საოცრება - სასწავლო რესურსები Flipbook PDF

საოცრება - სასწავლო რესურსები

34 downloads 110 Views 1MB Size

Recommend Stories


Porque. PDF Created with deskpdf PDF Writer - Trial ::
Porque tu hogar empieza desde adentro. www.avilainteriores.com PDF Created with deskPDF PDF Writer - Trial :: http://www.docudesk.com Avila Interi

EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF
Get Instant Access to eBook Empresas Headhunters Chile PDF at Our Huge Library EMPRESAS HEADHUNTERS CHILE PDF ==> Download: EMPRESAS HEADHUNTERS CHIL

Story Transcript

airCie როცა ასარჩევად გაქვს საქმე: სიმართლე თუ სიკეთე? სიკეთე აირჩიე

სახელი და გვარი

airCie საოცრება - რ.ჯ პლაციო წიგნის შესახებ ავგუსტ პულმანი დეფორმირებული სახით დაიბადა, რის გამოც სკოლაში არ დადიოდა. ახლა კი მეხუთე კლასში უნდა დაიწყოს სწავლა. თუ ოდსმე სკოლიდან სკოლაში გადასულხარ, გეცოდინება, რა სიძნელეები ელის მას. ავგუსტი ხომ ჩვეულებრივი ბიჭია, მხოლოდ სახე აქვს უჩვეულო. დაიჯერებენ მისი თანაკლასელები, რომ გარეგნობის მიუხედავად, ავგუსტი მათნაირი ბავშვია? ეს არის წიგნი, რომელსაც ვერ მოსწყდები და აქ არიან გმირები, რომლებსაც პირველიდან ბოლო გვერდამდე უგულშემატკივრებ.

III-VII კლასები

აპრილი პოეზიის თვეა! მოუწოდეთ მოსწავლეებს „საოცრება“ საკუთარი ლექსების შთაგონებად გამოიყენონ, თან ლექსის სხვადასხვა ფორმა ასწავლეთ. გამოიყენეთ ამონარიდები „საოცრებიდან“ და შექმენით თქვენებური ჰაიკუ ან სინქვეინი. ჰაიკუ - იაპონური ლექსია, რომელიც ბუნებასა და გრძნობებს ირეკლავს. გაიხსენეთ „საოცრებიდან“თქვენთვის საყვარელი პრსონაჟები და ეპოზოდები და შექმენით ჰაიკუ მათი შთაგონებით. პირველ სტრიქონში ხუთი მარცვალი უნდა იყოს, მეორეში შვიდი, მესამეში კი ისევ ხუთი. მაგალითად: „ჰამაკში ვწევარ ( ხუთი მარცვალი ) მესმის ჩიტის ჭიკჭიკი ( შვიდი მარცვალი ) ბედნიერი ვარ.“ ( ხუთი მაცვალი )

airCie სინქვეინი სინქვეინი - ხუთსტრიქონიანი ლექსია, სტრიქონში მხოლოდ რამდენიმე სიტყვას აერთიანებს, რაც მის წერას ძალიან ამარტივებს პირველი სტრიქონი: ლექსის თემა, გადმოიცემა ერთი სიტყვით, უმეტესად არსებითი სახელით. მეორე სტრიქონი: თემის აღწერა ორი სიტყვით - გადმოიცემა უმეტესად განსაზღვრების ფორმის სიტყვებით. მესამე სტრიქონი: მოქმედების აღწერა ამ თემის ჩარჩოში. გადმოიცემა სამი სიტყვით, უმეტესად - ზმნებით. მეოთხე სტრიქონი: შეგრძნება - ოთხსიტყვიანი ფრაზა, რომელიც გამოხატავს თემისადმი ავტორის დამოკიდებულებას. მეხუთე სტრიქონი:ერთი სიტყვა, პირველი სტრიქონის სინონიმი, რომელსაც აქვს ემოციური ხასიათი და იმეორებს ლექსის შინაარსს. მაგალითად: „საოცრება“ ( პირველი სტრიქონი ) სევდიანი, მგრძნობიარე ( მეორე სტრიქონი ) ანათებს, გვაოცებს, გვაღელვებს ( მესამე სტრიქონი ) დიდი ლიტერატურის პატარა ნიმუში ( მეოთხე სტრიქონი ) შედევრი ( მეოთხე სტრიქონი )

airCie მისტერ ბრაუნის ოქტომბრის მაქსიმა აი, რა მაქსიმა დაგვიწერა მისტერ ბრაუნმა ოქტომბერში: საქმენი შენნი ძეგლია შენი. გვითხრა, რამდენიმე ათასი წლის წინ გარდაცვლილი ეგვიპტელის საფლავზე ეწერაო, და რაკი ისტორიაში სწორედ ძველი ეგვიპტის შესწავლა უნდა დაგვეწყო, თურმე ამიტომაც გადაწყვიტა, ეს ფრაზა სწორედ დროული იქნებოდა. საშინაო დავალებად მოგვცა, ერთი-ორი აბზაცი დაწერეთ, რას ნიშნავს ეს მაქსიმა და რას ფიქრობთ ამაზეო. აი, რა დავწერე: ეს მაქსიმა ნიშნავს, რომ ადამიანებს ჩვენი საქმეებით დავახსომდებით. რასაც ვაკეთებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ქვეყანაზე: იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე რასაც ვამბობთ ან როგორი შესახედავები ვართ. ჩვენი ნამოქმედარი ჩვენ შემდეგაც ცოცხლობს. ჩვენი ნამოქმედარი ისეთივე ძეგლია, როგორსაც დაღუპულ გმირებს უდგამდნენ, ისეთივე პირამიდებია, როგორსაც ეგვიპტელები უგებდნენ ფარაონებს, ოღონდ ქვისგან კი არა, იმ ხსოვნისაგან იგება, რაც ადამიანებს შენზე დარჩებათ. ამიტომაა, რომ საქმენი შენნი ძეგლია შენი, ოღონდ არა ქვისა, არამედ ხსოვნისა.

აქტივობა წიგნში „საოცრება“ ავგუსტის მასწავლებელი, მისტერ ბრაუნი მოსწავლეებს ყოველთვიურად წარუდგენს მაქსიმას. მაქსიმა ის არის, რაც სწორ გეზს გვიჩვენებს მაშინ, როცა მართლაც მნიშვნელოვან საკითხებზე ვიღებთ გადაწყვტილებას. აირჩიე ქვემოთ მოცემული მაქსიმებიდან ერთ-ერთი. იმსჯელეთ, იფიქრეთ და დაწერეთ თხზულება - რას ნიშნავს ეს მაქსიმა თქვენთვის. გარდა თხზულებისა, იფიქრეთ და ჩამოაყალიბეთ საკუთარი მაქსიმა, რომელსაც გვერდის ბოლოს, ღია ადგილას ჩაწერთ.

როცა ასარჩევად გაქვს საქმე: სიმართლე თუ სიკეთე? სიკეთე აირჩიე - უეინ დაიერი

საქმენი შენნი ძეგლია შენი. წარწერა გარდაცვლილი ეგვიპტელის საფლავზე

ბედი გაბედულს სწყალობს. ვირგილიუსი

ადამიანი კუნძული როდია, ცალკე გარიყული. - ჯონ დონი

სჯობს, ზოგიერთი კითხვა იცოდე, ვიდრე ყველა პასუხი. - ჯეიმს თერბერი

რაც ლამაზია, ის კარგიცაა და ვინც კარგია, ის მალე გახდება ლამაზი. - საფო

კეთილი სიტყვა ძვირი არ ღირს, თუმცა ბევრი ძალუძს. - ბლეზ პასკალი

ჭირი

რა თქმა უნდა, მესმის, რომ ავგუსტის სახეს უნდა შეეჩვიო. უკვე ორი კვირაა, ერთად ვსხედვართ. მსოფლიოში ყველაზე ფაქიზად ვერ ჭამს, მაგრამ სხვა მხრივ ძალიანაც კარგი ბიჭია. და იმასაც ვიტყვი, რომ აღარ მეცოდება. შეიძლება, თავიდან იმიტომ მივუჯექი, რომ შემეცოდა, მაგრამ ახლა სულ სხვა რამის გამო ვზივარ მასთან ერთად. იმიტომ ვზივარ, რომ მასთან ყოფნა მეხალისება. მეხუთე კლასში თუ რამე არ მომწონს, ყველაზე მეტად ის, რომ ბავშვებს მეტწილად ისე უჭირავთ თავი, თითქოს გაიზარდნენ – რაღა დროს ჩვენი თამაშიაო. დასვენებებზე მარტო დგანან და ლაპარაკობენ. ლაპარაკით კი მარტო იმას ლაპარაკობენ, ვის ვინ მოსწონს, ვინ მაგარია და ვინ – არა. ავგუსტს ამნაირები არ ადარდებს. შესვენებაზე „კვადრატის“ თამაში ურჩევნია, „კვადრატი“ კი მეც ძალიან მიყვარს. ავგუსტს „კვადრატს“ რომ ვეთამაშებოდი, იმიტომაც გავიგე „ჭირობანას“ ამბავი. ეს გასართობი, აშკარად, წლის დასაწყისშივე მოიგონეს. ვინც შემთხვევით შეეხება ავგუსტს, 30 წამში უნდა მოასწროს და ხელები დაიბანოს ან ხელის მადეზინფიცირებელი საშუალება იპოვოს, თორემ „ჭირი“ გადაედება. ისე, ზუსტად არ ვიცი, რა მოგივა, თუ მართლა „გადაგედო“, იმიტომ, რომ ავგუსტს აქამდე არავინ მიჰკარებია.

აქტივობა

წიგნი ათასგვარ შთაბეჭდილებაზე, ფასეულობების ჩამოყალიბებასა და ცვლილებების აუცილებლობაზე - ესაა „საოცრება“, რომელიც შეგიძლიათ თამამად გაუზიაროთ თქვენს მოსწავლეებს, თუკი მათთან სიკეთესა და ურთიერთპატივისცემაზე საუბარს გეგმავთ. წიგნის თითოეული პერსონაჟი ცვლილებების ამ გზას განსხვავებული ფიქრებითა და საქციელებით გადის. მოცემული ნაწყვეტი დაგეხმარებათ, მოსწავლეებთან უფრო ადვილად დაიწყოთ ლაპარაკი პირველ შთაბეჭდილებაზე, რაღაც ახლის დაწყებასა თუ ახალი ადამიანის გაცნობაზე; ახალ სკოლასთან, ახალ სახლთან თუ ახალ დედმამიშვილთან შეგუებაზე. კლასსში დისკუსიისა თუ წერითი დავალებისთვის შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ქვემოთ მოცემული კითხვებით. • რა გიქმნის პირველ შთაბეჭდილებას? ( გარეგნობა, ხმა, ჩაცმულობა და ა.შ ) • გაიხსენე, თუ გქონია ისეთი შემთხვევა, როცა შენი პირველი შთაბეჭდილება მცდარი აღმოჩნდა? • როდის და როგორ გააცნობიერე ეს და რა გააკეთე პირველი შთაბეწდილების შესაცვლელად?

airCie კოსტიუმები

ჩემთვის ჰელოუინი ამქვეყნად საუკეთესო დღესასწაულია. შობასაც კი მირჩევნია. კოსტიუმს ვიცვამ, ნიღაბს ვიკეთებ და ისე მივდი-მოვდივარ, როგორც ჩვეულებრივი ბავშვი, ვერავინ ხვდება, რომ საშინელი ვარ. არავინ მაშტერდება. არავინ მამჩნევს. არავინ მიცნობს. ნეტავ ყოველი დღე ჰელოუინი იყოს. ყველანი ნიღბებს გავიკეთებდით, ვისეირნებდით და ერთმანეთს მანამ გავიცნობით, სანამ დავინახავდით, ვინ როგორია ნიღბის ქვეშ.

აქტივობა • რა „ნიღბებს“ ატარებენ „საოცრების“ პერსონაჟები? მაგალიათად, ვია, ავგუსტის და იძულებულია კეთილი და მომთმენი იყოს, მიუხედავადა იმისა, რომ ხშირად იმედგაცრუებულია. • სთხოვეთ თქვენს მოსწავლეებს დახატონ ნიღაბი, რომელიც ასახავს მათ ინტერესებს, ჰობის, საყვარელ საჭმელს, მუსიკასა თუ წიგნს. ისინი ამით შეძლებენ გამოხატონ თავიანთი ხასიათის ის თვისებები, რომლებიც, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველია. „საოცრება“ საუკეთესო წიგნია კლასში თუ ზოგადად, საჯარო კითხვისთვის. ამიტომ, შეგიძლიათ წინასწარ გაესაუბროთ კოლეგებს და ამ ნაწარმოების მიხედვით ერთად მოიფიქროთ უფრო მასშტაბური აქტივობები.

airCie ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერ შეძლებ, რომ აირჩიო სიკეთე? ყურადღებით გაეცანი ჩამოთვლილ პირობებს და მონიშნე შესრულებული პუნქტები. გამოიწვიე მეგობრებიც.

დააჯილდოვე ვინმე მქუხარე ტაშით

მოუსმინე შენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ყურადღებით

გააძლიერე ის მეგობარი, რომელსაც ამჟამად რაღაც აწუხებს

დაუწერე მადლობის პატარა წერილი მას, ვინც თუნდაც მცირედით დაგეხმარა

უთხარი ვინმეს კომპლიმენტი

დაუჭირე კარი უცნობს

გაუგზავნე მეგობარს ბარათი და დაუწერე, რატომ მიიჩნევ მას განსაკუთრებულად

ქველმოქმედების თვის გაიღე ნივთი, რომელსაც აღარ იყენებ, მაგრამ ისევ გიყვარს

გაუზიარე მეგობარს საყვარელი მუსიკა

დაეხმარე მეგობარს, რომელსაც საშინაო დავალების შესრულება უჭირს დაურეკე მეგობარს, რომელსაც დიდი ხანია არ შეხმიანებიხარ

წაიკითხე „საოცრება“ და გაუზიარე წიგნიც და შთაბეჭდილებებიც მეგობრებს

airCie მონაწილეობის სერტიფიკატი ყოველი ჩვენგანი მუდამ ეცდება იყოს იმაზე კეთილი, ვიდრე ეს საჭიროა.

_____________________________ მოსწავლის სახელი

_____________________________ მასწავლებლის სახელი

_____________________________ თარიღი

სიკეთე ყოველთვის სწორი არჩევანია.

„არ კმარა მეგობრულად იყო განწყობილი. მეგობარი უნდა იყო.“

ამოჭერი ბარათი და გაუგზავნე მეგობარს! არ დაგავიწყდეს დაუწერო მას განსაკუთრებული წერილი!

მადლობა, რომ ჩემი მეგობარი ხარ

Get in touch

Social

© Copyright 2013 - 2024 MYDOKUMENT.COM - All rights reserved.