქრეს უკანდახევა იწყებაო და თავადაც გაიქცნენ.

ჯარი უწესრიგოდ იხევდა უკან და ერთმანეთისთვის დიდი ვნება მოჰქონდათ. ბევრი ამ ჭყლეტვაში დაიღუპა. ქართველები დაედევნენ და ათი ფარსაგის (დაახლოებით 70 კილომეტრი, ‒ რ.მ.) მანძილზე სდიეს. ხოცავდნენ და ტყვედ იგდებდნენ მტერს. უმრავლესობა დახოცეს. 4 ათასი კი ტყვედ ჩაიგდეს”. არაბი იბნ ალსირისა და ფრანგი გოტიეს ცნობები 200 მეომრის დაწინაურებისა და მათგან ბრძოლის დაწყების შესახებ ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა გოტიე ამ მეომრებს ფრანგებად (ჯვაროსნებად) მიიჩნევს, ხოლო იბნ ალსირი ყივჩაყებად. დავით აღმაშენებელს, როგორც ჩანს, მართლაც გამოუყენებია ეს ტაქტიკური ხერხი. საქართველოს მეფის ამ ჩანაფიქრს ყურადღება მიაქციეს სამხედრო ხელოვნების ისტორიის მკვლევარებმა და ამგვარი ნაბიჯი ბრძოლისას იმ ეფექტურ ნაბიჯად მიიჩნიეს, რომელმაც ხელი შეუწყო ქართველთა წარმატებას თურქსელჩუკთა წინააღმდეგ. დავით აღმაშენებლის მიერ ღრმად ჩაფიქრებული ეს დიდმნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ბრძოლის წარმართვისა და შედეგისათვის, ამასთან დიდ წვრთნასთან ერთად რისკსა და თავგანწირვასაც მოითხოვდა, ძნელად დასაჯერებელია ყივჩაყებისათვის ან ფრანგებისათვის (ჯვაროსნებისათვის) მიენდოთ. როგორც დასტურდება, დავით აღმაშენებლის მიერ წარგზავნილმა ორასკაციანმა რაზმმა თავისი მისია შეასრულა: დააბნია მტერი და არევდარევა შეიტანა მის რიგებში. მაშინ საქართველოს ლაშქარმა მოწინააღმდეგეს ფლანგებიდან შეუტია. “მეფემან დავით უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა... წინა განაწყო სპა მისი, და... ყოველი საქმე შუენიერად და ღონიერად ყო”. დავით აღმაშენებლის სარდლობით საქართველოს ლაშქარი დიდგორის ველს ნიჩბისის ხევიდან მიუახლოვდა. მთავარ ძალას მეფე ედგა სათავეში, ხოლო ლაშქრის ნაწილს მეფის მემკვიდრე დემეტრე დავითის ძე ხელმძღვანელობდა, რომელიც დიდგორის ერთერთი მთიდან დაეშვა და მთის ძირას დაბანაკებულ თურქსელჩუკთა ლაშქარს შეუტია. მატთეოს ურჰაეცი ხატოვნად გადმოგვცემს ბრძოლის მიმდინარეობას: “იქმნა სასტიკი ბრძოლა ორი მთის შორის, ისე რომ, ლაშქართა საშინელი ხმაურისაგან ეს მთები იძახოდნენო”. პირველი შებრძოლებისთანავე მტრის ბანაკი შეირყა, აიყარა და გაიქცა. ქართველი ისტორიკოსის ამ ცნობებს მატთეოს ურჰაეციც ადასტურებს. სომეხი ისტორიკოსი წერს, რომ “იმ დღეს იქნა სასტიკი და საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარებისა და აღივსნენ გვამებით მდინარენი და მთათა ხევები და ყოველნი მთათა ქარაფნი დაიფარნენ”. თურქსელჩუკთა კოალიციური ლაშქრის მწარე მარცხს ვერც მუსლიმანი ისტორიკოსები ფარავენ. ალფარიკი აღნიშნავს, რომ “მოიკლა მუსლიმანთაგან უთვალავი რაოდენობა და დარბეული იქნენო”. იბნ ალასირის ცნობით, “მაჰმადიანთა ლაშქრის უმეტესობა დაიღუპა ბრძოლის ველზე”. ილღაზი, დაჰკარგა რა მთელი ლაშქარი, თავში დაჭრილი, უიარაღო და დამშეული დაბრუნდა შინ. დიდგორის ბრძოლის აღმწერი ყველა ისტორიკოსი მიუთითებს იმ დიდ ზარალზე, რაც თურქსელჩუკთა კოალიციურმა ლაშქარმა განიცადა. დიდძალი ტყვე და ალაფი იგდეს ხელთ ქართველებმა. ამგვარად, ქართველმა მოლაშქრეებმა, დავით აღმაშენებელმა, 1121 წლის 12 აგვისტოს მუსლიმურ კოალიციურ ჯარებთან გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ეს გამარჯვება ძალუმად ეხმაურებოდა კავკასიის ხალხთა ინტერესებს – მათ ერთობლივ ბრძოლას უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ. დიდგორთან გამარჯვებას ფართო მასშტაბის საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა. მემატიანეებმა ამ გამარჯვებას “ძლევაჲ საკვირველი” უწოდეს. ჯაფარიანთა საგვარეულოს გადაშენების შემდეგ (უკანასკნელი ჯაფარიდი ამირა 1082 წელს გარდაიცვალა), ალფარიკის მიხედვით, ორმოცი წლის განმავლობაში თბილისში “ძალაუფლება მისი ხალხის ხელში იყო, და ყოველ თვეს განაგებდა ერთი მათგანი”. თბილისის გამგებლობის “ხალხის ხელში გადასვლა” ქალაქის თვითმმართველობის ქალაქის დამოუკიდებლობაში გადაზრდას ნიშნავდა.

შუა საუკუნეების თბილისში საქალაქო თვითმმართველობის საბჭოსმაგვარი დაწესებულება ყოფილა, რომლის წევრებს მაშინ “ქალაქის ბერებს” ეძახდნენ. არაბი ალფარიკის ცნობებზე დაყრდნობით, გამოითქვა მოსაზრება, რომ თბილისში არსებობდა დასავლეთ ევროპის ქალაქების კომუნისდაგვარი წყობილება, როცა ქალაქს მართავდა “ქალაქის საბჭო”. ასეთი “საბჭოს” წევრნი უნდა ყოფილიყვნენ ის “ქალაქის ბერები”, რომელთაც იხსენიებს მატიანე და, შესაძლებელია, საბჭოს სათავეში მდგომი პირები იყოს ხალხი, რომელთა შესახებ ალფარიკი ამბობს, “რიგრიგობით ეჭირათ თითო თვე ხელში ქალაქ თბილისის გამგებლობაო”. ქართული და უცხოური წყაროების განხილვაშეჯერების საფუძველზე ზუსტდება, რომ “ქალაქის მოხუცებულნი” ანუ “ქალაქის ბერნი” ქალაქის უხუცესებს, თავკაცებს, მამასახლისებს, საქალაქო საქმეთა გამგებელთ, “ქალაქის უფროსებს”, საქალაქო საბჭოს წევრებს ეწოდებოდა. “მატიანე ქართლისა” ნათლად გვიჩვენებს, რომ “ტფილელნი ბერნი” ქალაქის მოსახლეობის, მისი ზედაფენის გარკვეული ნაწილია, რომლებიც მეფეს ეახლნენ და თბილისის აღება სთხოვეს. საინტერესოა, რომ ბაგრატ მეოთხეს, რომელიც “წარემართა ტფილისად”, წინ შეეგებნენ “ქალაქის ბერნი, დარბაზის ყმანი, ცხენოსანნი... და ყოველი ერი ქუეითი დაკაზმული...” ამ ცნობიდან სრულიად აშკარაა, რომ “ქალაქის ბერნი” პრივილეგირებული, მაღალი საქალაქო ფენების წარმომადგენლები არიან, ისინი “დარბაზის მოხელეებზე” ანუ “დარბაზის ყმებზე” მაღლა იდგნენ. “ტფილელნი ბერნი” (“ქალაქის ბერნი”) თავისი მნიშვნელობით შეესატყვისებოდა “თბილელ უხუცესთ” (“ქალაქის უხუცესთ”) და ამ ტერმინით, როგორც ჩანს, შუა საუკუნეების თბილისის საქალაქო თვითმმართველობისათვის დამახასიათებელი ინსტიტუტი აღინიშნებოდა. გამოთქმულია ვარაუდი, რომ “ვეფხისტყაოსანში” დამოწმებული ტერმინი “ქალაქის კრებული” “ქალაქის ბერთა” საბჭოს აღმნიშვნელი უნდა იყოს. დიდგორის ბრძოლის ძლევამოსილად გადახდის შემდგომ დავით აღმაშენებელმა თბილისს მიაშურა და “მეორესა წელსა აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი, პირველსავე ომსა, ოთხას წელ მონებული სპარსთა, და დაუმკვიდრა შვილთა თჳსთა საჭურჭლედ და სახლად თვისად საუკუნოდ”. ეს მოხდა 1122 წელს (“ქორონიკონი იყო სამას ორმოცდაორი”). როგორც ჩანს, თბილისის მცხოვრებლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს მეფეს და ეს უკანასკნელი იძულებული გახდა ცეცხლითა და მახვილით შესულიყო ქალაქში. დავით აღმაშენებელმა დიდი სიმკაცრე გამოიჩინა – ბევრი დახოცა, ხუთასი კაცი წვეტიან სარზე წამოასვა და წამებით მოკლა.

დემეტრე პირველი

დემეტრე საქართველოს მეფე 1125-1146 წლებში. იგი იყო დავით აღმაშენებლის ძე. დემეტრემ ჭაბუკობიდანვე გამოიჩინა თავი ნიჭით, მხედრული სიმამაცით და სიქველით. 1117 წელს მეფე დავითმა იგი წარგზავნა შირვანს სალაშქროდ, სადაც დემეტრემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და დიდი ნადავლით დაბრუნდა უკან. გამეფების წელს თურქები გააძევა დმანისიდან და ხუნანიდან. მის დროს ანისში ისევ დაბრუნდნენ მაჰმადიანი მმართველები, მაგრამ დემეტრემ ისინი აიძულა საქართველოს ერთგულ ყმადნაფიცებად დარჩენილიყვნენ ბოლომდე. 1138 წელს დემეტრემ ილაშქრა განძას, აიღო იგი, მოხსნა მთავარი ალაყაფის კარები და ჩამოიტანა გელათში (დღესაც იქ ინახება). სასახლეში კი ამ დროს შეთქმულება მოაწყვეს დემეტრე მეფის წინააღმდეგ. მათ უნდა ჩამოეგდოთ დემეტრე, და ტახტზე უნდა აეყვანათ დავითის მეორე ძე ყივჩაყის ქალისაგან, ვახტანგი, მაგრამ დემეტრემ შეთქმულებს დაასწრო, ვახტანგს თვალები დასთხარა და დანარჩენ შეთქმულებს თავები დააყრევინა. 1150 წელს დემეტრეს მეორედ მოუწყვეს შეთქმულება, რომელსაც ამჟამად მისივე უფროსი ძე (შემდგომში დავით V, რომელმაც გამეფებიდან მხოლოდ ექვსი თვე იცოცხლა) დავითი ხელმძღვანელობდა. იგი ვერ ეგუებოდა იმას, რომ ტახტის მემკვიდრედ დემეტრე უმცროს ძეს, გიორგის (იგივე გიორგი მესამეს) ამზადებდა. დემეტრემ ეს შეთქმულებაც დროზე გაიგო, შვილს აპატია, მაგრამ მისი თანამზრახველები ზოგი დახოცა, ზოგი სამშობლოდან გააძევა. 1153 წელს ანისს შემოესია ამირა სალდუხი. დემეტრემ იგი სასტიკად დაამარცხა და ტყვედაც წამოიყვანა. 1155 წელს მისმა შვილმა დავითმა მაინც წაართვა მამას ტახტი, ხოლო დემეტრე მეფე ბერად შედგა გარეჯის მონასტერში დამიანე ბერის სახელით. მწვავე შინაპოლიტიკური ბრძოლების გამო დემეტრე I-ის მეფობის დროს საქართველოს პოლიტიკური ზრდა ერთგვარად შეფერხდა. შემორჩენილია მისი ოთხი საგალობელი, შესრულებული იამბიკოს სახით: ორი – წმინდა შიო მღვიმელის სახელზე, ხოლო ორი – ღვთისმშობლოსადმი მიძღვნილი; საგალობელი „შენ ხარ ვენახი...” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საეკლესიო (და არა მარტო საეკლესიო) საგალობელია; მისი საგალობლები საკმარისად დახვეწილი რითმებითაა გაწყობილი. „შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული, მორჩი კეთილი, ედემში დანერგული, ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული, და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.“ დემეტრე I-მა დაასრულა და აკურთხა გელათის ტაძარი 1125 წელს. გარდაიცვალა 1156 წელს და დაკრძალულია გელათში.

გიორგი მესამე

მამამ გიორგი III ჯერ თანამოსაყდრედ გამოაცხადა (უფროსი ძმის დავით V-ის გარდაცვალებისა და სამეფო ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შემდგომ), მოგვიანებით კი საკუთარ სიცოცხლეშივე გაამეფა. ასეთი ღონისძიება აუცილებელი იყო, რადგანაც დიდგვაროვან ფეოდალებს დავით V-ის ძის (დემნა, იგივე დემეტრე) სახით ჰყავდათ ტახტის პრეტენდენტი ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად. დავით აღმაშენებლის მსგავსად, გიორგი III აქტიურ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებდა. მისი მეთაურობით ქართველები განაგრძობდნენ ბრძოლას თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ. საქართველოს საზღვრების გასამტკიცებლად 1161 წელს გიორგი III-მ ანისზე გაილაშქრა, ქალაქი აიღო და მისი მართვა-გამგეობა ამირსპასალარ ივანე ორბელს მიანდო, ხოლო თანაშემწედ სარგის მხარგრძელი დაუნიშნა. 1162 წელს ქართველებმა სომხეთის ძველი დედაქალაქი დვინი აიღეს. საქართველოს ასეთმა აქტიურობამ მაჰმადიანთა ამირები აიძულა ქართველებისათვის შეერთებული ძალით შემოეტიათ. საქართველოსაკენ დაიძრნენ ხლათის, დიარბაქირისა და არზუმის მმართველები. გიორგი III-მ ქართველ-სომეხთა შეერთებული ლაშქრით უკუაგდო დამპყრობლები მაჰმადიანთა უკან დახევა გიორგი III-მ და საქართველოს ლაშქრის მეთაურებმა საბოლოო გამარჯვებად მიიჩნიეს და სიფხიზლე მოადუნეს. ამით ისარგებლეს მოწინააღმდეგეებმა, საქართველოს ლაშქრის დაზვერვა მოახერხეს და მოულოდნელად შეუტიეს ანისს. ქართველებმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ბრძოლა გაჭიანურდა. ბოლოს, დადებული ზავის თანახმად, ანისის მაჰმადიანი მმართველი საქართველოს მეფის ყმადნაფიცი გახდა. 1167 წელს გიორგი III-მ ილაშქრა შირვანში მისი ყმადნაფიცისა და დისწულის აღსართან (ახსითან) შირვანშაჰის დასახმარებლად (შირვანშაჰს დარუბანდის მხრიდან თავს ესხმოდნენ იმიერკავკასიის მფლობელები). ქართველთა მხედრობა მივიდა დარუბანდის კარამდე, აიღო ქ. შაბურანი, რომელიც გიორგი III-მ აღსართანს უწყალობა. 1173 წლიდან გიორგი III-ის მცდელობის შედეგად დვინი, ანისი და მათი მიმდგომი მხარეები საქართველოს სახელმწიფოს შეუერთდა, თუმცა ბრძოლა ამ მხარეებისათვის შემდეგშიაც გრძელდებოდა.

გიორგი III-ის დროს საქართველოში განსაკუთრებით გამრავლდნენ ფეოდალურო წარმოებიდან გამოძევებული ე. წ. გლახაკნი და მეკობრენი. ლაშქარში შეიქმნა ქონების შეძენის მიზნით უცხო ქვეყნების ბოლომოუღებელი რბევისადმი მიდრეკილება, ქვეყანაში გახშირდა ღალატი და გარეშე დამპყრობელთა მხარეზე გადასვლა. განსაკუთრებით თავგამოდებით ებრძოდნენ ცენტრალური სამეფო ხელისუფლებას დიდგვაროვანი აზნაურები. 1177 დაიწყო დიდი ამბოხება ამირსპასალარ ივანე ორბელის მეთაურობით. მას გვერდში ედგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები: ივანე ვარდანის ძე, შოთა, ძე ართავაჩოს ძისა, ქავთარ ივანეს ძე და სხვები. ამბოხებულები თითქოსდა დემნა (დემეტრე) უფლისწულის ინტერესებს იცავდნენ, სინამდვილეში კი სამეფო ხელისუფლების შეზღუდვისა და თავიანთი უფლებების გაფართოებისათვის იბრძოდნენ. აჯანყება რამდენიმე თვეს გაგრძელდა. 1178 დასაწყისში გიორგი III-მ შეძლო მისი ჩახშობა. იგი განსაკუთრებით სასტიკად მოეპყრო აჯანყების მოთავეებს — ორბელები სიკვდილით დასაჯეს, დემეტრე უფლისწულს თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს. გიორგი III-მ ორბელთა მამულები თავის ერთგულებს უწყალობა, მათ შორის დიდი ნაწილი ყუბასარს, რომელიც მეფემ ორბელთა სამთავრო პატივში აიყვანა და საქართველოს ამირსპასალარად დანიშნა. გიორგი III-მ ასევე „უგვარო“, აზნაურის ნაყმევი აფრიდონი მსახურთუხუცესის თანამდებობაზე დააწინაურა. ორბელთა ამბოხების ჩაქრობის შემდეგ გიორგი III იძულებული გახდა დაეთმო რეაქციონერი სასულიერო პირებისათვის და ეკლესიის შეუვალობის აღდგენის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. 1179 მეფემ მეკობრეობის წინააღმდეგ გამოსცა სახელმწიფო დარბაზის მიერ შემუშავებული კანონი, რომელიც ამ „სენის“ აღმოსაფხვრელად მკაცრ ზომებს ითვალისწინებდა. ორბელთა ამბოხების ჩახშობისთანავე, 1178 გიორგი III-მ საქართველოს სამეფო ტახტზე აიყვანა თავისი ქალი თამარი. მამა-შვილის ერთობლივი მეფობა გიორგი III-ის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.

თამარ მეფე

გიორგი III-ს ცოლად ჰყავდა ოსთა მეფის – ხუდანის ასული ბურდუხანი. ეს ქორწინება XII საუკუნის 50იან წლებში მოხდა და მას გარკვეული პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა – ჩრდილოეთის მეზობლებთან კავშირის განმტკიცება. თავისთავად ბურდუხანი გამორჩეული ქალი ყოფილა. ერთხანს ცოლქმარი უშვილოდ ყოფილან, რის გამოც ძალზე წუხდნენ. გარკვეული დროის შემდეგ “ინება ზეგარდმო მოწყალებამან ღმრთისამან და იწყო მობერვად ნიავმან ამომან, და იშვა მათგან ქალი, ქმნილკეთილი, ყოვლითურთ უნაკლულო და შესატყვისი”. თამარი იმ დროისათვის სათანადო აღზრდაგანათლებას იღებდა. მასზე განსაკუთრებულად მზრუნველობდა მამიდა (დემეტრე Iის ასული, გიორგი III-ის და) რუსუდანი, რომელიც ხორასნის სულთნის ცოლყოფილი იყო და დაქვრივების შემდეგ საქართველოს დაბრუნებოდა. ფაქტობრივად თამარი თავის დასთან – რუსუდანთან ერთად მამიდის კარზე იზრდებოდა. რუსუდანი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი იყო; იგი აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვაგამგეობაში; მან მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისია შეასრულა ელდიგუზ ათაბაგთან გიორგი III-ის შეთანხმებაში ქ.ანისის გამო (დაახლოებით 1165 წ.). ბუნებრივია, თამარიც აქტიურად ადევნებდა თვალს პოლიტიკურ ცხოვრებას, იმ დიდ საშინაო თუ საგარეო დუღილს, აგრერიგად რომ მოიცვა საქართველო. თამარს თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება. ამიტომაც იყო, რომ ორბელთა ამბოხების ჩახშობის შემდეგ გიორგი III-მ თამარი თანამმართველად გაიხადა... მაგრამ აქამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. როცა გიორგი III ამბოხებულ დიდგვაროვან ფეოდალებს ებრძოდა, საეკლესიო მოღვაწეებმა კრება მოიწვიეს და ამბოხების ჩახშობის შემდეგ უკან მობრუნებულ გიორგის ეკლესიის შეუვალობის აღდგენა მოსთხოვეს. ეს კრება 1178 წელს შემდგარა. გიორგი III-ის მიერ გაცემული “საქართველოს ეკლესიის შეუვალობის განახლების სიგელი” გვამცნობს, რომ გიორგი III გადაწყვეტს “ეკლესიათა სამეფოჲსა ჩუენისათა ყოვლისა ბეგრისა უსამართლოჲსათა და დაჭირებულისაგან” ხსნასა და გათავისუფლებას. 1179 წელს გიორგი III-მ თავად დაადგა თამარს “გჳრგჳნი ოქროსა თავსა მისსა, ოქროსა მის ოფაზისა, აღხმული იაკინთთა, ზმირთა და სმარაგდოთა მიერ”. დიდებულნი ლიტანიობდნენ თამარის წინაშე. მეფე დიდებულებს აფიცებდა თამარის ერთგულებაზე. ამ დიდი ზეიმის შემდეგ სახელმწიფოში ცხოვრება ჩვეული წესით მიდიოდა. გიორგი III კვლავ აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის მართვაგამგეობაში. მას, გეგუთში მყოფს, მეტად სამწუხარო ცნობა მიუვიდა – თამარი ბურდუხან დედოფლის გარდაცვალებას ატყობინებდა. მეფე სასწრაფოდ ჩავიდა დედაქალაქში. მთელმა საქართველომ დაიტირა დედოფალი. იგი დიდი მწუხარებით, ამასთან, პატივით დაკრძალეს.

მამაშვილის თანამმართველობა გრძელდებოდა. 1179 წელს საგანგებო საკანონმდებლო კრება მოუწვევიათ, რომლის მიზანი ქვეყანაში გახშირებული პარვისა და ყაჩაღობის მოსპობა იყო. კრებამ მეკობრეების მიმართ დააწესა სასჯელის უმაღლესი ზომა ‒ ჩამოხრჩობა, თანაც იგი განურჩეველი იყო ყველა დამნაშავისათვის, რა სოციალური ფენისაც არ უნდა ყოფილიყო იგი. მკაცრ ზომებს თავისი შედეგი მოჰყოლია – ეს ბოროტმოქმედება ერთხანს აღმოფხვრილა საქართველოში. 1184 წლის 27 მარტს, ვნების კვირის სამშაბათს, კახეთში გარდაიცვალა გიორგი III, “ბრძანებითა მპყრობელი აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, ჩრდილოსა და სამხრისა”. თბილისში, ისნის ციხეში მყოფ თამარს შეატყობინეს მამის გარდაცვალება. პატრიარქმა და დიდებულებმა სამშვილდეს მყოფ რუსუდანს ამცნეს ეს ამბავი და თბილისში ჩამოიყვანეს. დიდის მწუხარებით დაიტირეს სრულიად საქართველოს მეფე გიორგი III. “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი” დეტალურად აგვიწერს შავი ძაძით შემოსილ სამეფო პალატას, სადაც თამარისა და რუსუდანის გვერდით არიან მგლოვიარე “მიქაელ პატრიარქი ყოველითა ეპისკოპოზითურთ მდგომი, და ვაზირი ანტონი და ამირსპასალარი ყუბასარ, და სხუანი ხელისუფალნი: ყუთლუ არსლან მეჭურჭლეთუხუცესი, ვარდან დადიანი ჩუხჩარხი, ჭიაბერი მეჯინიბეთუხუცესი, აფრიდონ მსახურთუხუცესი, ივანე და დიდებულნი, აზნაურნი, მონანი და მოყმენი”. გიორგი III “ჟამისა სიძნელისაგან” მცხეთაში დაუმარხავთ და იმავე წელს გადაუსვენებიათ საქართველოს მეფეთა ტრადიციულ საძვალეში – გელათში. ძალზე დიდი ავტორიტეტი და გავლენა ჰქონდა გიორგი III-ს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბითაც.

თამარის გამეფება. დიდგვაროვანი ფეოდალები, მართალია, დათრგუნვილი იყვნენ, მაგრამ ბრძოლას საბოლოოდ წაგებულად არ თვლიდნენ და ხელსაყრელ დროს უცდიდნენ, რათა სამეფო ხელისუფლების საწინააღმდეგო ზრახვები განეხორციელებინათ. ასეთი დრო გიორგი IIIის გარდაცვალების შემდეგ დადგა. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში იყო გამეფებული (1179 წ.), დიდგვაროვანმა ფეოდალებმა, როგორც ჩანს, არ მიიჩნიეს ეს საკმარისად და მისი ხელახლა მეფედ კურთხევა გადაწყვიტეს. ეს უკვე ფაქტობრივი პროტესტი იყო გიორგი III-ის ნამოქმედარის, მისი პოლიტიკის მიმართ. ამასთანავე, ხაზგასმულად უნდა წარმოჩენილიყო ფეოდალთა დიდი უფლებები. საინტერესოა თამარის პირველი ისტორიკოსის პოზიცია (იგი ხომ გიორგი III-ისა და თამარის აპოლოგეტია!), რომელიც ყოველგვარი გაკვირვების გარეშე გადმოგვცემს თამარის ხელახლა მეფედ კურთხევის პროცესს. თითქოს თამარი არც კი ყოფილიყოს გიორგი III-ის თანამოსაყდრე სამეფო საქმეებში, ისე იქცევიან დიდგვაროვანი ფეოდალები. “შემყრელთა შჳდთავე ამის სამეფოსა” სთხოვეს რუსუდან დედოფალს დამოციქულება თამართან, რათა ამ უკანასკნელმა “ჴელყოს ჴელითა მეფობასა და კურთხევითა გჳრგჳნოსანყოფად აღვიდეს, და ამაღლდეს და დაჯდეს საყდართა თჳსთა მამათასა აღპყრობითა და აღძღუანებითა ძელისა ცხოვრებისათა...” ამგვარად, ერთხელ უკვე ფაქტობრივად გამეფებული თამარი, მეორედ უნდა ეკურთხებინათ მეფედ. წარმოუდგენელია თვით რუსუდანსა და თამარს ვერ შეეცნოთ ფეოდალთა ზრახვები და არ სცოდნოდათ, თუ საით უმიზნებდნენ ისინი. თამარის ისტორიკოსი კი ამბობს: “ამისმან (თამარის მეორედ კურთხევის – რ.მ.) მსმენელმან, მომწონებელმან და მაჯერებელმან დედოფალმან უბრძანა და მოახსენა თამარსა”. ალბათ, რუსუდან დედოფალს განუჭვრეტია, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა და იძულებით მიუღია ამ საქმის მოწონების პოზა. საინტერესოა “ისტორიათა და აზმანთა შარავანდედთანის” ავტორის მინიშნება იმის შესახებ, რომ თამარი “დიდებულთა შჳდთავე სამეფოთასა” წინადადებას “ძალითასამე დამორჩილ იქმნა”. თამარი ხუთი წელი მამასთან ერთად ინაწილებდა ქვეყნის მეფობის ხვედრს. იგი შეგუებული იქნებოდა მომავალში ამ ხვედრის მთლიანად დაუფლების აზრთან. გიორგი III-ის მიერ თავის დროზე მისი გათანამმართველებაც ამ მიზანს ემსახურებოდა. “ძალითასამე დამორჩილ იქმნა” ‒ საერთოდ მეფობაზე უარის თქმასა და შემდეგ ძალით დათანხმებას კი არ უნდა ნიშნავდეს, არამედ იმას, რომ თამარი წინააღმდეგი იყო დიდებულთა მიერ წამოყენებული მისი მეორედ კურთხევის იდეისა მაგრამ, როგორც ჩანს, რუსუდან დედოფალმა დაარწმუნა იგი, რომ სხვა გამოსავალი არ იყო და თამარიც იძულებული გახდა დათანხმებულიყო. ეს კი, თავის მხრივ, დიდგვაროვან ფეოდალთა გამარჯვებას უდრიდა.

მეფედ კურთხევის ცერემონიალი ისე შესრულდა, რომ ხაზგასმულ იქნა დიდგვაროვანთა უფლებები. “აღმყვანელთა საყდართა და საჯდომთა მამაპაპეულთა აღსუეს მზე იგი... და მოიღეს გჳრგჳნი...”. “აღმყვანელნი”, რომელთაც თამარი “აღსუეს” და გვირგვინი “მოიღეს”, დიდგვაროვანი ფეოდალები არიან: “ვინათგან ლიხთიმერთაგან იყო წესი დადგმად გჳრგჳნისა თავსა სამეუფოსა, აწვიეს... მთავარეპისკოპოსი ქუთათელი ანტონი საღირისძე, მიღებად გჳრგჳნისა”. ისტორიკოსი გამოყოფს თამარ მეფისათვის, როგორც ლაშქრის მთავარსარდლისათვის, ხმლის გადაცემის სიმბოლურ ცერემონიალს: “და ცალისკერძისა კახაბერი, ერისთავი რაჭისა და თაკუერისა, და სრულ ყვეს მოხელეთა სჳანთა და დიდებულთა ვარდანისძეთა, საღირისძეთა და ამანელისძეთა მოღება და დადება ჴრმლისა”. როგორც ჩანს ამ დიდებულებს უფლება აქვთ “სრულყოფისა” და ხელდასხმისა. ჩვენ ასე მკვეთრად გამოსახული მეფედ კურთხევის ცერემონიალი ქართულ წერილობით წყაროებში არ მოგვეპოვება. ამდენად, ტრადიცია იყო ეს თუ მხოლოდ თამარის მეფედ კურთხევის დროს მოხდა, ამის შესახებ რაიმეს გადაჭრით თქმა ძნელია. უფრო საფიქრებელია, რომ ასეთი სრულყოფილი სახით ძველი დიდგვაროვანი სახლების განსაკუთრებული მნიშვნელობა ტახტის მემკვიდრის სამეფო უფლებით აღჭურვის საქმეში სწორედ თამარის მეორედ მეფედ კურთხევისას იქნა წარმოჩენილი. “თაყუანისცეს, დალოცეს და ადიდეს სპათა შჳდისავე სამეფოსათა. და დაიპყრა ჟამიერად თჳთოეულმან თჳსი ადგილი”. აქ “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი” გვაძლევს ცნობას იმის შესახებ, რომ მეფის ძალაუფლების სრულყოფისათვის საჭიროა “შჳდსავე სამეფოსათა” წარმომადგენლების “დალოცვა” და “დიდება”. აქედან, ფაქტობრივად, დაიწყო დიდგვაროვანთა პროტესტი არსებული (ჯერ კიდევ გიორგი მესამისეული) სამეფისკარო პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს პროტესტი შემდგომში უფრო გაიზარდა და გამძაფრდა. ფეოდალებმა “იმიერთა და ამიერთა” ერთხმად გამოაცხადეს, რომ გიორგი III-ის დროს დაწინაურებულ უგვარო მოხელეებს აღარ დაემორჩილებოდნენ. დიდგვაროვანთა მოთხოვნებიდან ნათელია, რომ მათ ძველი წოდებრივი უპირატესობის აღდგენის სურვილი ამოძრავებდათ და წოდებრიობა პირად ღირსებებზე მაღლა დაუყენებიათ. საგულისხმოა, რომ მეფის პოლიტიკის მოწინააღმდეგეებს ყველა უგვარო მოხელის გადაყენება კი არ მოუთხოვიათ, არამედ მხოლოდ რამდენიმესი, ალბათ, სამეფო ხელისუფლების ყველაზე ერთგული პირებისა. ასეთებად მიჩნეულ იქნენ ამირსპასალარი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. რთულმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ, აგრეთვე გაფიცულთა სიმტკიცემ და სიძლიერემ განაპირობა საქართველოს სამეფო კარის მხრივ დათმობაზე წასვლა და მეფის ერთგული მოხელეების სახელმწიფო მმართველობიდან მოშორება. ამდენად, გაფიცულმა დიდგვაროვნებმა ახალი გამარჯვება იზეიმეს. ფეოდალთა შორის ახალი პრობლემები წარმოიშვა, თუ ვის უნდა ჩაეგდო ხელთ გათავისუფლებული ადგილები “და ბრძოლამყოფთა ჴელისუფლებისა და დიდებისათჳს ურთიერთს დაუწყეს ზიდვა”.

შამქორისა და ბასიანის ბრძოლები

თამარი ყოველმხრივ ცდილობდა მამის – გიორგი III-ისა და დიდი პაპის დავით აღმაშენებლის პოლიტიკის გაგრძელებას. ძლიერი და მოქნილი სამხედრო ძალა სამეფო კარს საშუალებას აძლევდა ხელთ ჰქონოდათ ინიციატივა და საკადრისად გამკლავებოდნენ თურქსელჩუკებს, საჭირო შემთხვევაში შეტევაზეც კი გადასულიყვნენ. შევიწროებული სელჩუკები ერთიანდებიან და ბაღდადის ხალიფას სთხოვენ დახმარებას ქრისტიანთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ბრძოლას სათავეში აბუბექრი ჩაუდგა და დიდძალი ლაშქრით საქართველოს ყმადნაფიც შირვანს მიადგა. საქართველოს გარკვეული ვალდებულება ჰქონდა შირვანის მიმართ და როცა თხოვნაც მიიღო, თამარმა ლაშქრის შეკრების ბრძანება გასცა. ბრძოლა შამქორთან მოხდა 1195 წელს, 2 ივნისს. მეორე დღეს – 3 ივნისს ქართველთა ლაშქარმა შამქორი აიღო ‒ “შამქორელთა ითხოვეს მშვიდობა და მონება”. დავით სოსლანი შამქორიდან განძას წავიდა. მას წინ გამოეგებნენ დიდებულნი და დიდვაჭარნი, ყადი და მულიმნი” და ქალაქში შეუძღვნენ. შამქორში ძლევამოსილმა გამარჯვებამ და განძის დაკავებამ ნათელი გახადა საქართველოს სამხედრო ძალის უპირატესი სიმძლავრე მახლობელ აღმოსავლეთში. კიდევ უფრო განმტკიცდა საქართველოს გავლენა ჩრდილო კავკასიის ხალხებზეც. 1196 წელს საქართველოს ამბერდი შემოუერთდა, 1199 წელს – ანისი. 1201 წელს ქართველებმა ბიჯნისი აიღეს. საქართველოს სამხედრო წარმატებები შემაშფოთებელი იყო თურქული სამყაროსათვის. სწორედ ამიტომ საქართველოს ზეაღმავალი ძლიერების შესაფერხებლად მომზადდა ლაშქრობა, რომლის მოთავე რუმის სასულთნო იყო. სულთანმა რუკნადინმა შეკრიბა სხვადასხვა მუსლიმური ქვეყნების მოლაშქრეები და საომრად გაემზადა. რუკნადინმა საგანგებო მოციქული გაუგზავნა თამარს. მოციქულმა კადნიერი წერილი გადასცა საქართველოს მეფეს, თანაც “არასაკადრებელი სიტყვებით” მიმართა: “უკეთუ მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა”. ამ სიტყვის მოსმენის შემდეგ ზაქარია მხარგრძელმა ისე ძლიერ “უხეთქა ხელითა პირსა”, რომ რუკნადინის ელჩი მკვდარივით დაეცა ძირს. მოსულიერებული ელჩისთვის კი უთქვამს: “თუ მოციქული არა იყავ, პირველად ენისა აღმოკვეთა იყო შენი სამართალი და მერმედა თავისა, კადნიერად კადრებისათვის”. სულთნის ელჩი პასუხის მოლოდინში კარგა ხანს გააჩერეს. ამასობაში თამარმა ლაშქარი შეკრიბა და გულმხურვალე დალოცვის შემდეგ ბასიანისაკენ გაუშვა. აქ სულთნის ჯარი იყო დაბანაკებული. როცა ქართველთა ლაშქარი ერთი დღის სავალზე მიუახლოვდა მტერს, მაშინ გაუშვეს სულთნის ელჩი და წერილიც გაატანეს რუკნადინთან. 1203 წელს გაიმართა ბასიანის ბრძოლა – “იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი”. ქართული ლაშქრის საერთო ხელმძღვანელობას დავით სოსლანი ეწეოდა. ქართველებმა ძლევამოსილი გამარჯვება მოიპოვეს. მათ რუკნადინის მოკავშირე სულტნებიც დაატყვევეს. კოალიციური ლაშქარი პრაქტიკულად განადგურდა. ქართველმა მოლაშქრეებმა დიდძალი ალაფი ჩაიდგეს ხელთ. გამარჯვებულ ლაშქარს თამარი ვარძიაში შეხვდა. თბილისში დიდი ზეიმი გაიმართა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად. ამ გამარჯვებით საქართველომ უზრუნველჰყო სამხრეთი საზღვრების სრული უსაფრთხოება. ძლიერი საქართველოს სამეფოს გავლენის გავრცელება სამხრეთით დასრულდა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ტრაპიზონის სამეფოს შექმნით. თამარმა აქტიური საბრძოლო მოქმედებები აწარმოა შავიზღვისპირეთში და “წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამსონი, სინოპი, კერასუნდი, კოტიორა, არაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი”. სწორედ ამათგან შეიქმნა ერთი სახელმწიფო – ტრაპიზონის სამეფო, რომლის სათავეში თამარმა ჩააყენა ბაგრატიონთა ნათესავი ალექსი კომნენოსი: “მისცა ნათესავსა თვისსა ალექსის კომნიანოსსა, ანდრონიკეს შვილს, რომელი იყო მაშინ თვით წინაშე თამარ მეფისა შემოხვეწილი”. 1185 წელს ბიზანტიის იმპერატორი ანდრონიკე კომნენოსი ტახტიდან ჩამოაგდეს და მოკლეს. სამეფო ტახტი ანგელოსთა საგვარეულოს წარმომადგენლებმა დაიკავეს. გადარჩნენ ანდრონიკეს შვილიშვილები, მანოელის ვაჟები – ალექსი და დავითი, რომლებმაც თავშესაფარი თამარის კარზე ჰპოვეს. სწორედ ეს – ალექსი კომნენოსი გახდა ტრაპიზონის იმპერიის მეთაური.

ტრაპიზონის იმპერია საქართველოს ქვეშევრდომი, მისი ყმადნაფიცი ქვეყანა იყო. მის არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა დასავლეთიდან ბიზანტიელთა და სამხრეთდასავლეთიდან რუმის თურქთა სასულთნოს შემოტევათა უკუსაგდებად. საქართველოს წარმატებები საგარეოპოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა ქვეყნის საშინაო მდგომარეობაზე. 1207 წელს გარდაიცვალა დავით სოსლანი. დიდად იგლოვა საქართველოს სამეფომ: “იტირეს და იტყებდეს და დაუტყვეს მწუხარება ყოვლისა მკვიდროვანსა”. დავით სოსლანსა და თამარს ორი შვილი ჰყავდა – ლაშაგიორგი და რუსუდანი. მამის გარდაცვალების შემდეგ ლაშაგიორგი თამარის თანამოსაყდრე გახდა. თამარი აგრძელებს წარმატებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. 1210 წელს ქართულმა ლაშქარმა თავრეჟი (თავრიზი) აიღო; შემდეგ მიანა, ზენჯანი, ყაზვინი და რომგურამდე მივიდა. XIII ს-ის ათიანი წლების ბოლოს საქართველოს სამეფოს ყმადნაფიცები იყვნენ: ეზინკისა და ხლათის სასულთნოები, არზრუმის საამირო და სხვ. თურქული სამფლობელოები სამხრეთ კავკასიასა და სპარსეთის ადერბაიჯანში.

ლაშა-გიორგი

კონფლიქტი დიდგვაროვნებთან. ლაშა-გიორგი თამარ მეფის უფროსი შვილი იყო, იგი დაახლ. 1192-1193 წწ. დაბადებულა და მისთვის მი-სი სახელოვანი პაპის, გიორგის სახელი დაურქმევიათ, ლაშა კი საალერსო ზედწოდებაა . 1206 წ. დავით სოსლანის გარდაცვალების შემდეგ თამარმა თავისი 13 წლის ვაჟი თანამოსაყდრედ დაისვა. რამდენ ხანს გაგრძელდა ლაშას თანამოსაყდრეობა — ზუსტად ცნობილი არ არის — თამარის გარდაცვალების და ლაშა-გიორგის დამოუკიდებელი მეფობის დაწყების თარიღი ჯერ კიდევ დაუდგენელია . აშკარაა მხოლოდ, რომ ლაშა-გიორგის გამეფებას მალე სერიოზული გართულებები მოჰყვა როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე. როგორც ჩანს, ლაშა-გიორგი, მისი სახელოვანი დედი-საგან განსხვავებით, დიდგვაროვანთა მიმართ უფრო მტკიცე პოლიტიკის გატარებას აპირებდა. მას ამ საქმეში თანამოაზრეები და თანამზრახველნიც ჰყოლია. ამან იმთავითვე დიდი კონფლიქტი წარმოქმნა მასსა და სამეფო კარზე მოკალათებულ გავლენიან დიდგვაროვნებს შორის. პირველად ეს კონფლიქტი გამომჟღავნდა განძის ათაბაგის წინააღმდეგ ლაშქრობისას. განძის საათაბაგო საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა იყო. ყმადნაფიცი ქვეყნები საქართველოს ხარკს უხდიდნენ და მოთხოვ-ნისთანავე მოვალენი იყვნენ ჯარი გამოეყვანათ. თამარის გარდაცვალება და სამეფო ტახტზე ახალგაზრდა მეფის ასვლა განძის ათაბაგმა ხელსაყრელ დროდ მიიჩნია საქართველოს ყმობისაგან თავის დასაღწევად და განდგომა იწყო.

ყმადნაფიცების სიმრავლე საქართველოს ძალის მოწმობა იყო და არა მისი სიძლიერის საფუძველი. ასეთი ქვეყნები მხოლოდ ძალით ემორჩილებოდნენ პატრონს, ამიტომ როგორც კი დრო მიეცემოდათ ისინი კვლავ განდგომას ცდილობდნენ. ამჯერად განძის საათაბაგოს მაგალითს სხვა ყმადნაფიცი ქვეყნებიც უყურებდნენ და, გასაგებია, სხვა ყმადნაფიც ქვეყ-ნებზე საქართველოს მფლობელობის შენარჩუნება დამოკიდებული იყო იმაზე, შესძლებდა თუ არა საქართველო განძის კვლავ დამორჩილებას. ისე რომ, ლაშა-გიორგი გამეფებისთანავე სერიოზული გამოცდის წინაშე დად-გა. ახალგაზრდა მეფის მოწოდებაზე დიდებულებმა ერთსულოვნად დაას-კვნეს ლაშქრობა განძის ათაბაგის წინააღმდეგ. ეს ლაშქრობა წარმატებით დამთავრდა, ქართველთა ლაშქარმა აიძულა განძის ათაბაგი კვლავ ხარკი ეკისრა და თავი საქართველოს მორჩილად ეცნო. ამ ლაშქრობასთან დაკავშირებით ინტერესს იწვევს კონფლიქტი, რომელიც წარმოიშვა ლაშაგიორგისა და საქართველოს ლაშქრის სარდლებს შორის. რა თქმა უნდა, სარდლები ეს იგივე დიდგვაროვნები იყვნენ და ეს კონფლიქტიც ახსნას შინაკლასობრივ ბრძოლაში პოულობს. როდესაც ქართველთა ჯარი საათაბაგოს ტერიტორიაზე შეიჭრა ათაბაგმა ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა და იძულებული გახდა განძის ციხისთვის შეეფარებინა თავი. განძა კარგად გამაგრებული ქალაქი იყო და მისი იერიშით აღება გაძნელდა. ქართველთა სარდლობამ გადაწყვიტა ციხექალაქს შემოსდგომოდა და ხანგრძლივი ალყით იძულებული გაეხადა ურჩი ყმა დანებებულიყო. ახალგაზრდა მეფის ბუნება, როგორც ჩანს, ასეთი ტაქტიკით ბრძოლის წარმოებას ვერ ეგუებოდა და რამდენიმე ხნის შემდეგ გადაწყვიტა, სარდლობასთან შეუთანხმებლად, მტკვრის მხრიდან გარშემოევლო ქალაქისათვის და შეერჩია ადგილი იერიშისათვის. მეფეს თან ახლდა 4000-იანი რაზმი. როდესაც განძელებმა შენიშნეს, რომ მეფე შედარებით მცირერიცხოვანი ჯარით იყო, მათ “მსწრაფლ განახვნეს კარნი ქალაქისანი და ვითარ მხეცნი მიუხდეს”. მტრის 10000-იანი ლაშქარი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ქართველებს, მაგრამ ლაშა-გიორგიმ და მასთან ერთად მყოფმა თანამებრძოლებმა: ყვარყვარე ჯაყელის ძემ ბიბილა გურკელმა, ბოცო ბოცოს ძემ, ასევე უბრალო მოლაშქრეებმა დიდი სიმამაცე და თავდადება გამოიჩინეს, რათა არ შეერცხვინათ ახალგაზრდა მეფე მის პირველ ომში. ბრძოლის მსვლელობას ქალაქის მცხოვრებნი ციხის კედლებიდან ადევნებდნენ თვალყურს. როდესაც განძელთა ლაშქარი დამარცხებულ იქნა და ქალაქში ქალების წივილ-კივილი ატყდა, თვითონ ბრძოლის ხმაურმა ქართველთა სარდლობის ბანაკამდეც მიაღწია, ალყად მდგარი ქართველთა ლაშქარი სასწრაფოდ გამოემართა მეფის დასახმარებლად, მაგრამ უკვე ყველაფერი დამთავრებული დახვდათ. დამარცხებული მტერი უკუქცეული და ქალაქში შერეკილი იყო. მაგრამ ქართველებსაც მნიშვნელოვანი ზარალი მოსვლოდათ. ქართველ სარდლებს, საქართველოს ამირსპასალარის ივანე ათაბაგის მეთაურობით, არაფრად ეპიტნავათ მეფის დამოუკიდებელი მოქმედება. მისი ასეთი ნაბიჯი კიდევ უფრო გაათამამებდა ახალგაზრდა მეფეს და შემდეგშიც დაუკითხავად და მხოლოდ თავისი ნებით იმოქმედებდა. ლა-შა-გიორგი მართლაც იმისკენ მიისწრაფოდა, რომ იგი ყოფილიყო მისი პა-პისა და დიდი პაპის, გიორგი III-ისა და დავით აღმაშენებლის ძალაუფლების მქონე მეფე “ნებითა ღვთისათა” და არა მეფე “ნებითა დიდებულთა”, როგორც ეს თამარის დროიდან მეფის კარზე მოკალათებულ დიდ-გვაროვნებს სურდათ, რომლებსაც უკვე მიეღწიათ “ერთნებობისა და თანადგომის” უფლებისათვის. დიდებულები მეფეს დაემუქრნენ, რომ თუ იგი კვლავ ასე თვითნებურად, მათთან შეუთანხმებლად იმოქმედებდა, ისინი “დაამტკიცებდეს არრარა ყოფად მოლაშქრედ და არცა ყოფად კარსა მეფისასა”. ეს ჰგავდა იმავე გაფიცვას, რომელიც დიდგვაროვნებმა განახორციელეს თამარის გამეფებისას და თავისას მიაღწიეს კიდეც. ამჯერად მეფე იძულებული იყო ცხენიდან ჩამომხტარიყო და ბოდიში მოეხადა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მეფის კარზე რეალური ძალაუფლება ჯერ კიდევ ამ დიდებულების ხელთ იყო და ახალგაზრდა მეფეს არ გააჩნდა დასაყრდე-ნი ამ მდგომარეობის შესაცვლელად. ეს მეფის პირველი მარცხი იყო და მისი სისუსტის პირველი საჯარო აღიარება.

როგორც შემდგომი მოვლენებიდან ჩანს, ლაშა გიორგი ვერ ეგუება თავისი ხელისუფლების ასეთ შეზღუდვას, იგი ცდილობს სამეფო კარიდან ჩამოიცილოს განდიდებული დიდგვაროვნები და მათ მაგივრად თანამო-აზრენი და თანამოასაკენი შემოიკრიბოს. ეს დაპირისპირება თამარის დროს დაწინაურებულ დიდგვაროვნებსა და ლაშა-გიორგისთვის სასურველ “ახალკაცთა” შორის ჩანს არა მარტო პოლიტიკურ ასპარეზზე, არამედ იდეოლოგიურ და ცხოვრებისეულ სფეროშიც. ამ ამბების აღმწერი მემატი-ანე ე. წ. “ჟამთააღმწერელი” პირდაპირ მიუთითებს, რომ ლაშაგიორგიმ “განიშორნა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და მეფისა (თამარის) წესთა მასწავლელნი, შეიყვარა თანამოასაკენი...” ესენი იყვნენ, ამ ისტორიკო-სის შეხედულებით, “უგუნურნი კაცნი, მეფის კარსა ზედა არაყოფნისაღირსნი და აწ კარსა ზედა მყოფნი”. ეს, რა თქმა უნდა, ისტორიკოსს არ მოსწონს და შექმნილ ვითარებას საკმაოდ მუქ ფერებში ხატავს. იგი ძალღონეს არ იშურებს, რომ რაც შეიძლება უარყოფითად დაახასიათოს ლაშა-გიორგის ეს “თანამოასაკენი”, მათ მოქმედებას ქრისტიანული მორალისათვის ყოვლად მიუღებლად თვლის და მათთან სიახლოვის გამო ლაშა-გი-ორგისაც დიდ ცოდვებს აბრალებს, რაც მისი რწმენით, გახდა მიზეზი საქართველოზე ღვთის მიერ თავს დატეხილი რისხვისა: “ამისთვის აღმოცენდეს მიზეზნი ცოდვათა სიმრავლითა საქართველოსა მოოხრებისანი”. რინდები. ლაშა-გიორგი მართლაც თავისებური ბუნების კაცი ჩანს. “ჟამთააღმწერლის” დახასიათებით იგი იყო “ტანით ძლიერი, მხნედ მოი-სარი, ნადიმობათა შინა მოსწრაფე, ლაღი და თვითბუნება”. მისი ასეთი განლაღება უფრო იმით იყო გამოწვეული, რომ მისი საყმო “უშფოთველად და წყნარობით დაეტევა” მის სახელოვან დედას, მეფე თამარს, თვით ლაშა იყო “ყოველთა მეფეთა უმეტეს უხვი და არავისთვის მოშურ-ნე, მლოცველ, მმარხველ, განმკითხველ და მოწყალე”. ამასვე აღნიშნავს ლაშას დროინდელი მემატიანე: “ლომი ძალითა და უმანკო გონებითა, მოყვარული ყოველთა კაცთა დიდთა და მცირეთა, მთავართა მათითა პატივითა, მონაზონთა და მღვდელთა მათითა პატივითა, მშვიდი და განურისხებელი ბუნებითა, შვიდთა სამეფოთა მეფე, მონისაცა ერთისა მათრახისა არა მკვრელი, მშვილდოსანი და ცხენოსანი, გულოვანი და შემმართებელი”. მაგრამ ბოლო დროს იგი “მიდრკა სიბოროტედ თანამიყოლითა უწესოთა კაცთათა”. ეს “უწესონი კაცნი” იყვნენ, მემატიანეს მტკიცებით, სწორედ ისინი, რომლებიც ლაშამ დაიახლოვა და თავის კარზე შემოიკრიბა. მათთან ერთად იგი ეწეოდა თავაშვებულ ცხოვრებას და ამით წინა თაობის დიდგვარიანთა და საეკლესიო წრეების დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. როგორც ვხედავთ, დაპირისპირება ამ ორ თაობას შორის, კერძოდ, თამარის დროს კვლავ აღზევებულ დიდგვარიანებსა და ლაშას “თანამოჰა-საკეებს” (ე. ი. ახალგაზრდა მეფის თაობის და შეხედულების პირებს) შორის უკიდურესად გამწვავებულია. ეს დაპირისპირება ჩანს თვით ისტორი-კოსების პოზიციაშიც. მაშინ, როდესაც ე. წ. ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე მხოლოდ დადებითად აფასებს ლაშას მთელ მოქმედებას და ამით აშკარად ამჟღავნებს თავის მომხრეობას მეფის პოლიტიკისადმი, მეორე ისტორიკოსი — “ჟამთააღმწერელი” (უფრო სწორად, ის ავტორი, რომლის ცნობებსაც ჟამთააღმწერელი ეყრდნობა ლაშას ისტორიის გადმოცემი-სას) სრულიად საპირისპიროდ, უარყოფითად და მუქ ფერებში გვიხატავს ლაშას პიროვნებასა და მოქმედებას. მართალია იგი თავდაპირველად ლა-შას დადებით თვისებებსაც აღნიშნავს, მაგრამ განსაკუთრებით ვრცლად და ფართოდ ჩერდება ლაშას ნაკლოვან მხარეებზე. რაში ხედავენ ისინი ლაშას პიროვნულ უარყოფით თვისებებს? პირველ რიგში იმაში, რომ მან ჩამოიშორა სამეფო კარზე თამარის დროს დაწინაურებული დიდგვაროვნები და მათ მაგივრად სულ სხვა პირები დაი-ახლოვა. ესენი იყვნენ ძირითადად ლაშას “თანამოჰასაკენი”, რომლებთანაც ერთად იგი ეწეოდა დროს ტარებას და “უწესო” ცხოვრებას (“შეიყუარნა თანამოჰასაკენი მოსმურობითა და დედათა უწესოთა თანა აღრევითა”). საამისო მაგალითიც მოაქვს ჟამთააღმწერელს: ლაშას “თანამოჰასაკეებს” კავ-შირი ჰქონიათ რინდებთან, რომლებთან ერთადაც ისინი დროს ატარებდნენ. ერთხელ ლაშაც წაუყვანიათ ასეთ დროსტარებაზე, მაგრამ ღვინით მთვრალ რინდებს მეფე ვერ უცვნიათ და ჩხუბში მისთვის თვალიც დაუზიანებიათ. ვინ იყვნენ ეს რინდები? “რინდ” სპარსულად დამამცირებელი მნიშვნელობისაა და აღნიშნავს მოქეიფეს, ლოთს, უდარდელს, დროსტარებას გადაყოლილს, ცბიერს, მატყუარას, ეშმაკს. აქედან ჩანს, რომ აღმოსავლური ქვეყნების ოფიციალურ წრეებში ამ რინდებს ათვალწუნებით და დაცინვით უყურებდნენ, სინამდვლეში კი რინდები სულ სხვა თვისების, მრწამ-სის და შეხედულების პირები იყვნენ. ისინი არ სცნობდნენ ორთოდოქსალურ რელიგიებს, არც ისლამს და არც ქრისტიანობას და უპირისპირდებოდნენ რა ამ სარწმუნოებებს, ღმერთთან დაკავშირების

საშუალებად ღვი-ნის სმა და ქალის სიყვარული მიაჩნდათ. ისინი ადამიანურ თავისუფლებას ქადაგებდნენ და არ სწამდათ რელიგიური თვითგვემა და ასკეტიზმი. ამ მრწამსის მიმდევარნი იყვნენ ცნობილი აღმოსავლელი პოეტები და ფილოსოფოსები. მაგალითად, სახელგანთქმული მეცნიერი — მედიკოსი და ფილოსოფოსი იბნ-სინა (938-1037 წწ.), რომელიც ევროპაში ავიცენას სახელითაა ცნობილი, დიდი პოეტი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი ომარ ხაიამი (დაახლ. 1048-1122 წწ.), შესანიშნავი ლირიკოსი პოეტი ჰაფეზი (13201389 წწ.) და სხვა. ისინი აიდეალებდნენ ღვინის კულტს და მას თვლიდნენ ამქვეყნიური ბოროტებისაგან ადამიანის გათავისუფლების სა-შუალებად. როგორც ჩანს, ლაშა-გიორგის მრწამსი ახლოს იდგა რინდების შეხედულებებთან და მისი “უცნაურობაც” ამით აიხსნება. ჟამთააღმწერლის გადმოცემით, ახალგაზრდა მეფეს თავდავიწყებით შეყვარებია ერთ-ერთი თავისი ქვეშევრდომის, ველისციხელი აზნაურის ცოლი. მან ეს ქალი თავისთან სასახლეში წამოიყვანა, მაგრამ კათალიკოსმა და დიდებულებმა მასზე დაქორწინების ნება არ დართეს. ამ ქალთან ლაშას ვაჟიშვილი შეეძინა, რომელსაც დავითი დაარქვეს. ამის მიუხედავად დიდებულებმა ეს ქალი ჩამოაშორეს და ისევ ქმარს დაუბრუნეს. ლაშა-გიორგი მაინც ერთგული დარჩა თავისი სიყვარულისა და სხვა ქალი აღარ შეურთავს. ამ ფაქტშიც ნათლად ჩანს საქართველოს ახალგაზრდა მეფის რინდების შეხედულებებთან ახლო დგომა, ხოლო ოფიციალური წრეები მის ასეთ მოქმედებას “მრუშობად” თვლიდნენ. ამრიგად, ამ ფაქტებში კარგად ჩანს საქართველოს სამეფო კარზე ძველი და ახალი თაობის წარმომადგენელთა დაპირისპირება როგორც სახელმწიფოებრივ პოლიტიკაში, ისე იდეოლოგიისა და ეთიკის სფეროშიც. ქვეყანაში კრიზისული მოვლენები ღვივდება. ახალგაზრდა მეფე ფაქტობრივად ვერ ახერხებს დიდგვაროვნების დამორჩილებას და თავისი თვითმპყრობელური ხელისუფლების განმტკიცებას. ეს მოვლენები შემდეგში კიდევ უფრო გამწვავდა და საგარეო ძალასთან შეჯახებაში საქართველოს დამარცხების მიზეზად იქცა. საგარეო პოლიტიკური ვითარება. გიორგი ლაშას დროს საქართველო კვლავ ძლიერი სახელმწიფოა. მისი ავტორიტეტი მსოფლიო ასპარეზზე საკმაოდ მაღალია. მისი მეფობის ბოლო წლებში ზოგიერთმა ყმადნაფიცმა ქვეყანამ საქართველოსაგან დამოუკიდებლობის მოპოვება სცადა, მაგრამ ლაშა-გიორგიმ ძლევამოსილი ლაშქრობებით ისინი კვლავ დაიმორჩილა. მაგალითად, 1219 წ. საქართველოს მეფემ სამხრეთდასავლეთის მიმართულებით ილაშქრა და აიღო ოროტნი და სხვა ციხეები ნახი-ჭევანამდე. ასევე გაილაშქრა ხლათის სულთნის წინააღმდეგაც და ისიც დაამარცხა და ისევ მორჩილებაში მოიყვანა. დაიმორჩილა კარნუქალაქიც. ამ პერიოდში ლაშას რომის პაპ ჰონორიუს III-სგან ეპისტოლე მოუვიდა, რომელშიც პაპი საქართველოს მეფეს პალესტინის გასათავისუფლებლად ბრძოლაში მონაწილეობას სთხოვდა. ამ დროს ჯვაროსანთა V ლაშქრობა (1217-1221 წწ.), რომელიც ეგვიპტის წინააღმდეგ იყო მიმართული, უშედეგოდ დამთავრდა. ჯვაროსნებს ქართველთა ლაშქრის დახმარების იმედი ჰქონდათ. ჯვაროსანთა შორის გავრცელდა კიდეც ხმა, რომ საქართველოს მეფემ ეს ლაშქრობა დაიწყო. ამას აღნიშნავდა ფრანგი რაინდი დებუა ბეზანსონის არქიეპისკოპოსისადმი გაგზავნილ თავის წერილში: “აწ ისმინეთ სხვა რამ საკვირველი და საყურადღებო. ამბად მივიღე, და საქმის სიჭეშმარიტე სანდო მოციქულისაგან გავიგეთ, რომ ივერიითგან ვინმე ქრისტიანენი, გიორგიანებად წოდებულნი, ურიცხვი მხედრობით და ქვეითი ჯარით ღვთის აღმაფრთოვანებელ დახმარებით ძალათა ფრიად აღ-ჭურვილით, ურწმუნო წარმართთა წინააღმდეგ სწრაფად აღდგნენ და, აიღეს რა უკვე 300 ციხე და 9 დიდი ქალაქი, მაგარნი დაიპყრეს, ხოლო სუსტნი ნაცარტუტად აქციეს. აღნიშნულ ქალაქთაგან ერთი, ევფრატზე მდებარე, ყველა წარმართთა ქალაქთაგან უფრო წარჩინებული ყოფილა... ზემოაღნიშნული წმინდა იერუსალიმის მიწის სახსნელად მოვლენ და მთელ საწარმართოს დაიმორჩილებენ. მეფე მათი წარჩინებული, თექვსმეტი წლისაა, ალექსანდრეს ბადალი ძალით და სიკეთით, თუმცა არა სარწმუ-ნოებით. ჭაბუკი ესე დედისმისის დედოფლის უძლიერესის თამარის ნეშტს თან ატარებს, რომელმაც სანამ ცოცხლობდა, იერუსალიმად წასვლის აღთქმა დადვა, და შვილსა თვისსა სთხოვა, თუ მიიცვლებოდა, რომ ძვლები მისი უფლის საფლავთან წაესვენებინათ”. როგორც ჩანს, ლაშა გი-ორგის მართლაც დაუწყია სამზადისი ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ სწორედ ამ დროს საქართველოს საზღვრებთან გამოჩნდნენ თათარ მონღოლები, რომლებმაც არათუ ამ ლაშქრობის გეგმა ჩაშალეს, არამედ მკვეთრად შეცვალეს საქართველოს ისტორიული განვითარების გეზიც.

დედოფალი რუსუდანი

საქართველო ჯალალ ედდინის შემოსევების წინ. საქართველოს სამეფო დარბაზმა სამეფო ტახტზე ლაშა-გიორგის და რუსუდანი აიყვანა. მისი მეფედ კურთხევა სათანადო ცერემონიალით შესრულდა 1223 წლის თებერვალში. რუსუდანი დააქორწინეს არზრუმის მფლობელის მუღის ედდინ თორღულ-შაჰის ძეზე, ღიას ედდინზე, რომელიც გარეგნობით მოხდენილი ახალგაზრდა ყოფილა და თანაც რუსუდანზე უზომოდ შეყვარებული. მთავარი პირობა — მაჰმადიანობის უარყოფა და ქრისტიანულ სარწმუნოებაზე გადმოსვლა — ღიას ედდინმა უყოყმანოდ შეასრულა და ამის მერე იგი საქართველოს მეფექალის ქმრად შეიქმნა. მისგან რუსუდანს ორი შვილი შეეძინა — თამარი და დავითი. სამწუხაროდ, რუსუდანს არ აღმოაჩნდა ქვეყნის მმართველისათვის ესოდენ აუცილებელი თვისებები — სიბრძნე, ნებისყოფა, წინდახედულება. იგი უფრო პირად სიამოვნებასა და დროსტარებაზე ფიქრობდა, ვიდრე ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობაზე. საქართველოს ცაზე კი უბედურების მომასწავებელი შავი ღრუბელი იკრიბებოდა. 1225 წლამდე საქართველოს წვრილწვრილი ომები ჰქონდა, როგორც განმდგარ ყმადნაფიც ქვეყნებთან, ისე ჩრდილოეთ კავკასიიდან მონღოლთა მიერ გამოდევნილ ყივჩაყებთან. თითქმის ყველა ბრძოლა საქართველოს სამხედრო ძალის მარცხით დამთავრდა. ვერც რუსუდანი და ვერც საქართველოს ათაბაგი და ამირსპასალარი ივანე მხარგრძელი ვერ იჩენდნენ სათანადო მზაობას და წინდახედულობას. საქართველოს სამეფო კარზე აღზევებული დიდგვაროვანი ფეოდალები ქვეყნის ინტერესების თვალსაზრი-სით ყოვლად წინდაუხედავად მოქმედებდნენ. მათ უფრო უგვარო-ახალკაცების სამეფო კარიდან ჩამოშორება და თავიანთი ფეოდალური მდგომარეობის განმტკიცება აინტერესებდათ, ვიდრე ქვეყნის მომზადება მოახლოებული საფრთხის შესახვედრად. მონღოლთა მზვერავ რაზმთან განცდილ მარცხს ქართველთა სარდლობა და სამეფო კარი უსათუოდ უნდა დაეფიქრებინა და ამის კვალობაზე ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო მათი ხელმეორე შემოსევის მოსა-გერიებლად. აუცილებელი იყო ქვეყნის ახლებური სამხედრო

რეორგანიზაცია, შინაგანი წესრიგის დამყარება, ცენტრის განმტკიცება. ეს ყველაფერი ალბათ გაკეთდებოდა, ქვეყნის ხელმძღვანელობა რომ კვლავ პროგრესულ ძალებს დარჩენოდა და ის გარდაქმნები კანონზომიერად გაგრძელებულიყო, რომლებიც წამოწყებული იყო დავით IV-ის და გიორგი III-ის დროს. პროგრესული ძალები ჯერ კიდევ იმდენად ძლიერნი არ იყვნენ, რომ თავიანთი ნება განუხრელად განეხორციელებინათ. ამისთვის დრო და ობიექტური პირობები იყო საჭირო, რათა ისინი მომძლავრებულიყვნენ და რეაქციული ძალები დაეთრგუნათ. სამწუხაროდ, ამ საპასუხისმგებლო ვითარებაში ქვეყნის სათავეში ვერ აღმოჩნდა ისეთი პიროვნება, რომელიც მტკიცე ხელით წარმართავდა ამ საქმეს და ქვეყნის შიგნით კრიზისულ მოვლენებს აღმოფხვრიდა. ამიტომ ჯერ კიდევ გარდაქმნების შუა გზაზე მდგარმა საქართველომ ამ დიდ განსაცდელს ვერ გაუძლო და მწარედ დამარცხდა. მონღოლების ხელმეორედ შემოსვლამდე საქართველომ მძიმე დარტყმა მიიღო ჯალალ ედდინ ხორეზმშაჰისაგან. ჯალალ ედდინი მუჰამედ ხორეზმშაჰის მემკვიდრე იყო. მას უდავოდ მხედართმთავრული იჭი ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკაში საბედისწერო შეცდომები დაუშვა. მისი მთავარი მიზანი იყო ძალების მოკრება მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად და ხორეზმიდან ასადევნად. სინამდვილეში ხორეზმშაჰმა თავისი წინდაუხედავი მოქმედებით ხელიც კი შეუწყო მონღოლების წარმატებას წინა აზიასა და ამიერკავკასი-აში. ირანში გადმოხვეწილმა ჯალალ ედდინმა ძალით თუ ნებით დაიმორჩილა ირანის ტერიტორიის დიდი ნაწილი. მან თავისი დროშის ქვეშ მოუწოდა სხვადასხვა მაჰმადიან მფლობელებს, მათ შორის საქართველოს ყმადნაფიც ქვეყნებსაც, ქრისტიანი საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად. ჯალალ ედდინი დემაგოგიურად აცხადებდა, რომ დრო დადგა შური ვიძიოთ ქრისტიან ქართველებზე მათ მიერ მაჰმადიანების შევიწროვებისათვისო. ხორეზმშაჰი მდიდარ ნადავლს აღუთქვამდა ყველას, ვინც ამ ლაშქრობაში მიიღებდა მონაწილეობას. მის ამ მოწოდებას ბევრი აჰყვა და საკმაოდ მრავალრიცხოვანი ლაშქრით ჟამთააღმწერლის ცნობით, 140 000 მეომარი ჰყავდა, ხოლო სომეხი ისტორიკოსი სებასტაცი 200 000-ს ასახელებს) საქართველოში შემოიჭრა. ეს, რა თქმა უნდა, ჯალალ ედდინის მხრივ დიდი ოლიტიკური შეცდომა იყო. იმის მაგივრად, რომ მას მთელი ძალები თავისი ძირითადი მტრის, მონღოლების წინააღმდეგ საბრძოლველად დაერაზმა და ამ საქმეში საქართველოსთან დაკავშირება ეცადა, იგი დაჟინებით შეუდგა უაზრო სისხლისღვრას და ამით თავისი თავიც აიზიანა და აქაური ქვეყნებიც იმდენად დაასუსტა, რომ მონღოლებს ფაქტობრივად გაუადვილა ხორეზმშაჰის საბოლოო განადგურებაც და ამი-ერკავკასიისა და წინა აზიის სხვა ქვეყნების დაპყრობაც. წინდაუხედავად იქცეოდა და მოუქნელად მოქმედებდა ქართველთა სარდლობაც. არაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ჯალალ ედდინის ეს შემოსევა თავიდან აცილებულიყო, ხოლო როდესაც მტერი საქართველოს საზღვრებში შემოიჭრა, სამხედრო ძალების მობილიზება ართველებს დამთავრებულიც არ ჰქონდათ. ფეოდალურმა ქიშპმა კი ქართველებს მწარე მარცხი აგემა. გარნისის ბრძოლა. ჯალალ ედდინი საქართველოში 1225 წლის ზაფხულში სამხრეთიდან შემოიჭრა და ქ. დვინის მიდამოების მოოხრებას შეუდგა. ქართველთა შეკრებილი ლაშქარი გარნისთან დაბანაკდა. რუსუდანმა სარდლობა საქართველოს ამირსპასალარს, უკვე ხანშიშესულ ივანე ათაბაგს ჩააბარა. მის განკარგულებაში 60 000 მეომარი იყო. ქართველები აქ ახალი ძალის მოსვლას ელოდებოდნენ. ეს გარემოება გაითვალისწინა ჯალალ ედდინმა, ქ. დვინის აღებას აღარ დაუცადა და მთელი თავისი ძალით გარნისისაკენ გამოემართა. ქართველთა ბანაკი მაღალ ადგილას მდებარეობდა, წინ მდ. გარნისის წყლის საკმაოდ ღრმა ხეობა ჩამოუდიოდათ. ჯალალის ჯარები ქვემოთ დაბანაკდნენ. ხორეზმშაჰმა თავისი ჯარი თავდასაცავად განაწყო და ქართველთა შემოტევას ელოდა. ქართველთა ჯარი ჩვეული სამხედრო

წყობით იყო განლაგებული: მემარჯვენეებს იმერ-აფხაზნი შეადგენდნენ, მემარცხენეებს ჰერკახნი, ხოლო მეწინავეებს მესხთორელნი. მეწინავეებს სარდლობდნენ ცნობილი ქართველი

მხედართმთავრები შალვა და ივანე ახალციხელები, თორელთა გვარიდან. სამეფო დროშის ლაშქარი, რომელიც ძირითადად ქართლიდან გამოყვანილი ჯარისაგან შედგებოდა, თადარიგში იდგა, მას უშუალოდ ამირსპასალარი ივანე ათაბაგი სარდლობდა.

ჩვეულებისამებრ, ბრძოლას მეწინავენი იწყებდნენ ხოლმე, მაგრამ თანდათან ბრძოლაში ებმებოდნენ მარცხენა და მარჯვენა ფრთები, სადაც განსაკუთრებით გამწვავდებოდა ვითარება, იქ მთავარსარდლის სადროშოს ჯარიც ჩაერთვოდა. ჯალალ ედდინის მოლოდინი არ გამართლდა. იმ დღეს ქართველებმა, რომლებსაც უფრო მოხერხებული პოზიციები ეკავათ, ომი არ დაიწყეს. ხორეზმშაჰი მიხვდა, რომ ქართველები დროის გაყვანას ცდილობდნენ, რათა ახალი ძალები შემომატებოდათ, ამიტომ მან დასწრება ამჯობინა და მეორე დღის დილისათვის შეტევაზე გადასვლა ბრძანა. მიუხედავად იმი-სა, რომ მისი პოზიცია შეტევისათვის უაღრესად არახელსაყრელი იყო — მის ჯარს ქართველთა პოზიციამდე მისაღწევად მძიმე აღმართი უნდა აევლო, იგი მაინც გადავიდა იერიშზე და ქართველთა ცენტრს და მარჯვენა ფრთას შეუტია. მოიერიშეებს წინ თვითონ წარუძღვა, ხოლო მარცხენა ფრთას თავისი ძმა უსარდლა. მიუხედავად იმისა, რომ მათ “მეტეორივით” თავს დაატყდათ ისრების “ქარბუქი”, მოიერიშეებმა სწრაფად ავლეს აღმართი და ქართველთა მეწინავეებთან ჩაებნენ ხელჩართულ ბრძოლაში. როგორც ჩანს, მეწინავეთა ლაშქარი ანუ წინამბრძოლნი არ იყვნენ მრავალრიცხოვანი, იერიშზე გადმოსული მოწინააღმდეგე რიცხობრივად მათ აშ-კარად სჭარბობდა, ამიტომ ძმებმა ახალციხელებმა დაუყოვნებლივ აფრინეს კაცი ამირსპასალართან და მეფის სადროშოს ჯარის მოშველიება ითხოვეს. მაგრამ ივანე ათაბაგი ყოვლად გაუმართლებელ გულგრილობას იჩენდა. მიუხედავად იმისა, რომ წინამბრძოლთ უაღრესად უჭირდათ, იგი ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა. ახალციხელებმა ხელმეორედ აფრინეს კაცი დახმარების თხოვნით, მაგრამ ათაბაგი არც ამჯერად მიშველებია. ჟამთააღამწერელი ამას ივანე ათაბაგის ახალციხელთადმი შურით ხსნის (“იტყვიან შურითა ყო ახალციხელთა შალვა და ივანესითა”). როგორც ჩანს, აქ ჩვეულებრივი ფეოდალური ქიშპი იყო და ივანე მხარგრძელს ამ ახლად აღზევებული და მეფის სამსახურში თავდადებით ჩამდგარი ნიჭიერი სარდლების წარმატებანი არაფრად მოსწონდა და მათი მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებით მათთან ანგარიშის გასწორებას ფიქრობდა. ამ ქიშპის შესახებ ლაპარაკობენ სომხური წყაროებიც. ასეთი წინდაუხედაობა საქართველოს ამირსპასალარს და მთელ საქართველოს ძვირად დაუჯდა უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმულ შალვა და ივანე ახალციხელებს ცხენები მოუკლეს, მაგრამ მათ ქვეითად გააგრძელეს ბრძოლა. გააფთრებულ შერკინებაში მათ ხმლებიც დაემტვრათ. წინამბრძოლებმა მტრის მოძალებას ვეღარ გაუძლეს და უკან დახევა იწყეს. ივანე ახალციხელი კლდიდან მოწყვეტილმა ლოდმა დაიტანა და დაიღუპა, ხოლო შალვას ხვარაზმელებმა შემოარტყეს ალყა და ტყვედ იგდეს. მეწინავე ლაშქრის უკუქცევამ ქართველთა ჯარში პანიკა გამოიწვია და უწესრიგოდ გაიქცა. ივანე ათაბაგმა გაქცეული ჯარის შეკავება ვეღარ შეძლო. გარნისთან ბრძოლაში ბევრი ქართველი მეომარი დაიღუპა, ბევრიც გადაიჩეხა ღრმა ხეობა-ში. ქართველთა ზარალი დიდი იყო. ბრძოლის ველზე 4000 მოკლული ქართველი მებრძოლი დარჩენილა. ივანე ათაბაგმა ბიჯნისის ციხეს შეაფარა თავი. თბილისის აღება. გარნისთან მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად ჯალალ ედდინი დაუყოვნებლივ თბილისისაკენ არ წამოსულა. იგი უკან მიბრუნდა და ქ. დვინი აიღო, ხოლო აქედან თავრიზს წავიდა, რად-გან მიიღო ცნობა, რომ იქ მის წინააღმდეგ აჯანყება მზადდებოდა. მან საქართველოში თავისი ჯარის ნაწილი დატოვა, რომელსაც დაავალა ქვეყნის დარბევა და მოსახლეობის აწიოკება. თავრიზიდან ხორეზმშაჰმა თავისი ერთ-ერთი სარდალი გაგზავნა ქ. განჯის ასაღებად. 1225 წ. დეკემბერში უკვე თვითონ დაიძრა თბილისისაკენ. მას თან ახლდა შალვა ახალციხელი. ამ ქართველ სარდალს იმდენად დიდი სახელი ჰქონდა მოპოვებული, რომ ჯალალ ედდინმა ტყვედ ჩავარდნილ ქართველ დიდებულს დიდი პატივი მიაგო და ადარბადაგანში ქალაქებიც მისცა სამფლობელოდ. ქართველმა პატრიოტმა საკუთარ კეთილდღეობაზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენა და როდესაც ჯალალ ედდინი საქართველოს წინააღმდეგ წამოვიდა, მან საქართველოს სამეფო კარს წერილობით შეატყობინა ჯალალ ედდინის გეგმები. ეს წერილები ჯალალ ედდინს ჩაუვარდა ხელთ და შალვა ახალციხელის სიკვდილით დასჯა ბრძანა.

საქართველოს ფარგლებში შემოსულმა ჯალალ ედდინმა ქართველთა სარდლობასთან მოლაპარაკების გამართვა სცადა. კერძოდ, იგი წინადადებას იძლეოდა მისთვის ცოლად შეერთოთ რუსუდანი და ქართველხორეზმელთა ძალები გაეერთიანებინათ თათარმონღოლთა წინააღმდეგ საბრძოლველად. საქართველოს სამეფო კარმა ეს წინადადება უარყო. ამასობა-ში ქართველებს ჯალალ ედდინთან შესაბრძოლებლად ახალი ძალები მო-უწვევიათ. კერძოდ, იმიერკავკასიიდან გადმოუყვანიათ ალანთა, ლეკთა და ყივჩაყთა დამხმარე ჯარი და ჯალალ ედდინის შესახვედრად წამოსულან. ხორეზმშაჰმა სამხედრო ხერხს მიმართა. მან ჩაასაფრა თავისი ჯარის ნაწილები და საქართველოს ლაშქარი მახეში შეიტყუა. მოულოდნელი დარტყმით მან ხელახლა დაამარცხა და გააქცია ქართველთა ჯარი. ამის შემდეგ იგი უკვე თბილისს შემოადგა. მტრის თბილისისაკენ წამოსვლისთანავე რუსუდანმა დედაქალაქი დატოვა და თავის კართან ერთად დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ქალაქის დაცვა ძმებს მემნა და ბოცო ჯაყელებს ჰქონდათ დავალებული. თბილისი დიდი და კარგად გამაგრებული ქალაქი იყო. იგი მდ. მტკვრით ორ ნაწილად იყოფოდა. მარცხენა ნაპირას, კლდოვან პლატოზე მეფის სა-სახლე და ციხე მდებარეობდა, ხოლო მარჯვნივ საკუთრივ ქალაქი იყო განლაგებული. ქალაქის ორივე ნაწილი ხიდით იყო ერთმანეთთან დაკავ-შირებული. ვიდრე იერიშს დაიწყებდა ჯალალ ედდინმა თვითონ შემოუ-არა ქალაქს, გულდაგულ დაათვალიერა მისი საფორტიფიკაციო ნაგებობანი და დარწმუნდა, რომ ქალაქის იერიშით აღება ძალზე ძნელი იქნებოდა, ამავე დროს მის თანმხლებ რაზმს ქართველებმა ბრძოლა გაუმართეს და მნიშვნელოვნად დააზიანეს. მაგრამ აქ თავი იჩინა შინაგამცემლობამ. თბილისის მოსახლეობა, ისევე როგორც შუა საუკუნეების ქალაქების დიდი ნაწილი, უაღრესად ჭრელი და მრავალფეროვანი იყო. აქ გარდა ქართველი ქრისტიანებისა, ბევრნი იყვნენ არაქართველი მცხოვრებლებიც, მაჰმადიანები და სხვა რელიგიის მიმდევარნი. ჯალალ ედდინმა შეძლო მათთან კავშირის დამყარება და დაითანხმა ღალატზე. ქალაქს რამდენიმე კარი ჰქონდა, მათ შორის აღმოსავლეთის კარს “განძის კარი” ეწოდებოდა. ჯალალ ედდინმა სწორედ ამ კარზე გადაწყვიტა იერიშის მიტანა. ქართველთა სარდლობაც ემზადებოდა მტრის შე-სახვედრად, მაგრამ ქალაქის დაცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მემნა ჯაყელი განძის კართან ღალატით იქნა მოკლული. როდესაც იგი აპირებდა ჯართან ერთად გარეთ გასვლას, რათა მოიერიშე მტრისათვის ბრძოლა გაემართა, მას რომელიღაცა სპარსელმა მოქალაქემ უმუზარადო თავში აფთი (ბრტყელი და ტანგრძელი მახვილი) უხეთქა და უსულოდ ძირს დასცა. მოღალატეებმა კარი გააღეს და იერიშზე გადმოსული მტერი ქალაქში შემოუშვეს. ეს მოხდა 1226 წლის 9 მარტს. თბილისში შემოჭრილ მტერს ამის შემდეგ აღარ გასჭირვებია ქალაქის დაკავება. ქართველთა ჯარი ბოცო ჯაყელის მეთაურობით ისნის ციხეში ჩაიკეტა, ხოლო მტკვრის მარჯვენა ნაპირის ქალაქს ხვარაზმელები დაეპატრონნენ. ჯალალ ედდინის ბრძანებით, ქალაქში უმაგალითო ხოცვა-ჟლეტა ატყდა. დაუნდობლად ხოცავდნენ ყველას, დიდს თუ პატარას, ქალს თუ კაცს. ამ ამბების მოწმე ვინმე ბერი მღვიმელი დაწვრილებით აგვიწერს ხვარაზმელთა მხეცობის შემზარავ სურათებს: “ესოდენ მძვინვარედ იწყეს მოსვრად, ვითარ ჩვილნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაციან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან, და რომელსამე თვალნი წარსცვიდიან და რომელსამე ტვინი დაეთხიის და უკანის დედანი მოიკვლიდიან, ბერნი უწყალოდ ფოლოცთა შინა ცხენთა მიერ დაითრგუნვოდის, ჭაბუკნი დაეკვეთებოდეს, სისხლისა მდინარენი დიოდეს, ტვინი კაცთა, დედათა, ბერთა, ჩჩვილთა, თმა და სისხლი, თავი მხართაგან განშორებული, ნაწლავნი ცხენთა თანა დათრგუნვილი, ურთიერთისა აღრეულ იყო... ეკლესიანი და ყოველნი პატიოსანნი მღვდელნი ეკლესიათა შინა თვით ხატთა და ჯუართავე თანა შეიმუსვროდეს...”. ჯალალ ედდინის ბრძანებით, სიონის ეკლესიის გუმბათი მოუნგრევიათ და იქ მისთვის ტახტი დაუდგამთ, საიდანაც თვალყურს ადევნებდა ქალაქის აოხრებას და აწიოკებას. ხიდის თავში სიონის ეკლესიიდან გამოტანილი იესო ქრისტეს და ღვთისმშობლის ხატები პირაღმა დაუყრიათ და აქ მორეკილი ტყვე ქართველი და სომეხი ქრისტიანებისათვის უბრძანები-ათ, ისინი ფეხით დაეთრგუნათ. ვინც ამას არ შეასრულებდა, თავს კვეთდნენ. ისტორიკოსის მტკიცებით მრავალმა მოწამებრივი სიკვდილი არჩია ასეთ ღვთისგმობას. სულ თბილისში ამოუხოციათ 100000ზე მეტი მცხოვრები.

ისნის ციხეში გამაგრებული ქართული გარნიზონი შემოჭრილ მტერთან ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ რუსუდანის ბრძანებით, მათაც დატოვეს ეს ციხესიმაგრე. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტის ძალით და დაუნდობლობით იწყო ქალაქის დარბევა ჯალალ ედდინმა. ჯალალ ედდინმა თბილისში უზარმაზარი სიმდიდრე იგდო ხელთ. მისი ისტორიკოსის სიტყვით, ამ სიმდიდრის აღსაწერი ნუსხების შესადგე-ნად გრაგნილთა მთებიც არა კმაროდაო. ძარცვარბევის დროს ხვარაზმელებს არც მაჰმადიანები დაუნდვიათ და ამ უკანასკნელთ სანანებელი გა-უხდათ ქართველთა ღალატი და მომხდურთადმი მიმხრობა. ხვარაზმელების ბრძოლები საქართველოს დასაპყრობად. თბილისის აღება საქართველოს დაპყრობას ჯერ კიდევ არ ნიშნავდა. მტრის მარბიელ ლაშქარს ქართველებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამეფო კარს და მთავარსარდლობას სრული დაბნეულობა ეტყობოდათ, ხვარაზმელებმა საქართველოს ძირითადი ციხეების აღება ვერ შეძლეს. ამასობაში ჯალალ ედდინი იძულებული გახდა თავისი ჯარის ძირითადი ნაწილით კვლავ ირანში გაბრუნებულიყო, ხოლო საქართველოში დარჩენილი ხვარაზმელები მშვიდობიანი მო-სახლეობის რბევა-აწიოკებას განაგრძობდნენ. ჯალალ ედდინი საქართველოში 1226 წლის სექტემბერში დაბრუნდა. ივანე ათაბაგი ანისის ციხეში იყო გამაგრებული. ჯალალ ედდინი მის წინააღმდეგ დაიძრა. ქალაქ ანისთან ბრძოლა თითქმის მთელ თვეს გაგრძელდა, მაგრამ მისი აღება ჯალალ ედდინმა ვერ შეძლო. სულტანმა ანისის წინააღმდეგ საბრძოლო მანქანებიც გამოიყენა, მაგრამ ციხექალაქის დამცველები გულადად და თავგანწირვით იბრძოდნენ და მომხდურებმა ვერაფერი გააწყეს. ჯალალ ედდინმა ანისთან ერთად მეორე ასევე მნიშვნელოვანი ქალაქის — კარის აღებაც სცადა. აქაც დიდი ლაშქარი იქნა გაგზავნილი, მაგრამ ხვარაზმელებმა ვერც მისი აღება შეძლეს, ჯალალ ედდინმა ორივე ქალაქთან მოალყე ჯარი დატოვა და თვითონ თბილისში დაბრუნდა. თბილისში ის მხოლოდ ათ დღეს დარჩა და სათანადო სამზადისის შემდეგ მთელი თავისი ძალით ხლათისაკენ გაემართა. ხლათი შაჰ-არმენების სასულტნოს მთავარი ქალაქი იყო. დროდადრო იგი საქართველოს ყმადნაფიცადაც ითვლებოდა, თუმცა მისი საბოლოო დამორჩილება საქართველომ ვერ შეძლო. ბოლო წლებში საქართველოსა და ხლათის სასულტნოს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა სუფევდა. ამ-ჯერად, ჯალალ ედდინის შემოსევების პერიოდში, შაჰ-არმენების სახელმწიფო საქართველოს მოკავშირედ გამოდიოდა. ხლათისაკენ დაძრული ჯალალ ედდინი მოულოდნელი თავდასხმით აპირებდა ამ ძნელადასაღები ქალაქის დაპყრობას, მაგრამ ჯალალ ედდინის განზრახვა ხლათელებს ქართველებმა აცნობეს და მათაც მოასწრეს ქალაქის თავდასაცავად მომზადება. მიუხედავად გააფთრებული ბრძოლებისა, ჯალალ ედდინმა ვერც ხლათის აღება შეძლო. ხორეზმშაჰის ამ მარცხით ისარგებლეს ქართველებმა და თბილისში დატოვებულ მტრის გარნიზონს თავს დაესხნენ. აღსანიშ-ნავია, რომ თბილისში მცხოვრები მაჰმადიანები ისე იყვნენ შევიწროვებული ხვარაზმელთა ძალადობით, რომ მათ თვითონ შეუტყობინებიათ ქართველთა სარდლობისათვის ქალაქში დატოვებული მეციხოვნეების სიმცირე. თბილისი განთავისუფლებულ იქნა 1227 წლის თებერვალში. ასევე ქართველებმა გაილაშქრეს საქართველოს ყმადნაფიც სამფლობელოებში — შაქ-ში და ყაბალაში, საიდანაც ჯალალ ედდინის ჯარები განდევნეს. ქართველთა ამ წარმატებებმა ჯალალ ედდინი შეაშფოთა. მან თავი მიანება ხლათს და მთელი ძალით ისევ თბილისაკენ წამოვიდა. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა წინააღმდეგობა არ გაეწია და დედაქალაქი უბრძოლველად დაეტოვებინა. თბილისიდან გასვლის წინ ქართველა ჯარმა ქალაქი გადაწვა, რათა იგი კვლავ მტერს არ ჩავარდნოდა ხელში. ჯალალ ედდინის უსაფუძვლო პრეტენზიებმა, წარმოუდგენელმა სი-სასტიკემ და რბევათარეშმა მის წინააღმდეგ აამხედრა თვით მაჰმადიანური ქვეყნების მბრძანებლებიც. მასთან კავშირზე უარი თქვა ბაღდადის ხალიფამაც. ჯალალის ჯარმაც რამდენჯერმე მარცხი განიცადა ირანის ტერიტორიაზე შემოჭრილ მონღოლებთან ბრძოლაში. ამით ისარგებლეს ქართველებმა და სცადეს კოალიციური ძალა დაეპირისპირებინათ ხორეზმშაჰისთვის. მათ მოლაპარაკება გამართეს მცირე აზიის სელჩუკ სულტან ალა ადდინ ქეიყობადთან, ასევე შამისა და ხლათის მაჰმადიან მმართველებთან. ეს მოლაპარაკება უცნობი არ დარჩენილა ჯალალ ედდინისათვის და მან გადაწყვიტა მომავალი მოკავშირეები ცალცალკე დაემარცხებინა. პირველ რიგში საქართველოს შემოუტია.

ქართველთა სარდლობამ კვლავ გადმოიყვანა ჩრდილოეთ კავკასიიდან ოსნი, დურძუკნი და სხვა მთიელები, აგრეთვე ყივჩაყები და ჯარის თავმოყრა იწყო შიდა ქართლში, ნაჭარმაგევთან. აქედან ქართველთა ლაშქარი თბილისის გავლით ქვემო ქართლში გადავიდა. ჯალალ ედდინს დიდძალი ჯარი შემოეყვანა და ბოლნისთან იყო დაბანაკებული, ქართველებს კი მაჰმადიანი მოკავშირეები ჯერ არ მოსვლოდნენ. ჯალალ ედდინმა კვლავ დაასწრო და მოწინააღმდეგეებს მანამ გაუმართა ბრძოლა, ვიდრე ისინი გაერთიანებას მოასწრებდნენ. ამავე დროს ჯალალ ედდინმა კვლავ ნაცად ხერხს მიმართა. ქართველთა ლაშქარი სულ 40 000 მეომრისა-გან შედგებოდა. აქედან თითქმის ნახევარს ყივჩაყები შეადგენდნენ. ხორეზმშაჰმა ყივჩაყებთან ფარული მოლაპარაკება გამართა და ისინი დაითანხმა ბრძოლაში არ მიეღოთ მონაწილეობა. მართლაც, ბრძოლის დაწყების წინ ყივჩაყები განზე გადგნენ და ამით ქართველთა მარცხიც განაპირობეს. მართალია, ბრძოლა უაღრესად სასტიკი იყო, როგორც ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს: “მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი კაცი”, ქართველებმა დასაწყისში ერთგვარ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ საბოლოო შედეგში ჯალალ ედდინმა კვლავ გამარჯვება მოიპოვა. ეს მოხდა 1228 წლის დასაწყისში. ბოლნისთან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ უფრო მეტი სისასტიკით იწყო ჯალალ ედდინმა საქართველოს რბევა. შემდეგ კი ისევ ხლათს მია-შურა. ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლების შემდეგ 1230 წლის 14 აპრილს მან ხლათი აიღო. ეს იყო მისი უკანასკნელი წარმატება. ჯალალ ედდინის დაღუპვა. მისი ლაშქრობების შედეგები. ხლათის აღების შემდეგ ჯალალ ედდინმა მანასკერტისაკენ გასწია, იქიდან კი დიარბექირის ოლქში გადავიდა. რაკი სულტანმა შეძლო ქართველების დამარცხება, იგი უკვე საქართველოს მოკავშირეების წინააღმდეგ დაიძრა, მაგრამ ბრძოლის წინ ავად შეიქმნა და იძულებული გახდა უკუქცეულიყო. მალე მას აცნობეს, რომ მონღოლთა ჯარმა ჩორმაღუნ ნოინის მეთაურობით მდ. ამუდარია გადმოლახა. ხორეზმშაჰმა სცადა მოლაპარა-კება დაეწყო რუმისა და სირიის გამგებლებთან, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. მას მომხრეები ყოველმხრივ შემოეცალა და ბოლოს დევნილი 1231 წ. აგვისტოში ქურთისტანში დაიღუპა. გადმოგვცემენ, რომ მონღოლთაგან გამოქცევისას სადღაც, წყაროს პირას ჩასძინებოდა, იგი უნახავთ ქურთ მწყემსებს და მის მდიდარ ტანსაცმელს დახარბებულებს მოუკლავთ. ამრიგად, მარცხით დამთავრდა ჯალალ ედდინის მცდელობა, რომ წინა აზიისა და ამიერკავკასიის ძალები გაეერთიანებინა მონღოლების წი-ნააღმდეგ, პირიქით, მან ვერც ქრისტიანული საქართველო დაიმორჩილა და თავისი წინდაუხედავი მოქმედებით წინა აზიის მაჰმადიანური ქვეყნებიც აიმხედრა. მის მიერ წარმოებულმა ბრძოლებმა ადგილობრივი ძალები კიდევ უფრო დაქსაქსა და დაასუსტა. ხორეზმშაჰის ხუთწლიანმა თარეშმა დიდად დააზარალა საქართველო. ქვეყანა გაძარცული და განადგურებული იყო. დაინგრა ასეულობით სოფელი და ქალაქი. მოსახლეობის ბრძოლისუნარიანი ნაწილიდან ბევრი მარცხიანი ბრძოლების შედეგად ფიზიკურად განადგურდა ან დატყვევდა. მომხდურებმა საქართველოდან გაიტაცეს წლების მანძილზე ქართველი ხალხის შრომით შექმნილი თუ მშვიდობიანი განვითარებით დაგროვილი სიმდიდრის დიდი ნაწილი, ტყვედ გაირეკეს ათასობით მცხოვრები. გადარჩენილები აყრაგაქცევით ცდილობდნენ თავის გადარჩენას, ყოველივე ეს კი ინტენსიურ მეურნეობას და ქვეყნის ეკონომიკას ძირს სცემდა. საქართველოს ჩამოშორდა მისი ყმადნაფიცი ქვეყნების დიდი ნაწილი, რაც საერთაშორისო პრესტიჟის შერყევასთან ერთად ნიშნავდა იმასაც, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს მოაკლდა შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც ხარკის სახით შემოდიოდა. ეს შემოსავალი ფეოდალური საქართველოს ბიუჯეტის მცირე ნაწილი როდი იყო... შესუსტდა ცენტრალური ხელისუფლების სიმტკიცე. ქუთაისში ლტოლვილი სამეფო კარი უზენაეს უფლებას საქართველოს უდიდეს ნაწილზე ვეღარ ახორციელებდა და ჯალალის თარეშს ფეოდალთა სრული თვითნებობა კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა. “უსამართლობა” და “მიმძლავრება” ყოვლად დაუსჯელად შლიდა ფრთებს და მწარმოებელ კლასებს სასტიკად ავიწროვებდა” (ნ. ბერძენიშვილი). რა თქმა უნდა, საქართველოს მეფის ხელისუფლებას თავისთავად კი არ მიუტოვებია უყურადღებოდ თავისი ქვეყნის სამართალი, მაგრამ შექმნილი ვითარების და მეფის კარის ქუთაისში გადახვეწის შედეგად იგი ვეღარ ახორციელებდა კონტროლს აღმოსავლეთ საქართველოზე. ეს კი ფართოდ აძლევდა საშუალებას ყველას, ვისაც კი სხვისი მიმძლავრების ძალა შესწევდა, ისე მოქცეულიყო, როგორც ეწადა და შეეძლო.

ყოველივე ამან შეარყია მეფის ცენტრალური ხელისუფლება და მისი პოლიტიკური ავტორიტეტი, რეაქციონერმა მსხვილმა ფეოდალებმა სავსებით აიშვეს თავი. ამ უდიდესი მატერიალურ-ეკონომიკური, მორალურფსიქოლოგიური, საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორება უახლოეს წლებში შეუძლებელი აღმოჩნდა. ყოველივე ამან კიდევ უფრო გაუადვილა თათარმონღოლებს საქართველოს დაპყრობა. რუმელი თურქების შემოსევა სამხრეთ საქართველოში. ჯალალ ედდინის ხუთწლიანი თარეშის შემდეგ, ვიდრე მონღოლები უშუალოდ საქართველოს დაპყრობას შეუდგებოდნენ, ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ რუმელი თურქები და ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი საქართველოს სამხრეთი ტერიტორია მოარბიეს. 1232 წელს რუმის თურქთა დიდძალი ჯარი ქემალ ადდინ ქამიარის სარდლობით სამხრეთ საქართველოში შემოიჭრა. მათ ერთი კვირის განმავლობაში 30მდე ციხე-სიმაგრე აიღეს და მშვიდობიანი მოსახლეობა სასტი-კად დაარბიეს. საქართველოს სამეფო კარმა ამ გართულებულ საგარეო-პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც თათარმონღოლთა დამპყრობელი ჯარის შემოსევა იყო მოსალოდნელი, რუმის სასულტნოსთან ომის გამართვას ზავის დადება და კავშირის შეკვრა არჩია. მეფე რუსუდანმა თურქთა სარდალს საგანგებო წერილითა და საჩუქრებით ქართველი წარჩინებულები გაუგზავნა და აუწყა, რომ მორჩილებას უცხადებდა სულთანს. საქართველოს მეფე თხოვდა შეეწყვიტათ ქვეყნის აოხრება და ჯარები უკან გაეყვა-ნათ. საქართველო მზად იყო შეეკრა კავშირი რუმის სასულტნოსთან, და ამ კავშირის განმტკიცების მიზნით, რუსუდანი თანახმა იყო მისი ქალიშვილი დაექორწინებინა სულტნის მემკვიდრეზე. სულტანი დიდი კმაყოფილებით შეხვდა ამ წინადადებას და დაუყოვნებლივ გამოუგზავნა ფირმანი თავის სარდალს, რათა რუმის ლაშქარი საქართველოდან უკან გაეყვანა. სულთნის კარზე დიდი ზეიმით აღინიშნა მისი ლაშქრის წარმატება საქართველოში. რაც შეეხება საქართველოს მეფესთან დანათესავებას, ეს ქორწი-ნება უფრო გვიან მოხდა, რადგან მაშინ რუსუდანის ქალიშვილი თამარი ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო.

დემეტრე მეორე თავდადებული

დემეტრე მონღოლების მიერ გვანცას სიკვდილით დასჯის (დაახლოებით 1262) შემდეგ იზრდებოდა ტარსაიჭ ორბელის სახლში. ტახტის მემკვიდრე გახდა 1268-იდან, როცა უფროსი ძმა გიორგი გარდაიცვალა. 1270, დავით VII-ის გარდაცვალების შემდეგ, არსებული წესის თანახმად, მეფედ დასამტკიცებლად ყაენთან წაიყვანეს ილხანთა სახელმწიფოში. ყაენმა აბაღამ დემეტრე II საქართველოს მეფედ დაამტკიცა და მეურვე-მეთვალყურედ დაუნიშნა ყაენების სამსახურში დაწინაურებული მედროვე სადუნ მანკაბერდელი, რომელიც აბაღას ვილის თანახმად, დემეტრე II-მ ათაბაგად დანიშნა. მცირეწლოვანი დემეტრეს მეფობაში ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი სადუნი იყო. როგორც ილხანთა ვასალი, დემეტრე II საქართველოს ლაშქრით მონღოლთა ყველა ლაშქრობაში მონაწილეობდა. 1277, 1280 და 1281 აბაღას მიერ ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში რამდენიმე ათასი ქართველი მეომარი დაიღუპა. ორ უკანასკნელ ლაშქრობაში საქართველოს ლაშქარს დემეტრე II მეთაურობდა. დემეტრე II-ის დროს ქვეყანა კიდევ უფრო დაქვეითდა ეკონომიურად, გაიზარდა მონღოლური გადასახადები, მომრავლდნენ მათხოვარ-დავრდომილები და ქვრივ-ობლები, შეთხელდა მწარმოებელი მოსახლეობა, გამწვავდა აგრარული ურთიერთობა და ამ ნიადაგზე - კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლა. განსაკუთრებით აოხრებული იყო კახეთი და ჰერეთი. საერთო გაჭირვებას ზედ დაერთო მიწისძვრა, რომელიც მთელი თვე გაგრძელდა. მოსახლეობაში, განსაკუთრებით ფეოდალურ ზედაფენებში, ფეხს იკიდებდა მონღოლური წეს-ჩვევები (მრავალცოლიანობა და სხვა). დემეტრე II-ის სახელმწიფოებრივი ღონისძიებანი (უკაცური ადგილების ხელახლა დასახლება, ეკლესიისათვის უძრავი ქონების ჩამორთმევა და სხვ.) სასურველ შედეგებს ვერ იძლეოდა. დემეტრე II ემშვიდობება ქართველებს. დემეტრე II იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო ილხანთა სახელმწიფოში ატეხილ დინასტიურ ბრძოლებში: 1282 საქართველოს ლაშქრით ხორასანში იბრძოდა აჰმად-ყაენის (1282-1284) მხარეზე აბაღას ძის არღუნის წინააღმდეგ; 1284 წლიდან ახალი ყაენის არღუნის (1284-1291) მხარეზე იყო. ყაენის პირველ ვაზირ ბუღასთან მეგობრობისა და მოყვრობის წყალობით (ბუღას შვილს ცოლად ჰყავდა დემეტრე II-ის ასული რუსუდანი) გაძლიერდა დემეტრე II-ის ავტორიტეტი და გავლენა საქართველოში. 1288 წელს გამომჟღავნდა არღუნის წინააღმდეგ შეთქმულება. მისი მეთაურობა ბუღას დააბრალეს. ბუღა და მისი ნათესავ-მეგობრები სიკვდილით დასაჯეს. დემეტრე II, როგორც ბუღას მეგობარი, ყაენმა დაიბარა. მეფემ დარბაზი (სამეფო საბჭო) მოიწვია, რომელმაც ურჩია ურდოში არ წასულიყო და მთებში გახიზნულიყო. დემეტრე II დარბაზს არ დაეთანხმა იმ მოტივით, რომ ურდოში წაუსვლელობას მონღოლების მიერ უბრალო ხალხის გაჟლეტა და ქვეყნის აოხრება მოჰყვებოდა. ურდოში დემეტრე II-მ სცადა თავის მართლება. რადგან შეთქმულებაში დემეტრე II-ის მონაწილეობის საბუთები არ იყო, ყაენს ვერ გადაეწყვიტა მისი სიკვდილით დასჯა. მეფის სიკვდილით დასჯაში გადამწყვეტი როლი ითამაშა სადუნ მანკაბერდელის ძემ ამირსპასალმა ხუტლუბუღამ, განაწყენებულმა იმით, რომ სადუნის გარდაცვალების (1281) შემდეგ მეფემ ათაბაგობა ტარსაიჭ ორბელს უწყალობა.

1289 წლის 12 მარტს მოვაკანში, მდინარე მტკვრის პირას მეფე დემეტრე II-ს ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. თავდადებული მეფის ცხედარი კათოლიკოს-პატრიარქმა აბრაჰამმა და მოსე მღვდელმა მალულად გამოისყიდეს, თბილისელმა ვაჭრებმა კი საქართველოში ჩამოასვენეს. იგი დაკრძალულია მცხეთას, სვეტიცხოვლის ტაძარში. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მეფე დემეტრე წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 12 მარტი დაადგინა.

გიორგი ბრწყინვალე

მრავალმეფიანობა XIV საუკუნის დასაწყისის საქართველოში. გიორგი V-ის ერთპიროვნული გამეფება. ვახტანგ III-ის გარდაცვალებისას გიორგი V უკვე სრულწლოვანი იყო. იგი ბექამ ირანში გააგზავნა პირველ ვაზირ ჩობანთან, რომელთანაც სამცხის მთავარს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ჩობანმა გიორგი ოლჯაითუ ყაენს წარუდგინა მეფედ ხელახლად დასამტკიცებლად, მაგრამ ყაენმა გიორგი მთავარ მეფედ არ დაამტკიცა, არამედ მზრუნველად და “საქმის მოურავად” დაუნიშნა მთავარ მეფედ გამოცხადებულ დავით VIII-ის მცირეწლოვან ვაჟს გიორგი VI-ს. ეს შეიძლება ყაენმა დავით მეფის მოთხოვნით გააკეთა. 1311 წელს დავით VIII გარდაიცვალა. მონღოლებმა, როგორც წერს ჟამთააღმწერელი, “დაუტევეს ნაცვლად მისა ძე მისი გიორგი, ორ წელ მეფე ქმნული”. 1311 წლის ერთ დოკუმენტში საქართველოს მეფედ მოხსენიებულია აგრეთვე დიმიტრი ვახტანგის ძე. როგორც ჩანს, გიორგი V-ს, დემეტრე თავდადებულის ძეს, როგორც აქტიურსა და ენერგიულ პიროვნებას, ოლჯაითუ ყაენი არ აძლევდა საშუალებას ქვეყნის მმართველობას ჩასდგომოდა სათავე-ში. მას უფრო აწყობდა მცირეწლოვანი ან უმნიშვნელო პიროვნება ჰყოლოდა ქვეყნის სათავეში, ხოლო ქვეყანა დაქუცმაცებული ყოფილიყო. ამრიგად, აღმოსავლეთ საქართველოს სათავეში ერთსა და იმავე დროს რამდენიმე მეფეა: გიორგი V, გიორგი VI, დიმიტრი ვახტანგის ძე; ასევე, სამცხე ცალკე სამთავროდაა გამოყოფილი, ხოლო დასავლეთ საქართველოში დავით ნარინის მემკვიდრეები ეცილებიან ერთმანეთს მეფობას. მეფის ხელისუფლების ასეთი დანაწევრება (მრავალმეფიანობა) ასუსტებდა საქართველოს წინააღმდეგობის უნარს და საილხანო კარი ამას ხელს უწყობდა. გიორგი V ხშირად იმყოფებოდა ურდოში და იძულებული იყო მონღოლთა ლაშქრობებში მიეღო მონაწილეობა, კერძოდ, გიორგი Vმ მონაწილეობა მიიღო აჯანყებული რუმის გამგებლის, მაჰმუდ ფარვანეს წინააღმდეგ მოწყობილ ერთწლიან ლაშქრობაში (1315-1316 წწ.), რომელსაც ჩობან ნოინი მეთაურობდა და რომელთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ლაშქრობის დამთავრების შემდეგ გიორგი საქართველოში დაბრუნებულა.

1316 წლის 16 დეკემბერს ოლჯაითუ ყაენი გარდაიცვალა, ხოლო 1317 წ. მისი 12 წლის ვაჟი, აბუსაიდი გაყაენდა. აბუსაიდის მცირეწლოვნების გამო ქვეყანას ჩობანი განაგებდა. ამ ამბების გაგების შემდეგ გიორგი ურდოში ჩავიდა. ჟამთააღმწერლის თქმით, “განიხარა ჩოფან და შეიტკბო (გიორგი) ვითარცა შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი, და შვილნი ბექასანი”. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩობანმა გიორგის უფლება მისცა, რომ გაეერთიანებინა ყოველი საქართველო, მოესპო მრავალმეფობა თუ მრავალმთავრობა და განემტკიცებინა ცენტრალური ხელისუფლება. ამ ეტაპზე ილხანების სახელმწიფოს აღარ აწყობდა დაქუცმაცებული საქართველო. ახლა მათ ინტერესებში შედიოდა ერთიანი საქართველო, რომლის მეფე პასუხისმგებელი იქნებოდა მთელი სამეფოს ხარკზე და მოლაშქრეობაზე. ჩობანისა და გიორგის “მეგობრობა”, ცხადია, პოლიტიკურ ანგარიშიანობას ემყარებოდა. ეს მეგობრობა ორივეს პოლიტიკურ მიზნებს პასუხობდა. ურდოდან მობრუნებული გიორგი, ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, თბილისში აკურთხეს მეფედ 1318 წელს. ეს იყო გიორგის ხელმეორედ გამეფება, ახლა უკვე ერთპიროვნულად. გიორგი V-ის მეფობა აღსავსეა უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენებით. მის მეფობაში აღდგენილ იქნა საქართველოს ერთიანობა და საერთა-შორისო ავტორიტეტი, განმტკიცდა ცენტრალური ხელისუფლება, გამოცოცხლდა ქვეყნის ეკონომიკა და განვითარდა საქალაქო ცხოვრება, გამოცოცხლდა და განვითარდა კულტურული საქმიანობა, განდევნილ იქნა ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოხიზნული მოძალადენი. და, რაც მთავარია, გადაგდებულ იქნა მონღოლთა ბატონობის უღელი, აღდგა ევროპის ქვეყ-ნებთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირები და სხვ. ყოველივე ამის გამო გიორგი V-ის მოღვაწეობას უაღრესად მაღალი შეფასება მისცა როგორც იმდროინდელმა საზოგადოებამ, ისე მომდევნო თაობებმა. მისი ქება ისმის როგორც ქართულ, ისე უცხოურ წყაროებში. ისტორიკოსი ჟამთააღმწერელი, რომელიც მოესწრო გიორგი V-ის მეფობას, მონღოლთა ბატონობის გადავარდნას, გიორგის მეფობის ისტორი-აც დაწერა (სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოაღწია) და აღტაცებულ სტრიქო-ნებს უძღვნის მას. ისტორიკოსის სიტყვით, გიორგი იყო “უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამთა, არა ოდენ ხელმწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა”. იგივე ისტორიკოსი გიორგის გამეფებასთან დაკავშირებით წერს: “და იწყო მთიებმან აღმოჭÂრვებად, ხოლო მე ენა ვერ მიძრავს საკÂრველისა და საშინელისად თქმად”. იგივე და მომდევნო ხანის ისტორიკოსები უწოდებდნენ მას ბრწყინვალეს, დიდს, სახელგანთქმულს, წარჩინებულს და სხვ. გიორგი V-ის ტახტზე ასვლა დაემთხვა ილხანთა სახელმწიფოს გართულებულ მდგომარეობას. აჯანყდა საქართველოს ნაცვალი ყურმიში და ხორასნის უფლისწული. ილხანთა სახელმწიფოს თავს ესხმოდნენ ოქროს ურდოს ყაენი და ეგვიპტის სულტანი. საქართველოში მონღოლთა მხოლოდ 10000-იანი ლაშქარი იდგა და ისიც საზღვრების დასაცავად. ამავე დროს საქართველოს ხასობა ჰქონდა მოპოვებული, რაც ქართველ მეფეს უფლებას აძლევდა, სამონღოლო ხარკი თვითონ აეკრიფა თავისი მოხელე-ებით. ამის შედეგად ქვეყანა დაცული იყო მონღოლთა საგადასახადო უწყების მოხელეთა თვითნებობისაგან. თითქოს იქმნებოდა მონღოლთა ბატონობის გადაგდების პირობები. მაგრამ გიორგი მეფემ სწორად განსაზღვრა, რომ პირველ რიგში საჭირო იყო ქვეყნის საშინაო საქმეების მოწესრიგება და არა მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების გაგრძელება, რასაც შე-იძლება კატასტროფა მოჰყოლოდა საქართველოსთვის. ამიტომ გიორგი მეფემ ყაენს და ჩობან ნოინს დაუჭირა მხარი, სამაგიეროდ მხარდაჭერა ჩობანისგანაც ჰქონდა გიორგის. ოსთა განდევნა შიდა ქართლიდან. საქართველოს ერთიანობის აღდგენა. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც გი-ორგიმ გაატარა საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსულ ოსთა რაზმების წინააღმდეგ გალაშქრება იყო. XIII ს-ის 30-იან წლებში მონღოლთა ხელშეწყობით გახშირდა ოსთა თარეში შიდა ქართლში. “იწყეს ოვსთა ოÃრებად, Ãოცად, და რბევად, და ტყუევნად ქართლისა, და ქალაქი გორი წარტყუენეს და თვისად დაიჭირეს ოვსთა... და დაწვეს გორი სრულიად”. ქართველები მანამდეც იბრძოდნენ ოვსთა უკუსაგდებად, მაგრამ, ჟამთააღმწერლის სიტყვით, მხოლოდ “მეფეთა შორის ბრწყინვალემან დიდმან სახელგანთქმულმან გიორგი განასხნა და აღფხურნა” ისინი. გორის აღებას სამ წელს მონდომებიან ქართველები, რის შემდეგაც მთლიანად გაუწმენდიათ შიდა ქართლი. ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, გიორგი მეფემ დაიკავა და გაამაგრა ჩრდილო კავკასიიდან გადმომავალი გზებიც და ასე “დაამშვიდა ქართლი ოსთაგან”.

ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით გიორგი მეფე იძულებული გახდა, უკიდურესი ზომებისათვის მიემართა. ცნობილია, რომ ილხანთა ყაენები ხელს უწყობდნენ და აქეზებდნენ კიდეც ქართველი მეფეების ურჩ ერისთავებსა და მთავრებს. ახლა კი, რადგან ჩობან ნო-ინის კეთილგანწყობილება მოპოვებული ჰქონდა გიორგის, თან ილხანთა სახელმწიფოში შინაური აშლილობა იყო, ისარგებლა ამით და ის ერისთავები, რომლებიც არ დაემორჩილნენ მეფეს, კერძოდ, “ჰერ-კახთა და სომხითის ერისთავნი, რომელნიც ჩინგიზთ (ე. ი. მონღოლებს) მიუდგნენ, კახეთს ცივზედ მოაწვივა და ამოსწყვიტა”. ამ რადიკალური ზომებით გი-ორგი Vმ ცენტრალური ხელისუფლება მნიშვნელოვნად გააძლიერა. თავიდანვე გიორგი მეფის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავ საქმეს საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენა წარმოადგენდა. დასავლეთ საქართველოში XIV ს-ის პირველ მეოთხედში ტახტისათვის ბრძოლა წარმოებდა დავით რუსუდანის ძის შვილებს – კონსტანტინესა (1293-1327 წწ.) და მიქელს (1327-1329 წწ.) – შორის. შინაური შფოთი ხანგრძლივად გრძელდებოდა, “რამეთუ რომელსა ჟამსა დაიზავნიან, მყის შეიშალნიან”. მიქელს დარჩა მცირეწლოვანი ვაჟი ბაგრატი, რომელსაც განდიდებულმა მთავრებმა მხარი არ დაუჭირეს და ყრმა ბაგრატმაც “ვერ იკადრა მეფობა”, ამით ისარგებლა გიორგი Vმ, დაუკავშირდა იმერეთის დიდებულებს, მათი თანხმობით გადავიდა დასავლეთ საქართველოში და “აღიხუნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი და სიმაგრენი იმერეთისანი” და დანიშნა თავი-სი ერისთავები (ბაგრატ მიქელის ძეს მისცა შორაპნის საერისთავო). ქუთა-ისში გიორგის ეახლნენ დადიანი, გურიელი, აფხაზთა და სვანთა ერისთავები “ნიჭითა დიდითა და დაულოცეს მეფობა იმერეთისა და ყოვლისა გიორგიისა”. შემდეგ თავად მეფემ იმოგზაურა ოდიშში, აფხაზეთსა და გურიაში და “განაგნა მუნებურნი საქმენი”. ასევე მშვიდობიანად იქნა შემოერთებული სამცხეც. 1334 წ. გიორგი V სამცხეში ჩავიდა და თვითვე დაადგინა სამცხის მთავრად გარდაცვლილი მთავრის, სარგისის ძმა ყვარყვარე. ეს უკვე ნიშნავდა მეფის უზენაესი უფლების აღდგენას სამცხეზე, მის დაბრუნებას საქართველოს მონარქიის ფარგლებში. მოთარეშე ოსთა განდევნისა, საქართველოს ერთიანობის აღდგენისა და ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების შემდეგ დღის წესრიგში დგებოდა მონღოლთა ბატონობის მოცილებისა და საქართველოს სრული დამოუკიდებლობის საკითხი. საქართველოს განთავისუფლება მონღოლთა ბატონობისაგან და ქვეყნის მმართველობის მოწესრიგება. 1327 წელს აბუსაიდ ყაენმა მოაკვლევინა თავისი მეურვე და საყაენოს ფაქტობრივი გამგებელი ემირი ჩობანი თავისი ორი შვილითა და მომხრეებით. ჭკვიანი და ძლიერი ხელისუფლის დაღუპვამ დააჩქარა ილხანთა სახელმწიფოს კიდევ უფრო დაქვეითება და დაშლა. ახალგაზრდა და სუსტმა პოლიტიკოსმა აბუსაიდ ყაენმა ვეღარ შეძლო საყაენოს უკუსვლის შეჩერება. 1335 წელს, აბუსაიდის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში სრული არეულობა გაბატონდა და ფაქტობრივ საილხანო ერთმანეთის მოწინააღმდეგე რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშალა. შექმნილი ვითარებით კარგად ისარგებლა გიორგი Vმ. მან ხარკი შე-უწყვიტა მონღოლებს და მონღოლთა ჯარი საქართველოდან განდევნა. ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, გიორგი ბრწყინვალემ “განასხნა თათარნი საქართველოსგან, რომელნიმე გონიერებითა, რომელნიმე ბრძოლითა და ძლიერებითა და მოსრნა ყოველნი საზღვართაგან თÂსთა”. ეს იყო ხან-გრძლივი პროცესი, რომლის დროსაც გამოყენებული იყო როგორც დიპლომატიური თუ მშვიდობიანი, ისე ძალისმიერი საშუალებანი (გრძელდებოდა ეს პროცესი 1327-1335 წლებში). მართალია, XIV ს-ის 30-40-იან წლებში მონღოლებმა მოაწყვეს რამდენიმე ლაშქრობა აღმოსავლეთ საქართველოში ბატონობის აღდგენის მიზნით, მაგრამ მათ წარმატება არ ჰქო-ნიათ. საქართველოს ერთიანობის აღდგენისა და ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების შემდეგ მოსაგვარებელი რჩებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის, არაგვისა და თერგის ხეობების საკითხი. მონღოლთა ასწლოვანი ბატონობის შედეგად მთაში მნიშვნელოვნად

შესუსტებულიყო სახელმწიფოს გავლენა და ფეოდალური წყობილება. მთიელები უარს ამბობდნენ ფეოდალურ სახელმწიფო ვალდებულებათა შესრულებაზე, მათ შორის ხშირად სალაშქრო ვალდებულებებზეც, ხოცავდნენ მეფის მიერ დანიშნულ მოხელეებს: ერისთავებს, გამგებლებს, ხევისთავებს, ციხისთავებს და სხვ. მთავრობის მოხელეთა წინააღმდეგ გამოდიოდნენ არა მარტო ცალკეული პირები, არამედ ხშირად მთელი “სოფელი”, მთელი “ხევი” და მთელი “ქვეყანაც” — ე. ი. აჯანყებებსაც ჰქონდა ადგილი. როგორც გიორგი მეფის მიერ მთიელებისათვის დაწერილ სამართლის წიგნში — “ძეგლის დადებაში” აღნიშნულია, მთაში გავრცელებული ყოფილა აგრეთვე “ერთმანეთის ღალატად დასხმა და დაქცევა ციხეთა, სიკვდილი, ცოლის წაგურა და უბრალოდ დაგდება, და მრავალფერნი ულუსობა”. ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე — “ძეგლი ერისთავთა” მოგვითხრობს, რომ განსაკუთრებით მწვავე ბრძოლები და ურთიერთთავდასხმები ყოფილა ქსნისა და არაგვის საერისთაოთა მოსახლეობას შორის. ერთ-ერთი შეტაკების დროს ცხავატელთათვის, გარდა “წვრილი ერისა”, თვრამეტი “თავადი ხევისბერი” დაუხოციათ. ხშირი იყო მეკობრეობა, საქონლისა და ნივთების გატაცება და სხვ. მთაში არსებული უწესრიგობის მიზეზად “ძეგლის დადებაში” დასახელებულია, ერთი მხრივ, “ულუსობა” (მონღოლთა ბატონობის გავლენა), მეორე მხრივ – წერილობითი კანონების უქონლობა და სასჯელთა სიმსუბუქე. რადგან მთის საზოგადოებრივი წყობილება ჩამორჩებოდა ბარისას, ჯერ კიდევ ძლიერი იყო გვაროვნული წყობილების გადმონაშთები და, ამდენად, ბარში მომქმედი კანონები არ გამოდგებოდა მთისთვის, ამიტომ გიორგი მეფემ გადაწყვიტა, ადგილზე გაცნობოდა ვითარებას და მთის საზოგადოებისათვის შესაფერი სამართლის წიგნი შეედგინა. ამ მიზნით, გიორგი მეფე წავიდა “მთიულთა შიგან მოსავლელად” დიდი ამალით. თბილისიდან გამგზავრებული მეფე და მისი ამალა არაგვის ხეობას აუყვნენ და ჟინვალის სამეფო საზაფხულო სასახლეში მისულან, იქიდან ხადაცხაოტში ასულან, შემდეგ ხევში გადავიდნენ და დარი-ალამდის მივიდნენ. მობრუნებულნი ლომისაზე გავლით ცხრაძმის ხევში ჩასულან და მუხრანში სამეფო სასახლეში გამოვლით თბილისში დაბრუ-ნებულან. გიორგი მეფე ადგილზე გაეცნო ვითარებას, მეფის მოხელეებსა და ჰეროვანებს (“ჰეროვანი” — თავისუფალი მეთემე, სიტყა ერიდან). მან მთი-ულეთიდან თან ჩამოიყვანა “თემის ერისთავნი და Ãევისთავნი და Ãევისბერნი და ჰეროვანნი”, მოიწვია დარბაზის (სამეფო საბჭოს) საგანგებო საკანონმდებლო კრება, რომელმაც მიიღო მთიულთათვის განკუთვნილი სამართლის წიგნი — “ძეგლის დადება” (შედგება 46 მუხლისაგან). გიორგი მეფემ, მთაში სამეფო ხელისუფლების გავლენის გაზრდისა და ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარებისათვის ხელის შეწყობის მიზნით, ბარში არსებული სასჯელთა სისტემა დააწესა მთიელებისთვისაც, მხოლოდ სასჯელის ზომა მნიშვნელოვნად გაზარდა. ასე მაგალითად, ბარის მწარმოებლის, გლეხის სისხლი (ჯარიმა გლეხის მოკვლისათვის) დაწესებული იყო 400 თეთრი, მთის მწარმოებლის – ჰეროვნის სისხლის ფა-სად განსაზღვრული იქნა 1200 თეთრი. კიდევ უფრო დიდი ჯარიმა იქნა დაწესებული ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის შეწირული გლეხის მოკვლისათვის – 1500 თეთრი. მნიშვნელოვნად გადიდებული იქნა აგრეთვე მეფის მიერ დანიშნულ მოხელეთა (გამგებელი, ხევისთავი, ხევისბერი, ციხისთავი) და მათი ოჯახის წევრთა სისხლის ფასი. ეს მოხელეები ჰეროვანთა წრიდან ინიშნებოდნენ და “თემისა და თემის ერისთავებთან” ერთად მეფის ხელისუფლების დასაყრდენს წარმოადგენდნენ მთაში. რაც შე-ეხება ერისთავის, რომელიც წოდებრივად დიდებული უნდა ყოფილიყო, და გამგებლის (აზნაური) სისხლს, “ძეგლის დადებაში” განსაზღვრული არ არის, რადგან მათ სისხლი “გვარსა ზედა (წოდების მიხედვით) სდის”, რომელიც განსაზღვრული იყო ბარისათვის განკუთვნილ სამართლის წიგ-ნში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “ძეგლის დადებაში” გათვალისწინებულია ადათობრივი სამართლის ზოგიერთი ნორმა (“მამულისაგან გაძევება” ანუ თემისაგან გაძევება, ზოგიერთ შეთმხვევაში დაზარალებულის თვითნებური მოქმედება და სხვ.). მთაში სამეფო ხელისუფლების შესუსტებასთან ერთად შესუსტებული იყო ქრისტიანული რელიგიის გავლენაც. გახშირებული იყო “რჯულის შეცოდებანი” (ეკლესიის გატეხვა, უბრალოდ ცოლის დაგდება, უქორწინო შეუღლება, ქრისტიანული რიტუალების შეუსრულებლობა...), მიუხედავად იმისა, რომ დარბაზის საგანგებო საკანონმდებლო კრებას ქართული ეკლე-სიის უმაღლესი პირები ესწრებოდნენ, “სასჯულო საქმეები” არ განუხილავთ, რადგან საკანონო საქმეების განხილვა დარბაზის კომპეტენციაში არ შედიოდა. “ძეგლის დადების” შესავალში პირდაპირ არის ნათქვამი: “ჩვენ მსოფლიო (საერო) სასაქმო გაგვიჩენიაო” მხოლოდ.

“რჯულის შეცოდების” საქმეების განხილვა კათალიკოსის, ადგილობრივი ეპისკოპოსებისა და მათი მოხელეების კომპეტენციას შეადგენდა. არაგვის საერისთაოს ეკლესიას განაგებდა უშუალოდ ქართლის კათალიკოსი, ქსნის საერისთავოს ეკლესი-ას კი – წილკნელი და სამთავნელი ეპისკოპოსები. ეკლესიისადმი განსა-კუთრებული ყურადღებისა და პატივისცემის ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ დარბაზის დადგენილება იმის შესახებ, რომ ლომისის წმინდა გიორგის შეწირული გლეხის სისხლი შეფასებულია 1500 თეთრად (თითქმის ოთხჯერ უფრო მეტად, ვიდრე საერო პირთა გლეხებისა) “ძეგლის დადება” მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ცხოვრებაში. დაწერილმა კანონებმა და გიორგი V-ის სხვა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს სამეფო ხელისუფლებისა და ქართული ეკლესიის გავლენა მთაში, რასაც მოჰყვა ე. წ. “ულუსობის” მოსპობა და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა. მონღოლთა ასწლოვანი ბატონობის შედეგად დარღვეული იყო საქართველოს სახელმწიფო წყობილება და სამოხელეო სისტემა. მნიშვნელოვ-ნად შემცირდა სამოხელეო აპარატის გავლენა და ფუნქციები, კერძოდ, ძლიერ დაკნინდა ზოგიერთი ვაზირის (მწიგნობართუხუცესის, მანდატურთუხუცესის...) და, საერთოდ, მთელი სავაზიროს როლი. მნიშვნელოვნად გაიზარდა ათაბაგის, ამირსპასალარის და სამხედრო უწყების სხვა მოხელე-ების მნიშვნელობა. იმის გამო, რომ მონღოლები ხელს უწყობდნენ დეცენტრალიზაციის პროცესს და აქეზებდნენ ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდებულებს, გაძლიერდნენ ერისთავთ-ერისთავები, რომლებიც “ხელმწიფობას” იჩემებდნენ. ამავე პროცესის შედეგი იყო ე. წ. “პროვინციის მეფეების” (ბაგრატიონთა საგვარეულოდან გამოყოფილი მფლობელები) გაჩენა და გამრავლება... ფართო გასაქანი მიეცა მედროვეებს (სადუ-ნი და ხუტლუბუღა მანკაბერდელები...), რომლებიც პირადი გამდიდრების მიზნით მეფისა და ქვეყნის ღალატსაც არ ერიდებოდნენ.

თემურ-ლენგი

გიორგი V ბრწყინვალის მემკვიდრეები. გიორგი ბრწყინვალის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ვაჟი დავით IX (1346-1360 წწ.). ჩვენამდე მოღწეულ ფრაგმენტული ცნობების მიხედვით, დავითის მეფობის პირველ პერიოდში საქართველოში საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარება შექმნილა. 1349-1350 წლებში საქართველოს შემოესია ირანის ილხანი ანუშირვანი, რომელსაც საქართველომ გადაუხადა ხარკი 400 000 დინარი. ამავე დროს საქართველოში ფართოდ გავრცელებულა შავი ჭირის ეპიდემია. ჯერ კიდევ 1346 წლიდან შავი ჭირი გავრცელდა ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ოქროს ურდოში, კავკასიაში და სხვ., რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში. ერთი საეკლესიო წიგნის (პარაკლიტონის) ანდერძში ავგაროზ ბანდაისძე აღნიშნავს, რომ მან ეს წიგნი გადაწერა “დიდისა

სიგლახაკესა და ეტრატის სიძვირესა და შფოთსა და უცალობასა შინა წელსა მას, რომელსა იყო სიკვდილობა, ქორონიკონი იყო ლე” (1348 წ.), ე. ი. შავი ჭირის ეპიდემიის შედეგად საქართველოში მრავალი ადამიანი დაღუპულა, დიდი ეკონომიკური გაჭირვება ჩამოვარდნილა და “შფოთი” ანუ შინაფეოდალური ბრძოლები გაჩაღებულა. შავი ჭირის ეპიდემიას შემდეგაც XIV ს-ის 60-იან წლების შუახა-ნებშიც უჩენია თავი. მიუხედავად აღნიშნული მძიმე ვითარებისა, დავით IX სახელმწიფო-ებრივ აღმშენებლობით მუშაობას ეწეოდა. თმოგვის ციხის 1350 წლის წარწერის მიხედვით ჩანს, რომ დავით მეფის მითითებით თმოგვის ციხის ზღუდის განახლება ჩატარდა. დავით მეფეს ყურადღება მიუქცევია აგრეთვე მონღოლთა ბატონობის დროს საერო ფეოდალების მიერ საეკლესიო მამულების მიტაცების ფაქტებისათვის. მან მცხეთის ეკლესიას დაუბრუნა დავით ულუს მიერ დიდებულ აზნაურებზე ორბოძლელებზე გადაცემული მცხეთის ეკლესიის გლეხები და მიწები ძამისა და ხვედურეთის ხეობიდან (დავით მეფეს ორბოძლელისათვის 12000 თეთრი გადაუხდია, რომ მას ეკლესიის მამულები დაეთმო). ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, დავით მეფის მეუღლე ყოფილა დედოფალი სინდუხტარი, რომელიც თითქოს სამცხის მთავრის აღბუღას და ყოფილა. დავით მეფის ერთი ქალიშვილი გულშარი იოანე ქსნის ერისთავზე გაუთხოვებიათ, მეორე ქალი გულქანხათუნი კი უფრო გვიან, 1378 წ., ტრაპიზონის იმპერატორის უმცროს ვაჟზე, მანუილზე დაუქორწინებიათ (იქ მას ევდოკია უწოდეს). ეს ქორწინება, რა თქმა უნდა პოლიტიკური ანგარიშით იყო მოწყობილი და მიზნად ისახავდა საქართველოსა და ტრა-პიზონის საკეისროს პოლიტიკურ კავშირს. დავითის მეფობაში, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, 1357 წელს საქართველოში ადგილი ჰქონია მზის დაბნელებას. მზის დაბნელება მომხდარა საქართველოში 1361 და 1372 წლებშიც. დავით მეფე გარდაიცვალა ქუთაისში 1360 წელს, დაკრძალულია გელათში. 1360 წელს ქუთაისში საქართველოს მეფედ აკურთხეს დავით IX-ის ვაჟი ბაგრატ V (1360-1393 წწ.). ბაგრატი, ვახუშტის ცნობით, ძლიერი პიროვნება და გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე ყოფილა. ტრაპიზონელი ისტორიკოსი მიქელ პანარეტოსი კი ბაგრატს “გამოჩენილ სარდალს” უწოდებს. ასევე, XIV ს-ის ერთ სომხურ წყაროში ბაგრატი “ძლევამოსილ მამაც მეფედ” არის მოხსენიებული. ზოგიერთ ქართულ წყაროში კი ბაგრატი “დიდის” ეპითეტით არის სახელდებული. ბაგრატ მეფის ასეთი შეფა-სება, როგორც ივანე ჯავახიშვილმა აღნიშნა, უნდა ეხებოდეს მისი მოღვაწეობის პირველ პერიოდს (თემურლენგის შემოსევების წინარე ხანას), როცა ბაგრატ მეფემ შეძლო ქვეყნის ერთიანობის განმტკიცება და საგარეო მტრების მოგერიება. ამას შედეგად მოჰყვა “დიდი მშვიდობიანობა საქართველოში”, როგორც ეს აღნიშნულია XIV ს-ის ზემოხსენებულ სომხურ წყაროში. ბაგრატ მეფის პირველი მეუღლე იყო ელენე, რომელიც დაიღუპა 1366 წელს, შავი ჭირის ეპიდემიის დროს. მისგან დარჩა ორი ვაჟი – გი-ორგი და კონსტანტინე. ბაგრატი მეორედ დაქორწინდა ტრაპიზონის იმპერატორის ასულზე – ანაზე 1367 წელს, რის შედეგადაც ამ ორ სამეფოს შორის ადრე არსებული პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობა გრძელდებოდა.

ბაგრატის მეფობაში საქართველოს ტერიტორიული ერთიანობა აღდგენილი იყო თითქმის მთელი ამიერკავკასიის ფარგლებში ყმადნაფიცი ქვეყნების ჩათვლით. სამხრეთდასავლეთის საზღვარი მაკრიალის ხეობაზე გადიოდა. ქალაქი ანისი და მისი ოლქიც საქართველოს საზღვრებში შემოდიოდა. ჩრდილოეთითაც დვალეთი და ოსეთი საქართველოს ემორჩილებოდა. ბაგრატის მეფობის პირველი პერიოდის შესახებ მხოლოდ მცირე და ფრაგმენტული ცნობებია შემორჩენილი. ამ ცნობების მიხედვით XIV ს-ის 60-იან წლებში დიდ სიძნელეებს უჩენია თავი, როგორც შინაური შფოთის, ისე მტრის შემოსევების შედეგად. 1362 წელს აჯანყებულა სვანეთის ერისთავი ვარდანისძე, რომელიც დიდი ლაშქრით თავს დაესხა ქუთაისს – გაძარცვა და გადაწვა იგი. ბაგრატ მეფემ სწრაფ და ენერგიულ ღონისძიებათა შედეგად დაამარცხა აჯანყებულები და სვანთა ერისთავი ვარდანისძე დააპატიმრა (რომელიც მოგვიანებით შეუწყალებია და გურიის ერისთავად დაუნიშნავს). სვანთა ერისთავად მეფემ დანიშნა გელოვანი, რომელსაც და-ეკისრა ხარკის (სახელმწიფო გადასახადის) მოკრეფა და სამხედრო სამსახური სვანთა რაზმებით. საქართველოს შინააშლილობით უსარგებლიათ მცირე აზიაში მომთაბარე თურქებს, თავს დასხმიან სამცხეს, დაურბევიათ, გაუძარცვავთ და ტყვეები წაუსხამთ. ამ ამბის გაგებისთანავე ბაგრატი რჩეული 12 000-იანი ლაშქრით დაედევნა თურქებს, სამი დღის მერე დაეწია მდ. არაქსთან და თითქმის მთლიანად გაანადგურა, ტყვეები გაათავსიუფლა, ალაფიც უკან წამოიღო და თბილისს დაბრუნდა.

60-იანი წლების შუახანებში საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და შემდეგ საქართველოშიც კვლავ იფეთქა შავი ჭირის ეპიდემიამ, რომლის დროსაც, ვახუშტის სიტყვით, “მოისპნეს სულნი ურიცხუნი” და დაიღუპა დედოფალი ელენე (1366 წ.). 1373 წ. საქართველოში თურქთა კიდევ ერთი მარბიელი რაზმი შემო-იჭრა, ბრძოლა მოხდა ჯავახეთში ს. ალასტანთან, სადაც დაიღუპა ე. წ. “პროვინციის” მეფე გიორგი ალანსტანელი და ქსნის ერისთავი ქვენიფნეველი. მაგრამ თურქთა ეს ეპიზოდური შემოსევები ვერ ცვლიდნენ ქვეყნის საერთო მდგომარეობას, რომელიც გიორგი ბრწყინვალეს დროიდან ეკო-ნომიკურ და კულტურულ აღმავლობას განიცდიდა. ამის შედეგი უნდა იყოს ევროპელ კათოლიკე მისიონერთა მიერ ყურადღების გაძლიერება საქართველოსადმი. 1370 წელს საქართველოში ჩამოსულა სალონიკის არქიე-პისკოპოსი 25 ფრანცისკანელ მამასთან ერთად. 1373 წელს ფრანცისკანელი პატრები ქ. ახალციხეს სწვევიან. 1382 წ. კათოლიკურ “მოქადაგე ძმათა საზოგადოებას” თავისი რეზიდენცია დაუარსებია თბილისსა და ახალციხე-ში. ყველა ამ მისიის მიზანი იყო კათოლიკური სარწმუნოების გავრცელება საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში. ვითარება მკვეთრდ შეიცვალა 1386 წლიდან, როცა საქართველოს პირველად შემოესია ერთერთი ყველაზე პირსისხლიანი დამპყრობელი თემურლენგი. თემურლენგი. XIV ს-ის 80-იანი წლებიდან საქართველოსა და მის მეზობელ ხალხებს თავს დაატყდა უდიდესი და უსასტიკესი დამპყრობლის – თემურლენგის ურდოები. 1386-1403 წლებში თემურლენგი რვაჯერ შემოესია საქართველოს და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა მას. თემურლენგი იყო შვილი ბარლასთა გათურქებული მონღოლური ტომის ერთ-ერთი ბეგის – თარაღაისა. თემური დაიბადა 1336 წ. სოფ. ხო-ჯა-ილგარში, ქ. შაჰხრისიაბზის ახლოს. თემური ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა ორგანიზატორული ნიჭითა და სიმამაცით. მან შექმნა ყაჩაღთა რაზმი, თავს ესხმოდა ვაჭართა ქარავნებს, მწყემსებს და ძარცვავდა. ბარლასთა ტომი მოღოლისტანიდან გადასახლდა ქაშქადარის ველზე მავერა-ნაჰრში (მდინარეების სირდარიასა და ამუდარიას შორის მდებარე ტერიტორიაა შუა აზიაში), მოღოლისტანის სამხედრო ნომადური არისტოკრატია მომთაბარულ ცხოვრებას აგრძელებდა, მავერანაჰრის მონღოლები კი ბინადარ ცხოვრებას და ინტერსიურ მეურნეობას მისდევდნენ. ჩაღატაის ულუსის ეს ორი ნაწილი ერთმანეთს ებრძოდა პირველობისათვის. საბოლოოდ მოღოლისტანის ხანმა თოღლუყთემურმა 1360 წელს დაიკავა მავე-ნარაჰრი. თემური თოღლუყთემურის სამსახურში ჩადგა, თუმცა მალე განუდგა და ბალხის ემირთან, ჰოსეინთან ერთად ებრძოდა მას. მალე თემურმა თავისი მოკავშირეც მოიცილა და მავერანაჰრის ერთპიროვნული მმართველი გახდა. 1370 წელს, მან მოიწვია ყურულთაი, რომელმაც თემური დიდი ემირის ტიტულით მავერანაჰრის მმართველად გამოაცხადა. თემურმა ხანის ტიტული ვერ მიიღო, რადგან იგი ჩინგიზიდების ჩამომავალი არ იყო. ხანად მან ჩინგიზიდების ერთ-ერთი ჩამომავალი სოიურღათმიში გამოაცხადა, რომლის სახელით მართავდა ქვეყანას. თავად თემურმა “ქურაქანის” ანუ ხანის სიძის ტიტული მიიღო – მან ცოლად შეირთო მისი ყოფილი მოკავშირის, ჰოსეინის ერთ-ერთი ცოლი, რომელიც ჩინგისიდების ჩამომავალი იყო. თემურმა შეძლო ქვეყანაში შინაფეოდალური ბრძოლების აღკვეთა და მტკიცე ცენტრალური ხელისუფლების შექმნა. ადმინისტრაცია და ჯარი მონღოლური დუმნების სისტემის მიხედვით მოაწყო. დიდ სახელმწიფო თანამდებობებზე და ლაშქრის სარდლებად თავის შვილებს, შვილიშვილებს და ნათესავებს ნიშნავდა. სახელმწიფოს დედაქალაქად სამარყანდი გამოაცხადა, სადაც მან ნაძარცვი ქონებითა და ტყვედ წაყვანილი ხელოს-ნების წყალობით მრავალი დიდებული სასახლე, მაჰმადიანთა სალოცავები, ციხე-კოშკები და მშვენიერი ბაღები სარწყავი სისტემებით გააშენა. მაშინდელი ისტორიკოსების ცნობით თემური უწიგნური, მაგრამ მეც-ნიერებით დაინტერესებული კაცი ყოფილა. მას მშობლიური თურქულის გარდა სცოდნია სპარსული ენაც, რომელზედაც ის ესაუბრებოდა მეცნეირებს. თემურს სასახლეში “წიგნის წამკითხველები” ჰყოლია, რომელთა სა-შუალებით ეცნობოდა მეცნიერების სხვადასხვა დარგებს, განსაკუთრებით დაინტერესებული ყოფილა სხვადასხვა ქვეყნების ისტორიით, გატაცებული ყოფილა ჭადრაკით და საკმაოდ წარმატებებიც ჰქონია. ამ ადამიანური თვისებების გარდა თემურს არაადამიანური და არანორმალური თვისებებიც მრავლად ჰქონდა,

რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მხეცური სისასტიკე დაპყრობილი ხალხებისადმი, თემურლენგი დაპყრობილ ქვეყნებს ძარცვავდა, ქალაქებს და ნაგებობებს წვავდა, მოსახლეობას ხოცავდა ან ტყვედ მიჰყავდა. მაგალითად, ქ. ისპაჰანის აღების შემდეგ 70000 კაცს თავი მოჰკვეთეს და თავებისაგან კოშკები ააგეს. ინდოეთში ლაშქრობისას 100000 კაცს თავი მოჰკვეთეს თავიანთი ცოლ-შვილის თვალწინ, კიდევ უფრო საშინელება ჩაიდინა თემურლენგმა ქ. ისფაზარის აღებისას, როცა კოშკის მშენებლობისას 2000 ცოცხალი კაცი ჩაატანეს კედელ-ში და დუღაბი დაასხეს; სივასის აღებისას კი ცოცხლად დამარხეს 4000 მცხოვრები. თემურლენგმა მიზნად დაისახა ჩინგიზ ხანის იმპერიის აღდგენა. და-ამთავრა თუ არა შუა აზიის გაერთიანება, დაიწყო მზადება ირანისა და მის დასავლეთით მდებარე ქვეყნების დასაპყრობად. ამ მიზნით მან სამი დიდი ლაშქრობა მოაწყო. ეს იყო ე. წ. სამწლიანი (1386-1389 წწ.), ხუთწლიანი (1392-1397) და შვიდწლიანი (1399-1405) ლაშქრობანი. თემურის ლაშქრობათა მიზეზს მისივე ისტორიკოსები, განსაკთრებით არამუსლიმანურ ქვეყნებში, მაჰმადიანობის გავრცელების საჭიროებით ხსნიან. ეს მომენტი იყო არა მთავარი მიზანი, არამედ საშუალება დაპყრობისათვის, მთავარი მიზანი კი იყო ახალ-ახალი ქვეყნების დაპყრობა, ნადავლის მოპოვება, დახარკვა და მიწების მითვისება. ზოგიერთი მეცნიერის აზრით თემურის დაპყრობის მიზეზი მისი უზომო პატივმოყვარეობა და მსოფლიო ბატონობისაკენ მისწრაფებაც იყო. თემურს მიეწერება გამოთქმა: “მსოფლიო იმად არა ღირს, რომ მას ორი მეფე ჰყავდესო”. თემურის მისწრაფებას წინ აღუდგა ჩრდილოეთის ანუ ოქროს ურდოს ყაენი თოხთამიში, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა აზერბაიჯანსა და ირანზე. თემურლენგის პირველი და მეორე ლაშქრობა საქართველოში. თემურლენგის პირველი შემოსევა საქართველოში მოხდა 1386 წელს. იგი დაკავშირებულია თოხთამიშის ლაშქრობასთან აზერბაიჯანში. 1385 წელს თოხთამიში 90 000-იანი ლაშქრით შემოიჭრა ამიერკავკასიაში დარუბანდი-სა და დარიალის გადმოსასვლელებით, შარვანზე გავლით გადავიდა სამხრეთ აზერბაიჯანში და ალყა შემოარტყა ქ. თავრიზს, რომელიც დიდი ბრძოლითა და ვერაგობით აიღო, გაძარცვა და გაანადგურა. თემურის ისტორიკოსთა ცნობით თოხთამიშის ლაშქარში “ურწმუნოებიც” ერივნენ – ე. ი. ქრისტიანები და, შესაძლოა, ქართველებიც. ივ. ჯავახიშვილის აზრით, თოხთამიშს ქართველებთან შეთანხმების გარეშე გაუჭირდებოდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში გადმოსვლა დარუბანდისა და დარიალის გზით. მათ შორის კავშირი უნდა არსებულიყო. ამით უნდა აიხსნას თემურლენგის მიერ თავრიზის აღების შემდეგ თბილისზე გამოლაშქრება და არა თოხთამიშის წინააღმდეგ წასვლა. 1386 წ. თემურლენგი სამხრეთ აზერბაიჯანში შეიჭრა, თავრიზი აიღო, გაძარცვა და დაარბია, თოხთამიშის მომხრეები დახოცა ან განდევნა. იმავე წლის ზაფხულის მიწურულს საქართველოსკენ გამოემართა. გზად სომხური თემები დაარბია, დიდი ბრძოლებით აიღო და დაანგრია გარნისის და სურმალუს ციხეები, შემდეგ ყარსის ციხეც აიღო და სამცხეში შემოიჭრა. იქიდან თრიალეთსა და ალ-გეთზე გამოვლით თბილისს მიადგა დიდი ჯარით და ალყა შემოარტყა. ბაგრატ მეფე ელოდებოდა თემურლენგის შემოსევას და სათანადო მომზადებაც ჩაუტარებია. ქართველებს გაშლილ ველზე ბრძოლა თემურლენგის უზარმზარ ლაშქართან მიზანშეუწონლად მიუჩნევიათ და ციხე-სიმაგრეების გამაგრება და იქ დახვედრა გადაუწყვეტიათ. ბაგრატ მეფე კარგად გამაგრებულ თბილისის ციხეში იმყოფებოდა. თბილისის წინააღმდეგ ბრძოლას თემურლენგი ხელმძღვანელობდა, თბილისის დამცველებს კი თვით ბაგრატ მეფე. მისი ხელმძღვანელობით მეციხოვნეები დღეში ორ-სამჯერ გამოიჭრებოდნენ გალავნის გარეთ, თავს

ესხმოდნენ მოალყეებს და დიდ ზიანსაც აყენებდნენ. თემურლენგმა თბილისის გალავნის დასანგრევად კედლის სანგრევი მანქანები და ცეცხლსასროლი იარაღი, ფარსადან გორგიჯანიძის სიტყვით, ზარბაზნები გამოიყენა, რომელსაც ქალაქში და ციხეში ჩაისროდნენ და დიდი ეფექტიც მოახდინა. ბრძოლა რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. ბოლოს მოალყეებმა რკინის ჩელტები (დიდი ფარები) მოიმარჯვეს და თვით თემურის მეთაურობით მიიტანეს იერიში, გალავანი გადალახეს და ქალაქში შეიჭრნენ. ბაგრატი ერთხანს კიდევ იგერიებდა მტერს შიდა ციხეში, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ბრძოლა შეეწყვიტა. თემურმა ბაგრატი, დედოფალი ანა, ბატონიშვილი დავითი და მათი მხლებლები ტყვედ აიყვანა. ბიზანტიელი ისტორიკოსის, მიქელ პანარეტოსის ცნობით, ეს მოხდა 1386 წლის 21 ნოემბერს. თემურის მოლაშქრეებმა ქალაქი გაძარცვეს, მრავალი მცხოვრები დახოცეს და ტყვეც ბევრი წაივყანეს. სამეფო სახლში დაცული ცნობების მიხედვით, თემურლენგს თბილისიდან მდიდარი სამეფო ბიბლიოთეკაც წაუღია. თემურლენგმა თბილისის ციხეში დიდი გარნიზონი ჩააყენა, რამდე-ნიმე რაზმი ქართლის სხვადასხვა კუთხეში გაგზავნა დასარბევად და ნადავლის შესაგროვებლად, თავად კი მთავარი ლაშქრით აღმოსავლეთისაკენ წავიდა. გზად, ყარაიის ველზე, გამარჯვების აღსანიშნავად დიდი ნადირობა მოაწყო. შემდეგ კავკასიონის სამხრეთის კალთებს შეუყვა და იქაური მოსახლეობა დაარბია. თემურის მთელმა ლაშქარმა ჯერ ქ. კაბალაში მოიყარა თავი, შემდეგ კი მტკვარი გადალახა, ქ. ბარდავი უბრძოლველად დაიკავა და ყარაბაღში დადგა გამოსაზამთრებლად. თემურლენგის ბანაკში იმყოფებოდა ტყვედწაყვანილი ბაგრატ მეფე თავისი ოჯახითა და ამალით. თემურლენგის პირველი ლაშქრობისას აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ქვეყნებიდან მხოლოდ შარვანი გადარჩა დარბევა-აოხრებას. შარვანის მმართველი შარვან-შაჰი შეიხ იბრაჰიმ დერბენდი (1382-1417 წწ.) დიდი საჩუქრებითა და მორჩილებით ეახლა თემურს და ქვეყანა აოხრებას გადაარჩი-ნა. სამაგიეროდ მას დაევალა მოლაშქრეობა თემურის მხარეზე. საქართველოს ყოფილმა ყმადნაფიცმა ქვეყანამ იძულებით თემურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილ რამდენიმე ლაშქრობაშიც კი მიიღო მონაწილეობა. თემურლენგმა ბაგრატ მეფეს ჯერ კიდევ თბილისში ყოფნისას შესთავაზა გამაჰმადიანება, სამაგიეროდ დიდ წყალობას დაჰპირდა. ყარაბაღში კი, როცა ბაგრატი დარწმუნდა, რომ ამის გარეშე თავს ვერ დააღწევდა ტყვეობას, მოჩვენებით მიიღო მაჰმადიანობა და თემურის “წყალობაც” და-იმსახურა – დამტკიცებულ იქნა საქართველოს მეფედ. თემურმა ბაგრატ მეფე და მისი გამაჰმადიანებული ამალა საქართველოში გამოისტუმრა და მოსახლეობის გამაჰმადაინება დაავალა, თან 12000-იანი ლაშქარი გამოაყოლა, რომელიც ბაგრატის დამხმარე იქნებოდა ამ საქმეში, ბაგრატმა მოახერხა შიკრიკის, აზნაურ რუს ეგნატაშვილის ფარულად გაპარება ბანაკიდან. ბაგრატი შვილებს უთვლიდა, ჯარით დახვედროდნენ და გაეთავი-სუფლებინათ მეფე ტყვეობიდან. გიორგი ბატონიშვილი მარჯვე ადგილას ჩაუსაფრდა, მოულოდნელად დაესხა თავს თემურის ლაშქარს და მთლია-ნად გაანადგურა. მეფე და მისი ამალა განთავისუფლებულ იქნა. ამ ამბის გაგებამ, ცხადია, თემურლენგი მეტად აღაშფოთა, მაგრამ შუა ზამთრის გამო მაშინვე გამოლაშქრება შეუძლებელი იყო. ამიტომ ზამთარი ყარაბაღში გაატარა. 1387 წლის ადრე გაზაფხულზე, მარტში, როცა ჯერ კიდევ თოვდა და წვიმდა, მთელი მისი დიდი ლაშქრით საქართველოს დასასჯელად გამოემართა. ქართველები, რა თქმა უნდა, მოელოდნენ ხელახლა შემოსევას და სათანადო სამზადისიც ჩაუტარებიათ. ხალხი ციხესიმაგრეებში და კავკასიონის მთებში გახიზნეს და ჯარიც გაამზადეს სა-ომრად. ქართველებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს და დიდი ზიანიც მიაყენეს, მაგრამ ბოლოს ჯარის სიმრავლით მაინც თემურლენგმა სძლია ქართველებს. მიუხედავად ამისა, თემურლენგმა საქართველოს დაპყრობა მაინც ვერ შეძლო – ჯერ კიდევ ბევრი კარგად გამაგრებული ციხე იყო ასაღები, თანაც დარუბანდის გზით აზერბაიჯანში კვლავ შემოიჭრა თოხთამიშის ლაშქარი და თემური იძულებული გახდა საქართველოდან გასულიყო. თოხთამიშის ეს ლაშქრობა, როგორც ჩანს, ქართველებთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. თემურმა თოხთამიშს თავისი ვაჟი მირანშა-ჰი დაადევნა, რომელმაც თოხთამიში დაამარცხა და განდევნა ამიერკავკა-სიიდან. შემდეგ თემურმა ნახიჭევანში კარგად გამაგრებული ციხის – ალინჯის აღება სცადა, მაგრამ ვერ აიღო. ალყაშემორტყმულ ციხესთან თავისი ჯარის ნაწილი დატოვა, თავად კი შუააზიაში დაბრუნდა. 1394 წლამდე თემური საქართველოში აღარ გამოჩენილა.

თემურლენგის მესამე და მეოთხე შემოსევა საქართველოში 1394 წ. თემურლენგმა შუა აზიაში და ირანში “წესრიგის” დამყარების შემდეგ რამდენჯერმე თოხთამიშის წინააღმდეგ ილაშქრა. 1391 წ. 18 ივნისს დიდი ბრძოლა მოხდა თემურლენგისა და თოხთამიშის არმიებს შორის კუნდუხჩასთან ჩისტიპოლსა და სამარას შორის. გაიმარჯვა თემურლენგმა. შემდეგ შუა აზიაში დაბრუნდა და დაიწყო მზადება ახალი ლაშქრობი-სათვის ირანისა და მისი მიმდგომი ქვეყნების, მათ შორის ამიერკავკასიის დასაპყრობად. 1392-1393 წლებში თემურლენგმა ილაშქრა და ააოხრა ცენტრალური ირანის ქალაქები, შემდეგ ბაღდადი, სირია და სხვ. 1394 წლის გაზაფხულზე მიადგა სამხრეთ საქართველოს და 4 სარდალი 40 000-იანი ლაშქრით გააგზავნა სამცხე-საათაბაგოს დასარბევად. სამცხიდან დაბრუნებული ლაშქარი კოლის ველზე შეუერთდა თემურლენგის მთავარ ლაშქარს. სამცხის ლაშქრობის მიზანი, როგორც ჩანს, უნდა ყოფილიყო ნადავლის მოპოვება და მთავარი ლაშქრის მომზადება ახალი უფრო დიდი ლაშქრობისათვის, რომელიც შედგა იმავე წლის შემოდგომაზე არაგვის ხეობაში თვით თემურლენგის მეთაურობით. 1394 წლის 13 სექტემბერს თემური დიდი ლაშქრით კოლის ველიდან თრიალეთისა და ქვემო ქართლის გამოვლით არაგვის ხეობისაკენ გაემართა. გზადაგზა ყველაფერს ანადგურებდა, მოსახლეობას ძარცვავდა და ხოცავდა. დიდი ბრძოლები გაიმართა არაგვის ხეობაში. როგორც ჩანს, თემურის მიზანი იყო დარიალის გასასვლელის ხელში ჩაგდება, რათა საბოლო-ოდ აღეკვეთა ქართველთა მოკავშირე ჩრდილო კავკასიელი მოლაშქრეების გადმოყვანა და თოხთამიშის შესაძლო შემოსევა. საქართველოში თემურის ყოველი გამოჩენისთანავე თოხთამიში ცდილობდა აღმოსავლეთ ამიერკავ-კასიაში შემოჭრილიყო. ასე მოხდა ამჯერადაც. თემურლენგმა მთიელთა დიდი წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო დარიალის ხელში ჩაგდება. იგი იძულებული გახდა მთიდან დაშვებულიყო, თბილისზე გავლით შაქისკენ გაემართა. ამ დროს თემურმა შეიტყო, რომ თოხთამიში დერბენდის გზით შარვანში შეჭრილიყო და იქაურობას აოხრებდა. თემური სწრაფად გაემართა იქითკენ, მაგრამ ამ უკანასკნელმა ბრძოლას თავი აარიდა და სწრაფად დაბრუნდა უკან. თემური და მისი ლაშქარი მტკვრის პირას მაჰმუდაბადს გამოსაზამთრებლად დაბანაკდა და დაიწყო მზადება თოხთამიშის წინააღმდეგ დიდი ლაშქრობის მოსაწყობად. თემურისათვის სავსებით ცხადი გახდა, რომ იგი ამიერკავკასიას და, კერძოდ, საქართველოს საბოლოოდ ვერ დაიმორჩილებდა, თუ თოხთამიშს არ გაანადგურებდა. 1395 წ. გაზაფხულზე თემური დარუბანდის გზით ჩრდილოეთ კავკა-სიაში გადავიდა. თოხთამიშიც მომზადებული იყო თემურის დასახვედრად. ბრძოლა მოხდა მდინარე თერგის პირად, გაიმარჯვა თემურლენგმა: მან გადაწვა და გაანადგურა ოქროს ურდოს დედაქალაქი სარაიბერქე და სხვა ქალაქები, გაძარცვა და დაატყვევა დიდძალი მოსახლეობა. ამის შემდეგ თოხთამიშს რაიმე დიდი ღონისძიება თემურის წინააღმდეგ არ განუხორციელებია. უკან დაბრუნებულმა თემურლენგმა დალაშქრა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები, რომელთაც კავშირი ჰქონდათ საქართველოსთან, და-უნგრია ქრისტიანული რელიგიის ძეგლები და ძალით მიაღებინა ისლამი. თემურლენგი დერბენდის გამოვლით შარვანში (რომლის მმართველი თან ახლდა მას თოხთამიშთან ბრძოლაში) მივიდა და იქვე დაბანაკდა. მან ირანი და მისი მიმდგომი ქვეყნები, რომელთა შორის საქართველოც იგულისხმებოდა, თავის ვაჟს – მირანშაჰს დაუმტკიცა. 1397 წ. თემური სამარყანდში დაბრუნდა და დაიწყო მზადება ინდოეთში გასალაშქრებლად. თემურლენგის მეხუთე და მეექვსე შემოსევა საქართველოში შვიდწლიანი ლაშქრობის დროს. 1398 წ. თემური ინდოეთთან ომით იყო დაკავებული. ამით ისარგებლეს ამიერკავკასიის ხალხებმა და აჯანყდნენ. გიორგი მეფემ (1393-1407) კავშირი დაამყარა ჯალაირიანთა დინასტიის წარმომადგენლებთან, რომელნიც ჯერ კიდევ აგრძელებდნენ ბრძოლას თემურის წინააღმდეგ. ჯალაირიანთა ერთ-ერთი ბატონიშვილი თაჰერი ნახიჭევანში, ალინჯის ციხეში იყო ალყაშემორტყმული უკვე ათი წელი. უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილმა მეციხოვნეებმა მეფე გიორგის სთხოვეს დახმარება. გიორგის სთხოვა დახმარება აგრეთვე აჯანყებულმა შაქის მმართველმა სიიდი ალიმაც. გიორგი მეფემ საქართველოს ლაშქარი შემოიკრიბა, ჩრდილოეთ კავ-კასიელებიც მოიშველია და სიიდი ალი შაქისელთან ერთად ალინჯის ციხეს შეუტია. გიორგი მეფემ მოალყეები დაამარცხა და გარეკა. ციხე ახალი მოლაშქრეებითა და იარაღით გააძლიერეს და სურსათსანოვაგით მოამარა-გეს. ბატონიშვილი თაჰერი საქართველოში წამოიყვანეს. უკან გამობრუნებულებს გზად მირანშაჰის მიერ გამოგზავნილი ჯარი შემოეყარათ.

ქართველთა ლაშქარმა ისინიც დაამარცხა (სიიდი ალი ამ მბრძოლაში დაიღუ-პა). ამიერკავკასიის აჯანყების შესახებ ცნობა თემურლენგს ინდოეთშივე მიუვიდა. 1399 წლის გაზაფხულზე უკვე სამარყანდში დაბრუნებულა და დაუწყია მზადება შვიდწლიანი ლაშქრობის მოსაწყობად. ამ ლაშქრობის მთავარი მიზანი საქართველოს საბოლოო დაპყრობა და გამუსლიმანება, ან მისი განადგურება იყო. შუა აზიიდან წამოსული თემურლენგი 1399 წლის ბოლოს მოვიდა ამიერკავკსიაში და ყარაბაღის ველზე დაბანაკდა. აქ მას ეახლა შარვანშაჰი იბრაჰიმი და შაქის მმართველი სიიდი ახმედი, რომელ-საც აპატია მამამისის აჯანყება, შაქის მმართველად დაამტკიცა და ორივეს საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობა უბრძანა. თემურმა თავისი ლაშქრის ყოველი ათეულიდან სამი რჩეული მებრძოლი გამოიყვანა და ასე შეადგინა 100000-იანი არმია, რომელთაც უბრძა-ნა 10 დღის საგზლის წაღება. მათ მიემატა შარვანისა და შაქის ჯარებიც. ეს დიდი ლაშქარი შეიჭრა ჰერეთ-კახეთში, რომელსაც სპარსულ წყაროებ-ში “ხიმშიას ხევი” ეწოდება. მკვლევართა აზრით, ხიმშიას ხევი იგივე ჰერეთის საერისთავო უნდა იყოს . ამ ლაშქრობის მიზანი უნდა ყოფილიყო ნადავლის და საკვების მოპოვება მთავარი ლაშქრობისათვის. თემურის ლაშქარი ჰერეთში შეიჭრა ტყიანი გზით. ჯარისკაცები ცულებით იკაფავდნენ გზას. 20 დღის განმავლობაში განუწყვეტლივ თოვდა. მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ხიმშიას ლაშქარი მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მტერს, ბრძოლა ერთი თვე გაგრძელდა. თემურის მოლაშქრეები ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს. ჩეხავდნენ ხეხილს, ვენახებს, კაკლის ხეებს. ბოლოს, დიდთოვლობაში, საქონლის საკვების სიმცირის გამო, იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ ლაშქრობა და უკან დაბრუ-ნებულიყვნენ. მტრის ჯარმა ჰერეთიდან გამოიტანა დიდძალი ქონება. გან-საკუთრებით ბევრი იყო ცხვრის ფარები და საქონლის ჯოგები, აგრეთვე საკვები პროდუქტები, ჰერეთიდან გამოსული ლაშქარი ყარაბაღში შეუერთდა მთავარ ბანაკს. 1399-1400 წლის ზამთარი თემურლენგმა ყარაბაღში გაატარა. საკვების მომარაგებისა და ლაშქრის შევსების შემდეგ თემურლენგი 1400 წლის გაზაფხულზე საქართველოსკენ გამოემართა და საქართველოს საზღვართან დაბანაკდა. გიორგი მეფეს ელჩი გამოუგზავნა და მორჩილება და ბატო-ნიშვილ თაჰერის გაცემა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს აოხრებით იმუქრებოდა. სპარსული წყაროების მიხედვით, გიორგიმ მოციქულს “უხეში პასუხი” გასცა. ქართლის ცხოვრების გაგრძელების მიხედვით გიორგის ელჩისთვის განუცხადებია: “მე მეფისა შენისა უმცირესი არა ვარ... უკეთუ არ აღასრულოს საქმე ეგე, იყოსმცა დიაცი და არა კაცი”. გიორგი მეფის ამ ზედმეტად “გაბედულმა” პასუხმა, ცხადია, უაღრესად პატივმოყვარე თემურლენგი დიდად განარისხა. ის მთელი თავისი უზარმაზარი ლაშქრით საქართველოში შემოიჭრა. მისი მიზანი საქართველოს მთლიანი განადგურება იყო. გიორგი მეფესაც დიდი სამზადისი ჩაუტარებია. მობილიზებული იყო “ყოველი საქართველო”, დამხმარე ჯარი გადმოიყვანეს ჩრდილოეთ კავკა-სიიდანაც. თემურლენგისა და ქართველთა ლაშქარი გოგჩის ტბასთან შეებნენ ერთმანეთს, ქართველთა ლაშქარს უკეთესი პოზიცია ეჭირა. ქარიანი დღე იყო და მტერს პირდაპირ სახეში აყრიდა მტვერს. ქართველები თავგანწირვით ეკვეთნენ მტერს და მისი მეწინავე რაზმები თითქმის მთლიანად გაა-ნადგურეს. “ამისთანა მარცხი და ზიანი არაოდეს შემთხვევია სპათა ლან-გთემურისათა”, ნათქვამია ქართლის ცხოვრების გაგრძელებაში. მაგრამ მტრის ლაშქარი სიმრავლით დიდად სჯობდა ქართველებისას. მთელი დღის ბრძოლის შედეგად მოღლილ ქართველებს საღამოს ახალი დიდი ძალებით შემოუტია თემურლენგმა. ქართველები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ და “წარვიდეს მთათა და სიმაგრეთა”.

ქართველები ქვემო ქართლის ციხესიმაგრეებსა და გამოქვაბულებში გამაგრდნენ და იქიდან განაგრძობდნენ ბრძოლას. თემურლენგის მეომრები თოკებზე გამობმული კალათებით ეშვებოდნენ გამოქვაბულების წინ და ისრებით ცეცხლმოკიდებულ ჩვრებს შეისროდნენ. ასე გამოვლეს ქვემო ქართლის მთიანი ნაწილი. შემდეგ თბილისს მოადგნენ და დიდი ბრძოლით ისიც აიღეს. თემურს გიორგი მეფის შეპყრობა სურდა და ყველაფერს აკეთებდა ამისათვის. მან სპეციალური რაზმები დაადევნა გიორგის. გიორგი ბრძოლით იხევდა უკან. მოწინააღმდეგეები ისე ახლო-ახლო იბრძოდნენ, რომ გიორგის ამალის ზოგიერთი წევრი ტყვედაც კი ჩაიგდეს მონღოლებმა. გზადაგზა მტერი ანადგურებდა ეკლესიებს, ციხესიმაგრეებს, საცხოვრებელ სახლებს, ნათესებს, ხეხილის ბაღებს. ასე გავლეს მუხრანი და მისი მიდამოები. შემდეგ ქსნის მიდამოებში შეიჭრნენ. ქსნის ერისთავი ვირშელი ნახიჭევანის ლაშქრობის მონაწილე იყო. როგორც ჩანს, იქიდან წამოყვანილი ტყვეები ქსნის ხეობაშიც ყოფილან. თემურის ქსნის საერისთავოში შეჭრის ერთ-ერთი მიზანი მათი განთავისუფლებაც ყოფილა. ვირ-შელი ქნოღოს ციხეში გამაგრდა და დიდი წინააღმდეგობაც გაუწია მომხდურებს. მტერმა ვიწრო ხეობაში დიდი ლაშქრის გაშლა ვერ მოახერხა და ბოლოს იძულებული გახდა უკან გამოსულიყო, თუმცა ქსნის ხეობას მაინც დიდი ზიანი მიაყენა. ქსნის ხეობის შემდეგ მონღოლები ჯანიბეგის მამულში შეიჭრნენ. ჯანიბეგი, ბერი ეგნატაშვილის ცნობით, “მთავარი ქართლისა” (ე. ი. დიდებული) იყო. იგი ზედგინიძეთა ფეოდალური სახლის უფროსი უნდა ყოფილიყო. ჯანიბეგი ერთხანს დიდ წინააღმდეგობას უწევდა თემურლენგს, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა დამორჩილებოდა. თუმცა მისი სამფლობელო აოხრებას მაინც ვერ გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ ჯანიბეგის სამფლობელოშიც ყოფილა ნახიჭევანიდან წამოყვანილი მუსლიმანი ტყვეები. შემდეგ დიდი ბრძოლა გაიმართა გორის ციხესთან. ქართველთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, თემურლენგმა მაინც აიღო ციხე. გიორ-გი მეფე ბრძოლით იხევდა უკან. თემური გზადაგზა ყველაფერს ანადგურებდა. შვიდი დღის განმავლობაში იცავდნენ ქართველები კარგად გამაგრებულ ძამის ციხეს. შემდეგ გიორგი იძულებული გახდა დაეტოვებინა ციხე, ალყა გაარღვია და კვლავ დასავლეთისაკენ დაიხია. თემურის ჯარებმა იქაურობა ააოხრეს და მოსახლეობა დახოცეს. ბოლო ბრძოლა გიორგი მეფემ ლიხის ქედის მიდამოებში გაუმართა მტერს. გიორგი მეფე იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. თემურლენგმა და-სავლეთ საქართველოში გადასვლა ვერ გაბედა. ამის შემდეგ თემურლენგი სამცხეს შეესია, გაძარცვა და ააოხრა. ტყვეებიც მრავლად მოაგროვეს. იქიდან თრიალეთზე გამოვლით თეძმის ხეობაში ჩავიდნენ და იქაურობაც გაძარცვეს და ააოხრეს, მათ შორის რკონის მონასტერიც. შემდეგ ქვათახევის მიდამოები დაარბიეს, მონასტერს კი ცეცხლი წაუკიდეს და იქ თავშეფარებული ხალხი, მათ შორის ბერმო-ნაზონნი გამოწვეს. შემდეგ თათრები მცხეთას შეესივნენ და სვეტიცხოველი გაძარცვეს და დაანგრიეს. დიდი ბრძოლები გაიმართა არაგვის ხეობა-შიც. არაგვის მოსახლეობამ დიდი ზარალი განიცადა. აქედან თემურლენგი სამხრეთით კოლის მინდვრისაკენ გაემართა, გზად ფანასკერტის ციხე აიღო, მისი მიდამოები გაანადგურა და კოლის მინდორზე დაბანაკდა. 1400 წლის ლაშქრობა, რომელიც გაგრძელდა მთელი გაზაფხულზაფხული, ყველაზე ხანგრძლივი და ულმობელი იყო. დაანგრიეს, გაძარცვეს და გადაწვეს მრავალი ქალაქი და სოფელი, ციხესიმაგრე და ეკლესიამო-ნასტერი, ყანები და ხილის ბაღები: ტყვედ წაიყვანეს 60000 და გაჟლიტეს გაცილებით მეტი ადამიანი. ყოველივე ეს, თემურლენგის ისტორიკოსების თქმით, იმიტომ მოხდა, რომ გიორგი მეფემ ნახიჭევანში ალინჯას ციხის მოალყე თათრები დახოცა, ციხეში მომწყვდეული ბატონიშვილი თაჰერი გამოიყვანა და თემურის მოთხოვნის შემდეგ არ გადასცა მას. თემურლენგის მეშვიდე ლაშქრობა. ზავის დადება. თემურლენ-გის საქართველოდან წასვლის შემდეგ გიორგი მეფე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა და შინაური საქმეების მოწესრიგებას შეუდგა. გი-ორგი მეფემ და ვირშელ ქსნის ერისთავმა დალაშქრეს და დასაჯეს დვალები, რომლებმაც ისარგებლეს თემურლენგის შემოსევით და ქსნის ხეობა დაარბიეს და გაძარცვეს.

1401 წელს თემურლენგის ჯარებმა, როგორც იქნა, ათი წლის ალყის შემდეგ აიღეს ნახიჭევანში ალინჯას ციხე. იმავე წელს თემურლენგი საქართველოს საზღვრებს მოადგა აღმოსავლეთიდან და შამქორში დაბანაკდა. შამქორში თემურლენგს გიორგი მეფის ელჩი კონსტანტინე ბატონიშვილი ეახლა დიდი საჩუქრებით და მეფის სახელით ზავი შესთავაზა. თემურლენგი ოსმალეთის წინააღმდეგ ომისათვის ემზადებოდა და ამიტომ ზავი მისთვის სასურველი იყო. ზავის პირობის მიხედვით საქართველო კისრულობდა ხარკს, ჯარის გარკვეული რაოდენობის გამოყვანას, ქართველებს არ უნდა შეევიწროვებინათ მუსლიმანები და სხვა. სამაგიეროდ, თემურლენგი უსაფრთხოებას აღუთქვამდა საქართველოს. ზავი დაიდო 1401 წ. სექტემბერში. თემურლენგი გამოსაზამთრებლად ყარაბაღში დადგა. გაზაფხულზე თემურლენგის დიდი ლაშქარი ოსმალეთისაკენ გაემართა. გზად თორთუმის ციხეს მიადგა, რომელშიც 200მდე ქართველი მეციხოვ-ნე იყო გამაგრებული, ხუთი დღის ბრძოლის შემდეგ აიღო და დაანგრია, მეციხოვნეები კი გაწყვიტა. თემურლენგის მერვე ლაშქრობა. 1402 წლის 28 ივლისს ანგორასთან (ანკარა) თემურლენგმა სასტიკად დაამარცხა ოსმალეთის სულთანი ბა-იაზეთი და ტყვედ იგდო იგი. დაარბია ოსმალეთის ქალაქები, ოსმალთა სახელმწიფო გაყო ოთხ ნაწილად და ბაიაზეთის შვილებს დაუნაწილა. “ოსმალეთის საკითხის” მოგვარების შემდეგ თემურლენგმა კვლავ საქართველოსთვის მოიცალა. 1403 წ. გაზაფხულზე თემურლენგი საქართველოსკენ გამოემართა და ყარსში დაბანაკდა. ამ ლაშქრობის მიზეზად თემურის ისტორიკოსს, ნიზამ ადდინ შამის, დასახელებული აქვს 1401 წ. დადებული ზავის შეუსრულებლობა. თემურლენგმა თავის მორჩილ ვასალს, შარვანშაჰ შეიხ იბრაჰიმს დაავალა აღმოსავლეთიდან შესეოდა საქართველოს. ასეთ ვითარებაში გიორგი VIIმ კვლავ მოლაპარაკებით სცადა შემო-სევის თავიდან აცილება. ელჩად კვლავ თავისი ძმა კონსტანტინე ბატონიშვილი გაგზავნა სათანადო საჩუქრებით. მაგრამ თემურლენგმა მოლაპარაკება არ ინდომა და არც საჩუქრები მიიღო, მეფეს კი, ბერი ეგნატაშვილის სიტყვით, შემოუთვლია: “უკეთუ გინდა წაუხდენლობა ქვეყნისა ამის, მოდი ჩემთანა, გათათრდი, და თუ გათათრდები, არცა გთხოვ ხარკსა... და უკეთუ არ გათათრდები, დაიდევ ხარკი ჩემი... და მოგცემ ქვეყანასა მაგას, და, როგორც განუტევე შვილი კეისრისა, ეგრეთვე შენცა არას გავნებ და განგიტევებ მშვიდობით, რამეთუ იგიცა შენის სჯულისა (ე. ი. ქრისტიანი) იყო”. გიორგი დროის გაყვანას ცდილობდა, რომ ხალხს მოსავლის აღებადაბინავება მოესწრო. თემურმა არ დააცალა. სწრაფად შემოიჭრა საქართველოში, ქვემო ქართლში შევიდა და ალგეთის ხეობაში მდებარე ბირთვი-სის ციხეს შემოარტყა ალყა. ბირთვისის ციხე 75მეტრიან მაღალ და ციცაბო კლდეზე იყო აღმართული. კარგად გამაგრებულ ციხეს იცავდა ციხისთავი, ოცდაათი დიდებული და “სხუანი მრავალნი აზნაურნი და მსახურნი”. ციხე კარგად იყო მომარაგებული საკვებით, წყლით და ღვინითაც კი. ციხისათვის ბრძოლას თვით თემური ხელმძღვანელობდა. ციხის ახლოს მაღალი სამეთვალყურეო კოშკი ააგეს, ციხეს კედლის სანგრევი მანქანები მიუყენეს და ლოდებს უშენდნენ. ციხის მიუვალობაში დაიმედებულმა მეციხოვნეებმა საჭირო სიფრთხილე ვერ გამოიჩინეს. ამით ისარგებლეს მოალყეებმა და ღამით, როცა ჯარის მიერ ხელოვნურად ატეხილი ხმაურით დაღლილმა მეციხოვ-ნეებმა ჩაიძინეს, ციცაბო კლდეზე მცოცავები ავიდნენ და თოკის კიბე აიტანეს. კიბით 33 მებრძოლი გადავიდა ციხეში, მათ შეძლეს ციხის გალავ-ნის კარების გაღება, რომელშიც მოალყეები შეცვივდნენ. ქართველები ბოლომდე ვაჟკაცურად იბრძოდნენ, მაგრამ მტრის უსაზღვრო სიმრავლემ სძლია. უმეტესობა ბრძოლაში დაიღუპა, ციხისთავი და რამდენიმე დიდებული ტყვედ შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს. ციხისთავის ცოლი, თემურლენგის ბრძანებით, შარვანშაჰს აჩუქეს. სხვა დიდებულთა ცოლ-შვილი კი მებრძოლებს დაურიგეს. თემურმა ბირთვისი და მისი მიდამოები ერთ-ერთ თავის სარდალს გადასცა და დაავალა იქაურობის ქრისტიანთაგან გაწმენდა. ეს მოხდა 1403 წ. 12 აგვისტოს.

ბრძოლის დამთავრების შემდეგ თემურლენგმა ყურულთაი მოიწვია, რომელზედაც დასავლეთ საქართველოში ლაშქრობა დაადგინეს. თემურლენგმა გადაწყვიტა საბოლოოდ მოეთხარა საქართველო და მის უკიდურეს დასავლეთ საზღვრებამდე მისულიყო. იმერეთში გადასასვლელი გზები მთიანი და ტყით დაფარული იყო. მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის პირობებში მტრის ლაშქარი ნელა მიიწევდა წინ. გზადაგზა მათ გაა-ნადგურეს მრავალი სოფელი, ეკლესიამონასტერი, ბაღვენახები და სხვ., სულ 700მდე ობიექტი. იმერეთში სექტემბერში დაწყებული ლაშქრობა დეკემბრამდე გაგრძელდა. მნიშვნელოვანი ზარალი მოსდიოდა თემურის ლაშქარსაც. ამას ემატებოდა მოლაშქრეთა და სარდალთა უკმაყოფილება გაუთავებელი ლაშქრობებით. მოსალოდნელი იყო დიდთოვლობის ვითარებაში იმერეთში გადასასასვლელი გზების ჩაკეტვა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, თემური იძულებული გახდა 12 დეკემბერს ბრძოლა შეეწყვიტა. ამ დროს, “ძეგლი ერისთავთა”-ს ავტორის ცნობით, “ლაშქარი მათი ქუთათისამდე იყო მიწევნული”. თემურლენგი ფაქტობრივად თვითონ გამოვიდა ზავის დადების ინიციატორად. მან თავის ბანაკში ტყვედმყოფ ქართველ სარდლებს აგრძნობი-ნა, რომ გიორგი მეფის თხოვნის შემთხვევაში არ იქნებოდა დაზავების წინააღმდეგი. ამ ცნობის მიღების შემდეგ გიორგი მეფემ ელჩები გაგზავნა თემურთან დიდი საჩუქრებით. ეს იყო თემურის სახელზე მოჭრილი ათა-სი ოქროს ფული, ათასი ცხენი, ძვირფასი ქსოვილები, ოქროს, ვერცხლისა და ბროლის ფიალები, თვრამეტმისხლიანი მანათობელი ლალი და ბევრი სხვა. დაიდო ზავი, რომლის თანახმად გიორგი მეფე კისრულობდა ხარკის გადახდასა და მაშველი ჯარის გამოყვანას, რაც შეეხება თემურლენგის ადრინდელ კატეგორიულ მოთხოვნას, რომ გიორგი მეფე თავად უნდა გამოცხადებულიყო თემურლენგთან და მორჩილება აღეთქვა, ახლა ამაზე სა-უბარი აღარ ყოფილა. ეს ზედმეტად პატივმოყვარე თემურისათვის უსიამოვნო ვითარება იყო, მაგრამ იგი იძულებული გახდა ამასაც შერიგებოდა. ზავის დადების შემდეგ თემური თავისი ლაშქრით იმერეთიდან გადმოვიდა და აღმოსავლეთისაკენ გაემართა. გზად, მიუხედავად ზავისა, თბილისი და მისი მიდამოები დაარბია (ეტყობა მას არ სწამდა, რომ გი-ორგი ზავის პირობებს აასრულებდა). თემური ყარაბაღის გავლით სამარყანდს მივიდა. 1404 წ. თემურმა ახალი ლაშქრობის სამზადისში გაატარა. 1405 წ. და-საწყისში იგი დიდი ლაშქრით ჩინეთის დასაპყრობად გაემართა, მაგრამ გზაში, ქ. ოთრარში, ცხელებით გარდაიცვალა, სამარყანდში მიასვენეს და თავისივე აგებულ აკლდამაში დაკრძალეს. თემურლენგის უზარმაზარი იმპერია მისი გარდაცვალებისთანავე დაი-შალა. მისი შვილები და შვილიშვილები ერთმანეთს ებრძოდნენ ხელისუფლებისათვის. დაპყრობილ ხალხთა უმრავლესობა განთავისუფლდა, მათ შორის იყო ქართველი ხალხიც. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში (1386-1403) თემურლენგის რვაგზისმა შემოსევამ უდიდესი და გამოუსწორებელი ზარალი მიაყენა საქართველოს. ქართველმა ხალხმა უმაგალითო გმირული ბრძოლების შედეგად შეძლო ფიზიკური არსებობის, სახელმწიფოებრიობის და სარწმუნოების შენარჩუ-ნება, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ან ბრძოლაში დაიღუპა, ან ტყვედ იქნა წაყვანილი. დანგრეული, გაძარცვული და გადამწვარი იყო მრავალი ქალაქი, სოფელი, ციხესიმაგრე, ეკლესიამონასტერი. გაჩეხილი და გადამწვარი იყო მრავალი ბაღვენახი, თუთისა და კაკლის ხეები და სხვა. ამ ზარალის აღდგენა საქართველომ საუკუნეების განმავლობაში ვეღარ შეძლო. რაც შეეხება მეფე გიორგი VII-ს, იგი უაღრესად მამაცი და გამბედავი პიროვნება ყოფილა. მაგრამ ივ. ჯავახიშვილის აზრით, “როგორც პოლიტიკოსსა და სამხედრო საქმის ხელმძღვანელს... ზოგიერთი აუცილებელი საჭირო თვისება ჰკლებია”. აქ იულისხმება საკუთარი ძალებისა და მიუვალ ციხესიმაგრეთა “გადაჭარბებული მოიმედეობა”, მეორე მხრივ, იმდროინდელი საერთაშორისო ვითარების არასათანადო გათვალისწინება. მას შემდეგ, რაც თემურლენგმა ოქროს ურდო და თოხთამიში დაამარცხა, დაიპყრო მთელი ირანი და ინდოეთიც კი, ამასთანავე შარვანის ძლიერი მმართველი იბრაჰიმიც თემურლენგის მხარეს იყო, ასეთ ვითარებაში აქტი-ური საგარეო პოლიტიკის წარმოება შესაძლოა შეცდომაც კი იყო. ნახჭევა-ნის დარბევა, ალინჯის ციხის ალყის გარღვევა და ციხიდან ბატონიშვილ თაჰერის გამოყვანა, შემდეგ თემურის მოთხოვნაზე, გადაეცა მისთვის თა-ჰერი, უარის თქმა და “უხეში პასუხის” გაგზავნა, ავადმყოფურად პატივმოყვარე თემურლენგისათვის გამოწვევა იყო. 1399 წლისა და მომდევნო ლაშქრობანი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა და, თითქოს, შურისძიებით იყო ნაკარნახევი.

Get in touch

Social

© Copyright 2013 - 2024 MYDOKUMENT.COM - All rights reserved.